განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2018
საქმის ნომერი
120100117002159518
დავის ტიპი
377 (1)
თარიღი
03.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/254-17წ. 25 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–----------ე;

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ----- ხ---–--–--ე - ს----------–--- მოქალაქე, დაბადებული 1-.1-.1--- წელს, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული - დაბა ა------ი ზ----–---–ის ქ.N2;

ადვოკატი - კ---------------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

მ----- ხ---–--–--ეს 2015 წლის 28 სექტემბერს საფოსტო გზავნილით პირადად ჩაბარდა წინადადება, რათა მას როგორც მოვალეს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ხუთი დღის ვადაში წარედგინა სრულყოფილი ქონებრივი ნუსხა, მიუხედავად აღნიშნულისა მ----- ხ---–--–--ემ დატოვა ქვეყნის ტერიტორია და დღემდე არ წარუდგენია თავისი ქონებრივი ნუსხა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ-----ი ხ---–--–--ემ ჩაიდინა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.

 

დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:

 

2015 წლის 21 სექტემბერის აღსრულების ეროვნული ბიუროს N1-------/1----- ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ დადგენილია, რომ მ----- ხ---–--–--ეს დაეკისრა დავალიანების 150.00 ლარის და 7613,00 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა სს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ. ბრძანება გამოცემულია გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერის ი-----–------ის მიერ.

 

მოწმე ი-----–------მა განმარტა, რომ მის წარმოებაში იყო საქმე სადაც მოვალეს წარმოადგენდა მ----- ხ---–--–--ე ხოლო კრედიტორ სს ,,ს----------–--- ბანკი". წარმოების დასრულების შესახებ მ----- ხ---–--–--ეს ეცნობა წერილით დავალიანების თაობაზე, რომელიც ჩაბარდა მას პირადად და მიეცა დრო პოზიციის წარსადგენად, ვინაიდან მან ამ დროის განმავლობაში არაფერი არ წარადგინა ითვლება, რომ მან ეს დავალიანება აღიარა. მ----- ხ---–--–--ეს ამის შემდგომ გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე, რომელიც კვლავ პირადად ჩაბარდა და განესაზღვრა ვადა, აღნიშნულ ვადაში მოხდა თუ არა მისი მხრიდან ნუსხის წარდგენა მოწმე ვერ განმარტავს ვინაიდან სცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 24 სექტემბრის A1--------006/001 მიმართვით მ----- ხ---–--–--ეს აღმასრულებლის ი-----–---------–---–ის მიერ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც მიეცა დრო შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული დავალიანება. აღნიშნული მ----- ხ---–--–--ეს ჩაბარდა 2015 წლის 28 სექტემბერს პირადად.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 24 სექტემბრის A1--------008 მიმართვით აღმასრულებლის ი-----–---------–---–ის მიერ მ----- ხ---–--–--ეს გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მიეცა დრო შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში წარედგინა ქონებრივი ნუსხა. აღნიშნული მ----- ხ---–--–--ეს ჩაბარდა 2015 წლის 28 სექტემბერს პირადად.

 

მოწმე ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ ხ---–--–--ის საქმე დაეწერა 2015 წლის 23 სექტემბერს, დაიწყო სააღსრულებო წარმოება, მ----- ხ---–--–--ე ჩასმული იქნა მევალეთა რეესტრში, მას 2015 წლის 24 სექტემბერს გაეგზავნა წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ამის შემდგომ კი გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე ორივე შეტყობინება ჩაბარდა მას პირადად, თუმცა ვადის გასვლის შემდგომაც არ წარმოუდგენია ქონებრივი ნუსხა. მოწმე განმარტავს, რომ მის მიერ დაყადაღდა მ----- ხ---–--–--ის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები, ამის შემდგომ საქმე გადაეწერა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

მოწმე გ---------------–---–მა განმარტა, რომ მ----- ხ---–--–--ე არის სს ,,ს----------–--- ბანკის" მოვალე, თავდაპირველად სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა თბილისის სააღსრულებო ბიუროში, მერე საქმე გადმოეწერა სამცხე-ჯავახეთის ბიუროს. 2015 წელს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მ----- ხ---–--–--ეს გაეგზავნა წერილი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისათვის, რომელიც მას ჩაბარდა. ამის შემდგომ გაგზავნილი იქნა მიმართვა ქონებრივი ნუსხის წარმოდგენაზე, რომელიც მეორე გაგზავნაზე ჩაბარდა პირადად მ----- ხ---–--–--ეს 2015 წლის 28 სექტემბერს. გზავნილში მითითებული იყო ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. შესაბამისად, ეს შედეგები მ----- ხ---–--–--ისათვის ცნობილი იყო. აღნიშნული წერილები გაგზავნილი იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, ამის შემდგომ მოწმე პირადად იყო მისული მ----- ხ---–--–--ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას დაბა ა------ში ზ----–---–ის ქ.N 2-ში, მ----- ხ---–--–--ეს რამოდენიმე მისამართი ჰქონდა და ეჭვი იყო რომ მ----- ხ---–--–--ეს ჰქონოდა სხვა ქონება რომელიც სააღსრულებო ბიუროსთვის უცნობი იყო. როდესაც მივიდა მოვალის მიერ მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას, სახლიდან მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება, რომელიც შემდგომ მესამე პირის - ოჯახის წევრის მიერ ამორიცხული იქნა ვინაიდან არ დადასტურდა, რომ აღნიშნული ეკუთვნოდა მ----- ხ---–--–--ეს. შესაბამისად, ვალდებულების იძულებით შესასრულებლად მ----- ხ---–--–--ის უძრავი ქონება გატანილი იქნა აუქციონზე, მაგრამ შემდგომ გაიყიდა თუ არა მოწმე ვერ განმარტავს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 08 ოქტომბრის N2----- მიმართვით სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ მ----- ხ---–--–--ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე დ.ა------ი ე---------ს ქ.N60 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართი 91.00 კვ.მ.

 

მოწმე ი-----–---------–--ემ განმარტა, რომ მუშაობდა საჯარო რეესტრში საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, მან სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორს ი-----–---------–---–ს მისი მომართვის პასუხად გაუგზავნა წერილი რომლის მიხედვითაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული იყო მ----- ხ---–--–--ის თანასაკუთრების უფლება კინკრეტულ უძრავ ნივთზე. სხვა ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე არ გააჩნია.

 

2017 წლის 19 მაისს გაცემული N 3---- დასკვნით დადგენილია, რომ მ----- ხ---–--–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე დ.ა------ი ე---------ს ქ.N60, ს/კ 6-.05.01.339.01.5--) 1/4 ნაწილის საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეფასების თარიღისათვის შეადგინა 8500 ლარი. დასკვნა გაცემულია შეფასების სამსახურის შემფასებლის დ----------–--–--ის მიერ.

 

მოწმე დ----------–--–--ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 19 მაისს გაცემული დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნა გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერის და შესაფასებელი ქონების სურათების მიხედვით. აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა აღმასრულებელს ვინაიდან, მისი მომართვის საფუძველზე მომზადდა დასკვნა. შეფასდა დაბა ა------ში მდებარე უძრავი ქონება საცხოვრებელი ფართი 91 კვ.მ საბაზრო ფასის გათვალისწინებით, შეფასდა მ----- ხ---–--–--ის კუთვნილი წილი - 1/4 ნაწილი, უძრავი ქონებიდან, რამაც შეადგინა 8500 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა მოწმე ა-----–-–----–---–ის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება (მოწმე არ იმყოფება საქართველოში), რომლის მიხედვითაც მოწმე ცხოვრობს დ.ა------ში ზ----–---–ის ქუჩაზე, აქვს უძრავი ქონება სახლი საკუთრებაში, მასში არსებული მოძრავი ნივთები აღმასრულებლის მიერ იქნა დაყადაღებული, ვინაიდან გაირკვა რომ მ----- ხ---–--–--ეს (მოწმის მამას) ჰქონდა დავალიანება ბანკის მიმართ. ქონების დაყადაღების აქტი ა-----–-–----–---–ის მიერ სასამართლოში იქნა გასაჩივრებული, სასამართლო გადაწყვეტილებით დაყადაღებულ ქონება გათავისუფლდა ყადაღისაგან.

 

მოწმე ნ-----–------------–---–მა განმარტა, რომ 2011 წლიდან მუშაობს ს----------–--- ფოსტაში, მის ვალდებულებაში შედის სხვადასხვა რეგიონებიდან მიღებული გზავნილის ადრესატამდე მიტანა. მ----- ხ---–--–--ეს იცნობს პირადად ვინაიდან მეზობლები იყვნენ, შემდგომ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად მ-----ი. მ----- ხ---–--–--ის სახელზე აღსრულების ბიუროდან ხშირად მოდიოდა წერილები, თუმცა ვერ ჩააბარა გზავნილი ვინაიდან არავინ იმყოფებოდა მისამართზე, შემოდგომაზე ჩადიოდნენ ა------ში, 2014-2015 წელის შემოდგომით მ-----ი ხ---–--–--ე კვლავ ჩასული იყო სოფელში. მოწმე განმარტავს, რომ როდესაც გზავნილის ჩასაბარებლად მისული იყო მ----- ხ---–--–--ესთან, იგი ქუჩაში შეხვდა და პირადად ჩააბარა გზავნილი, რისი ჩაბარებაც ელექტრონული ხელმოწერით დაუდასტურა და არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. აღნიშნული გზავნილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროდან, თუმცა მისი შინაარსი არ იცის.

 

მოწმე მ------ ხ---–--–--ემ განმარტა, რომ მ----- ხ---–--–--ესთან ჰქონდა უთანხმოება და მ-----ი საზღვარგარეთ იყო წასული. მისი საქმიანობის შესახებ ძალიან ცოტა იცოდა, სააღსრულებო წარმოების შესახებაც შვილისგან გაიგო. მანამდე მ-----იმ ბანკიდან აღებული თანხით მანქანა იყიდა, რომელიც დაიწვა და აღარ არსებობს. მ-----ი ხ---–--–--ესთან 3 წელია აღარ აქვს კავშირი. იცის, რომ საზღვარგარეთ არის, მაგრამ სად არ იცის. მოწმე უთითებს, რომ მ----- ხ---–--–--ეს საქართველოში არანაირი ქონება არ გააჩნია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს გაცემული ინფორმაციით ირკვევა, რომ მ----- ხ---–--–--ემ 2016 წლის 8 აპრილს გადაკვეთა ს----------–--- სახელმწიფო საზღვარი თბილისის აეროპორტის გავლით.

 

2017 წლის 6 ოქტომბრის ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილებით მ----- ხ---–--–--ის მიმართ გამოცხადდა ძებნა მისი დაკავების მიზნით.

 

მოწმე გამომძიებელმა გ------------------ემ განმარტა, რომ დღემდე მიმდინარეობს მ----- ხ---–--–--ის ძებნა, რომელიც სავარაუდოდ არის ისრაელში, მის ახლობლებს არ აქვთ მასთან კონტაქტი და არ იციან მისი ადგილსამყოფელი.

 

მოწმე გამომძიებლებმა შ-------------ემ, გ--------------–--ემ და თ-----------------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად ანდა არასრულყოფილად წარდგენა –

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ----- ხ---–--–--ის მიერ ჩადენილი ქმედების - აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულს წარმოადგენს მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად ანდა არასრულყოფილად წარდგენა.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა მონაცემი, რომლებიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარადგინა. წერილობითი გარანტიის მიცემის შემდეგ მოვალის მიერ ქონების ან/და ქონებრივი უფლებების შეძენის, ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში იგი ვალდებულია ამის შესახებ დამატებით, წერილობით აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. თუ მოვალე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ ბრალდებულ მ----- ხ---–--–--ეს პირადად ჩაბარდა სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც განესაზღვრა 7 დღე ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად. შეტყობინება ჩაბარდა მას პირადად თუმცა ვადის გასვლის შემდგომაც არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მას გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარდგენის თაობაზე. ნუსხის წარდგენის ვადად განესაზღვრა 5 დღე, თუმცა აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომაც მ----- ხ---–--–--ემ არ წარადგინა ქონებრივი ნუსხა სააღსრულებო ბიუროში და დატოვა ქვეყანა. შეტყობინებაში მითითებულია ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ხ---–--–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ----- ხ---–--–--ის ბრალეულობას მასში, რომ მ----- ხ---–--–--ემ ჩაიდინა მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ----- ხ---–--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ხ---–--–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ----- ხ---–--–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ასევე გასათვალისწინებელია, ის რომ ბრალდებული ძებნილია შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის მე-292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- ხ---–--–--ე (დაბ. 1-.1-.1--- წელს, პ/N0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 თვის ვადით.

2. მსჯავრდებულ მ----- ხ---–--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

3. მსჯავრდებულის სასჯელის ვადა აითვალოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან

4. მსჯავრდებული დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი