გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310017002207--5 (3/254-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.03.2018 წ ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე აგ----------ა
წარმომადგენელი ფა------------ა
მოპასუხე სა------------------------------–-----------------------–---------------–--------ი
წარმომადგენელი რო------------–-–--ა
მოპასუხე ზუ--------------–----–--------------ა
წარმომადგენელი ლა–----------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჯ----------------------------–------ენტოს 13.11.2--- წ #------ გადაწყვეტილების ბათილობა.
საჯ----------------------------–------ენტოს #8-----------–16 (18.09.2---) გადაწყვეტილების ბათილობა.
საჯ----------------------------–------ენტოს გადაწყვეტილების (განაცხადის რეგისტრაციის #8-----------, 2-.10.20-- წ, ს/კ 4-.17.4-.4-- მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ) ბათილობა მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
სა------------------------------–-----------------------–---------------–--------ი სარჩელს არ ცნობს.
ზუ--------------–----–--------------ა სარჩელს არ ცნობს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 24.10.2--- წ აგ----------ამ განცხადებით მიმართა საჯ----------------------------–------ენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა ზუ--------------------------------–ი მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
განცხადებას ერთვოდა ი/მ ნი-----------ას მიერ მომზადებული სკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, საარქივო ცნობა.
განმცხადებელმა თანხმობა განაცხადა საჭიროების შემთხვევაში მასალები გადაეცეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-აგ----------ას განცხადება
-ზედდების ამსახველი ნახაზი
– ექსპერტიზის დასკვნა #0--------, 14.09.2--- წ
–საარქივო ცნობა #A------------03
– გადაწყვეტილება #68---- 28.02.2---
3.2. 07.11.2--- წ რეგისტრაციის სამსახურს წარედგინა მიწის მიღება–ჩაბარების აქტი.
საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე განმცხადებელს ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს და დაევალა წარედგინა შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
09.12.2--- წ სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ახალი ნახაზი, თუმცა მასზე მონიშნული ნივთი ზედდებაშია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნივთის – ს/კ 4-.17.42.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან და დაევალა კორექტირებული ნახაზისწარდგენა.
ნახაზი არ დაკორექტირდა და სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა 17.01.2--- წ.
დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე 28.02.2--- წ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხზე გამოტანილი წინა გადაწყვეტილებები და გაგრძელდა საკითხის შესწავლა.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი საკუთრების მომოჯნავედ.
ზუ--------------------------------–ი აგ----------ას რეგისტრირებული აქვს 2 მიწის ნაკვეთი: ა) ს/კ 4-.17.02.4-3 (1335 მ2), ბ) ს/კ 4-.17.42.7-- (4-64 მ2). ორივე ნაკვეთის რეგისტრაციისთვის გამოყენებულია მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი #7--.
სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მონაცემები ზედდებაშია ს/კ 4-.17.42.4-- ნაკვეთთან, რომლის რეგისტრირებული მესაკუთრეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილია 2-.04.2--- წ
აღნიშნულ ნაკვეთზე გაშენებულია მრავალწლიანი ევკალიპტის ჯიშის ხეები, რომელიც მიმდებარე მიწისნაკვეთებზე გაშენებულ სხვადასხვა ჯიშის ნარგავებთან ერთად შეფასებულია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მათი მოვლა–პატრონობის მიზნით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა შპს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობას“, ხოლო შემდეგ შპს ,,აგროსერვისს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მიწის მიღება–ჩაბარების აქტი #7--
–ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზი 12.12.2---
–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვა #10–-----, 28.10.20-- წ
-გადაწყვეტილება #8-2-----------3 (2-.04.2---)
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.17.42.4--, მომზადების თარიღი 04/11/20-- 19:15:47
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.17.42.4--, მომზადების თარიღი 22/12/2015 16:53:46
–უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება 15.12.2015 წ
–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება #20--, 16/11/2015
–მიღება–ჩაბარების აქტი 15.12.2015
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.17.42.4--, მომზადების თარიღი 2-/04/2--- 12:36:38
– გადაწყვეტილება #8-----------–10 (17.01.2---)
– განცხადება NW-------3
–გადაწყვეტილება #8-2---------4–03 (2-.04.2---)
–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის #02----- 12/09/2--- მომართვა
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.17.42.7--, მომზადების თარიღი 03/01/2--- წ 15:25:32
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.17.02.4-3, მომზადების თარიღი 24/09/2015 15:28:4-
–მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარებისაქტი 7--, 01.03.1994
3.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 02.03.2--- წ მიმართა ზუ--------------–----–--------------ას, აცნობა აგ----------ას მიერ წარდგენილი მონაცემების ზედდების საკითხი მინიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთთან და მოითხოვა შესაძლო კორექტირების საკითხის განხილვა.
საკითხი შესასწავლად გადაეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 23.06.2--- წ აგ----------ას აცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მომიჯნავეა მისივე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე დგას ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი აშენებული ან დანგრეული) ასეთ შემთხვევაში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარედგინა მოწმის ჩვენება (ხუთი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება).
ამ წერილის მიღებით აგ----------ამ ჩათვალა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფრო იოლად შეიძლებოდა ამ ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულზე საკუთრების უფლების მოპოვების გზით და იმის მიუხედავად, რომ მის დასარეგისტრირებლად უკვე წარდგენილი ჰქონდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი უფლებადამდგენი დოკუმენტი – მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი შეეცადა მოეპოვებინა ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება – 5 მეზობლის (ლა-----------------ას, ნა--------–----ას, ლო---------------ას, რუ-------------–--ს და ი-----–----ას) განცხადება, სადაც ისი ადასტურებენ, რომ აგ----------ა თითქოს 1997 წლიდან თვითნებურად ფლობს და სარგებლობს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს ფართით 4500 მ2,, რომელიც მდებარეობს მისი მიწის ნაკვეთის ს/კ 4-.17.42.7--.
აღნიშნული განცხადება მთლიანად ეწინააღმდეგება აგ----------ას განმარტებებს და სხდომაზე დაკითხული მოწმეების (ი-----–----ას, რუ-------------–--ს, ლა-----------------ას) ჩვენებებს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აგ----------ას როგორც მოწინავე და წარმატებულ კოლმეურნეს გამოუყვეს აღნიშნული ნაკვეთი მიწის რეფორმის ფარგლებში, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შემოაკავა იგი და არ მოჭრა ნაკვეთზე არსებული რამდენიმე ძირი მრავალწლიანი ევკალიპტი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 12.09.2--- წ უარი განაცხადა მისი ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე.
18.09.2018 წ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა მოსარჩელეს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
–საჯ----------------------------–------ენტოს #7---- 02.03.2--- წ მომართვა
–საკუთრების უფლების აღიარების კომისიის #02----4 მომართვა
–ლა-----------------ას, ნა--------–----ას, ლო---------------ას, რუ-------------–--ს, ი-----–----ას განცხადება 2-.07.2--- წ
–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის #02----- 12/09/2--- მომართვა
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი
–გადაწყვეტილება #8-----------–16 (18.09.2---)
3.4. აგ----------ამ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება.
13.11.2--- წ. საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის და სასამართლოში სარჩელის განხილვის დროს მოსარჩელე კვლავ ამტკიცებდა, რომ სადავო ნაკვეთი არის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული (არა თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი და მისი იდენტიფიკაციის მიღება – ჩაბარების აქტში მითითებულ ნაკვეთთან იგივეობის დასადგენად წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვით აგ----------ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაში არსებულ ნაკვეთს ფაქტიურად სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება ასფალტის გზა, ხოლო სამხრეთ დასავლეთ მხარეს გრუნტის გზა, თუმცა სასამართლოს აზრით ეს მინიშნებები არ იძლევა ექსპერტიზის აქტზე თანდართულ ნახაზზე (შესაბამისად სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე) მონიშნული და მიწის მიღება–ჩაბარების აქტში მონიშნული ნაკვეთის იგივეობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ყველა დასახელებულ დოკუმენტში საზღვრები დადგენილია განსხვავებული მინიშნებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-საჩივარი
– ექსპერტიზის დასკვნა #0--------, 14.09.2--- წ
-გადაწყვეტილება # 47---1 (13.11.2---)
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უსაფუძვლოა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-9, 23-ე მუხლები, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-4- მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი, მე-3, მე-17 მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორიას შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2--- წ #153 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტებით ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, მართლზომიერი მფლობელი კი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
მოცემული შემთხვევისთვის მოსარჩელეს სურს დაამტკიცოს, რომ მას აქვს უფლებადამდგენი დოკუმენტი – მიწის მიღება–ჩაბარების აქტი, რომელიც აძლევს სადავო ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, თუმცა ამ დოკუმენტში მითითებული ნაკვეთის ზუსტი იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც დადგინდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული ნივთისა და მიღება–ჩაბარების აქტში მითითებული ნივთის იგივეობა წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია.
მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ზედდების ამსახველ ნახაზზე მონიშნული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნივთზე აქვს უფლება. მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზიები არ არის წარმოდგენილი. ეს რეგისტრაცია არ გაუქმებულა და ძალაშია.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის 1–ლი პუნქტით ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე.
ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი, თუმცა წარმოდგენილი აქტით მიწის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ დგინდება, რის გამოც განსახილველი შემთხვევისთვის არსებობს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის 1–ლი და მე–3 პუნქტებით რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას.
ამავე კანონის 23–ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტით კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოთა უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ასეთ ორგანოებად განსაზღვრულია შესაბამისი მუნიციპალიტეტში მოქმედი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მუხლი 4 – მიწის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში) და საჯ----------------------------–------ენტო (მუხლი 4-– მიწის მართლზომიერი მფლობელობის შემთხვევაში).
თვითონ მოსარჩელე ზოგჯერ მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელია, ზოგჯერ კი თვითნებურად მოსარგებლე. ამ საკითხის დასაზუსტებლად საჯ----------------------------–------ენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა მიმართა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას და დამატებითი მასალების მიღების მიზნით საკუთარი ინიციატივით მიმართა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა ვერ დაადგია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნულ ნივთთან მოსარჩელის კავშირი.
საქმის განხილვით დადასტურდა, რომ არც მართლზომიერი მფლობელობის და არც თვითნებურად დაკავების საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისაღებად საჭირო მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა, შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არსებითად სწორია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც განსახილველი შემთხვევისთვის სახეზე არ გვაქვს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1–ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მის. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა