განაჩენი

სისხლის სამართლის 01.06.2018
საქმის ნომერი
090100118002377599
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/7–2018) 090100118002377599

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ივნისი, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ა-------------------ს

ადვოკატის - მ----------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ა-------------------ს მიმართ

მამის სახელი: რ------;

დაბადებული: 2--1--1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ო---

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–--

პირადი ნომერი: 3-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ო-----------------------------–-------–-------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ო-----------------------–---–-------–-------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ა--------------------- 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ქ--–------–-------–---–-------------–---------–- შუქის ჩართვის გამო განაწყენების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემა და – ლ--------------, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117–ე, 118–ე, ან 120–ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა-------------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, ამავე სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. (2017 წლის 12 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.159–164).

 

3.საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა-------------------- მოითხოვა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული დაკავშირებულ-- ადამიანის სხეულზე დარტყმასთან ან/და სხვაგვარ ძალადობასთან, რასაც თან სდევს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა და განეკუთვნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას. მოცემულ შემთხვევაში ერთი პირის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ქმედებანი ძალადობრივი ხასიათისაა და იწვევს საკმაოდ მძაფრი ფიზიკური ტკივილის შეგრძნებას, ზოგჯერ სხეულზე რჩება დაზიანებათა კვლები, თუმცა შედეგად არ მოყვება მსუბუქი დაზიანებაც კი. ხშირ შემთხვევაში კი შესაძლებელ-- ასეთი კვალის არ არსებობა, მაგრამ ადგილი აქვს ფიზიკური ტკივილის განცდას. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის არსებობის აუცილებელ ნიშნებს წარმოადგენს დამნაშავის ნება სხვა ადამიანის ცემის ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების ჩადენისა, დანაშაულებრივი შედეგის დადგომა ტკივილის განცდის სახით და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ამ ქმედებასა და შედეგს შორის.

 

5.იმის გათვალისწინებით, რომ ა-------------------ს მოქმედებანი ცალსახად გამოხატავენ მის ნებას ძალადობრივი აქტის განხორციელებისა, კერძოდ: დაზარალებულის მიერ, ბრალდებულთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრების და მისი პირადი კავშირებიდან გამომდინარე, რასაც ,,კაცური ღირსების“ შელახვას უწოდებს, შექმნილი კონფლიქტიდან განვითარებული მოვლენების გამო ბრალდებულის მხრივ ბავშვის დასახმარებლად შუქის ანთებასა და მისი დაუყონებლივ ჩაქრობის მოთხოვნის შეუსრულებლობის მიზეზით მუცლის არეში ფეხის დარტყმით დაზარალებულისათვის, მისივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ტკივილის მიყენება, უშუალოდ მიმართულ-- განზრახი დანაშაულის ჩასადენად და მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებანი:

 

6. უპირველეს ყოვლისა სასამართლო სათანადო შეფასებას აძლევს ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც დიდწილად ასახავს, დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ქონდა 2017 წლის 16 თებერვალს, თუმცა თავისი შინაარსით ბრალდებულის განმარტება შეიცავს გარკვეულ სუბიექტურ დამოკიდებულებას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებთან მიმართებაში, რაც სასამართლოს აზრით განპირობებულ-- ბრალდებულის პოზიციიდან ამტკიცოს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რითაც ბრალდებული არ არის შეზღუდული, მაგრამ აშკარად ამტკიცებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მოტივსა და მიზანს, რომელიც პირდაპირ კავშირშია დაზარალებულ ლ--------------- ბრალდებულთან არსებული დამოკიდებულების აღქმასთან, რომ არ სიამოვნებს დის საქციელი და თავს თვლის შეურაცხყოფილად.

 

7. დაზარალებულმა ლ--------------მ (ბრალდებულის და) საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულსა და მას შორის უთანხმოება უკავშირდება დაუდგენელ მიზეზებს, ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან და დედასთან ერთად შიშისა და მუდმივი შეურაცხყოფის განცდის ქვეშ. შემთხვევის დღეს ჩხუბი აუტეხა შუქის ანთების გამო, ბავშვის თანდასწრებით გაარტყა ხელი სახის არეში და მუცელში წიხლი, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი განაცდევინა და წუთიერად გონის დაკარგვამდეც კი მიიყვანა. მანავე დაადასტურა ა-------------------სათვის შეშის ნაჭრის დარტყმისა და ჭურჭლის დამსხვრევის ფაქტი.(სხდომის ოქმი).

 

8.მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------------------ბრალდებულის დედა), დაადასტურა, რომ არის ბრალდებულისა და დაზარალებულის დედა. ა------------------- სისტემატურად შეურაცხყოფს მის დას, ლ--------------ს და მის არასრულწლოვან შვილს, რომელსაც ,,ნაბიჭვარს“ უწოდებს. შემთხვევის დღეს ა--------------------- ოთახში შუქის ანთების გამო, მუცელში წიხლი ჩაარტყა ლ--------------ს, რომელმაც დაკარგა გონება. მანვე კატეგორიულად დაადასტურა, რომ ამ სცენას ესწრებოდა ლ--------------- არასრულწლოვანი შვილი.

 

9. მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------–--–-–---–--, რომელიც გამოძახების საფუძველზე მივიდა შემთხვევის ადგილზე, დაადასტურა რომ და–ძმა, ა------- და ლ--------------ები ერთმანეთთან ჩხუბობდნენ. ა-------მ მისი თანდასწრებით დაარტყა ლ--- ხელი, ხოლო ლ--მ ა-------ს მოუქნია შეშის ნაჭერი, რომელიც ა-------ს მოხვდა თავში. ლ--- გადმოცემით პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე, ა-------მ სცემა ბავშვის თანდასწრებით, რის გამოც განიცდიდა ტკივილს (სხდომის ოქმი).

 

1-- მოწმის სახით დაკითხული გ-------------–-- ჩვენებით დადგენილ--, რომ 16 თებერვალს შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა მოჩხუბარი ლ-- და ა-------------------ები, რომელთა გაშველებას ცდილობდა დედა, ნ----------------. ა-------მ მათი თანდასწრებით დაარტყა ლ--- ხელი, ხოლო ლ--მ თავში ჩაარტყა შეშის ნაპობი. მათ მისვლამდე ა-------ს მუცელში ჩაურტყამს ფეხი ლ---------------თვის, რასაც ესწრებოდა ლ--------------- შვილი. (სხდომის ოქმი).

 

11. მოწმის სახით დაკითხული მ-------------–---- ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, მის მიერ, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქეებს: ლ--------------სა და ა-------------------ს.

 

შემოწმების დროს შესამოწმებელმა პირმა, ლ--------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს დაახლებით 22:00, 23:00 საათებში ქალაქ ო-–- თავის სახლში მოუვიდა შელაპარაკება ძმასთან, ა------- მიასურაძესთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში და ა-------მ მიაყენა მას დაზიანება მუცელში ფეხის ჩარტყმით. ობიექტური შემოწმება მოხდა მის მიერ და პირადი გასინჯვით შესამოწმებელი აღნიშნავდა, რომ უჩიოდა ტკივილს მუცლის არეში. მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული ნაჭდევი. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ასევე ა------- მ--------- უჩიოდა ტკივილს თავის არეში. მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირის ნაჭდევი. თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (სხდომის ოქმი).

 

12. მოწმის სახით დაკითხული გ-------------------- ჩვენებით დადგენილ--, რომ მისი ჩართვა სისხლის სამართლის საქმეში მოხდა 2018 წლის 18 თებერვალს დილიდან. დაიკითხა ლ-------------- დაზარალებულის სახით და მისი არასრულწლოვანი შვილი ლ-- ჩოხელი. მოწმის სახით დაკითხული იქნა გ-------------–-. დაკითხვისას ლ--------------მ განმარტა რომ 2018 წლის 16 თებერვალს მისი ძმა, ა-------------------, დედამისის და მისი შვილის მიმართ იყო მთელი დღის მანძილზე აგრესიული, ის აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ ითმენდნენ და არაფერს ამბობდნენ, რადგან ეგონათ რომ დაწყნარდებოდა. როდესაც დასაძინებლად წავიდა მისმა შვილმა ნ-----------–-ა განუცხადა რომ შემოეტანა მისთვის ღამის ქოთანი ვინაიდან გარეთ ციოდა და არ შეეძლო ბავშვს გარეთ გასვლა. გარეთ რომ გასულიყო უნდა გაევლო მისი ძმის, ა-------------------ს ოთახი. გასვლისას აანთო შუქი, რის გამოც ა-------------------- დაუწყო სიტყვიერი შეურაცჰყოფის მიყენება: დაუწყო გინება. ხელი დაარტყა სახის არეში და თან აგინებდა, შემდეგ კი ა------------------- გაჰყვა ოთახში სადაც ეძინა და იქ მიაყენა ფიზიკური შეურაცჰყოფა, წიხლი ჩაარტყა მუცლის არეში, რის გამოც ლ--------------მ დაკარგა გონი და დაეცა ძირს. როდესაც გონს მოვიდა ა------------------- მიიწევდა მისი შვილისკენ საცემად. ლ--------------მ გამოიძახა პოლიცია, ამის შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, დააწყნარეს სიტუაცია. ლ-------------- შეშის ღერს ესროდა მის ძმას და ერთ–ერთი მოხვდა თავის არეში ა-------------------ს.

 

შემდეგ დაკითხული იქნა ლ--------------- შვილი ნ-----------–- რომელმაც დაადასტურა რომ მთელი დღის მანძილზე ბიძამისი აყენებდა სიტყვიერ შეურაცჰყოფას, რაც მისთვის გაუგებარი იყო. დაინახა რომ ბიძამ ა------- მ---------- ჩაარტყა წიხლი დედამისს მუცლის არეში, რის გამოც დედამ დაკარგა გონი. ამის შემდეგ მან განაცხადა რომ მივარდა დედასთან და ეუბნებოდა ,,არ მოკვდე დედაო“. შემდეგ შეწვა ლოგინში თავზე საბანი გადაიფარა და აღარ გამოსულა მას შემდეგ, გარედან ესმოდა ჩხუბის ხმა.

 

გ-------------–-- აღნიშნა რომ როდესაც მიიღეს გამოძახება წავიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქ დახვდათ შემდეგი სურათი: ა------------------- აყენებდა სიტყვიერ შეურაცჰყოფას ლ--------------ს და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ, განმუხტეს სიტუაცია. ამ დროს ა-------ს ,,ნაკონჩილებს“(შეშის ნაჭრები) ესროდა ლ-------------- და მოხვდა თავში ერთი შეშის ღერი. ამის შემდეგ წამოიყვანეს ა------------------- სიტუაციის გასარკვევად და ჩვენების მისაცემად. ა-------------------ს წარედგინა ბრალი. მას გაეცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, რაშიდაც თავი დამნაშავედ არ სცნო (სხდომის ოქმი).

 

13.მოწმის სახით დაკითხული დ--------------- ჩვენებით დადგენილ--, რომ 2018 წლის 17 თებერვალს იყო მორიგე. ღამის 11 საათზე შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დარეკა ლ--------------მ რომელმაც თქვა რომ მისი ძმა ა------------------- აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიეს შეურაცჰყოფას და ითხოვდა დახმარებას. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ოპერატიული თანამშრომლები თვითონ ელოდებოდა ექსპერტიზის თანამშრომელს, ექსპერტის მოსვლის შემდეგ გავიდა შემთხვევის ადგილზე. სადაც დახვდა შემდეგი სურათი: ღუმელთან იყო დაყრილი შეშები, ჭიქის ნამსხვრევები. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გამოკითხეს ლ-------------- რომელმაც დაადასტურა რომ მისმა ძმამ ა-------------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცჰყოფა. მანამდე მაგათ ჰქონდათ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, რომლითაც დაცული უნდა ყოფილიყო მსხვერპლი ლ-------------- ა-------------------ს ქმედებებისგან. ლ--------------მ აღნიშნა რომ მთელი დღის განმავლობაში ა------- აყენებდა შეურაცხჰყოფას. ბავშვისთვის ღამის ქოთნის მოსატანად გასულს, მის ოთახში შუქის ანთების გამო აუტეხა ჩხუბი, სახის არეში გაარტყა ხელი და მუცელში ჩაარტყა წიხლი. ლ--მ აღნიშნა რომ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ შემთხვევას შეესწრო ლ--- ბავშვიც. ეს ყველაფერი ლ--მ დაადასტურა თავის ჩვენებაში. აღნიშნული ჩვენების შემდეგ გამოკითხული იქნა ა-------ს და ლ--- დედა, ნ----------------. რომელმაც ასევე დაადასტურა რომ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ა-------მ თავის დას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცჰყოფა. გამოკითხული იქნა ერთ–ერთი პოლიციის თანამშრომელი რომელიც შეესწრო ამ ფაქტს და იმ მომენტში როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ლ-- ესროდა შეშის ნაჭერს ა-------ს, რომელიც დაკითხვისას ამბობს რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია (სხდომოს ოქმი).

 

14.სსიპ ლ----------------–--------–--------------თლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 თებერვლის №0-------- დასკვნით, 17.02.2018 06:20–06:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ--------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ.136–138).

 

15.სსიპ ლ----------------–--------–--------------თლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 თებერვლის №0-------- დასკვნით, 17.02.2018წ. 06:05–06:18სთ–ზე ჩატარებული პირადი გადასინჯვით მოქ.ა-------------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ.139–141).

 

16. 2018 წლის 16 თებერვლის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით-ფორმა №1, დასტურდება რომ 2018 წლის 16 თებერვალს, ქ. ო-–-, ჩ---–---–-------------–- მცხოვრებმა ა--------------------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას, ლ--------------ს (ს.ფ. 1).

 

17.საქმეში არსებული 2018 წლის 29 იანვრის შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ მოძალადეს განესაზღვრა იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს(10–13).

 

18. ა-------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება აგრეთვე 2018 წლის 17 თებერვლის ოქმით ა-------------------ს ალკოტესტით შემოწმების შესახებ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით; 2018 წლის 17 თებერვლის ოქმით ბრალდებულ ა-------------------ს დაკავების შესახებ; 2018 წლის 18 თებერვლის დაზარალებულ ლ---------------ათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 18 თებერვლის არასრულწლოვანი მოწმის კანიონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 18 თებერვლის ოქმით ლ--------------სთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის შესახებ; 2018 წლის 17 თებერვლის ოქმებით შესაძლოა მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ბრალდებულთან; 2018 წლის 17 თებერვლის დადგენილებით ა-------------------ს მიმართ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 17 თებერვლის დადგენილებით ლ--------------- მიმართ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ფსიქიკური ჯანმრთლობის ცენტრიდან; 2018 წლის 21 თებერვლის ცნობით ა-------------------ს შესახებ; 2018 წლის 19 თებერვლის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ა-------------------ს შესახებ; ინფორმაციით ა-------------------ს შესახებ; 2018 წლის 17 თებერვლის ცნობით ა-------------------ს ნასამართლობის შესახებ; 2018 წლის 17 თებერვლის ცნობით ა-------------------ს ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, 2018 წლის 29 იანვრის ა-------------------ს მიერ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტის ირგვლივ მოკვლეული ადმინისტრაციული მასალებით; პრობაციის ეროვნული ბიუროდან შესული განაჩენებით ა-------------------ს მიმართ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2018 წლის 18 თებერვლის დადგენილებით ლ--------------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 18 თებერვლის დადგენილებით ა-------------------ს ბრალდების შესახებ; 2018 წლის 18 თებერვლის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

19.სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ა-------------------ს საბოლოო სიტყვაში მიცემულ განმარტებას, რომ მას ბრალი არ მიუძღვლის ლ--------------- მიმართ, იცავდა შემაკავებელი ორდერის პირობებს და არ დაურტყამს მისთვის, არც ცალკე, არც შვილის თანდასწრებით. უბრალოდ უთხრა, რომ ჩაექრო შუქი. რის გამოც მოხდა ურთიერთ შელაპარაკება. რაც შეეხება ლ--------------- პირად ცხოვრებაზე განვითარებულ მსჯელობას და ამ საფუძვლით გამოწვეულ ა-------------------ს რეაქციას, სასამართლო არ იღებს მხედველობაში და არ მიიჩნევს ბრალდებულის ქმედების პატივსადებ მიზეზად.

 

2--ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ ა-------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

21. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117–ე, 118–ე, ან 120–ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22.ა-------------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა შემაკავებელი ორდერის მიუხედავად.

 

23.ა-------------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ლ---------------აგან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება შეშის ნაჭრის დარტყმით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

24. სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-------------------ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლ--ნობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ა-------------------ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ა------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2.მსჯავრდებულ ა-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 17 თებერვლის 00 საათიდან და 10 წუთიდან –ფაქტობრივი დაკავების დროდან.

 

3.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, FCD 865193 სპეციალურ პაკეტში დალუქული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჭიქის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შს ონის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი