გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
060210017002207329
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/899-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 მაისი 2018 წელი

ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე – მ-----–-----------ა

წარმომადგენელი - ა---------– ბ-----------

მოპასუხეები - ე--------------------ა, ა-----------------ა, მ-------–-----–-ა, ქ-------------ა

წარმომადგენლები - გ------------–-ა, ლ--------------ა

დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ა-----------------ას, ე--------------------ას, ქ-------------ას, მ-------–-----–-ას აეკრძალოთ მ-----–-----------ასთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.სამტრედია ჭ--------- ქ.N3--

 

მოსარჩელის განმარტებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწვეტილების საფუძველზე 41.65 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე სამტრედია ჭ--------- ქ.N3- (ყოფილი ჭ--------- ქ. N2-) წარმოადგენს მის საკუთრებას, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოპასუხეები არ აძლევენ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თავისუფლად ფლობის საშუალებას, კერძოდ, არ აძლევენ უფლებას ააშენოს სავაჭრო ჯიხური, აქვთ ყოველდღიური დაძაბული ურთიერთობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი მხრიდან უკანონო ხელშეშლას ადგილი არ აქვს, მიწის ნაკვეთი რომელზეც მოსარჩელეს სურს ააშენოს ჯიხური საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად არ წარმოადგენს მ-----–-----------ას საკუთრებას, რის გამოც წინააღმდეგნი არიან მ-----–-----------ამ სადავო მიწის ნაკვეთზე ააშენოს ან ჩადგას სავაჭრო ჯიხური. მიაჩნიათ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მ-----–-----------ას რეალურად გამოეყო მიწის ნაკვეთები აღსრულებული არ არის და არ არსებობს მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 2003 წლის 11 ნოემბერს N2/ბ - 358 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–-----------ას სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად დაკმაყოფილდა მ-----–-----------ას სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების შესახებ და საერთო საკუთრებაში მყოფი ეზოს გაყოფა მოხდა იმდაგვარად, რომ მ-----–-----------ას გამოეყო „ბ“ და „დ“ ნაკვეთები საერთო ფართით 41.65 კვ,მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ 13-20);

 

3.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი 2004 წლის 15 ივლისს და სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი 2012 წლის 28 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცლები ( ს.ფ. 22, 207 ).

 

3.1.3. დადგენილია, რომ ყოფილი მისამართი სამტრედია ჭ--------- ქ.N2- არის ამჟამინდელი სამტრედია ჭ--------- ქ.N3--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ( ს.ფ. 23 );

 

3.1.4. დადგენილია, რომ სამტრედია ჭ--------- ქ. N3--ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ა-----------------ას, მ-----–-----------ას და ნ----------------- საკუთრებას, მათ შორის 41.65 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება მ-----–-----------ას სახელზე, 54.19 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება ა-----------------ას სახელზე. ამავე მისამართზე მდებარე შენობა ნაგებობა 24.3 კვ.მ საკუთრების უფლებით ირიცხება ნ----------------- სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები ( ს.ფ. 24,48-49 );

 

3.1.5. უდავოა, რომ მოსარჩელე მ-----–-----------ა და მოპასუხეები ა-----------------ა, ე--------------------ა, მ-------–-----–-ა, ქ-------------ა ცხოვრობენ სამტრედია ჭ--------- ქ.N3--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.6. დადგენილია, რომ სამტრედია ჭ--------- ქ. 3--ში მდებარე უძრავი ქონებაზე ა-----------------ას, მ-----–-----------ას და ნ----------------- საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება 1-97, დამოწმების თარიღი 22.01 2004წ, ნოტარიუსი მ--------–--- და გადაწყვეტილება N2/ბ-358 დამოწმების თარიღი 11/11/2003, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ. 24, 48-49 )

 

3.1.7. უდავოა, რომ მოპასუხეები წინააღმდეგნი არიან და არ აძლევენ საშუალებას მ-----–-----------ას თავისი შეხედულებისამებრ, როგორც საკუთარი გამოიყენოს სამტრედია ჭ--------- ქ. N3--ში მდებარე ეზოს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ჭ--------- ქუჩაზე გამავალი ღობიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 5.5 მ-ის შემდეგ ჭ--------- ქუჩაზე გამავალი ღობის პარალელურ ხაზში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 23.56კვ.მ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)

- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 118-119)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ სამტრედია ჭ--------- ქ.N3--ში მდებარე მიწის ნაკვეთი 41.65 კვ.მ ფართი, რომლით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს მოსარჩელე წარმოადგენს მ-----–-----------ას საკუთრებას.

 

3.2.2 დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი აქვს მ-----–-----------ასთვის თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ნაკვეთი, რომლით სარგებლობაშიც ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს მისი საკუთრებაა წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2003 წლის 30 სექტემბერს გაცემული N355/15 დასკვნა. დასკვნის თანახმად, სამი მესაკუთრისათვის მიწის წინა ნაკვეთის წინა ნაწილში (ჭ--------- ქუჩის შესასვლელის მხრიდან) საკუთარი მისასვლელი გზის გარეშე, გამოყოფის შესახებ ისე როგორც ეს მითითებულია დასკვნის კვლევით ნაწილში შესაძლებელია მ-----–-----------ას გამოეყოს „ბ“ და „დ“ ნაკვეთები, რომელიც მიიღება შემდეგნაირად ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთში ჭ--------- ქუჩაზე გამავალი ღობიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გადაიზომოს 5 გრძივი მეტრი და გაევლოს ჭ--------- ქუჩაზე გამავალი ღობის პარალელური ხაზი, მივიღებთ ორ ნაკვეთს „ა“ ფართით 19.97 კვ.მ , „ბ“ ფართით 23.56 კვ.მ ეზოში არსებული სათავსოს ჩრდილო დასავლეთი კუთხიდან ჩრდილოეთი მხარის გასწვრივ დასავლეთის მიმართულებით გაივლოს ხაზი, საერთო სარგებლობის ნაკვეთამდე. მივიღებთ ორ ნაკვეთს „გ“ ფართით 51.32 კვ.მ, „დ“ ფართით 18.2 კვ.მ. მ-----–-----------ას შეიძლება გამოეყოს „ბ“ და „დ“ ნაკვეთები ფართით 41.65 კვ.მ; აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, N2/ბ-358 სამოქალაქო საქმეზე მოხდა მოდავე მხარეებს შორის საერთო საკუთრებაში მყოფი ეზოს გაყოფა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც დაკმაყოფილდა მ-----–-----------ას სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის N2/ბ-358 გადაწყვეტილება წაერმოადგენს მ-----–-----------ას საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე 41.65 კვ.მ ფართით, მდებარე სამტრედია ჭ--------- ქ.N2--ში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მსასი ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

რაც შეეხება ხელშეშლის ფაქტს, გამოხატულს მოპასუხეთა მხრიდან მ-----–-----------ასთვის მიწის ნაკვეთის თავისი შეხედულებისამებრ გამოყენებაში, აღნიშნული უდავოდ იქნა დადასტურებული მოპასუხეების მიერ თავის ახსნა-განმარტებაში, სადაც მიუთითეს, რომ წინააღმდეგნი არიან მ-----–-----------ამ გამოიყენოს იგი როგორც საკუთარი, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 13--ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–-----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლის თანახმად საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება 41.65 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლით სარგებლობაში ხელშეშლას აქვს ადგილი მოპასუხეთა მხრიდან წარმოადგენს მოსარჩელე მ-----–-----------ას საკუთრებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება. შესაბამისად. მ-----–-----------ა წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ხელის შემშლელ პირებს მოპასუხეებს ე--------------------ას, ა-----------------ას, მ-------–-----–-ას, ქ-------------ას მოქმედების აღკვეთა, კერძოდ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.სამტრედია ჭ--------- ქ.N3-- აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე სარჩელი დაკმაყოფილდა შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მ-----–-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეებს ე--------------------ას, ა-----------------ას, მ-------–-----–-ას და ქ-------------ას აეკრძალოთ მ-----–-----------ასთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.სამტრედია ჭ--------- ქ.N3--

 

2.მოპასუხეებს ე--------------------ას, ა-----------------ას, მ-------–-----–-ას და ქ-------------ას დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის 120 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმების ნინუების ქ.N1) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი:ქალაქი სამტრედია, ძმების ნინუების ქ.N1) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნონა ზარქუა