განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/148-18 (#069270118001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- ჩუ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გრ-----– მა-–-----ს ძე კვ-------- - დაბადებული 1--- წლის 1--------–- , საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ლენტეხი, სოფ. ჭვ------, ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბო, სოფ. ფა--–----------, კო------------------–--ა.
ადვოკატი - ფი----- ცე--–----
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი;
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფა--–---------–-, ე.წ. ,,კ------------“ და----–---ში მდებარე N- საცხოვრებელი ბინის პირველ სადარბაზოში გრ-----– კვ-------მა ურთიერთშელაპარაკებისას ზა--- ახ-–----ს წვივისა და თხემის არეში დანის დარტყმით მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ზა--- ახ-–----სა და გრ-----– კვ--------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმები, შემთხვევის ადგილის დისკის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის და დისკის დათვალიერების ოქმები, ზა--- ახ-–----ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ნი--- კა---------ს, მა----- ახ-–----ს, ვლ-------- ახ-–----ს, მი-- კვ--------ს გამოკითხვის ოქმები და გრ-----– კვ--------ს გამოკითხვის ოქმი) ერთობლიობა გრ-----– კვ--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გრ-----– კვ-------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გრ-----– კვ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გრ-----– კვ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გრ-----– კვ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა (მომეტებული საფრთხის შემცველი იარაღის - დანის გამოყენება) და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, სანქციით გათვალისწინებული სხვა სასჯელის სახე, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც გრ-----– კვ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გრ-----– კვ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გრ-----– კვ-------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გრ-----– კვ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საგამოძიებო ექსპერიმენტის CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
დანა, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით - განადგურდეს.
ზა--- ახ-–----საგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს ზა--- ახ-–----ს.
გრ-----– კვ--------საგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს გრ-----– კვ-------ს.
ზა--- ახ-–----საგან ამოღებული სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჯინსის შარვლის ნაჭერი და მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც ინახება სსიპ. ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური