განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
140100114002450671
დავის ტიპი
273
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100114002450671

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/545-14 წ. 03 აპრილი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - ქ------- გ------ის,ბრალდებულ - პ----- მ---------ის,მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011010814017 საქმე პ----- ვ-–---------ს ძე მ---------ის (დაბადებული 1--- წლის 0--------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ა----–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ პ----- მ---------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელ შეფარდებული პირის მიერ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 27 ნოემბერს და 2013 წლის 01 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პ----- მ---------ემ განმეორებით, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტრამადოლი“, რაც გამოვლენილი იქნა 2014 წლის 23 ივლისს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა პ----- მ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2014 წლიდან, თვე არ ახსოვს მკურნალობა დაიწყო ქ.თბილისში, კლინიკა ,,ბემონში“. მანამდე კი გორში მკურნალობდა. საბუთების გაკეთებას დაახლოებით 3-4 დღე ჭირდებოდა, მანამდე წამლები დაუნიშნა ექიმმა. მას დაენიშნა პრეპარატები: ციკლოდოლი, ვენლაქსორი და დეპრექსორი. 2013-2014 წლებში ის თბილისში დააკავეს, ვერ დადიოდა და პოლიციის თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა და წაიყვანეს ნარკოლოგიურ განყოფილებაში შესამოწმებლად, მაგრამ აღარ ახსოვს იქ რა მოხდა. ხელი კი მოაწერა, მაგრამ არ ახსოვს რას მოაწერა, რადგან უნდოდა, რომ მალე წამოსულიყო იქიდან. 2014 წლის 23 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და უნდა შეემოწმებინათ. ის ჯერ ხიდისთავის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, შემდედ კი გორში ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიიყვანეს. მისი დანახვისას ექსპერტმა თქვა, რომ მას ვიზულაურად არ ეტყობოდა, რომ ნარკოლოგიური საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, შემდეგ შარდი აუღეს და არაფერი არ ამოვიდა. შემდეგ სისხლი აუღეს. მას მეხსირებასთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემები. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მას 10 წელია რაც ნარკოტიკული საშუალება არ მიუღია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- მ---------ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---- ბ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 23 ივლისს პ----- მ---------ე შემოწმების მიზნით იქნა მიყვანილი ნარკოლოგიურ კაბინეტში. ბრალდებული კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. შემდეგ აღებული იქნა შარდი, შემოწმდა იმუნოქრომტესტით და დაუდგინდა ტრამადოლის მოხმარების ფაქტი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--- კ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მან ჩაატარა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა პ----- მ---------ის მიმართ. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პ----- მ---------ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლი და ანტიდეპრესიული ნივთიერება ვენლაფაქსინი (პრეპარატ ვენლაქსინის ფარმაკოლოგიურდ აქტიური კომპონენტი). იმუნოქიმიური სტრიპ-ტესტის ანოტაციის მიხედვით, ტრამადოლს გააჩნია ჯვარედინი რეაქცია ქიმიური სტრუქტურით მონათესავე ნივთიერება ვენლაფაქსინზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეპარატ ვენლაქსინის მიღებამ, სისხლისა და შარდის იმუნოქიმიური მეთოდით კვლევისას შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--- კ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობდა კლინიკა ,,ბემონში“. პ----- მ---------ე მასთან პირველად პროგრამაში ჩართვის მიზნით მივიდა 2014 წლის ივლისის თვეში. პროგრამაში ჩართვამდე 2-3 დღე შესაძლებელია დანიშნულება მისცა, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ შესაძლებელია ისტორია არ გახსნა, რადგან 2-3 დღეში თუ პროგრამაში ჩაჯდებოდა ბრალდებული, ამ ისტორიას გახსნიდა. ველაქსორი არ არის ნარკოტიკული ნივთიერების შემცელი პრეპარატი, ეს არის ანტიდეპრესანტი. თეორიულად შესაძლებელია ველაქსორის მიღებამ ცრუ დადებითი შედეგი გამოიღოს ტრამადოლზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----- მ-------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს მან ჩაატარა ნარკოლოგიური ექსპერტიზა. გამოსაკვლევად წარდგენილი იყო პ----- მ---------ე. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პ----- მ---------ე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული და ფსქიტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ბუპრენორფინი, მორფინი, მეთადონი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, MDMA (ექსტაზი), აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბარბიტურატისა და ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიღებულია უარყოფითი პასუხი. ველაქსორმა შეიძლება გამოწვიოს ცრუ დადებითი შედეგი ტრამადოლის მსგავსად.

ექსპერტიზის №302868 დასკვნით დასტურდება, რომ 2014 წლის 23 ივლისს პ----- მ---------ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ტრამადოლის მოხმარების ფაქტი.

2014 წლის 23 სექტემბერის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური №005134114 ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ პ----- მ---------ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლი და ანტიდეპრესიული ნივთიერება ვენლაფაქსინი (პრეპარატ ვენლაქსინის ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპონენტი). იმუნოქიმიური სტრიპ-ტესტის ანოტაციის მიხედვით, ტრამადოლს გააჩნია ჯვარედინი რეაქცია ქიმიური სტრუქტურით მონათესავე ნივთიერება ვენლაფაქსინზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეპარატ ვენლაქსინის მიღებამ, სისხლისა და შარდის იმუნოქიმიური მეთოდით კვლევისას შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებელის პოციზიას, რომ პ----- მ---------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება და მიაჩნია, რომ პ----- მ---------ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან პროკურორის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოუდგენილი არ ყოფილა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პრეპარატ ვენლაქსინის მიღებამ, რომელსაც მოიხმარდა ბრალდებული, სისხლისა და შარდის იმუნოქიმიური მეთოდით კვლევისას შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი, ტრამადოლზე. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულ პ----- მ---------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი. მით უფრო, რომ 2014 წლის 23 სექტემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური №005134114 ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ პრეპარატ ვენლაქსინის მიღებამ, სისხლისა და შარდის იმუნოქიმიური მეთოდით კვლევისას შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი.

საქრთველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

შესაბამისად, პ----- მ---------ე ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-271, 275-276-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- მ---------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 273-ე მუხლით.

2. პ----- მ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

3.გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა.

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე