გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.02.2018
საქმის ნომერი
010310017001799505
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310017001799505

№3-76/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ოკ---ა კალ------–ევა

წარმომადგენელი - პა---------–-----

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო

სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ირ---–--–---ძე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ოკ---ა კალ------–ევამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოპასუხის დავალდებულება, ოკ---ა და------ის (კალ------–ევა) დაბადების მოწმობაში შესწორების შეტანისა და დაბადების ადგილად, ნაცვლად და---–-----ვისა, მითითება: უკრაინა, ლუგანსკის ოლქი ქ. კრა--------ნი.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

ოკ---ა და------ე (ქორწინების შემდგომ კალ------–ევა) დაიბადა 1980 წლის 06 აგვისტოს უკარაინაში, ლუგანსკის ოლქის ქ. კრა--------ნში, რომელსაც დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების ადგილად ჩაეწერა საქართველო, და---–-----ვი. იმ დროისათვის საქართველოში მოქმედებდა საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივლისის კანონი „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობის მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმად, „თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მშობლების საცხოვრებელი ადგილის და არა დაბადების ადგილის მიხედვით, მაშინ ჩანაწერის მე-6 გრაფაში დაბადების ადგილი უნდა იქნეს მითითებული მშობლების საცხოვრებელი ადგილი“. ვინაიდან, ოკ---ა და------ის მამა ცხოვრობდა საქართველში, და---–-----ვში, სწორედ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მოხდა მისი დაბადების ადგილად და---–-----ვის ჩაწერა, თუმცა სინამდვილეში ოკ---ა და------ე დაიბადა უკარაინაში, ლუგანსკის ოლქის ქ. კრა--------ნში, რასაც ადასტურებს სარჩელზე თანდართული დოკუმენტები.

იმის გამო, რომ უკრაინაში, კერძოდ ქ. კრა--------ნში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მოსარჩელე არის ლტოლვილი რუ-----ს ფედერაციაში და ვერ იღებს იქაურ მოქალაქეობას, ოკ---ა კალ------–ევამ მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რაც 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით კვლავ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2016 წლის 16 დეკემბერს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უარი ოკ---ა კალ------–ევას მოთხოვნაზე არ არის კანონშესაბამისი, რამდენადაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გასწორებულიყო სააქტო ჩანაწერებში შესრულებული ასეთი უსწორობა, რითაც მოსარჩელის დარღვეული უფლებები და ინტერესი აღდგებოდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

ოკ---ა კალ------–ევას დაბადების აქტის რეგისტრაციის დროს მოქმედი „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ 1971 წლის 9 მარტის ინსტრუქციის II თავის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მშობლების (მშობლის) საცხოვრებელი ადგილისა და არა დაბადების ადგილის მიხედვით, მაშინ ჩანაწერის მე-6 გრაფაში დაბადების ადგილი უნდა იქნეს მითითებული, მშობელთა (მშობლის) საცხოვრებელი ადგილი. შუახევის რაიონის, შუახევის სადაბო საბჭოს მიერ 1980 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებულია ოკ---ა და------ის დაბადების აქტის ჩანაწერი (აქტი №14), სადაც დაფიქსირებულია შემდეგი მონაცემები: სახელი – ოკ---ა, მამის სახელი - თამაზი, გვარი – და------ე, დაბადების თარიღი – 1980 წლის 06 აგვისტო, დაბადების ადგილი - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, დედა - ალა და------ე (მცხოვრები - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, 1979 წლიდან), მამა - თამაზი და------ე (მცხოვრები - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, 1955 წლიდან).

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში მონაცემების შესწორების საფუძველია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.

ოკ---ა კალ------–ევას დაბადების სააქტო ჩანაწერში რაიმე სახის შეცდომას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მას კანონის შესაბამისად ეთქვა უარი, ჩანაწერში დაბადების ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შუახევის რაიონის შუახევის სადაბო საბჭოს მიერ 1980 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებულია ოკ---ა და------ის დაბადების აქტის ჩანაწერი (აქტი №14), სადაც დაფიქსირებულია შემდეგი მონაცემები: სახელი – ოკ---ა, მამის სახელი - თამაზი, გვარი – და------ე, დაბადების თარიღი – 1980 წლის 06 აგვისტო, დაბადების ადგილი - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, დედა - ალა და------ე (მცხოვრები - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, 1979 წლიდან), მამა - თამაზი და------ე (მცხოვრები - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, 1955 წლიდან).

დაბადების ფაქტი რეგისტრირებულია ექიმის მიერ 1980 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობის საფუძველზე, განმცხადებელია მამა - თამაზი და------ე.

აქტზე დაფიქსირებულია I-ЮТ N 382823 დაბადების მოწმობის გაცემის ფაქტი. სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში დაცული ოკ---ა და------ის დაბადების აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი, პირველი ეგზემპლარის იდენტურია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ოკ---ა და------ის დაბადების აქტის ჩანაწერი (აქტი №14);

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2016 წლის 20 აპრილს ოკ---ა კალიტვინცევაზე განმეორებით გაცემულ დაბადების №74166000090 მოწმობაში დაფიქსირებულია შემდეგი მონაცემები: სახელი – ოკ---ა, გვარი – და------ე, დაბადების თარიღი – 6 აგვისტო 1980 წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, შუახევი, და---–-----ვი, დედა - ალა და------ე, მამა - თამაზი და------ე (პ/ნ 61001001283), აქტი №14, რეგისტრირებული 1980 წლის 22 სექტემბერს.

ოკ---ა კალ------–ევას მამის, თამაზ და------ეზე 1978 წელს სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებულია განცხადება-ანკეტა (ფორმა №1), სადაც მითითებულია თამაზი და------ის საცხოვრებელ ადგილი - შუახევის რაიონი, და---–-----ვი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– თამაზ და------ის 1978 წელს გაცემული სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. უკრაინაში, კერძოდ ქ. კრა--------ნში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მოსარჩელე ოკ---ა კალ------–ევა არის ლტოლვილი რუ-----ს ფედერაციაში და ვერ იღებს რუ-----ს ფედერაციის მოქალაქეობას, რის გამოც ოკ---ა კალ------–ევამ მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული.

გადაწყვეტილება ოკ---ა კალ------–ევას მიერ გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რაც 2016 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

– სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ოკ---ა კალ------–ევას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- `სამოქალაქო აქტების შესახებ~ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.2. „სამოქალაქო აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია:

ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა;

გ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;

დ) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა;

ე) იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენა:

ე.ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა;

ე.ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა;

ე.გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;

ე.დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;

ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;

ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა;

 

თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ი) ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოკ---ა კალ------–ევას დაბადების აქტის რეგისტრაციის დროს მოქმედი „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ 1971 წლის 9 მარტის ინსტრუქციის II თავის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მშობლების (მშობლის) საცხოვრებელი ადგილისა და არა დაბადების ადგილის მიხედვით, მაშინ ჩანაწერის მე-6 გრაფაში დაბადების ადგილი უნდა იქნეს მითითებული მშობელთა (მშობლის) საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ შუახევის რაიონის შუახევის სადაბო საბჭოს მიერ 1980 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებულია ოკ---ა და------ის დაბადების აქტის ჩანაწერი (აქტი №14), სადაც დაფიქსირებულია შემდეგი მონაცემები: სახელი – ოკ---ა, მამის სახელი - თამაზი, გვარი – და------ე, დაბადების თარიღი – 1980 წლის 06 აგვისტო, დაბადების ადგილი - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, დედა - ალა და------ე (მცხოვრები - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, 1979 წლიდან), მამა - თამაზი და------ე (მცხოვრები - და---–-----ვი, შუახევის რაიონი, 1955 წლიდან). დაბადების ფაქტი რეგისტრირებულია ექიმის მიერ 1980 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობის საფუძველზე, განმცხადებელია მამა - თამაზი და------ე.

საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 20 აპრილს განმეორებით გაცემული მოსარჩელის დაბადების №74166000090 მოწმობა, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი მონაცემები: სახელი – ოკ---ა, გვარი – და------ე, დაბადების თარიღი – 6 აგვისტო 1980 წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, შუახევი, და---–-----ვი, დედა - ალა და------ე, მამა - თამაზი და------ე (პ/ნ 61001001283), აქტი №14, რეგისტრირებული 1980 წლის 22 სექტემბერს.

საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელის მამის, თამაზ და------ის 1978 წელს სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებულ განცხადება-ანკეტა (ფორმა №1), სადაც თამაზი და------ის საცხოვრებელ ადგილი მითითებულია - შუახევის რაიონი, და---–-----ვი.

შესაბამისად, შუახევის რაიონის შუახევის სადაბო საბჭოს მიერ 1980 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებული იქნა ოკ---ა და------ის დაბადების აქტის ჩანაწერში (აქტი №14), დაბადების ადგილი - და---–-----ვი, შუახევის რაიონი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოკ---ა კალ------–ევას დაბადების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა, დაბადების აქტის ჩანაწერის რესგისტრაციის დროს მოქმედი კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.4. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში მონაცემების შესწორების საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:

ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა;

 

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ;

გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით დაბადების ადგილის შესწორება შესაძლებელია შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან გვარის რეგისტრაციის, მოქალაქეობის შეწყვეტის ან დაკარგვის საფუძველზე. დაბადების ადგილის შესწორება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემტხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას დაშვებულია შეცდომა.

რამდენადაც მოსარჩელე ოკ---ა კალ------–ევას დაბადების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა, დაბადების აქტის ჩანაწერის რესგისტრაციის დროს მოქმედი კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი.

შესაბამისად, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 დეკემბრის №01/329994/გ გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც მოსარჩელე ოკ---ა კალ------–ევას უარი ეთქვა მოთხოვნაზე,მოპასუხე მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ 1971 წლის 9 მარტის ინსტრუქციის მოთხოვნათ შესაბამისად.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 დეკემბრის №01/329994/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ეს აქტები კანონის სრული შესაბამისობით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მიმართ ზიანის არსებობის საფუძველიც სახეზე არ არის.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ოკ---ა კალ------–ევას სარჩელი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ოკ---ა კალ------–ევას სარჩელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე