გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002300511
N2/144-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.04.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩა
მოსარჩელე- ზა----------–---–ი,წარმომადგენელი-თე------–-----
მოპასუხე- მზ-----------–---–ი,მოპასუხე -ლე-–--–--–-ძე,მოპასუხე -სო------–--–-ძე,მოპასუხე -ელ----–--–-ძე,დავის საგანი:უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეების-მზ-----------–---–ისა და მისი შვილების-ლე-–--–--–-ძის, სო------–--–-ძის და ელ----–--–-ძის უკანონო მფლობელობდან გამოთხოვილ იქნას ზა----------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება-ს/კ 26.26.51.1--, მდებარე ოზურგეთი, ე.თ----–---–----------–---------.
1.2. მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული საკუთრებიდან და უძრავი ქონება -ს/კ 26.26.51.1-- ზა----------–---–ს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის თე------–-----ს განმარტებით საჯარო რესტრის მონაცემებით უძრავი ქონება -ს/კ 26.26.51.1-- წარმომადგენს მოსარჩელე-ზა----------–---–ის საკუთრებას და შესაბამისად მათი მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები- მზ-----------–---–ი და ლე-–--–--–-ძე დაეთანხმდნენ მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების -ს/კ 26.26.51.1-- მესაკუთრეა ზაზა ჭრიკივილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.14)
3.2.2. მოპასუხეები-მზ-----------–---–ი და ლე-–--–--–-ძე სარჩელს ცნობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ გაანალიზა რა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, მიაჩნია, რომ მოთხოვნა არის კანონიერი დაუნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, 164-ე, 168-ე, 170-ე მუხლები, საჯარო რეესტრიის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტი,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრილების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 26.26.51.1-- რეგისტრირებულია მოსარჩელე ზა----------–---–ის სახელზე (იხ. პუნქტი 3.2.1).
6.4. რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საჯარო რეესტრიის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კაონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
6.5. როგორც დადგენილია, სადაო ნივთის მფლობია მოპასუხეები. სკ-ის 164-ე მუხლის თანახმად არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი.
ხოლო ამავე კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
6.6. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელშია. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთოს თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის უფლება მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. ამასთან მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების მესაკუთრეს სრული უფლება აქვს გამოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ქონება.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ხოლო მოპასუხემ ასევე უნდა დაასაბუთოს მისი შესაგებლის მართებულობა კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით და იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზა----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1.მოპასუხეების-მზ-----------–---–ისა და მისი შვილების-ლე-–--–--–-ძის, სო------–--–-ძის და ელ----–--–-ძის უკანონო მფლობელობდან გამოთხოვილ იქნას ზა----------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება-ს/კ 26.26.51.1--, მდებარე ოზურგეთი, ე.თ----–---–----------–---------.
1.2. მოპასუხეები -მზ-----------–---–ის, ლე-–--–--–-ძე, სო------–--–-ძე და ელ----–--–-ძე გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული საკუთრებიდან და უძრავი ქონება -ს/კ 26.26.51.1-- ზა----------–---–ს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2. მოსარჩელე ზა----------–---–ს დაუბრუნდეს თე------–-----ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა შემდეგი ანგარიშიდან: სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი 3006431--, ბანკის კოდი-TRESGE 22, საგდასახადო დავალება 15782622, გადახდის თარიღი-9.02.2018წ. თანხა-120 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუტაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინა კიკნაძე