განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
150100118002426948
დავის ტიპი
126
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002426948

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე #1/37-18

24 მაისი,2018 წელი ქ.ახ--–---–---

ახ--–---–---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი--------------------ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნა---ი ვ--–---–-- შ- სი------ნ - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი# 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ახ--–---–---ს რაიონის სოფელ ხ-----ში.

ადვოკატი: ტა-----–----–-----–---–ი

თარჯიმანი - გა-–----------------–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

1.სასამართლომ დაადგინა:

1.1.2.2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 24:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნა---ი სი------ნმა ოჯახური კომფლიქტის ნიადაგზე სახეში ხელი დაარტყა მის მეუღლეს რე-----------------ს, რის შ-დეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1.სასამართლოს დასკვნა ნა---ი სი------ნის მიერ დანაშაულის ჩადენის შ-სახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შ-კრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შ-მდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ რე-----------------ის, მოწმეების ვა-–---შ სი------ნის, მა----მ სი------ნის, ვა------კ სი------ნის, მა-----ნ სი------ნის გამოკითხვის ოქმების, ქორწინების აქტის ჩანაწერის #1----------, ნა---ი სი------ნის ალკოტესტით შ-მოწმების ოქმის, დაბადების მოწმობების და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შ-თანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შ-ფასება:

 

3.1.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შ-აფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა უდავო მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია შა-–----------–---–-ს მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შ-დეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შ-დეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შ-დეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შ-დეგს, ფიზიკურ ტკივილს.

 

(უდავო მტკიცებულებით: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მეუღლემ ნა---ი სი------ნმა 2018 წლის 22 მარტს იძალადა რე-----------------ზე, შ-დეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა მოძალადე ნა---ი სი------ნი).

 

ოჯახური ძალადობა სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნა---ი სი------ნმა, 2018 წლის 22 მარტს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ძალადობის შ-დეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შ-ფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშ-. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად, მეუღლე.

 

3.3.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშ-უხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშ-უხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შ-საბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. ამ კონტექსტში სასამართლო მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შ-სახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი ა----ნ, დაიკავონ მამაკაცებთან შ-დარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შ-დეგად მოჰყვება ან შ-იძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშ-მკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შ-უწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შ-საძლებლობების მიცემის გზით.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შ-თანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შ-ფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შ-დარებით, რათა შ-აფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.5. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთთანხვედრი და უდავო მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ნა---ი სი------ნმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შ-დეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შ-მამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნა---ი სი------ნს პასუხისმგებლობის შ-მამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შ-დეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შ-ფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შ-საბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შ-მთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შ-მსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებას და ამ კუთხით სინანულს, სასამართლოს მიერ ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის წარსული - (მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, დაზარალებულთან შ-რიგებულია, რაც გარკვეულწილად აისახება სასჯელის მოხდის წესზე.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შ-მთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახში ძალადობის აღკვეთას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.

 

5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ნა---ი სი------ნს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.5. 5.2. პუნქტში მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არის აუცილებელი ნა---ი სი------ნის იზოლაცია საზოგადოებისაგან, ამავე დროს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით, ვინაიდან ნა---ი სი------ნი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშ-წონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დამატებით დააკისროს ამ მუხლით განსაზღვრული მოვალეობის შ-სრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შ-ცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა უნდა უზრუნველყოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შ-საბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნა---ი სი------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.ნა---ი სი------ნს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 მა-----ს 05 : 22 საათიდან;

 

3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შ-ცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშ- არ შ-იცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4.ნა---ი სი------ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შ-დის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შ-იძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახ--–---–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან