განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
040100118002288536
დავის ტიპი
126 1
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100118002288536

საქმე #1/6

განაჩენი

ს----------–--- სახელით

08 მაისი, 2018 წელი ქ. ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი -თამილა ახვლედიანი

პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-

ბრალდებული - შ------– გ-------–----

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

ბრალდებულ შ------– გ-------–----- მიმართ

მამის სახელი-კ------

დაბადებული- 0-.0-.1--- წელს

მოქალაქეობა- ს----------–--- მოქალაქე

განათლება-საშუალო

პირადი ნომერი-2----------

ოჯახური მდგომარეობა- დ------------–-

ნასამართლობა-ნ----------–----- არ მქონე

რეგისტრირებული- ლ-------- მუნიციპალიტეტი სოფელი ხ--–----

პასუხისგებაში მიცემის მუხლი- ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2017 წლის 10 აგვისტოს, 22:00 საათზე, დ.ლ------–-, დ.ა----–-----–-- ქ----–- მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ პირუტყვისა და ფრინველთა სადგომთან, შ------– გ-------–----- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ ხ--------.კერძოდ, სცემა მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და უკბინა მარცხენა ხელის მტევანზე. შ------– გ-------–----- ქმედების შედეგად, მ------ ხ--------- მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ე.ი.შ------– გ-------–----- ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------– გ-------–----- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მიერ საქმის წინასასამართლო განხილვის ეტაპზე პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ------– გ-------–----- ბრალეულობას, კერძოდ: მოწმების -ნ-----–---- მ-–---–-----, მ------ მ-–---–-----, ლ------ გ--------, ბ------ ბ------–-----, ვ--–---- ხ---------, მ-----–- გ-------–----- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით.

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

შ------– გ-------–----- მიმართ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის დასაბუთება:

ბრალდებულ შ------– გ-------–----- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, ს----------–--- სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას,ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, დანაშაულის მოტივს (დანაშაული ჩაიდინა ურთიერთშელაპარაკების დროს) ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (აღიარა და ინანიებს დანაშაულს) სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, როგორც სხვა პირთა, ასევე შ------– გ-------–----- მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი შემდგომი რესოციალიზაციის მიზნით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, სასჯელის სახით უნდა დაინიშნოს ჯარიმა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.შ------– გ-------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. შ------– გ-------–----- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3.განაჩენის აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 

4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი