განაჩენი

სისხლის სამართლის 20.04.2018
საქმის ნომერი
180100117002483162
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/219-16

მცხეთის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

20 აპრილი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მ--- ოშხარელი

სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–--------------ძე; გ----------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - შ------------.

 

ბრალდებული - გ------ი თ---------ს ძე ჩი---–---–ი, დაბადებული 1--- წლის 10 დ--------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტის №7---------, ნასამართლობის არმქონე, უ-----–-სი განათლების მქონე, შპს ,,კ------ს’’ 50% წილის მფლობელი,-დაოჯახებული, მცხოვრები: რუსეთი, ქ. ვ-–------------, პი------------ს ქ. N30-ში, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ცემა, ესე იგი სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თარჯიმანი: თ------ნ სა--------ი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 16 ივლისს, დილის საათებში, ყ-------ს რაიონის სოფელ კ----ს მიმდებარედ არსებულ შპს ,,კ------ს’’ კუთვნილ C---ის ქარხანაში, სიტყვიერი შელაპარაკების დროს გ------ი ჩი---–---–მა ნ-----–ი თ-------–---–ს ჰკრა ხელი, რის გამოც ნ-----–ი თ-------–---–ი მიეჯახა რკინის კარების ჩარჩოს, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------ი ჩი---–---–მა აჩვენა, რომ მან ნ-----–ი თ-------–---–ი გაიცნო თავისი კომერციული მოღვაწეობის განმავლობაში საქართველოში, როდესაც გ------ი ჩი---–---–ი გახდა ინვესტორი შპს ,,კ------სი’’. გაურკვეველი მიზეზების გამო მათ დაეწყოთ უთანხმოება, იმის მაგ--რად, რომ ხელი შეეწყო ნ-----–ი თ-------–---–ს მისთვის, ის მაქსიმალურად ცდილობდა ხელი შეეშალა გ------ი ჩი---–---–ისთვის, რომ ქარხანაში მოხვედრილიყო. აღნიშნული გადაიზარდა კონფლიქტში. ნ-----–ი თ-------–---–მა დანიშნა ექსპერტიზა. გ------ი ჩი---–---–ს არ ჰქონდა თავისუფალი წვდომა ქარხანაში და როცა მიდიოდა შპს ,,კ------ში’’ ყოველთვის მიყავდა სპეციალისტები და ყოველი გამოჩენა ბრალდებულისა მთავრდებოდა პოლიციის გამოძახებით. პატრული ეუბნებოდა ნ-----–ი თ-------–---–ს, რომ გ------ი ჩი---–---–ი იყო ერთ-ერთი თანამფლობელი და მას ვერ გამოაგდებდნენ, ამასთან მას არ ჰქონდა ჩამორთმეული უფლება რეესტრიდან, რომ ნ-----–ი თ-------–---–ს მიეღო გადაწყვეტილება შეშვებაზე ან გამოშვებაზე. 2015 წლის 15 ივლისს იგი იმყოფებოდა შპს ,,კ------ს’’ კუთვნილ ქარხანაში. ნ-----–ი თ-------–---–ი პოლიციის თანდასწრებით შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოუწოდებდა ქარხნის შენობის დატოვებას. მან აღნიშნა, რომ მასთან ერთად ქარხანაში იმყოფებოდნენ დანადგარების სპეციალისტები და მუ----- ჩი---–---–ი, რომელიც განიხილებოდა ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ გ------ი ჩი---–---–ს ნ-----–ი თ-------–---–ი ხშირად არ აძლევდა ქარხანაში შესვლის უფლებას, იგი დარჩა ქარხანაში, რათა მეორე დილით ქარხანაში შესვლისას დაბრკოლება არ ჰქონოდა. სპეციალისტები და მუ----- ჩი---–---–ი იმყოფებოდნენ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------ი ჩი---–---–ის კუთვნილ ავტომანქანაში. წინა საღამოს მათ შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს გ------ი ჩი---–---–მა ჩართო ვიდეო კამერა, რომლითაც იგი იღებდა ყველაფერს, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ნ-----–ი თ-------–---–ი და მივიდნენ ფიზიკურ შეჯახებამდე. ამის შემდეგ გ------ი ჩი---–---–მა მიმართა იქ მყოფ პირებს, რომ ისინი წასულიყვნენ და თვითონ დარჩებოდა ქარხანაში. ნ-----–ი თ-------–---–მა ჩაკეტა ბოქლომი, რომ გ------ი ჩი---–---–ი დარჩენილიყო ქარხნის შიგნით. გ------ი ჩი---–---–ს რომ სდომებოდა გამოსვლა, იგი გამოვიდოდა, რადგან აღნიშნული ქარხანა მისი დაპროექტებულია და კარგად იცის ყველა გასასვლელი. გ------ი ჩი---–---–მა იცოდა, რომ ნ-----–ი თ-------–---–ს ნებისმიერ დროს შეეძლო ბოქლომის დადება, რის გამოც მან კარების ერთ მხარეს დაადო ბოქლომი, რომ არ ჩაკეტილიყო კარები. ამის შემდეგ, 2016 წლის 16 ივლისს, დილით ადრე, ნ-----–ი თ-------–---–ი ისევ მივიდა ქარხანაში და რომ დაინახა კარების ერთ ყურზე ჩამოკიდებული ბოქლომი, მან ხმამაღლა გამოხატა რეაქცია და ყვიროდა, თუ ვინ გაბედა ამის გაკეთება და ,,ს--–-----ოდ მოეგლიჯათ ეს ბოქლომი”. გ------ი ჩი---–---–ს ეუბნებოდნენ, რომ მოშორებოდა ბოქლომს, რაზეც მან უთხრა, რომ მთელი დღე იდგებოდა იქ და არ მისცემდა გატეხვის საშუალებას. ამის შემდეგ გ------ი ჩი---–---–მა დაინახა, რომ ნ-----–ი თ-------–---–ი მოძრაობდა მისკენ, რა დროსაც მან ვერ მოასწრო გვერდზე გაწევა, არც გაუძალიანდა და ნ-----–ი თ-------–---–ის მხრიდან ხელის კვრის შემდეგ შევარდა შიგნით დანადგარების ოთახში და ნ-----–ი თ-------–---–მა კარები ჩაკეტა, შემდეგ ნ-----–ი თ-------–---–მა უთხრა გ--ი ჩ--------–ს, რომ ის ბოქლომი გაეტეხათ და მოეხსნათ. გ--ი ჩ--------–მა დაკიდა ახალი ბოქლომი. აღნიშნულის შემდეგ ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ნ-----–ი თ-------–---–ი ეუბნებოდა, რომ გ------ი ჩი---–---–მა სცემა იგი, რაც მისთვის იყო გაუგებარი, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

2.2 სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–ის ჩვენებას და მის პოზიციას წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, რადგან სასამართლოს დასკვნა ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, შეთანხმებულ და უტყარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აკმაყოფილებს სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.3 დაზარალებულ ნ-----–ი თ-------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2016 წლის 16 ივლისს დილის საათებში იგი მივიდა ყ-------ს რაიონის სოფელ კ----ს მიმდებარედ არსებულ შპს ,,კ------ს’’კუთვნილ C---ის ქარხანაში, სადაც მუშაობს დირექტორის თანამდებობაზე, ასევე არის წილის მფლობელის წარმომადგენელი. ნ-----–ი თ-------–---–ისთვის ცნობილი იყო, რომ გ------ი ჩი---–---–ს ღამე გათენებული ჰქონდა ქარხანაში, სამუშაო ცეხში, სადაც უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, ამიტომ ნერვიულობდა, ვინაიდან მას აქვს გარკვეული წილი პასუხისმგებლობა. ქარხანაში მისულმა ნ-----–ი თ-------–---–მა, სადაც ასევე იმყოფებოდა ი----ი ა--------–---–ი და გ--ი ჩ--------–ი, დაინახა, რომ გ------ი ჩი---–---–ი იჯდა სკამზე ისევ ისე, როგორც მან დატოვა. ქარხანაში შესვლისას ნ-----–ი თ-------–---–მა დაინახა, რომ კარს ედო მისთვის უცნობი ბოქლომი, ამიტომ მან იკითხა თუ რა იყო ეს ბოქლომი და საიდან მოიტანეს, აღნიშნული ჰკითხა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გ--ი ჩ--------–ს, კითხვაზე მან უპასუხა, რომ არ იცოდა ამ ბოქლომის შესახებ არაფერი. მოგვიანებით იგ--ე კითხვა დაუსვა გ------ი ჩი---–---–ს, რაზეც გ------იმ უხეშად და უხამსად უპასუხა, რომ მან დაადო ბოქლომი იმიტომ, რომ ასე სურდა და ეს ბოქლომი დარჩებოდა იქ, სადაც იყო. ამის თაობაზე ნ-----–ი თ-------–---–მა მიმართა დაცვის უფროსს, გ--ი ჩ--------–ს და სთხოვა, რომ მოეხსნათ ზედმეტი ბოქლომი. დაცვის უფროსმა, გ--ი ჩ--------–მა რომ დაიწყო ბოქლომის გახსნა, გ------ი ჩი---–---–ი გაბრაზდა და რუსულად მიმართა მათ ,,ნუ შეეხებით“, რადგან ბოქლომი მისი დაყენებული იყო და არავის მისცემდა მისი მოხსნის უფლებას. ამასთან, მოულოდნელად მიუახლოვდა და ჰკრა ხელი ნ-----–ი თ-------–---–ს, რის შემდეგაც იგი მკერდით მიეჯახა რკინის ჩარჩოს და შეიქმნა ცუდად: რა დროსაც სუნთქვა შეეკრა, იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, იმისთვის, რომ მას არ დაზიანებოდა სახე, მარცხენა ხელი აიფარა და ამიტომ მან მიიღო მკერდის დაზიანება. ძლიერი ტკივილის გამო მან წაიბორძიკა და რომ არ დაცემულიყო, იგი დაიჭირა ი----ი ა--------–---–მა. კონფლიქტის შემდეგ ნ-----–ი თ-------–---–მა დარეკა პოლიციაში, მოახსენა მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდა. ნ-----–ი თ-------–---–ი წავიდა სახლში, ამის შემდეგ, ძლიერი ტკივილის გამო მივიდა კლინიკაში და იკითხა, იყო თუ არა მორიგე ექიმი, ექიმი კლინიკაში არ იყო, ამიტომ ნ-----–ი თ-------–---–ი წავიდა სახლში. სახლში მისულს კვლავ აწუხებდა ტკივილი და ამიტომ გამოიძახა ს--–-----ო, ს--–-----ოს ექიმმა მას გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი და ურჩია, რომ მიემართა ექიმისთვის. მომდევნო დღეებში ნ-----–ი თ-------–---–ს დაზიანებული ადგილი დაულურჯდა, რის შემდეგაც მიმართა ექიმს. ამის დამადასტურებელი საბუთი არა აქვს, ვინაიდან ექიმი იყო მისი მეგობარი. დაზარალებულს და ბრალდებულს შორის არ იყო კარგი ურთიერთობა სამსახურეობრივ ინტერესთა კონფლიქტის გამო. 2014 წლიდან არსებობს მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი. ინციდენტი მოხდა დაახლოვებით 2016 წლის 16 ივლისის 6:30 დილის საათებში, ამის შემდეგ ნ-----–ი თ-------–---–ი ქარხნის ტერიტორიაზე დარჩა დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი ან 2 საათი და 30 წუთი, ამის შემდეგ როგორც აღნიშნა, წავიდა სახლში, გზად შეიარა საავადმყოფოში, სადაც ნ-----–ი თ-------–---–ს არ დახვდნენ სპეციალისტები და ამიტომ წავიდა სახლში. სახლში მისვლის შემდეგ ტკივილი ვერ გაიჩერა, რის გამოც გამოიძახა ს--–-----ო. ს--–-----ოს წასვლის შემდეგ შუა დღის საათებში ნ-----–ი თ-------–---–ი წავიდა ქარხანაში, ვინაიდან მას უნდა ჩაებარებინა გასაღები. ნ-----–ი თურქიშვილმა სამედიცინო მკურნალობა სახლში გაიარა და ამიტომ მას არა აქვს საქმეში წარმოდგენილი მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.4. მოწმე გ--ი ჩ--------–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს შპს ,,კ------ში’’ ზედამხედველობისა და უსაფრთხოების უფროსის პოზიციაზე. ნ-----–ი თ-------–---–ი არის შპს ,,კ------ს“ დირექტორი, რომელსაც ქარხანაში გააჩნია შესაბამისი წილი. ასევე ქარხნის წილის მფლობელია გ------ი ჩ----–---–იც. ნ-----–ი თ-------–---–სა და გ------ი ჩი---–---–ს შორის ქარხანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამოქალაქო დავა სასამართლოში, რის გამოც მათ დაეძაბათ ურთიერთობა. 2016 წლის 16 ივლისს, შპს ,,კ------ს’’ ქარხნის შენობაში იმყოფებოდნენ გ--ი ჩ--------–ი და გ------ი ჩი---–---–ი. შიგნით სხვა არავინ არ იყო. შენობის გარეთ იმყოფებოდა ი----ბ კ------ე, აღნიშნული ქარხნის დარაჯი. დილის საათებში ქარხნის ტერიტორიაზე მივიდნენ ნ-----–ი თ-------–---–ი ი----ი ა--------–---–თან ერთად ლ---ა ო---–---–ის ავტომანქანით. ნ-----–ი თ-------–---–ი ი----ი ა--------–---–თან ერთად შევიდა შენობაში, ისიც შიგნით იყო, ლ---ა ო---–---–ი კი დარჩა შენობის გარეთ. ნ-----–ი თ-------–---–მა ერთ-ერთ კარებზე შეამჩნია დადებული ბოქლომი და იკითხა, თუ რანაირად მოხდა ამ ბოქლომის დადება. კითხვაზე უპასუხა გ------ი ჩი---–---–მა, რომ მან დაადო ბოქლომი და მის გარეშე ვერავინ ახსნიდა. ნ-----–ი თ-------–---–მა უთხრა გ--ი ჩ--------–ს, რომ ეს ბოქლომი მოეხსნა. ის როცა ჩაიცუცქა და მოემზადა მოსახსნელად, ათვალიერებდა ბოქლომს, თუ როგორ უნდა მოეხსნა, გ------ი ჩი---–---–ი კი საამქროს ოთახში იმყოფებოდა, ამ დროს იქ მოხდა შეჯახება, გ------ი ჩი---–---–მა ხელი ჰკრა ნ-----–ი თ-------–---–ს, რომელმაც მიარტყა მკერდი რკინის ნაწიბურს, ტკივილისაგან ნ-----–ი თ-------–---–მა დაიყვირა და წაიბორძიკა, ი----ი ა--------–---–მა ხელი მიაშველა და წამოაყენა. ამ ყველაფრის შემდეგ გ------ი ჩი---–---–ი უკან გატრიალდა საამქროს ტერიტორიაზე და შემდეგ მის მიერ მოხდა ამ ბოქლომის მოხსნა. ამ დროს ი----ბ კ------ე და ლ---ა ო---–---–ი იმყოფებოდნენ შესასვლელი კიბეების ბაქანზე, მათ არც დაუნახავთ რაიმე და არც ხმა გაუგიათ, ვერც გაიგებდნენ ფიზიკურად, რადგან ისეა მოწყობილი საამქრო, რომ ხმა არ გადის, ხოლო კარები, რომლის ბოქლომზეც მოხდა შელაპარაკება, არის საამქროს ოთახის შიდა კარი. მათ გაიგეს შემდეგ მისგან და ნ-----–ი თ-------–---–ისგან, თუ რა მოხდა. 40-45 მეტრის დაშორებით სავალ გზაზე გაჩერებული იყო თეთრი ფერის მანქანა, რომელიც არის გ------ი ჩი---–---–ის კუთვნილებაში და მანქანაში ისხდნენ ზ--------ის ელექტრიკოსი ი----ი კა-–--------–---–ი, ვ---- ბ------ძე და მუ----- ჩი---–---–ი. ისინი მანქანიდან არ გადმოსულან და გამორიცხულია მათ რამე დაენახათ. ისინი მანქანიდან რომ გადმოსულიყვნენ, მოწმე გ--ი ჩ--------–ი დაინახავდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მანქანა ისევ იმ ადგილას იდგა, არავინ არ იყო მანქანიდან გადმოსული. მომხდარი შემთხვევის შემდეგ ის და ი----ბ (ს-----) კ------ე მივიდნენ იქ მოსულ კამაზის მანქანასთან, რომელიც გ------ი ჩი---–---–ის მანქანის გვერდით გაჩერდა. რა დროსაც მათ დაინახეს, რომ სამივე პიროვნება იყო მანქანაში და ეძინათ. გ------ი ჩი---–---–მა ხელი რომ ჰკრა ნ-----–ი თ-------–---–ს და მიაჯახა კარებზე, აღნიშნული ხელის კვრის მომენტი მხოლოდ ორმა, მან და ი----ი ა--------–---–მა დაინახეს თავისი თვალით. ცოტა ხანში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიცია გამოიძახა ნ-----–ი თ-------–---–მა.

2.5. მოწმე ი----ი ა--------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--,რომ 2016 წლის 16 ივლისს ი----ი ა--------–---–ი იმყოფებოდა შპს „კ------ს“ ტერიტორიაზე ნ-----–ი თ-------–---–თან და გ--ი ჩ--------–თან ერთად. შენობაში შესვლის დროს ნ-----–ი თ-------–---–მა შენიშნა ახალი ბოქლომი და გ--ი ჩ--------–ს შეეკითხა, თუ ვინ დაადო ბოქლომი კარებს. იქვე დანადგარების ოთახში იმყოფებოდა ასევე გ------ი ჩი---–---–ი, რომელმაც თქვა, რომ ბოქლომი იყო მისი დადებული. ნ-----–ი თ-------–---–მა სთხოვა გ--ი ჩ--------–ს, რომ ბოქლომი მოეხსნა, რაზეც გ------ი ჩი---–---–მა უპასუხა, რომ ბოქლომს ვერავინ ვერ მოხსნიდა. აღელვებულმა გ------ი ჩი---–---–მა ხელი ჰკრა ნ-----–ი თ-------–---–ს და ნ-----–ი დაეჯახა რკინის კარზე გამოშვერილ რკინას, რის შემდეგაც ჩაიკეცა, ამ დროს ი----ი ა--------–---–ი იმყოფებოდა ნ-----–ისთან ახლოს, ამიტომ ხელი შეაშველა და წამოაყენა. ნ-----–ი თ-------–---–ი განიცდიდა მკერდის არეში ტკივილს. ნ-----–ი თ-------–---–ი მაღალი რომ ყოფილიყო მუცლით შეეჯახებოდა, მაგრამ დაბალია, შეეჯახა მკერდით და ეტკინა. ამის შემდეგ ნ-----–ი თ-------–---–მა გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მოწმეებს ჩამოართვეს ჩვენებები. კართან იდგა ნ-----–ი თ-------–---–ი, გ--ი ჩ--------–ი დახრილი იყო, რომ ბოქლომი მოეხსნა, ხოლო თვითონ ი----ი ა--------–---–ი იმყოფებოდა დაახლოებით 1 მეტრში. ი----ი ა--------–---–მა დაინახა, თუ როგორ ჰკრა ხელი გ------ი ჩი---–---–მა ნ-----–ი თ-------–---–ს. გარეთ შენობის კიბესთან იყვნენ ი----ბ (ს-----) კ------ე და ლ---ა ო---–---–ი, მათ მომხდარი ფაქტი ვერ დაინახეს. მოწმის განმარტებით, ეზოს გარეთ იდგა გ------ი ჩი---–---–ის მანქანა, სადაც ისხდნენ გ------ი ჩი---–---–ის მეგობრები: მ-------ი ჩი---–---–ი და ი----ი, რომლის გვარი არ ახსოვს. ი----ი ა--------–---–ს მიაჩნია, რომ მანქანაში მსხდომი პირები ვერ დაინახავდნენ შენობაში მომხდარ ფაქტს. ნ-----–ი თ-------–---–ს სტკიოდა მკერდი და ამიტომ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სახლში. ნ-----–ი თ-------–---–ი ამბობდა, რომ ძალიან სტკიოდა მკერდი და ს--–-----ოდ ჭირდებოდა ექიმი. იგი სახლში წაიყვანეს ი----ი ა--------–---–მა და ლ---ა ო---–---–მა. ი----ი ა--------–---–ი მუშაობდა ზედამხედველობის ინჟინრად, რა თანამდებობაზეც დანიშნა ნ-----–ი თ-------–---–მა.

2.6. მოწმე ს----- კ------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი შპს „კ------ს“ ქარხანაში მუშაობს დარაჯად. 2016 წლის 16 ივლისს, დილის საათებში ის იმყოფებოდა აღნიშნულ ქარხანაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ--ი ჩ--------–ი და დანადგარების ოთახში იმყოფებოდა გ------ი ჩი---–---–ი, ხოლო ქარხნის გარეთ დაახლოებით 40 მეტრში გზაზე იდგა გ------ი ჩი---–---–ის თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელშიც წინა სავარძელზე იჯდა ერთი პიროვნება. მალევე მოვიდნენ ნ-----–ი თ-------–---–ი, ლ---ა ო---–---–ი და ი----ი ა--------–---–ი, რომლებიც შევიდნენ ქარხანაში, მათთან ერთად შევიდა გ--ი ჩ--------–იც. თვითონ და ლ---ა ო---–---–ი დარჩნენ იქვე, ქარხანაში შესასვლელ კართან. ცოტა ხანში ქარხნის კარებიდან გამოვიდა ნ-----–ი თ-------–---–ი, რომელსაც ხელი ჰქონდა გულმკერდზე მიდებული, რომელმაც განაცხადა, რომ გ------ი ჩი---–---–მა მას ჰკრა ხელი და მიაჯახა რკინის კარებს, ის იტკიებდა გულმკერდის არეს. მანვე განმარტა, რომ გ------ი ჩი---–---–ის თეთრი ფერის მანქანა, რომელშიც ისხდნენ გ------ი ჩი---–---–ის მოყვანილი პირები, ქარხნიდან დაახლოებით 50 მეტრში იდგა გზაზე. ვინ იყვნენ, მან არ იცის, მაგრამ იყვნენ სამნი. მოწმის განმარტებით, ის პიროვნებები მანქანიდან არ გადმოსულან, უფრო მეტიც, კამაზის მანქანა, რომელიც მივიდა მასთან, გაჩერდა თეთრი მანქანის გვერდით და მას ელოდებოდა. ის კამაზის მანქანასთან მივიდა, რა დროსაც დაინახა, რომ მანქანაში მყოფ პირებს ეძინათ, არ განძრეულან, ის კი კამაზით წავიდა. უკან რომ დაბრუნდა, პოლიცია იყო მისული და ის დაკითხეს. მოწმეს მიაჩნია, რომ გარეთ მყოფები ვერც დაინახავდნენ და ვერც გაიგონებდნენ, თუ რა ხდებოდა ქარხანაში, მას და ლ---ა ო---–---–საც არ დაუნახავთ და არც გაუგიათ დანადგარების ოთახში მომხდარი ინციდენტის შესახებ, მით უფრო, რომ იქვე იდგნენ, ეს ფაქტი მათ შეიტყვეს ნ-----–ი თ-------–---–ის, ი----ი ა--------–---–ის და გ--ი ჩ--------–ის ნაამბობიდან, როცა ისინი დანადგარების ოთახიდან გამოვიდნენ.

2.7. მოწმე ლ---ა ო---–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ მან 2016 წელს ივლისის თვეში, ნ-----–ი თ-------–---–ი აიყვანა სოფელში, სადაც არის ქარხანა შპს ,,კ------”. მეორე დღეს, 2016 წლის 16 ივლისს, დილით დაახლოებით იქნებოდა 6-7 საათი, მან ნ-----–ი თ-------–---–ი მანქანით ისევ აიყვანა შპს ,,კ------”-ში. ნ-----–ი თ-------–---–ი შევიდა შენობაში, მასთან ერთად იყვნენ გ--ი ჩ--------–ი და ი----ი ა--------–---–ი. თვითონ და ს----- კ------ე იმყოფებოდნენ გარეთ, იქვე, ქარხანაში შესასვლელ კართან. ცოტა ხანში ქარხნის კარებიდან გამოვიდა ნ-----–ი თ-------–---–ი, რომელსაც ხელი ჰქონდა გულ-მკერდზე მიდებული, რომელმაც განაცხადა, რომ გ------ი ჩი---–---–მა მას ჰკრა ხელი და მიაჯახა რკინის კარებს. გ------ი ჩი---–---–ის მანქანა გაჩერებული იყო ქარხნიდან მოშორებით დაახლოებით 50-60 მეტრის მოშორებით, სამი პიროვნება იყო მანქანაში. ის და ი----ბ (ს-----) კ------ე უფრო ახლოს იყვენენ ქარხანასთან, ვიდრე ისინი, ვინც მანქანაში ისხდნენ. მოწმის განმარტებით, იგი არ იყო დასაქმებული შპს ,,კ------ში“ და არც ანაზღაურება არ მიუღია, ქარხანაში რომ შევიდა, ლ---ა ო---–---–მა დაინახა მანქანაში 40 მეტრის მოშორებით ეძინათ პიროვნებებს, რომლებსაც მანქანის სავარძლები ჰქონდათ გადაწეული. ლ---ა ო---–---–ი ვერ ხედავდა შენობის შიგნით რა ხდებოდა. ლ---ა ო---–---–ის მისვლიდან დაახლობით 10-15 წუთში გამოვიდა ნ-----–ი თ-------–---–ი და წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც არ იყვნენ ექიმები და წაიყვანა საკუთარ სახლში. ლ---ა ო---–---–ი არ შესწრებია არანაირ სიტყვიერ კონფლიქტს გ------ი ჩი---–---–სა და ნ-----–ი თ-------–---–ს შორის, რადგან იგი იდგა გარეთ.

2.8. მოწმე მ---- ნ-–--–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს ყ-------ს ს--–-----ო დახმარების ექიმის თანამდებობაზე, ს--–-----ო სამედიცინო დაწესებულებაში, 2016 წლის 16 ივლისს შევიდა შეტყობინება, იგი იყო მორიგე ექიმი და გავიდა გამოძახების ადგილზე, სადაც დახვდა ნ-----–ი თ-------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ხელი ჰკრა მისმა თანამშრომელმა და ტკივილს გრძნობდა გულ-მკერდის არეში. ექიმმა მ---- ნ-–--–-–---–მა გაუკეთა გამაყუჩებელი და ურჩია, რენდგენი გადაეღო, იგი შეშინებული იყო, რადგან მისი ახლობელი ასეთივე ტკივილით იყო გარდაცვლილი. ნ-----–ი თ-------–---–ის შემოწმების შედეგად, მას არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანება, მ---- ნ-–--–-–---–მა შეადგინა სამედიცინო ბარათი და გაუკეთა ტკივილ გამაყუჩებელი ნემსები.

2.9 მოწმე თ--------ზ ქ----–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს სამედიცინო ექსერტიზის დეპარტამენტში სასამართლო სამედიცინო ექპერტის თანამდებობაზე. მოწმის ჩვენებით, მან 2016 წლის 18 ივლისს, გამომძიებელ გ------ი ე-–--–---–ის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა ნ-----–ი თ-------–---–ის სხეულის დაზიანების ხასიათის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ იქნა თვით ნ-----–ი თ-------–---–ი, რომელიც მის მიერ შემოწმდა პირადად, სხეულზე მას ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. პაციენტმა მოუყვა თ--------ზ ქ----–--ეს, რომ 2016 წლის 16 ივლისს თანამშრომელთან, გ------ი ჩი---–---–თან მოუვიდა შელაპარაკება, რომელმაც ხელი ჰკრა და რკინის კარებს შეეჯახა. პაციენტი ნ-----–ი თ-------–---–ი გამოთქვამდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, ნ-----–ი თ-------–---–ის სხეულზე დაზიანება რომ ყოფილიყო უნდა გამომჟღავნებულიყო 2 დღის შემდეგაც, რასაც დასკვნაშიც მიუთითებდა, პაციენტმა მიმართა კონკრეტული ჩივილით. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მან გასცა N0-------- დასკვნა, რომლის მიხედვით ,,პირადი შემოწმებისას და სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით მოქ. ნ-----–ი თ-------–---–ს სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება’’. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმე თ--------ზ ქ----–--ემ.

2.10. მოწმეების ი-–-- ქ--------ის და ნ-----–--ზ მ--------–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ისინი მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო კრიმინალისტურ დეპარტამენტში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 16 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ ყ-------ს რაიონის სოფელ ა-–------ში იყო ცემის ფაქტი. მოწმეები შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ადგილზე მისულებს შენობასთან დახვდათ ქალბატონი, ნ-----–--ზ მ--------–-–---–მა გადაიღო ფოტოსურათები. შენობაში შესვლის შემდეგ ქალბატონი იძახდა, რომ ხელი ჰკრა ვიღაცამ, რის შემდეგაც ქალბატონი დაეჯახა რკინის კარებს. ადგილზე მოხდა ოქმის შედგენა, რომელიც ხელმოწერით იქნა დადასტურებული. მათთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც.

2.11. 2016 წლის 16 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ-----–ი თ-------–---–მა აჩვენა შპს „კ------ს“ ქარხანაში დანადგარების ოთახში არსებული კარი, რომლის რკინის ჩარჩოსაც იგი გ------ი ჩი---–---–ის ხელის კვრის შედეგად შეეჯახა, რა დროსაც ნ-----–ი თ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.12. მოწმე ვ-–- მ-------–---–ის და გ------ი ე-–--–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ასევე დადგენი-–--, რომ ისინი მუშაობდნენ შსს ყ-------ს პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ისინი გავიდნენ ყაზბეგში შპს ,,კ------ს“ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. 2016 წლის ზაფხულში, მათთან ერთად იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო, რაზეც შედგენილი იქნა ოქმი. ადგილზე უნდა გამოკითხულიყო მუ----- ჩი---–---–ი ნ-----–ი თ-------–---–ისა და გ------ი ჩი---–---–ის კონფლიქტის გამო. მოწმეები ნ-----–ი თ-------–---–ს და გ------ი ჩი---–---–ს იცნობდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევამდე იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ხდებოდა კონფლიქტი მათ შორის. მოწმე ვ-–- მ-------–---–ი შესწრებია შემთხვევას, როდესაც ნ-----–ი თ-------–---–ი ითხოვდა გ------ი ჩი---–---–ის ქარხნის ტერიტორიიდან გაძევებას.

2.13. მოწმე გ------ი ე-–--–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს შსს ყ-------ს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე, 2016 წლის 16 ივლისს იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სოფელ ა-–------ში შპს „კ------ს“ ტერიტორიაზე შეტყობინების საფუძველზე, რომ გ------ი ჩი---–---–მა ნ-----–ი თ-------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტის გამო დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, როგორც ნ-----–ი თ-------–---–მა აღნიშნა და მიუთითა ქარხნის შესასვლელი კარის ჩარჩოზე, რომ გ------ი ჩი---–---–მა მას ჰკრა ხელი, რის შემდეგაც ნ-----–ი თ-------–---–ი მიეჯახა რკინის ჩარჩოს და დაარტყა მკერდი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმეების გამოკითხვისას აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ი----ი ა--------–---–ი და გ--ი ჩ--------–ი. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმე როდესაც მივიდა ქარხანაში, იქ დახვდნენ: გ--ი ჩ--------–ი, ი----ი ა--------–---–ი, ხოლო ლ---ა ო---–---–ი იცდიდა გარეთ მანქანაში, ს----- კ------ე მივიდა რამდენიმე წუთის დაგვიანებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდნენ ექსპერტები. ადგილზე შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. გ------ი ე-–--–---–ის განმარტებით, ნ-----–ი თ-------–---–მა მიმართა ს--–-----ო სამედიცინო დახმარებას და ადგილზე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. ასევე გამოკითხული იქნა ს--–-----ო სამედიცინო დახმარების ექიმი. ნ-----–ი თ-------–---–ი წავიდა სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, მოგვიანებით კი გ------ი ე-–--–---–ის მიერ სახლში იქნა გამოკითხული, სადაც გაირკვა, რომ ნ-----–ი თ-------–---–ს გამოძახებული ჰყავდა ს--–-----ო სამედიცინო დახმარება.

2.14. მოწმე მუ-----ი ჩი---–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდა შპს ,,კ------ს’’ დირექტორად, 2016 წლის 15 ივლისს, მუ----- ჩი---–---–ი წავიდა გ------ი ჩი---–---–თან ერთად ქარხანის დასათვალიერებლად, რა დროსაც მან ნახა პირველად ნ-----–ი თ-------–---–ი, რომელმაც გ------ი ჩი---–---–ს მოსთხოვა ქარხნის დატოვება, ხოლო თავად მუ-----ი ჩი---–---–ი გამოაძევა ქარხნიდან, როგორც უცხო პიროვნება. ამის შემდეგ იგი იმყოფებოდა გ------ი ჩი---–---–ის მანქანასთან და გარედან ადევნებდა თვალს ქარხნის ტერიტორიას. მუ----- ჩი---–---–მა დაინახა, რომ ნ-----–ი თ-------–---–მა გ------ი ჩი---–---–ს ჰკრა ხელი და შეაგდო ქარხანაში, სადაც დანადგარები დგას და დარჩა მარტო გ------ი ჩი---–---–ი, რის შემდეგაც ჩაკეტა ბოქლომით ნ-----–ი თ-------–---–მა. ნ-----–ი თ-------–---–ს ახლდა გ--ი და ი----ი, ადგილობრივი თანამშრომლები. ნ-----–ი თ-------–---–ი ამის შემდეგ წავიდა დღესასწაულზე, გ------ი მთელი ღამის განმავლობაში იყო ჩაკეტილი ქარხანაში, ამ დროს მუ----- ჩი---–---–ი იჯდა მანქანაში და შორიდან ადევნებდა თვალს. მეორე დილით ადრე მოვიდა მანქანით ნ-----–ი თ-------–---–ი თანამშრომლებთან ერთად, შევიდნენ ქარხანაში და ლაპარაკობდნენ, ამის შემდეგ გააღეს კარები. ნ-----–ი თ-------–---–ი ეჩხუბებოდა თავის თანამშრომლებს ი----ის და გ--ის, წივილ-კივილის შემდეგ მუ----- ჩი---–---–ი გადმოვიდა მანქანიდან და უყურებდა, ქარხნის წინა ხედი არის მინით და დასანახად იყო მარტივი და დაინახა ხელი როგორ ჰკრა ნ-----–ი თ-------–---–მა გ------ი ჩი---–---–ს და შეაგდო დანადგარების ოთახში, მუ-----ი შეესწრო იმას, თუ როგორ დატოვა ნ-----–ი თ-------–---–მა ქარხანა, ნ-----–ი იდგა კარებს გამცდარი და გ------ი ჩი---–---–ი იყო საამქროში და მობილურით იღებდა და აფიქსირებდა ჩხუბის ინციდენტს, ნ-----–ისთან ერთად ამ დროს იყო გ--ი, ი----ი და კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც მოყვნენ ნ-----–ი თ-------–---–ს და წასვლის დროსაც ერთად წავიდნენ. მუ----- ჩი---–---–მა განმარტა, რომ გ------ი ჩი---–---–ის მხრიდან ნ-----–ი თ-------–---–ის მიმართ ხელის კვრას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

2.15. მოწმე მ--- მ----–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს ადვოკატად კომპანია „ლ----– კ------–----გი სერვისში“. მ--- მ----–--ე წარმოადგენს გ------ი ჩი---–---–ის ინტერესებს სამოქალაქო დავის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს შპს „კ------ს“ პარტნიორებს შორის. მ--- მ----–--ემ ნ-----–ი თ-------–---–ი გაიცნო აღნიშნული დავის ფარგლებში. მ--- მ----–--ემ დოკუმენტები მიიღო. მ--- მ----–--ის განმარტებით, გ------ი ჩი---–---–ი არის შპს ,,კ------ს“ ფაქტობრივი პარტნიორი და ინვესტორი, რომელსაც აქვს აღნიშნული ვალდებულება ხელშეკრულებით მიღებული, გ------ი ჩი---–---–მა შპს ,,კ------ში“ განახორციელა დაახლოებით მილიონ ნახევარი დოლარის ინვესტიცია, 2016 წლიდან რეალურად პარტნიორები არიან გ------ი ჩი---–---–ი და ნ-----–ი თ-------–---–ი და ისინი ურთიერთობენ ერთმანეთთან. მ--- მ----–--ის განცხადებით, მათ შორის დაიწყო დავა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, ამ პერიოდიდან პარტნიორებს შორის ურთიერთობა იყო დაძაბული, გ------ი ჩი---–---–ს აეკრძალა კომპანიაში შესვლა და რაიმე ტიპის საქმიანობის განხორციელება და სწორედ ამ დროს ჩაერთო მათ შორის დავაში მ--- მ----–--ე. ეს ურთიერთობა გრძელდობოდა ერთი წლის განმავლობაში. 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო მორიგება გ------ი ჩი---–---–სა და ნ-----–ი თ-------–---–ს შორის, ამ პერიოდში ნ-----–ი თ-------–---–მა მიაწოდა ინფორმაცია მ--- მ----–--ეს, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რასაც დაესწრნენ მ--- მ----–--ე და გ------ი ჩი---–---–ი, რა დროსაც ცნობილი გახდა რომ 2 თვით ადრე გარემოს დაცვის სააგენტომ მიმართა შპს ,,კ------ს“ ჭაბურღილის სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ და მისცა გარკვეული ვადა ამისათვის, თუმცა მ--- მ----–--ის განმარტებით, მათ ითხოვეს ვადა სამუშაოების განსახორციელებლად და ამ მოლაპარაკებების პროცესში მ--- მ----–--ეს 15 სექტემბერს მიეწოდა დოკუმენტი უკვე სექტემბრის თვეში ხელშეკრულება ჭაბურღილის რემონტის შესახებ შპს „იმედთან“, რომელსაც ხელს აწერდა ი----ი ა--------–---–ი, როდესაც მ--- მუ-–---მ ეს საკითხი განიხილა, მათ გაუჩნდათ კითხვა, რომ თუ ეს ხელეკრულება არსებობდა ივნისის თვეში, მაშინ რატომ არ გადაეცათ ეს ხელშეკრულება მ--- მ----–--ესა და გ------ი ჩი---–---–ს. ქარახანაში შესვლა აკრძალა ნ-----–ი თ-------–---–მა, აკრძალვა განხორციელებული იყო იმით, რომ ნებისმიერი გ------ი ჩი---–---–ის მისვლა სრულდებოდა საპატრულო პოლიციის მისვლით, რის შესახებაც არსებობს ოქმები და ამას ნ-----–ი თ-------–---–ი აგრძელებდა მანამ, სანამ გ------ი ჩი---–---–ი და მ--- მ----–--ე დაიწყებდნენ მოლაპარაკებას. ნ-----–ი თ-------–---–მა დაკეტა და ლუქი დაადო ქარხანას იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო რაიმეს დაზიანება ან დაკარგვა, რაც მ--- მ----–--ის აზრით გამოგონილი მიზეზებია. ნ-----–ი თ-------–---–ი თვლიდა, რომ გ------ი ჩი---–---–ს არ ჰქონდა ქარხანაში შესვლის უფლებამოსილება. მ--- მ----–--ემ დ გ------ი ჩი---–---–მა მიმართეს წერილობით, რომ განეხორციელებინა დაშვება საწარმოში და ამის შემდეგ, როდესაც გ------ი ჩი---–---–ი მივიდა ქარახანაში, ნ-----–ი თ-------–---–მა ისევ გამოიძახა სპაატრულო პოლიცია, რაზეც არსებობს ოქმი. ნ-----–ი თ-------–---–მა სარჩელის შეტანის შემდეგ დაკეტა ქარხანა.

2.16. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი DVD-R დისკი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, პირველი ჩანაწერის მიხედვით ასახულია ნ-----–ი თ-------–---–ის ხმამაღალი ყვირილი, იგი მოუწოდებს პოლიციელებს გ------ი ჩი---–---–ის ქარხნიდან გაყვანას. ასევე მეორე ჩანაწერში ჩანს ბოქლომის ჩაქუჩით მოხსნის პროცესი, ნ-----–ი შედის დანადგარების ოთახში და ხურავს კარს. აგრეთვე ჩანს 2 მამაკაცი, გ--ი ჩ--------–ი და ი----ი ა--------–---–ი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ი ჩი---–---–მა დაზარალებულ ნ-----–ი თ-------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა დაზარალებულს. დაზარალებულ ნ-----–ი თ-------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2016 წლის 16 ივლისს, დილის საათებში, ყ-------ს რაიონში მდებარე შპს ,,კ------ს’’ ქარხანაში, ბოქლომთან დაკავშირებული კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა გ------ი ჩი---–---–მა, ხელი ჰკრა ნ-----–ი თ-------–---–ს, რომელიც მიეჯახა რკინის ჩარჩოს გულ მკერდის მიმართულებით, რაზეც იგი წაბორძიკდა და ხელი შეაშველა ი----ი ა--------–---–მა, აღნიშნული შეჯახების შედეგად ნ-----–ი თ-------–---–მა იგრძნო ფიზიკური ტკივილი მკერდის არეში. აღნიშნულ ფაქტს თანმიმდევრულად ადასტურებენ შემთხვევის დროს მყოფი პირები, პირდაპირი, უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები ი----ი ა--------–---–ი და გ--ი ჩ--------–ი. მოწმეებმა გ--ი ჩ--------–მა და ი----ი ა--------–---–მა მთლიანად დაადასტურეს დაზარალებულ ნ-----–ი თ-------–---–ის ჩვენება მის მიმართ გ------ი ჩი---–---–ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით. მათი ჩვენებებით უტყუარად დადგენი-–--, რომ იმ დროს, როდესაც ნ-----–ი თ-------–---–ის მითითებით გ--ი ჩ--------–ი დაიხარა და მოემზადა ბოქლომის მოსახსნელად, გ------ი ჩი---–---–მა ხელი ჰკრა ნ-----–ი თ-------–---–ს და მან მიარტყა მკერდი რკინის ნაწიბურს, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი მკერდის არეში და წაბორძიკდა, ამ დროსაც ი----ი ა--------–---–მა მიაშველა ხელი და წამოაყენა. ამ ყველაფრის შემდეგ გ------ი ჩი---–---–ი უკან გატრიალდა საამქროს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ ისევ ნ-----–ი თ-------–---–ის მითითებით გ--ი ჩ--------–მა მოხსნა ბოქლომი. სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა მოწმეების სახით დაკითხული ი----ბ (ს-----) კ------ისა და ლ---ა ო---–---–ის ჩვენებები. ამ ჩვენებებით დადგენი-–--, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ისინი იდგნენ ქარხნის ტერიტორიაზე კიბეებთან ახლოს, მართალია მათ ვერ გაიგეს და დაინახეს, თუ რა მოხდა შენობის შიგნით, მაგრამ ისინი არიან თვითმხილველი მოწმეები იმ ფაქტის, თუ რა მდგომარეობაში გამოვიდა დაზარალებული ნ-----–ი თ-------–---–ი შენობიდან და რას ამბობდა. კერძოდ, კარიდან გამოსული ნ-----–ი თ-------–---–ი, რომელსაც ხელი ჰქონდა გულმკერდზე მიდებული, მათ უთხრა, რომ გ------ი ჩი---–---–მა ჰკრა ხელი და მიაჯახა რკინის კარს, რის გამოც ის იტკიებდა გულ-მკერდის არეს. მოწმეებმა ი----ბ (ს-----) კ------ემ და ლ---ა ო---–---–მა ასევე დაადასტურეს, რომ გ------ი ჩი---–---–ის მიერ წინა საღამოს მიყვანილი პირები, რომლებიც ისხდნენ შენობიდან დაახლოებით 50 მეტრში, გზაზე გაჩერებულ თეთრი ფერის გ------ი ჩი---–---–ის ავტომობილში, ვერც დაინახავდნენ და ვერც გაიგონებდნენ თუ რა ხდებოდა ქარხანაში, რადგან ისინი კიბეებთან ახლოს იდგნენ და არც ი----ბ (ს-----) კ------ეს და არც ლ---ა ო---–---–ს არ გაუგიათ დანადგარების ოთახში მომხდარი ინციდენტის შესახებ ხმა და შენობიდან 50 მეტრის მოცილებით მანქანში მსხდომი პირები ნამდვილად ვერ დაინახავდნენ ვერაფერს. სასამართლო იზიარებს იმ გარემოებას, რომ გ------ი ჩი---–---–ის მანქანაში მსხდომ პირებს ეძინათ მომხდარი შემთხვევის დროს. მოწმეებმა ი----ბ (ს-----) კ------ემ და გ--ი ჩ--------–მა თანმიმდევრულად აჩვენეს, რომ ისინი მივიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე მისულ კამაზის მანქანასთან, რომელიც სწორედ გზაზე მდგარ თეთრი ფერის მანქანასთან გაჩერდა, რა დროსაც მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ ეძინათ მანქანაში მსხდომ პირებს. შესაბამისად, სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს და ვერ გაიზირებს დაცვის მხარის მოწმის, მუ----- ჩი---–---–ის ჩვენებას იმის შესახებ, რომ 2016 წლის 16 ივლისს დილის საათებში, იგი იდგა შპს ,,კ------სთან“, გ------ი ჩი---–---–ის მანქანასთან და დაინახა ხელის კვრა ნ-----–ი თ-------–---–ის მხრიდან გ------ი ჩი---–---–ის მიმართ, რომელიც შეაგდო დანადგარების ოთახში. უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი, ზემოთ დასახელებული მოწმეების სახით დაკითხული პირები, კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მანქანაში მყოფ პირებს რაიმე დაენახათ ან გაეგოთ, მით უფრო, რომ მათივე მტკიცებით, მანქანში მყოფ პირებს ეძინათ. ამასთან, მოწმეების ჩვენებების სარწმუნოების შეფასების დროს, სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რაც დადგენი-–-- ასევე მოწმეების ჩვენებებით, საუბარია არა ქარხნის შენობის შესასვლელ კარზე, არამედ საამქროს ოთახის შიდა კარზე. იმ შემთხვევაშიც კი, დაცვის მხარის მოწმე მუ----- ჩი---–---–ი რომ მდგარიყო გ------ი ჩი---–---–ის მანქანასთან, ნაკლებად სარწმუნოა, რომ მას 40, 50 მეტრის მანძილზე, შენობის შიგნითა ოთახის კართან მომხდარი შემთხვევა დაენახა ან გაეგო შელაპარაკების ხმა, მაშინ, როდესაც იქვე, შენობის კართან მყოფმა პირებმა, 4-5 მეტრში ვერც დაინახეს და ვერც გაიგეს ვერაფერი. ასევე, მოწმის სახით დაკითხული ს--–-----ოს ექიმის მ---- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემობა, რომ ნ-----–ი თ-------–---–ს ჰქონდა ფიზიკური ტკივილი გულმკერდის არეში, რის გამოც მას ექიმმა გაუკეთა გამაყუჩებელი ნემსები.

 

3.2. ამდენად, სრულიად დასტურდება, რომ გ------ი ჩი---–---–ის მხრიდან ხელის კვრამ გამოიწვია ნ-----–ი თ-------–---–ის შეჯახება რკინის კონსტრუქციასთან, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

3.3. სასამართლო ვერ დაუდებს საფუძვლად ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–ის გამართლებას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დვდ დისკს, რომლის მიხედვითაც, დანადგარების ოთახის კარი არის ღია, გ--ი ჩ--------–ი ფეხზე დგას და ჩაქუჩს ურტყამს კარების ბოქლომს, რა დროსაც დაზარალებული ნ-----–ი თ-------–---–ი შედის დანადგარების ოთახში, ხურავს კარს და დგება შიგნიდან ოთახის კართან, მას ხელები აქვს გულმკერდთან მიდებული, პირიქით, აღნიშნული ვიდეო ფირით დასტურდება მოწმეების სახით დაკითხული პირების ი----ი ა--------–---–ის და გ--ი ჩ---------–ის ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რაც გ------ი ჩი---–---–მა ხელი ჰკრა ნ-----–ი თ-------–---–ს, რომელიც მიეჯახა რკინის ჩარჩოს და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ნ-----–ი თ-------–---–მა გ--ი ჩ--------–ს მოახსნევინა ბოქლომი. ამდენად, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას და გ------ი ჩი---–---–ს ხელი არ უკვრია ნ-----–ი თ-------–---–ისთვის, სასამართლო ვერ გაიზიარებს. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ კადრებში ნ-----–ი თ-------–---–ს თითქოსდა კარგად არ ეტყობა ფიზიკური ტკივილის განცდის შემდგომი ემოციები, რომელიც დაცვის მხარის ვერსიით, თანმდევად უნდა ყოფილიყო გამოხატული მკვეთრი შეშფოთების სახით და ვინაიდან აღნიშნული ემოციები თითქოსდა არ ფიქსირდება, შესაბამისად, ფიზიკურ ტკივილსაც ადგილი არ ჰქონია. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის სუბიექტურ მოსაზრებას, რაც არ არის გასაზიარებელი. ასევე, დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები, მოწმის მ--- მულმაძის და 2016 წლის 15 ივლისის ვიდეო ფირი ვერ აბათილებენ ბრალდებულის მიმართ ბრალდების ფორმულირებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან ეს მტკიცებულებები არ ეხება უშუალოდ მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს, რაშიც გ------ი ჩი---–---–ს ბრალი ედება და მიუთითებენ მხოლოდ ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–სა და დაზარალებულ ნ-----–ი თ-------–---–ს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობაზე,3.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის რელევანტური ფაქტორი, რომლებიც მნიშვნელოვანია ბრალდების მოწმეების ჩვენებების სანდოობისა და სიზუსტის შეფასებისას და ამ ჩვენებებისათვის მნიშვნელობის მინიჭებისას. მათი ჩვენებები სრულად თანხვედრაშია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და, შესაბამისად არ უნდა იქნეს ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–ის და მისი ადვოკატის არგუმენტაცია ბრალდების მოწმეთა ჩვენებების სუბიეტურობასა და არასანდოობაზე. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ” (Boldea v. Romania) #19997/ 02, §32-33, 15.05. 2007).

 

3.5. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს არა ცემას, არამედ სხვაგვარ ძალადობას.

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცემა წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. იგი გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, მისი შედეგია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ცემა გულისხმობს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, ხოლო ერთი დარტყმა, თუნდაც მან დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს, არ განიხილება ცემად და ჩაითვლება სხვაგვარ ძალადობად. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში მაგ. ხელის კვრა, შეჯახება, ხელების გადაგრეხვა, თმებით თრევა ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან, აუცილებელია, მსხვერპლმა (დაზარალებულმა) განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას შედეგად არ მოყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ხშირ შემთხვევაში ცემის ან ძალადობის შედეგად სხეულს ზედაპირზე შეიძლება არანაირი კვალი არ დაეტყოს, სისხლნაჟღენთის ან დაბეჟილობის სახით.

 

3.7. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა გ------ი ჩი---–---–მა შექმნილი კონფლიქტური მდომარეობიდან გამომდინარე, შურისძიების მოტივით, განახორციელა მხოლოდ ერთი მოქმედება დაზარალებულ ნ-----–ი თ-------–---–ის მიმართ, რაც გამოიხატა განზრახ ხელის კვრაში, დაზარალებული მიეჯახა რკინის ჩარჩოს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი გულ-მკერდის არეში. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნ-----–ი თ-------–---–ს არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი, ასევე ვერ გახდება დაცვის მხარის არგუმენტი ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–ის გამართლების, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ძალადობის შედეგად სხეულის ზედაპირზე შეიძლება არანაირი კვალი არ დაეტყოს, სისხლნაჟღენთის ან დაბეჟილობის სახით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენი N 397აპ-14).

 

3.8. ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ი ჩი---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დანაშაულის სიმძიმესა და ხარისხს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულ გ------ი ჩი---–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი ჩი---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. გ------ი ჩი---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი