განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2018
საქმის ნომერი
060100117002359314
დავის ტიპი
126
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/199-17

№061230217002

 

17 აპრილი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–--–----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თა---------------------–----–--------------------–-------–-–--------------------–----------------------------------------------------------------------

 

ადვოკატები -გ------------–--------–---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ--------–---ძემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქალაქ სამტრედიაში, აკ-------------------ს მიმდებარედ არსებულ საძოვარზე, თ--------–---ძეს კონფლიქტი მოუვიდა ნ-----–-------–---ძესთან. კამათით განაწყენებულმა თ--------–---ძემ სახის არეში ქვის სროლის და მორტყმის გზით, სხვაგვარად იძალადა ნ-----–-------–---ძეზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ--------–---ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თ--------–---ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვროს ქ. სამტრედიაში, ხო--------------ე. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11 საათისათვის, მის საცხოვრებელ სახლთან, საელმავლო დეპოს მიმდებარედ, მან და მისმა დედამ, ნა----------------მ, საქონელი გადადენეს საბალახოდ, იმავე ტერიტორიაზე საქონელს აძოვებდა ნ-----–-------–---ძე, ლე-----–---ძე, იქვე იყო მე-------–----ეც. ამ დროს მათი საქონლები ერთმანეთს შეეჯახნენ. ამაზე გაღიზიანებული მე-------–----ე ქვების სროლითა და გინებით გამოედევნა მათ, ხოლო ლე-----–---ძემ დაიწყო წყევლა საქონლების პატრონის, ანუ მათი მისამართით, რის გამოც მისმა დედამ უსაყვედურა ლე-----–---ძეს, რაზედაც გამოეპასუხა მე-------–----ე და უთხრა, რომ ეს მათი საძოვარი იყო, თავდაპირველად ის აბალახებდა და მათ ვინაიდან ჰქონდათ საყანე ფართობი, შეეძლოთ იქ ეძოვებინათ მათი პირუტყვი. თ--------–---ძემ უპასუხა რომ ეს იყო სახელმწიფოს მიწა და მას არ ჰქონდა ამგვარი აკრძალვის უფლება, ამ საუბრით განაწყენებულმა მე-------–----ემ უშვერი სიტყვებით მიმართ მას და უთხრა, რომ ისინი იყვნენ პოლიციის დამსმენები და ცუდი ადამიანები. გარდა აღნიშნულისა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხთა გამო, წლების მანძილზე დაგროვილი წყენა არსებობდა მეზობლებს შორის და დაახლოებით 4 წლის წინ მეზობლების ნაწილმა ხელი მოაწერეს განცხადებას თ--------–---ძის ოჯახის გასახლებისა და მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, სწორედ ეს ფაქტი დაედო მორიგ სამეზობლო კონფლიქტს საფუძვლად. ისინი მათ ესაუბრებოდნენ აგრესიული ტონით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ მისი მამის საფლავს, ამ დროს ნ-----–-------–---ძემ ხელთ არსებული ჯოხი რომელსაც იგი იყენებს გადასაადგილებლად, მოუქნია თ--------–---ძეს, რაც მოხვდა ხელის მარჯვენა მტევანზე, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამის შემდგომ კვლავ განმეორებით მოუქნია და მოარტყა ზურგისა და თავის არეში, ასევე მოქნეული ჯოხი მოხვდა მარცხენა თვალის გასწვრივ და ჩაულურჯდა თვალი. ამასობაში მათ შორის ჩადგა მისი დედა, ნა----------------. ამ დროს კიდევ უნდოდა თ--------–---ძისათვის ნ-----–-------–---ძეს დარტყმა და რაც მოხვდა გასაშველებლად შუაში მდგომ ნა----------------ს მარჯვენა მაჯაზე და სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ იქვე მდგომი მე-------–----ე თმებში სწვდა მას და მიწაზე დააგდო თან წელის, ხელებისა და ფეხების არეში ფეხებს ურტყამდა. იმ დროს მე-------–----ეს ფეხთ ეცვა სამხედრო მოდელის ფეხსაცმელი და ამ დარტყმების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მარცხენა ფეხზე დალურჯებაც ეტყობოდა. ამის შემდგომ მე-------–----ე მიუბრუნდა ნა----------------ს, რომელსაც ასევე თმებში წვდა, წააქცია და მასაც წელის, ხელებისა და ფეხების არეში დაუწყო ცემა, რის შედეგადაც მას დაულურჯდა მარჯვენა თეძო. თა-------–---ემ შენიშნა იქვე მდგომი ფორმიანი დეპოს დაცვის თანამშრომლები და გაემართა მათკენ საშველად. ამ ჩხუბის დროს მისი დედა კიოდა, კივილზე კი კიდევ მოვიდა იქ დაახლოებით 10-15 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მან ყოველივე ზემოაღნიშნული უამბო გამომძიებელს, თუ რატომ არ დაიკითხნენ იქვე მდგომი დეპოს დაცვის თანამშრომლები ან რატომ არ იქნა დათვალიერებული საელმავლო დეპოს ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, მისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას იგი თავად არ ესწრებოდა, ხოლო დაზარალებულმა ნ-----–-------–---ძემ შეგნებულად მიუთითა სხვა ადგილი, სადაც სათვალთვალო კამერა არ იდგა. თ--------–---ძის განმარტებით, წარსული წყენების გათვალისწინებით, მისი კერძო ინტერესი აქვს მის მეზობლებს, რადგან ის არის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე, მშრომელი და პატიოსანი ახალგაზრდა და სურთ მას შეულახონ რეპუტაცია. ამის შემდგომ დაახლოებით 8 თვის გასვლის შემდეგ, მას ისე მოაწერინეს ხელი ბრალდების შესახებ დადგენილებაზე, რომ არც კი გააცვნეს ბრალდების არსი და არ განუმარტეს უფლებები, იგი მოატყუეს, რომ თითქოსდა ხელს აწერდა მისი მამის საფლავის დარბევის მასალებს, რომელიც მოხდა 2017 წლის 03 იანვარს. ხოლო ამ დარბევას წინ უძღოდა მუქარა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი და რომლის თაობაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ბრალდებულის განმარტებით მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით ის და მისი დედა თავად გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი და სწორედ ისინი არიან დაზარალებულები .

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–-------–---ძემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ სამტრედიაში, ხო--------------ე. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11 საათზე, მის საკარმიდამო ნაკვეთთან, საელმავლო დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიდენიდა საქონელს. იქვე იყო მისი რძალი ლე-----–---ძე, რომელიც ასევე აძოვებდა საქონელს. ამ დროს ჩამოიარა თ--------–---ძემ და მისმა დედამ, ნა----------------მ,. რომლებმაც ლენას დაუწყეს ჩხუბი, რატომ დარეკე პოლიციაშიო. იგი ცოტა მოშორებით იდგა და თამარს მისცა შენიშვნა, ,,ბიძია გასათხოვი გოგო ხარ, გამვლელებს ესმით და სირცხვილია ნუ ჩხუბობო’’ რაზედაც თ--------–---ძე გახდა აგრესიული თავი დაანება ლე-----–---ძეს და მას დაუწყო ჩხუბი, იგი მიმართავდა უშვერი სიტყვებით, ამ დროს მისი დედა ნა---------------- ამშვიდებდა მას, რადგან ახლობლები და ნათესავები იყვნენ, მან არ გააგრძელა ჩხუბი. მისი ოჯახი შემთხვევის ადგილიდან დაშორებულია დაახლოებით 500 მეტრით, ეს ხმაური გაიგონა მისმა მეუღლემ ნე-–----–---ძემ, რომელიც მაშინვე გამოემართა მისკენ, მას უკან გამოჰყვა მისი ძმისშვილი მე-------–----ე, ლე-----–---ძის შვილი. როდესაც თამარმა დაინახა მისი მეუღლე ქვებს მოჰკიდა ხელი და დაუწყო ქვების სროლა, ვინაიდან სხვა იქ იმ წუთას მასთან ახლოს არავინ არ იყო, მიზანმიმართულად ისროდა მისი მიმართულებით, ერთ-ერთი ნასროლი ქვა მოხვდა ზედა ტუჩის არეში და იგრძნო ძლიერი ტკივილი და გარკვეული პერიოდი გრძნობაც დაკარგა, როცა მოსულიერდა მისი მეუღლე უვლიდა. ამის შემდეგ თუ რა მოხდა მისთვის უცნობია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მასთან მივიდა პოლიცია. მისი მხრიდან არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას თამარისა და დედამისის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან იგი არის საკმაოდ ასაკიანი და აქვს მხედველობისა და გულის პრობლემები, მას ფიზიკურად არ შეეძლო რაიმე სახის დაზიანება მიეყენებინა თამარისა და დედამისისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლე-----–---ძემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ხო--------------ე. 2017 წლის 23 მარტს, სამტრედიაში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე ის და ნ-----–-------–---ძე ლიანდაგების განაპირა მწყემსავდნენ საქონელს. იმავე დროს იგი საუბრობდა ნ-----–-------–---ძესთან, იქვე საქონელს მოდენიდა თ--------–---ძე და მისი დედა ნა----------------. თამარმა გადმოჭრა ლიანდაგი, ტანსაცმელზე მოკიდა ხელი და უსაყვედურა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რატომ იჩივლეთო, ამ დროს ნ-----–-------–---ძე შუაში ჩადგა და შენიშვნა მისცა, რატომ ეჩხუბები ამ მოხუცებულ ქალსო. ამის შემდეგ მისი საქონლები გადაადგილდებოდნენ იანეთის მიმართულებით და იგი აღარ გაჩერებულა იმ ადგილას და გაჰყვა საქონლებს. მისი იქ ყოფნის პერიოდში თ--------–---ძესა და ნი----–-----–--იძეს შორის არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, შემდეგ რა მოხდა მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მე-------–----ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ხო--------------ე. მისი ოჯახი მისდევს მეცხოველეობას. იგი საცხოვრებელი სახლის უკან, სალიანდაგო დეპოს მიმდებარედ ,აძოვებს ხოლმე საქონელს. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11-საათზე, იმყოფეობოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შემოესმა კივილის ხმა. მან გადაიხედა მისი სახლის უკანა ჭიშკართან და დაინახა, რომ მისი ბიცოლა, ნე-–----–---ძე, გარბოდა, რადგან ნ-----–-------–---ძეს ეჩხუბებოდა თ--------–---ძე და დედამისი ნა----------------. მათ დანახვაზე ისინი გახდნენ უფრო აგრესიულები და ქვების სროლით წამოვიდნენ მისკენ. ქვებს ისროდა თ--------–---ძე, რომელიც მას ასცდა და მოხვდა ნ-----–-------–---ძეს, მას სურდა სიტუაციის განეიტრალება, რის გამოც ძირს დააგდო თ--------–---ძე. იმ დროს მის (ბრალდებულის) დედას, ნა--------------ეს ხელში ეჭირა ნაჯახი, რომელიც თავის არეში მოარტყა მე-------–----ეს. ამის შემდგომ, მოგერიების მიზნით, ნა----------------ს წაართვა ნაჯახი და ძირს დააგდო იგი, ამ დროს ნ-----–-------–---ძეს ხელში არ ეკავა არაფერი. ქვებს ისროდა, როგორც თ--------–---ძე, ასევე ნა----------------ც. თამარმა დაახლოებით 3-4-ჯერ ისროლა ქვა. როდესაც ნ-----–-------–---ძეს მოხვდა თ--------–---ძისაგან ნასროლი ქვა, იგი იქვე წაიქცა და ვინაიდან არის ასაკოვანი და ჰქონდა გულის პრობლემები, თავდაპირველად იგი გარდაცვლილი ეგონათ. ამასობაში მოგროვდნენ სხვა მეზობლებიც და ნ-----–-------–---ძე წაიყვანეს სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნე-–----–---ძემ განმარტა, რომ იგი არის თ--------–---ძის მეზობელი და დაზარალებულ ნ-----–-------–---ძის მეუღლე. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში. მისმა მეუღლემ საქონელი გადადენა სახლის უკან ლიანდაგის განაპირა საძოვარზე და ვინაიდან მის მეუღლეს აქვს, როგორც მხედველობის, ისე გულის პრობლემები, სახლთან ახლოს აძოვებს საქონლებს. 2017 წლის 23 თებერვალს, დილით, შემოესმა ჩხუბის ხმა და დაინახა, რომ თ--------–---ძე და მისი დედა ნა---------------- ეჩხუბებოდნენ მის მეუღლეს, ნ-----–---- ახობაძეს. ამის დანახვაზე იგი ხმამაღალი ყვირილით გაემართა მათკენ, მისი ხმა გაიგონა მისმა მაზლიშვილმა მე-------–----ემ და დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით ისიც უკან გაჰყვა მას, სანამ ნ-----–-------–---ძესთან მივიდოდნენ, თ--------–---ძე გადავიდა ლიანდაგების მხარეს, აიღო ქვები და დაიწყო ნ-----–-------–---ძის მიმართულებით სროლა, ამ დროს ნ-----–-------–---ძეს ხელი ჰქონდა ჩაწყობილი ჯიბეებში, ქვა გაისროლა დაახლოებით 3-4 -ჯერ. სწორედ ამ დროს ერთი გასროლილი ქვა მოხვდა ნ-----–-------–---ძეს, ტუჩის არეში, რის შემდეგაც წამოუვიდა სისხლი და უგონო მდგომარეობაში დაეცა მიწაზე. იგი მაშინვე მივარდა მის მეუღლესთან და ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას, რადგან ეგონა რომ იგი გარდაცვლილი იყო. შემდეგ ნახა, რომ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. მის ხმამაღალ კივილზე მოგროვდნენ მეზობლები, მათ შორის იყო მისი რძალიც, ზო-----–----ეც, რომელიც ბრუნდებოდა სამსახურიდან და დაეხმარა ომარ ვაშაკიძის სახლში წაყვანაში. ნა--------------ძე ჩხუბში მონაწილეობას არ იღებდა, იგი მხოლოდ ამშვიდებდა მის შვილს, თ--------–---ძეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა-----------–-–--ლმა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტების მონაწილეობით დათვალაირებული იქნა შემთხვევის ადგილი, ასევე დაკითხულნი იქნენ მოწმეები და დაზარალებული. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში ხო--------------ე ე. წ ,,ბ--------ს’’ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე მეტრში გადის სალიანდაგო მაგისტრალი, არის ტრიალი მინდორი, სადაც ყრია ქვები, დათვალიერების შედეგად რაიმე ნივთი ან საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა, ვინაიდან ქვების სიმრავლის გამო შეუძლებელი იყო გარჩევა კონკრეტულად, რომელი ქვა მოხვდა ნ-----–-------–---ძეს. ნ-----–-------–---ძეს ვიზუალურად მარცხენა ზედა ტუჩის არეში ეტყობოდა სილურჯე და სისხლჩაქცევა, რომელიც მისი გადმოცემით მიადგა თ--------–---ძის მიერ ქვის სროლის შედეგად. ექსპერტიზა დაინიშნა ასევე თამარ და ნა----------------ების მიმართაც, მათ ვიზუალური დაკვირვებით რაიმე დაზიანების კვალი ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში არ აღენიშნებოდათ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს დეპოს ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში და თუნდაც იქ ყოფილიყო დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა მასში შემთხვევის ადგილის არეალი მაინც ვერ მოხვდებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის უფროს ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ თ--------–---ძისათვის მოხდა ბრალის წარდგენა, რომელსაც განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, მან აღნიშნული დაადასტურა ხელმოწერით და იქვე გააკეთა აღნიშვნა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებოდა. ამის შემდეგ იგი დაკითხულ იქნა ბრალდებულის სახით, აღნიშნულის შემდგომ, როდესაც უნდა მომხდარიყო ბრალდებულთან მტკიცებულებათა გაცვლა, მან მოითხოვა მისი მამის საფლავის დარბევის ფაქტზე არსებული საქმის მასალები, რაზედაც მან უპასუხა, რომ აღნიშნული საქმე მის წარმოებაში არ იყო და შესაბამისად, მოკლებული იყი შესაძლებლობას ამგვარი დოკუმენტების მასზე გადაცემისა და შესთავაზა, რომ შეახვედრებდა ხელმძღვანელობას და შეეძლო მათთან გაერკვია აღნიშნულის თაობაზე. ამ ყოველივეს შემდეგ იგი გახდა აგრესიული, მას სურდა საქმის მასალების ორიგინალების წართმევა და შეეცადა ფურცლების დაზიანებას, რის თაობაზეც მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ცნობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა----------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ხო--------------ე. იგი არის თ--------–---ძის დედა. 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ის და მისი შვილი, თ--------–---ძე, მიდენიდნენ საქონელს საძოვარზე, იქვე გზად საქონელს აბალახებდა ნ-----–-------–---ძე, მე-------–----ე და ლე-----–---ძე. საქონლები წავიდნენ ცოტათი წინ და შეეჯახენ ერთმანეთს, რის გამოც ნ-----–-------–---ძემ ქვები ესროლა საქონელს, ხოლო ლე-----–---ძემ დაიწყო საქონლის მეპატრონის წყევლა, მათ დანახვაზე მე-------–----ემ თქვა მოდიან ,,პოლიციის ჩამშვებებიო’’, ვინაიდან არსებობდა წარსული უთანხმოება მეზობლებს შორის, 2017 წლის 01 იანვარს პოლიციაში განხორციელებული ზარის გამო. ამ შელაპარაკების პროცესში ნ-----–-------–---ძეს ხელში ეჭირა ხელჯოხი, რომელსაც თითქმის მუდმივად ატარებს და სწორედ ეს ჯოხი დაარტყა თ--------–---ძეს, რომელიც მოხვდა ხელის მტევანზე და თითებიც ჰქონდა გალურჯებული, მეორედ კვლავ დაარტყა ზურგისა და თავის არეში, რის შემდეგაც იგი გადაეფარა მის შვილს და მასაც მოხვდა მოქნეული ჯოხი მაჯის არეში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სისხლიც გამოდინდა. ამის შემდგომ მე-------–----ე წვდა თმებში თ--------–---ძეს და ძლიერი მოქაჩვით ძირს დააგდო იგი და ფეხებით დაუწყო ცემა, შემდეგ კი მას წვდა თმებში, ისიც დააგდო მიწაზე და მასაც დაუწყო ფეხებით ცემა. მათ კიდევ უნდოდათ თ--------–---ძის ცემა და რადგან სხვა მოგერიების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა, ქვა ისროლა ნი----–------ა და მ------ს მიმართულებით, რომელიც მოხვდა ნ-----–----ს. როდესაც ნე-–----–---ძე, ნ-----–-------–---ძის მეუღლე, მოვიდა ხელში ეჭირა ორი დიდი ქვა, რომლის თ--------–---ძისათვის დარტყმა უნდოდა, მაგრამ მან ეს ქვები გააგდებინა ხელიდან ნე-–----–---ძეს. მოწმის განმარტებით ისინი არიან მათი ოჯახის შორეული ნათესავები და წლების მანძილზე დაგროვილი წყენა არსებობდა მათ ოჯახებს შორის, რაც შეეხება ქვის სროლის ფაქტს, აღნიშნულის თაობაზე მან იმიტომ არ განაცხადა, რომ ნ-----–-------–---ძეს არ ჰქონდა ნათქვამი რომ მან იგი ცემა და არც მან მისცა ნ-----–-------–---ძის წინააღმდეგ ჩვენება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა------------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ვანში. თ--------–---ძე არის მისი დისშვილი. 2017 წლის 23 თებერვალს დაურეკა თ--------–---ძემ და მოუყვა, რომ იმ დილით, მას და დედამისს გზაში შეხვდნენ ნ-----–---- და მე-------–----ეები, რომლებმაც სცემეს ისინი. ვინაიდან ტერიტორიული სიშორის გამო იგი ვერ მოახერხებდა ვანიდან ბაძგნარში ჩამოსვლას, 2 დღის შემდეგ მივიდა მისი დის ოჯახში, სადაც ნახა, რომ მის დისშვილს, თ--------–---ძეს, მარცხენა თვალი ჰქონდა ჩასისხლიანებული და მარჯვენა ხელის მტევანი გალურჯებული, ხოლო მის დას ნა----------------ს ხელი და ფეხი ჰქონდა დალურჯებული. კონფლიქტის მიზეზი კი, როგორც უამბეს, გამხდარა 2017 წლის 01 იანვარს უბნის ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე პოლიციაში განხორციელებული შეტყობინება, რის გამოც თ--------–---ძეს მიმართეს უშვერი სიტყვებით უწოდეს, ,,პოლიციის ჩამშვები’’. დაპირისპირება კი იქედან დაწყებულა, რომ საქონლები შეჯახებიან ერთმანეთს.

 

2017 წლის 28 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №001120917 დასკვნის მიხედვით, 23.02. 2017 წლის 21:08-21:15 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ-----–-------–---ძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით- კერძოდ, თხემის მიდამოში, მარცხნივ, აღენიშნებოდა, დასწვრივ- ირიბად მდებარე უსწორო ფორმის, უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით:1,1x0,2 სმ-ზე, კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზაინება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ზემოაღნიშნულ დასკვნაში მოყვანილ საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი-------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, ამასთან თავისი დასკვნა დაზუსტა იმ ნაწილში, რომ ნ-----–-------–---ძეს დაზიანება მიყენებული ჰქონდა არა თხემის მიდამოში, როგორც ეს დასკვნაში შეცდომით არის მითითებული, არამედ ამ უკანასკნელს დაზიანება აღენიშნებოდა ზედა ტუჩის მიდამოში, მარცხნივ.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულ თ--------–---ძის მოწმის სახით მიცემული ჩვენება, დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა თ--------–---ძემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ თ--------–---ძის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უტყუარად დასადასტურებლად. სასამართლო იზიარებს ბრალდებულ თ--------–---ძის ჩვენებას, რომ მას არ ჰქონია განზრახავა სხვაგვარი ძალადობისა და დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენებისა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, თ--------–---ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ნ-----–-------–---ძის ჩვენება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 23 თებერვალს თ--------–---ძის მიერ ნასროლი ქვის მოხვედრის შედეგად დაუზიანდა ტუჩი და განიცადა ფიზიკური ტკივილი, მისივე განმარტებით აღნიშნული ფაქტის თვითმხილველები იყვნენ- მისი მეუღლე, ნე-–----–---ძე და ძმისშვილი მე-------–----ე. აღნიშნული პირები თვითმხილველ მოწმეებად დაზარალებულმა ნ-----–-------–---ძემ პირველად დაასახელა მისი სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, 2018 წლის 17 იანვარს, ანუ ჯანმრთელობის დაზიანების მიღებიდან, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რასაც სასამართლო არასარწმუნოდ და საეჭვოდ მიიჩნევს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს აგრეთვე, მოწმეების ნე-–----–---ძისა და მე-------–----ის ჩვენებებს თითქოსდა მათ დაინახეს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ტუჩის არეში, ქვის მორტყმის ფაქტი. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც საეჭვოა დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. ამდენად, აღნიშნული საეჭვო მტკიცებულებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თ--------–---ძე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ თ--------–---ძემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, უფრო მეტიც, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, თ--------–---ძის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული თ--------–---ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ--------–---ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ--------–---ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

გამართლებულ თ--------–---ძეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე