განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002420521
N1/123-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
05 ივნისი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ--- ი------–---–ი
მამის სახელი: ა-–----------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- ი------–---–ს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა შვილმა გ--- ი------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ გ--- ი------–---–ი ხის ჯოხს თავის არეში ურტყამდა მამას, ა-–---------- ი------–---–ს. ა-–---------- ი------–---–ი ცდილობდა დარტყმის მოგერიებას და მარცხენა ხელს იფარებდა თავზე, რა დროსაც ჯოხი ორჯერ მოხვდა მარცხენა ხელის მტევნისა და მაჯის არეში, შემდეგ კი გ--- ი------–---–მა ხის ჯოხი თავში დაარტყა ორჯერ. აღნიშნული ფიზიკური ძალადობის დროს ა-–---------- ი------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების მ------------–---–ის, ხ-----------–---–ის, მ-----–-----------ის, ა-–---------- ი------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, გ--- ი------–---–ის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--- ი------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ გ--- ი------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
5. გ--- ი------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ--- ი------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. გ--- ი------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.
9. გ--- ი------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს 2018 წლის 05 აპრილიდან 2018 წლის 07 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა, გ--- ი------–---–ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
10. გ--- ი------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
11. ნივთიერი მტკიცებულება - ა-–---------- ი------–---–ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად 31/4 ლუქით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
12. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, დალუქული და ჯოხი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური