განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
340100118002402438
დავის ტიპი
126 1
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002402438

№1/97-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - მა-–---- მო-------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023180318005)

 

ბრალდებული: მა-–---- მო-------–---–ი

მამის სახელი: ნო------

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვა-------ი

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვა-------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კვალიფიკაცია: მა-–---- მო-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვა-------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მა-–---- მო-------–---–მა ორჯერ გაარტყა რო--- მა------–---–ს მუშტი სახეში, ხოლო შემდეგ ფეხი ამოარტყა წელის არეში, რა დროსაც რო--- მა------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მა-–---- მო-------–---–ს 2018 წლის 27 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვა-------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მა-–---- მო-------–---–მა ორჯერ გაარტყა რო--- მა------–---–ს მუშტი სახეში, ხოლო შემდეგ ფეხი ამოარტყა წელის არეში, რა დროსაც რო--- მა------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ რო--- მა------–---–ის, ნა---- მა------–---–ის, ბა----–-- გო-–------ის, ნი--- ხუ-------–---–ის, სე---–- მე------–---–ის, თავად ბრალდებულ მა-–---- მო-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, რო--- მა------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა-–---- მო-------–---–მა ორჯერ გაარტყა რო--- მა------–---–ს მუშტი სახეში, ხოლო შემდეგ ფეხი ამოარტყა წელის არეში, რა დროსაც რო--- მა------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ მა-–---- მო-------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - ჯოხის მრავალჯერადი დარტყმა თავის და ტანის არეში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა-–---- მო-------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-–---- მო-------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მა-–---- მო-------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მა-–---- მო-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მა-–---- მო-------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

მა-–---- მო-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მა-–---- მო-------–---–ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

მა-–---- მო-------–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მა-–---- მო-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი