განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
200100118002386278
დავის ტიპი
210 1
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002386278

#1/99-18 (№092280218004)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ხ-------------–---–ი - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ-----------------------------------–---.

 

ადვოკატი - ზ------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2014 წლის 01 ოქტომბერს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა „ი------------–---–-“ (ს/ნ 3----------), რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში ახორციელებდა ბეტონის ბოძების დამზადებას და რეალიზაციას. აღნიშნული მეწარმის სახლით საქმიანობას ახორციელებდა, ხ-------------–---–ი, რომელიც ი/მ „ი------------–---–-“-ს (ს/ნ 3----------) სახელით სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ახდენდა ყალბი ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადებას და გასაღებას. კერძოდ, 2018 წლის 08 მარტს, ხ-------------–---–მა ი/მ „ი------------–---–-ს“ (ს/ნ 3----------) სახელით და ბუღალტერისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, შპს „მ–------–---“ (ს/ნ 4--------) გაწერა უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები - N ე-–-----------, რომლის თანახმად თითქოს შპს „მ–------–მა“ ი/მ „ი------------–---–-სგან“ 3500 (სამიათასხუთას) ლარად შეიძინა 7 (შვიდ) ლარად ღირებული 500 (ხუთასი) ერთეული ცემენტის ბოძი. ასევე, გაწერა ყალბი სასაქონლო ზედნადები N ე-–-----------, რომლის თანახმად თითქოს შპს „მ–------–მა“ ი/მ „ი------------–---–-სგან“ 3500 (სამიათასხუთას) ლარად შეიძინა 7 (შვიდ) ლარად ღირებული 500 (ხუთასი) ერთეული ცემენტის ბოძი და გაწერა ყალბი სასაქონლო ზედნადები N ე-–----------- რომლის თანახმად თითქოს შპს „მ–------–მა“ ი/მ „ი------------–---–-სგან“ 3500 (სამიათასხუთას) ლარად შეიძინა 7 (შვიდ) ლარად ღირებული 500 (ხუთასი) ერთეული ცემენტის ბოძი. იმავე დღეს, აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები, ხ-------------–---–მა 3780 ლარად გაასაღა დ--------------–---–ზე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დათვალიერების ოქმი, დაკავებისა დაპირადი ჩხრეკის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ხ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ-------------–---–მა ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ხ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ხ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხ-------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხ-------------–---–ს 2018 წლის 8 მარტიდან 2018 წლის 10 მარტის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო ფულადი თანხა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე