განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №17002162446- 1/257-17w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
10 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–ი
დაცვის მხარე: ბრალდებული – ლ---- გ--------ე, დაბადებული 1--- წლის 08 სექტემბერს დ.ა------ში, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------ის რაიონი, დაბა ა----------ი, ფ--–--–---–ის ქუჩა N22;
ადვოკატი - ზაზა ზარიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ლ---- გ--------ე სისტემატიურად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი 2017 წლის პერიოდში მის არასრულწლოვან შვილს ნ----- ბ--–---–---–ს უსწორდებოდა ფიზიკურად, სცემდა რკინის ჯოხით და ძირს ათრევდა თმებით, სექტემბრის თვის დასაწყისში კი სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა ფიზიკური ძალადობისა ლ---- გ--------ე არასრულწლოვან შვილს მეგობრებისა და მეზობლების თანდასწრებით ლანძღავდა, აგინებდა უცენზურო სიტყვებით და აიძულებდა მისთვის არასასურველ ადამიანებთან კონფლიქტში ყოფნას, რის გამოც ნ----- ბ--–---–---–ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც იწვევდა მის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
1.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----- ბ--–---–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ არის სკოლის მოსწავლე, არასრულწლოვანი. დედა ლ---- გ--------ე მასზე სისტემატიურად ახორციელებდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ცდილობდა მის დაჩაგვრას, უკრძალავდა გარეთ გასვლას, მეგობრებთან ურთიერთობას და აიძულებდა მისთვის არასასურველ ადამიანებთან კონფლიქტში ყოფნას. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უსწორდებოდა ფიზიკურად, ეჩხუბებოდა, ემუქრებოდა და ავიწროვებდა. 2017 წლის სექტემბრის თვეში სცემა რკინის ჯოხით, ათრია თმებით და ბენზინიც კი გადაასხა, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაყენა სხეულზე დაზიანებები, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა ფიზიკური ძალადობისა მეგობრების და მეზობლების თანდასწრებით აგინებდა უცენზურო სიტყვებით, რის გამოც განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც იწვევდა მის ტანჯვას.
1.2. სასამართლო სხდომაზე ე---------- ხ--------ა-გ--------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს დაბა ა----------ში ფ--–--–---–ის ქ.N22-ში ლ---- გ--------ის მეზობლად, ბინები გვერდიგვერდ არის და თუ რაიმე ხდება ესმის ყველაფერი, მას ესმოდა ბავშვის ყვირილი და ცემის ხმა, ხშირად გაუგონია ნ----- ბ--–---–---–ის ტირილი, რომელიც დედას მიმართავდა რომ თუ ასე ცემაში უნდა ყოლოდა რაღას აჩენდა, ლ---- გ--------ე ხშირად სცემს არასრულწლოვან შვილს ნ----- ბ--–---–---–ს, რის გამოც იგი უნახავს როგორ გარბოდა სახლიდან.
1.3. სასამართლო სხდომაზე ს-------- ჩ--–-------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ნ----- ბ--–---–---–ის მეგობარი, დაბა ა----------ში ლ---- გ--------ის მეზობლად აქვს საოჯახო სასტუმრო, ნ----- ბ--–---–---–ს ხშირად უთქვამს მისთვის, რომ დედა ლ---- გ--------ე კლავდა, ბენზინი გადაასხა და მისდევდა დანით. ლ---- გ--------ემ მისი თანდასწრებით შვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ელაპარაკებოდა აგრესიულად, შეაფურთხა და გაიწია მისკენ საცემრად. ბოლოს 2017 წლის 9 სექტემბერს ნ----- ბ--–---–---–მა მას შესჩივლა, რომ სახლში დარჩენა შეუძლებელი იყო, შეებრალა იგი და თავის სასტუმროში დატოვა ღამის გასათევად. იფიქრა, რომ ლ---- გ--------ე გააცნობიერებდა თავის საქციელს და მოაკითხავდა შვილს, ან მოგვიანებით შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოებს. ლ---- გ--------ემ თავად შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს და მიაწოდა ცრუ ინფორმაცია ნ----- ბ--–---–---–ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს ვინაიდან ნ----- ბ--–---–---–ი თავად გამოიქცა სახლიდან, რათა თავი დაეღწია დედის მხრიდან ძალადობისათვის.
1.4. სასამართლო სხდომაზე შ----- პ----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის შსს ა------ის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ლ---- გ--------ის შეტყობინების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით. ამ ფაქტზე გამოკითხა თავად ნ----- ბ--–---–---–ი. ასევე, დაკითხა მოწმეები და სოციალურ სამსახურს მისწერა წერილი ლ---- გ--------ისათვის სოციალური სტატუსის არსებობის დასადგენად. ვითარების გარკვევის შემდეგ საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, პუნქტით. ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვანი ნ----- ბ--–---–---–ი გამოკითხა სპეციალიზაციის მქონე გამომძიებელმა. იგი ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
1.5. სასამართლო სხდომაზე თ-----------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ა------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მის მიერ ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მოწმის სახით გამოკითხული იქნა ნ----- ბ--–---–---–ი, ს-------- ჩ--–-------–---–ი და სოციალური მომსახურების თანამშრომელი თამაზ მაჭარაშვილი. დანიშნა ნ----- ბ--–---–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
1.6. სასამართლო სხდომაზე ლ-----------------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის შსს ა------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მან ბრალი წარუდგინა ლ---- გ--------ეს და გაუცვალა მტკიცებულები. ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და მასზე ხელმოწერას.
1.7. 2017 წლის 18 სექტემბრის N5--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ----- ბ--–---–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითეულ თარიღს.
ს.ფ 39-41;
1.8. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა დ-------------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს მის მიერ გაცემული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N5---------, ადასტურებს დასკვნის სისწორეს და მასზე ხელმოწერას.
1.9. 2017 წლის 29 სექტემბრის N0-------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მასალების, ნ----- ბ--–---–---–ის გამოკვლევის, კვლევის დროს გასაუბრებისას გადმოცემული შინაარსის მიხედვით, ლ---- გ--------ის ქმედებით მისი შვილი ნ----- ბ--–---–---–ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ს.ფ 39-41;
1.10. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ-------------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს მის მიერ გაცემული იქნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0--------, ადასტურებს დასკვნის სისწორეს და მასზე ხელმოწერას. ექსპერტმა დაკითხვისას განმარტა, რომ ნ----- ბ--–---–---–მა კვლევის პროცესში მიუთითა ლ---- გ--------ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზებზე, კატეგორიულ აკრძალვებზე, რომლებიც მას აყენებდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
1.11. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ---- გ--------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის ნ----- ბ--–---–---–ის დედა, შვილის მიმართ არანაირ ზეწოლას არ ახორციელებდა, მისი მხრიდან რაიმე ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ნ----- ბ--–---–---–ს არ შეხებია ფიზიკურად, არ უცემია რკინის ჯოხით, არ უთრევია თმებით და არ გაულანძღავს მეგობრებისა და მეზობლების თანდასწრებით უზენზურო სიტყვებით. ს-------- ჩ--–-------–---–ს ნ----- ბ--–---–---–თან დაკავშირებით აქვს ქონებრივი ინტერესი, რადგან იცის, რომ მისი ერთადერთი შვილია. ს-------- ჩ--–-------–---–ი ატყუებდა მის შვილს, ამიტომ უშლიდა მხოლოდ მასთან ურთიერთობას.
2. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
2.3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
2.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.5. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ვინაიდან ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.
2.6. სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაული განზრახვაში გამოიხატება, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ასევე არაპიდაპირი განზრახვით, მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, პირს გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების (ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება) მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგს (ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის გამოწვევა) და სურდა ეს შედეგი.
2.7. მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ნ----- ბ--–---–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მოწმე ს-------- ჩ--–-------–---–ი, ე---------- ხ--------ა-გ--------ე არიან ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის უშუალო თვითმხილველი. 2017 წლის 18 სექტემბრის N5--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ----- ბ--–---–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ქმედების ჩადენის დროს. 2017 წლის 29 სექტემბრის N0-------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- გ--------ის ქმედებით მისი შვილი ნ----- ბ--–---–---–ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. სხეულზე არსებული დაზიანებები ასევე ადასტურებენ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის გამოყენების ფაქტს, ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება მისცა და განმარტა, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.9. სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ---- გ--------ის ჩვენებას, იმის თაობაზე, რომ მას ნ----- ბ--–---–---–ის მიმართ არ ჩაუდენია ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე დაზარალებულის და ამ ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ლ---- გ--------ის მიერ არასრულწლოვანი ნ----- ბ--–---–---–ის მიმართ ხდებოდა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- გ--------ემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან, ლ---- გ--------ის მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი გარემოება.
2.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა - ნ----- ბ--–---–---–ის, ე---------- ხ--------ა-გ--------ის, ს-------- ჩ--–-------–---–ის, ასევე გამომძიებლების შ----- პ----–---–ის, თ-----------------–--ის, ლ-----------------------ს ჩვენებები, რომელთაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისრულე და სისწორე, ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტთა ჩვენებები, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- გ--------ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საქმის გამოძიებისას არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა იმგვარად, რომ სასამართლოს ემსჯელა რომელიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე.
2.11. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
2.12. მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას და ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ლ---- გ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
3. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
3.1. ლ---- გ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
4. სასჯელის დასაბუთება:
4.1.ლ---- გ--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- გ--------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
4.3. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდგომი ყოფაქცევის გათვალისწინებით, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (II ჯგუფი) მქონე პირი, ამასთან, არ აღიარებს დანაშაულს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- გ--------ეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ---- გ--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- გ--------ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;
2. ლ---- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან;
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი