განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/040-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
07 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივა-- - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------- ა---–---–---–-;
დაცვის მხარე: ბრალდებული – გ------- ბ-–------, დაბ. 0--0--1--- წელს ბ---------–-, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ბ----------- რაიონი სოფ.ს------;
ადვოკატი - ტ------– ბ--–-----–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტი;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ბ-–------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით.
დადგენილების თანახმად, 2017 წლის 21 დეკემბერს გ------- ბ-–------მ თავის საცხოვრებელ სახლში ყოფით საკითხებთან დაკავშირებით არასრულწლოვნების - ტ----- ბ-–------- და ლ----- ბ-–------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ა-- ა-----–---–-, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულმა გა--ცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული გ------- ბ-–------ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა როგორც სადავო სახის მტკიცებულებები გარდა ადვოკატის ორდერის და მტკიცებულებების შესახებ გაცვლის ოქმისა. არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ ბრლადების მხარის მიერ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ყველა მტკიცებულება გარდა ბრალდებულის და დაზარალებულ ა-- ა-----–-----–-- ჩვენებისა გახადა უდაოდ. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმეების - დ----- ნ--------, ნ---- ბ-–-------, ბ------- ს-----–----, კ-------- კ--------, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელიც შედგენილ იქნა ექსპერტ ვ-–- გ--–-–---–--, გამომძიებლების - კ-------- კ--------, ვ------- ნ--------, ნ-----–---- ყ---–--–---–-- და თ----- ი------- მიერ. ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის დ----- მ------–---–-- მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს ა-- ა-----–---–- სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ბრალდებულის გ------- ბ-–------- და დაზარალებულ ა-- ა-----–---–-- ჩვენების გარდა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულმა ა-- ა-----–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს მეუღლესთან გ------- ბ-–------სთან რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია, ა-- ა-----–---–- განმარტავს რომ მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მან მხოლოდ მსუბუქად დაადო ხელი კისრის არეში, რა დროსაც არანაირი ტკივილი არ განუცდია.
ბრალდებულმა გ------- ბ-–------მ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.
2.2. ბრალდება ემყარებოდა მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოწმე ნ---- ბ-–------მ ბრალდებულ გ------- ბ-–------- მამამ გამოძიებისას უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე როგორც ახლო ნათესავმა. რაც შეეხებათ მოწმე დ----- ნ-------- და ბ------- ს-----–---- 2017 წლის 21 დეკემბერს მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან, შესაბამისად, დასახალებული მოწმეთა ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება გ------- ბ-–------- ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს ინფორმაციას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული რაიმე უკანონო ქმედების შესახებ.
2.3. 2017 წლის 22 დეკემბრის N7--/0-/9-- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებული იქნა ა-- ა-----–---–- რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება ასევე პირადი გასინჯვის მონაცემებით ა-- ა-----–---–- ჩივილები ტკივილზე არ აქვს. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 21 დეკემბერს გ------- ბ-–------- მიერ ა-- ა-----–---–-- მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
2.4. დაცვის მხარემ ასევე უდავო გახადა 2017 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ჩატარდა ა-- ა-----–---–-- ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ა-- ა-----–---–-- მიუთითა ადგილები, სადაც მეუღლესთნ გ------- ბ-–------სთნ მოუხდა შელაპარაკება და მანვე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 12--130-ე მუხლები ადგენენ საგამოძიებო ექსპერიმენტის მნიშვნელობას და მისი ჩატარების წესს. ნორმების თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ეხება ჩვენების ადგილზე შემოწმებას ვერ გა--ხილება მოწმის მიერ ჩვენების მიცემად. ამასთან, ვერ შეცვლის და ვერც გაუტოლდება სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოწმის მანამდე მიცემული ჩვენების ირგვლივ გარემოებების აღდგენას ითვალისწინებდა მიზნად. დაზარალებულმა, რომლის გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სასამართლოში არ დაადასტურა ძალადობის ფაქტი, განმარტა რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ანუ არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლოში ა-- ა-----–---–-- ჩვენება, როგორც ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ გა--ხილავს მისი ჩვენების ადგილზე შემოწმებას, როგორც ცალკე აღებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი მტკიცებულება - დაზარალებულ ა-- ა-----–---–-- ჩვენება თუნდაც ის ყოფილიყო ბრალდების დამადასტურებელი, ვერ გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--ს საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--სათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
კონკრეტულ შემთხვევაში გ------- ბ-–------- სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ გ------- ბ-–------მ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის ა-- ა-----–---–-- მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლია--. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტა--ლია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, თ------- კ------ მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 2-3-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ბ-–------ (პ/№1----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ------- ბ-–------ (პ/№1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ვ-–-------- კ------ (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე რაიონი-ბ----------, სოფელი ც-----------, ზონა-ბ---------- 6-, სექტორი-სოფ.ც----------- 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი-საკუთრება, ნაკვეთის და--შნულება-სასოფლო სამეურნეო (სათიბი) დაზუსტებული ფართობი 25 000.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 6-.0--1--2---
3. განემარტოს გ------- ბ-–------ს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზია--ს ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი