განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002386331
#1/100-18 (№092151217002)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----------------–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს------------------------------------–------.
ადვოკატი - შ--–--------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 21 აგვისტოს ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა „ვ-------------------–---–ი“ (ს/ნ 3----------), რომელიც მის სარგებლობაში არსებული „ფორდ-ტრანზიტი“-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი „A------“ ახორციელებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში ვ-------------------–---–მა სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინასური ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით გადაწყვიტა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. ვ-------------------–---–ი წერდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, რომელსაც შემდგომ იყენებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას. კერძოდ, 2017 წლის 05 ნოემბერს ვ------------------–---–მა შპს „ჯ---------------------------------------–---------“-გან (ს------------) შეიძინა 1.5 მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, რაზეც გაიწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N ე-–-----------, სათბობი შეშა ვ------------------–---–ს, ტრანსპორტირებით, ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი -„A------“ უნდა გადაეტანა ქალაქ ახმეტიდან-მარნეულში.
2018 წლის 11 იანვარს, ვ------------------–---–მა, ს-----------------------------–----------–-----იდან განახორციელა 1.5 მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია მარნეული-გარდაბანში. შეშის ტრანსპორტირების მიზნით, ვ------------------–---–მა გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის N ე-–----------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N----------. 2018 წლის 22 იანვარს, ვ------------------–---–მა მოახდინა N ე-–----------- სასაქონლო ზედნადების გაუქმება თითქოს მას შეშის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია. რეალურად ვ------------------–---–მა მის სარგებლობაში არსებული „ფორდ-ტრანზიტი“-ის მარკის, სახელმწიფო ნომერი „A------“, სატვირთო ავტომანქანით განახორციელა ხე-ტყის ტრანსპორტირება მარნეულის დასახლებაში - ჯანდარაში, სადაც მოახდინა ხე-ტყის რეალიზაცია გ----------------–---–ზე, თუმცა ვ------------------–---–მა ხე-ტყის N ე-–----------- სასაქონლო ზედნადებში ოპერაციის შინაარსში მიუთითა შიდა გადაზიდვა, აღნიშნული ზედნადები კი გააუქმა, იმის ნიშნად, რომ თითქოს მას შეშის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია.
აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 12 იანვარს, 13 იანვარს, 16 იანვარს, 17 იანვარს, 22 იანვარს, 25 იანვარს, 27 იანვარს და 01 თებერვალს ვ------------------–---–მა გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის N ე-–------------, N ე-–-----------, N ე-–-----------, N ე-–-----------, N ე-–-----------, N ე-–-----------, N ე-–-----------, N ე-–-----------, N ე-–-----------, N ე-–-----------, ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადები N----------, რომლითაც მოახდინა შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია.
აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ვ------------------–---–მა მოახდინა ხე-მასალის ტრანსპორტირება და რეალიზაცია. რეალიზაციის დასრულების შემდგომ იგი სისტემატურად აუქმებდა ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა მას არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება.
შესაბამისად, ნათელია, რომ ვ------------------–---–მა არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები_ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენა შეშის ტრანპორტირების და რეალიზაციის დროს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დათვალიერების ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები და სხვ.) ერთობლიობა ვ------------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ------------------–---–მა ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდული დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე