განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4---16 (0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გუ------ ტა--–--ე
სტაჟიორ-პროკურორი - რუ------ნ ლა---ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბი------- ჯე---–-ს ძე ქო----ე დაბადებული 19-- წლის 10------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი რო----ი
ადვოკატი - ხვ--- თა---ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბი------- ქო----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა - შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: დაუდგენელ დროსა და გარემოებებში ბი------- ქო----ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 6,441 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2016 წლის 21 მარტის ქუთაისში, თა-----–---–-ს ქუჩა N--ში მდებარე „მო-–---–------–-----------ის პარკში“ ბი------- ქო----ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (პატაკი დანაშაულის შესახებ, ბი------- ქო----ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N5---- დასკვნა, მოწმეების: მა----ა გო-–------ის, ბე--- ჯღ------ას, ავ--------– ფა-----–--ას გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“), თავად ბი------- ქო----ის გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ბი------- ქო----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბი------- ქო----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა - შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექის 2731 მუხლის მეორე ნაწილით შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ბი------- ქო----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბი------- ქო----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბი------- ქო----ის მიმართ ჯარიმის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაკისრება საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბი------- ქო----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბი------- ქო----ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
გაუქმდეს ბი------- ქო----ის მიმართ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ წონით 6,58 გრამი, რომელიც ინახება პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი