განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
080100118002415466
დავის ტიპი
276 1
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/337-18 (№076110318004)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 მაისი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - იგ--- ფე-----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მუ------ ამ-------ს ძე ხო---–--- - დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ, ქუთაისი, ნი---, N4--, ბინა N6-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 18:24 საათზე, ქ.ქუ----–-- ი ჭა------ის, გამზირზე, ბაზრობა ,,იმერეთის“ და სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლის-ს შორის არსებული გზის დასაწყის ტერიტორიაზე, მუ------ ხო---–---მ, მისი მართვის ქვეშ არსებული „ოპელ ასტრას“ მოდელის სახ.ნომრით L------ ავტომობილით მოძრაობის დაწყებისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნა, არ გაითვალისწინა, რომ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა და ავტომობილის წინა მარჯვენა უკიდურესი კუთხით და წინა მარჯვენა ფრთით შეეჯახა, ასევე ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დარღვევით ავტომობილების სამოძრაო ნაწილში, მდგარ ქვეით ცი--–- ვა–-----ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათ (შეტყობინება დანაშაულზე, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანა ,,ოპელ ასტრას-ს დათვალიერების ოქმი, ც.ვა–-----ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ნ. ჯი-----–-–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მ. ვა–-----ს გამოკითხვის ოქმი, მ.კო--------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, ქ. ძი---------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მ. ხო---–---ს გამოკითხვის ოქმი, ი. ხო---–---ს გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ც. ვა–-----ს გამოკითხვის ოქმი) ერთობლიობა მუ------ ხო---–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მუ------ ხო---–---მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მუ------ ხო---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მუ------ ხო---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას, მის ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი და სასჯელი - პირობით მსჯავრად ჩათვლილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ბრალდებულის პიროვნების, ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის განსაზღვრა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მუ------ ხო---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ მუ------ ხო---–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მუ------ ხო---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება:

ცი--–- ვა–-----ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს ცი--–- ვა–-----ს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური