გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.04.2018
საქმის ნომერი
170310017001845571
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310017001845571

საქმე #3/13-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 აპრილი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ლ---------------–-ძე

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - კ-----------------–-ძე,მესამე პირი- პ----–----------ი, ს----–- კ---------

მესამე პირი -გ---–--------------ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2001 წელს N8----------- განცხადების საფუძველზე, პ----–----------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წალკის რაიონის სოფელ ხ-----–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (1--0 კვ.მ.) საკადასტრო კოდით - 8------------

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 201- წლის 06 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, რითაც მოხდა მიწის ნაკვეთის ფართობის და საზღვრების დაზუსტება პ----–----------ის მიერ, მიწის ნაკვეთი ფართით 1863 კვ.მ., საკადასტრო კოდი #8-----------;

1.3.ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის N1----- გადაწყვეტილება.

1.4. დაევალოს მოპასუხეს საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წლების განმავლობაში ახორციელებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელი სახლების შეძენას, რომელიც შემდგომში, სარგებლობის უფლებით გადაეცემა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. ხსენებული საქმიანობის ფარგლებში 200--2009 წლებში წალკის მუნიციპალიტეტში შეძენილია 571 საცხოვრებელი სახლი. ხსენებული საცხოვრებლების შეძენა ხდებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, ფორმდებოდა სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, წარედგინებოდა უძრავი ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის შესაბამისად და ხდებოდა მათი რეგისტრაცია სახელმწიფოს (სამინისტროს) საკუთრებად. აღნიშნული საცხოვრებელი სახლების აბსოლუტური უმრავლესობა დღეის მდგომარეობითაც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მათში ცხოვრობენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის N995 განკარგულების საფუძველზე, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“ პროექტის ფარგლებში დაიწყო აზომვითი ნახაზების მომზადება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო ეკომიგრანტებისათვის სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული 571 სახლიდან, 10 საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრის წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, საკუთრებად დაურეგისტრირდა კერძო პირებს. გაცნობებთ, რომ სადავო 10 სახლის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციები არ გაუქმებულა ან ბათილად არ გამოცხადებულა სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მესაკუთრის მიერ არ მომხდარა ამ ქონებების გასხვისება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა არანაირი ფორმით, რასაც ჩვენი მფლობელობიდან ამ ქონების კანონიერი გასვლა შეიძლება მოჰყოლოდა შედეგად. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

სარჩელის საფუძველი:

 

მოცემული დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წლების განმავლობაში ახორციელებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელი სახლების შეძენას, რომელიც შემდგომში, სარგებლობის უფლებით გადაეცემა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. ხსენებული საქმიანობის ფარგლებში 200--2009 წლებში წალკის მუნიციპალიტეტში შეძენილია 571 საცხოვრებელი სახლი. ხსენებული საცხოვრებლების შეძენა ხდებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, ფორმდებოდა სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, წარედგინებოდა უძრავი ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის შესაბამისად და ხდებოდა მათი რეგისტრაცია სახელმწიფოს (სამინისტროს) საკუთრებად. აღნიშნული საცხოვრებელი სახლების აბსოლუტური უმრავლესობა დღეის მდგომარეობითაც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მათში ცხოვრობენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის N995 განკარგულების საფუძველზე, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“ პროექტის ფარგლებში დაიწყო აზომვითი ნახაზების მომზადება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო ეკომიგრანტებისათვის სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული 571 სახლიდან, 10 საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრის წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, საკუთრებად დაურეგისტრირდა კერძო პირებს. გაცნობებთ, რომ სადავო 10 სახლის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციები არ გაუქმებულა ან ბათილად არ გამოცხადებულა სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მესაკუთრის მიერ არ მომხდარა ამ ქონებების გასხვისება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა არანაირი ფორმით, რასაც მათი მფლობელობიდან ამ ქონების კანონიერი გასვლა შეიძლება მოჰყოლოდა შედეგად. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. ზემოაღნიშნული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის N1----- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით და ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან არსებობს ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზემოაღნიშნული ნორმით იმპერატიულადაა დადგენილი რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. აქტის დასაბუთება გაგებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ აქტის გამოცემამდე, უფლებამოსილმა ორგანომ დაწვრილებით, გულდასმით და ამომწურავად უნდა შეისწავლოს საკითხი, მოიძიოს და გამოიკვლიოს მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება და ამ გამოკვლევის შედეგაგ გამოკვეთილ ვითარებას მოარგოს ამ საკითხის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა. თავის მხრივ, სამართლებრივი ნორმის სწორად გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ ნორმა სწორად იქნას გაგებული, აღქმული და განმარტებული და თანაც იმგვარი გააზრებით, რომ საჯარო და კერძო ინტერესთა გონივრული თანაშეწონადობის პრინციპის გამოყენებით, მაქსიმალურად იქნას მიღწეული მიზანი, რომელსაც ნორმა ემსახურება და რომელი მიზნის მისაღწევადაც ეს ნორმაა შექმნილი. ამისათვის კი საჭიროა კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი ნორმების ერთობლივი, ერთ ჭრილში განხილვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები და არ გამოიკვლია და არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმესთან შემხებლობაშ მყოფი გარემოებების გამოკვლევის, შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად. წალკის რაიონში, მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონებები გაურკვეველი და დაუსაბუთებელი რეგისტრაციების შემდეგ, რამოდენიმე შემთხვევაში, აღირიცხა ყოფილი მესაკუთრეებისა და საერთოდ გარეშე პირების საკუთრებადაც ისე, რომ ამის არანაირი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა. ამის შემდეგ, ზოგიერთ ქონებასთან მიმართებით, საჯარო რეესტრის წალკის სარეგისტრაციო სამსახურმა თავად, საკუთარი ინიციატივით დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებები (დაინტერესებული პირების მიმართვების გარეშე) და ქონებები ისევ მოსარჩელის საკუთრებად დაარეგისტრირა. სწორედ ამ გაურკვეველი რეგისტრაციების პრაქტიკიდან გამომდინარე იყო განპირობებული მოთხოვნა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული სადავო სარეგისტრაციო წარმოებების კანონიერება შემოწმებულიყო მაქსიმალურად ყოველმხრივ და კრიტიკულად და ისე ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილებები. მოსარჩელე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს არ განხორციელდა. სადავო გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებაში მითითებულია რამოდენიმე გარემოება, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებისათვის საკმარისი აღმოჩნდა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, თუმცა, ეს სრულიად არ არის საკმარისი. კერძოდ, გადაწყვეტილების 1.1.1 ქვეპუნქტში მითითებულია, რომ 2001 წელს დარეგისტრირდა 1--0 კვმ მიწის ნაკვეთზე პ----–----------ი საკუთრება (საკადასტრო კოდი 8-----------). გადაწყვეტილების 1.1.2 პუნქტის მიხედვით, ეს მიწის ნაკვეთი დაზუსტდა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - 8-----------. გადაწყვეტილების 1.1.5 მიხედვით ვ----–----------მა დაირეგისტრირა 1700 კვმ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 8------------, რომელი რეგისტრაციის დოკუმენტაციაც დაცულია საჯარო რეესტრში. მოსარჩელის განსაკუთრებული პრეტენზია მიმართულია გადაწყვეტილების 1.1.7 პუნქტის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და მონაცემები არ შეესაბამება პ----–----------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, მითითებულია, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი (შეძენილი ვ----–----------ისგან) მდებარეობა პ----–----------ის მიწის ნაკვეთის სამხრეთით, ამასთან, აღნიშნული უძრავი ნივთიც (საკადასტრო კოდი 8-----------) რეგისტრირებულია პ----–----------ის საკუთრებაში, 201- წლის 2 ოქტომბერს ს----–- კ---------სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (რეალურად ადგილი ჰქონდა ნაჩუქრობას). ანუ, საჯარო რეესტრი ადასტურებს მოსარჩელის მიერ ქონების შეძენის და რეგისტრაციის ფაქტს, თუმცა ვერ უთითებს, რატომ, როდის და რა გარემოების გამო გავიდა ეს ქონება მათი კუთვნილებიდან და რა მექანიზმებით აღმოჩნდა ის სხვის საკუთრებაში. ამ გარემოებას განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის მთავარი მოთხოვნაც და არსიც იმასში მდგომარეობს, რომ ითხოვენ გარკვევას, თუ როგორ და რა გარემოების გამო აღმოჩნდა მოსარჩელის ქონება სხვის საკუთრებაში. ამგვარი წინააღმდეგობრივი და არასრული დასაბუთება სრულიად არასაკმარისია მიცემული დავის თაობაზე ობიექტური რეალობის დასადგენად და შესაბამისად, ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეზე დანიშნული ზეპირი მოსმენების დროს მოსარჩელის მიერ განმარტებულ იქნა, რომ წალკის რაიონში (სხვა რაიონებში ასეთი რამ არსად არ მომხდარა), ეკომიგრანტების საჭიროებებისათვის, წლების წინ შეძენილი და სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონებები, საჯარო რეესტრის წალკის სარეგისტრაციო სამსახურის გაურკვეველი, სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებული ქმედებების შემდეგ, კვლავ ძველი მეპატრონეების (უარეს შემთხვევაში საერთოდაც გარეშე პირების) საკუთრებებში რეგისტრირდებოდა. ამ უცნაური მოვლენების გათვალისწინებით, მათი პრინციპული პოზიცია და მოთხოვნა იყო, რომ დეტალურად და დაწვრილებით შესწავლილიყო ყველა ის სარეგისტრაციო მოქმედება, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა სადავო საკითხთან. კერძოდ, უნდა შესწავლილიყო მათ მიერ შეძენილი ქონებების სარეგისტრაციო წარმოებები სრულად - პირველადი რეგისტრაციიდან დაწყებული ყველა შემდეგი რეგისტრაციით დამთავრებული დღვანდელ დღემდე. ამასთან, შესწავლილი უნდა ყოფილიყო დოკუმენტაცია სრულად და შემოწმებულიყო ყველა ამ ნაკვეთის პარამეტრები და მდებარეობა რეგისტრაციების მომენტისთვის არსებულ სიტუაციურ ნახაზებზე და რუკებზე. ანალოგიურად, შესწავლილი უნდა ყოფილიყო იმ პირთა მიერ განხორციელებული ყველა რეგისტრაციები, რომლებიც შემდგომში სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდენ მათ მიერ შეძენილი და მათ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეებად. ამგვარი შესწავლის ნაცვლად, გადაწყვეტილებაში მათ მიიღეს მხოლოდ მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების და რეგისტრაციების ციფრების მანიპულირება და სხვა არაფერი. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, სათანადოდ რომ ყოფილიყო შესწავლილი და გამოკვლეული ყველა სარეგისტრაციო მოქმედების მასალები, ყველა უძრავი ქონება დადარებულიყო შესაბამის სიტუაციურ ნახაზებთან და რუკებთან, გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 2001 წელს №8----------- განცხადებით რეგისტრირებული იყო პ----–----------ის საკუთრების უფლება 1--0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 8-----------). მიწის ნაკვეთზე გახსნილია სააღრიცხვო ბარათი და მომზადებულია საკადასტრო რუკა, რომელზეც ფიქსირდება ბეჭედი.

 

201- წელს, რეგისტრაციის შესახებ №8-------------- (06.11.201-) გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვარი დაზუსტდა პ----–----------ის მიერ (საკადასტრო კოდი: 8-----------, ფართობი: 1863 კვ.მ) წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.

 

საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ პ----–----------ის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობას შეესაბამება მის საკუთრებაში 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი. ადგილმდებარეობა შეესაბამება საკადასტრო რუკაზე მითითებულ უძრავ ნივთს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 20 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №0------------- (სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერია 2--------) ადმინისტრაციული საჩივარი, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფოს მიერ 200- წლის 1- დეკემბრის №1----- ხელშეკრულებით ვ----–----------ისგან შეძენილი უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია პ----–----------ის საკუთრებაში.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2001 წელს წალკის რაიონში, სოფელ ხ-----–- მდებარე 1700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 8------------) დარეგისტრირდა ვ----–----------ის საკუთრების უფლება. აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, რომლითაც ხდება უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება.

 

ნოტარიულად დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრის ნომერია 1-----, 1-.1-.200-) საფუძველზე, უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: 8------------) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს საკუთრებად 8------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება პ----–----------ის საკუთრებაში 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობას, კერძოდ, სარეგისტრაციო სამსახურში დაცული საკადასტრო რუკების მიხედვით, ვ----–----------ის უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: 8------------), რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა სახელმწიფოს, მდებარეობს პ----–----------ის 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სამხრეთით. ამასთან, აღნიშნული უძრავი ნივთიც (საკადასტრო კოდი: 8-----------) რეგისტრირებულია პ----–----------ის საკუთრებაში, 201- წლის 2 ოქტომბერს ს----–- კ---------სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია საკადასტრო რუკით, რომელსაც შეესაბამება №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის შესახებ წალკის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირის პ----–----------ის წარმომადგენლებმა გ---–--------------ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პ----–----------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულია კანონიერად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ის ოჯახი, რომელიც ცხოვრობს პ----–----------ის საცხოვრებელ სახლში იხდიდა ქირას წელიწადში 400 აშშ დოლარს. მათ საცხოვრებელი სახლის ქირის გადახდა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღძრული იქნა წინამდებარე სარჩელი. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ ქირის გადახდის ფაქტი დასტურდება თვით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით და დადასტურებული იქნა ასევე მოწმის სახით დაკითხული ს---–---------–---- მიერ, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს პ----–----------ის საცხოვრებელ სახლში და იხდიდა ქირას 400 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელეს უძრავი ქონება არ შეუძენია პ----–----------ისაგან. მან შეიძინა სხვა ქონება ვ----–----------ისაგან.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2001 წლის 05 დეკემბერს (განცხადების რეგისტრაციის #2-------) წალკის რაიონში, სოფელ ხ-----–- მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 0,170 ჰა დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი საგადასახადო სიაში რიგითი ნომერი 1--, ს/კ 8----------- აღირიცხა კ----------------–-ს ოჯახის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ტომი 1, ს.ფ. 33.

- საკადასტრო რუკა, ტომი 1, ს.ფ. 37.

 

4.1.2. 2001 წლის 05 დეკემბერს (განცხადების რეგისტრაციის #3-------) წალკის რაიონში, სოფელ ხ-----–- მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 0,1-- ჰა დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი,უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი საგადასახადო სიაში რიგითი ნომერი 1--, ს/კ 8----------- აღირიცხა კ---------------–-ს ოჯახის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ტომი 1, ს.ფ. 105-106;

- საკადასტრო რუკა, ტომი 1, ს.ფ. 107;

 

4.1.3. 200- წლის 1- დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების #1----- თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს ჯ------–---------------- და ვ----–------------- (დაბ.27.03.1925, მცხ.წალკის რაიონის სოფელი ხ------,#-----------, პასპ.გ 0------. გაც. წალკის შსგ მიერ 03.01.03) დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: 1.1. წინამდებერე ხელშეკრულებით ,,მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას გადასცეს შემსყიდველს ნასყიდობის საგანი, ხოლო ,,შემსყიდველი“ იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ,,მიმწოდებელს“ ხელშეკრულებით გათვალსიწინებული თანხა და მიიღოს ხელშეკრულების საგანი, რომლის გადაცემაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით.

1.2. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი (საცხოვრებელი ბინა) დამხმარე სამეურნეო ნაგებობებით (მისი არსებობის შემტხვვეაში) და მიწის ნაკვეთი.

1.3. საცხოვრებლი სახლი მდებრეობს შემდეგ მისამართზე წალკის რაიონის სოფელი ხ------.

1.4. საცხოვრებელი სახლის მახასიათებელი ნიშნები: ა) განაშენიანების ფართობი 220,0 კვმ, ბ) დამხმარე სამეურნეო ნაგებობები 43,8 კვმ, გ) სასარგებლო ფართი 2-9,3 კვმ, დ) საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა 4, ე) საცხოვრებელი ფართი 80,4 კვმ, ვ) დამხმარე ფართი 108,9 კვმ.

1.5. მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა 8---–--–------------------------------–-------------------------------------------, მისამართი წალკის რაიონის სოფელი ხ------, უფლება საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო სამეურნეო.

1.6. ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ,,მფლობელს“ ვ----–----------ს, რაც დასტურდება შემდეგი დოკუმენტებით: 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განცხადების რეგისტრაციის #2-----, თარიღი: 05.10.0-, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო #2--, გაცემული #8- სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ. 2. ცნობა ყადაღის არარსებობის შესახებ #2----- 1-.0-.0- წალკის ნოტარიუსი. 4. ოჯახის წევრების შემადგენლობა #4-- 11.1-.0- წალკის საკრებულო. 5. გამყიდველის (უფლებამოსილი პირის ) განცხადება #1----. 1.7 ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 2700 (ორიათასშვიდასი) აშშ დოლარს. 1.9. შემსყიდველი ირებს ვალდებულებას თანხა ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე: #3------------, საქ. საფოსტო ბანკის წალკის ფილიალი #2-, კოდი 2--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-200- წლის 1- დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ტომი 1, ს. ფ. 17-19.

 

4.1.4. 2005 წლის 2- აპრილს გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის #2-------, რომლის თანახმად წალკის რაიონში, სოფელ ხ-----–- მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 0,170 ჰა დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-----------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (2622/05, 10.03.05, ნასყიდობის ხელშეკრულება #1----- 1-.1-.200-, საგადასახადო სიაში რიგითი #1--, ტექ. პასპორტი #1--, 15.10.200-) საფუძველზე აღირიცხა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკუთრებაში.

 

შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში და 200- წლის 15 ოქტომბერს შედგენილ რეესტრის #6-- ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში მისამართი წალკის რაიონის სოფელი ხ------ და სახლის მფლობელი კ---------------–----–--------- ნაცვლად მიეთითა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ნასყიდობის #1----- ხელშეკრულების საფუძველზე. მიწის ნაკვეთის ექსპლუატაცია ფაქტიურად 1500,0; განაშენიანებულია 220,0; გრუნტი 38,0; ბოსტანი 1-42,0;. სადგომის დახასიათება: ოთახების რაოდენობა 4, მთლიანი ფართი 2-9,3, საცხოვრებელი 80,4, დამხმარე 208,9, სამეურნეო 43,8;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 38-39;

-მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ტომი 1, ს.ფ. 93-94;

-200- წლის 15 ოქტომბრის ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის #6-- ტექნიკური პასპორტი, ტომი 1, ს.ფ. 20-23;

 

4.1.5. 201- წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა პ----–----------მა პ/ნ 5---------- და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, მდებარე: წალკა სოფ. ტ----- (ხ------) [ზონა:წალკა, სექტორი: ქალაქი წალკა] და განცხადების წარმომდგენზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაცემა.

 

201- წლის 06 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა #8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად წალკის რაიონის სოფელ ტ----–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართობი 1863,0 კვმ, ს/კ 8----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------), შენობა ნაგებობა საერთო ფართი 173,23, საცხოვრებელი ფართი 111,14, დამხმარე ფართი 62,09, სამეურნეო ფართი 58,94, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო სია 1--, მესაკუთრეა პ----–----------ი პ/ნ 5----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-პ----–----------ის განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 101-10-;

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 06 ნოემბრის #8-------------- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ.108;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 109-110;

 

4.1.6. 2014 წლის 09 მაისს შედგენილი იქნა წალკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში განსახლებული სტიქიით ოჯახი აღწერის ოქმი #15, რომლის თანახმად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ-----–-, სახლის ძველი მესაკუთრის ვ----–----------ის სახლში შესახლებულ იქნა ს---–---------–--- და მისი მეუღლე ლ-------–-–--–---. სახლი შესყიდული იყო თ----------------------–------------, რომელიც ცხოვრობს იმავე სოფელში #6 ოქმით აღწერილ საცხოვრებელ სახლში. შენიშვნა: ამ სახლში ვინც ცხოვრობს ამათ ყოფილი მეპატრონის სიძე ყოველწლიურად ართმევს ამათ 400 $.

 

2015 წლის 29 ივლისს შედგენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ოჯახის აღწერის #15 ოქმის თანახმად: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–- 2013 წლიდან ცხოვრობს ს---–---------–---- ოჯახი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 09 მაისის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში განსახლებული სტიქიით ოჯახი აღწერის ოქმი #15, ტომი 2, ს.ფ. 265;

- 2015 წლის 29 ივლისის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ოჯახის აღწერის #15 ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 266;

 

4.1.7. 2015 წლის 15 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილიქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდაიძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №0------------- საჩივარი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 26 ნოემბერს მიღებული იქნა №2----- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ №8----------- და №8-------------- (06.11.201- წ.) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ №8----------- და №8-------------- გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის მიზნით; ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეჩერდა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მონაცემების მოქმედება. საქმეში დაინტერესებულ პირებად ჩაბმულ იქნენ ვ----–----------ი, პ----–----------ი, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთასამინისტრო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახური;

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 23 თებერვალს მიღებული იქნა #4---- გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადების თაობაზე. რეგისტრაციის შესახებ №8----------- და №8-------------- (06.11.201- წ.) გადაწყვეტილებებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნის 2016 წლის 10 მარტს, 15:00 სთ–ზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში/ქ. თბილისის იუსტიციის სახლში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2, ოთახი №101); ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ ვ----–----------ი, პ----–----------ი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვილთა სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციოსამსახური და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრისუზრუნველყოფის დეპარტამენტი; ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდეს საჯაროდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. №2);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩივარი, ტომი 1, ს.ფ. 40-43;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ნოემბრის #2----- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 82-84;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის #4---- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 42-43;

 

4.1.8. 2016 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნულ არქივს #1---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების სამსახურმა და მოითხოვა არქივში დაცული ინფორმაცია წალკაში, სოფელ ტ----- (ხ------) პ----–----------ის და ვ----–----------ის კომლის შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

2016 წლის 25 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 15/181- წერილით ეცნობა, რომ წალკის რაიონის წალკის საქალაქო საკრებულოს სოფელ ხ------ს 1992-2007 წლების საკომლო წიგნები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ვერ მოხდა ინფორმაციის გაცემა პ----–----------ის და ვ----–----------ის კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის წერილი, ტომი 1, ს.ფ. 111.

-საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 25 იანვრის 15/181- წერილი, ტომი 1, ს.ფ. 77.

 

4.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 1 ივნისს მიღებული რეგისტრაციის შესახებ წალკის სარეგისტრაციო სამსახურის №8----------- და №8-------------- (06.11.201- წ.) გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების თაობაზე #1----- გადაწყვეტილების თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წალკის სარეგისტრაციო სამსახურის №8----------- და №8-------------- (06.11.201- წ.) გადაწყვეტილებები არ პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრულ აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს; განახლდა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების მოქმედება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის #1----- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ.44-47;

 

4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის #6---- წერილის თანახმად 8------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის უფლების დამდგენი დოკუმენტი - საგადასახადო სია N1--, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არქივში დაცული არ არის; ამასთანავე, ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ 8------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის უფლების დამდგენი დოკუმენტი - დადგენილება, N66, გაფორმების თარიღი: 23/06/2000, წალკის რაიონის გამგეობა, დაცულია ასლის სახით. აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტების გარდა 8-----------, 8------------ საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების ყველა უფლების დამდგენი დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არქივში დაცულია დედნის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის #6---- წერილი, ტომი 2 ს.ფ. 187-241;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ვ----–----------ისაგან შეძენილი უძრავი ქონება ს/კ 8----------- და პ----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 8----------- წარმოადგენს სხვადასხვა უძრავ ქონებას. პ----–----------მა 2001 წლის 05 დეკემბერს პირველადად რეგისტრირებული საკუთრების უფლება 201- წლის 06 ნოემბერს დააზუსტა, წარადგინა აზომვითი ნახაზი და უძრავ ნივთს დაზუსტების შედეგად მიენიჭა 8----------- საკადასტრო კოდი; პ----–----------ის მიერ 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეესაბამება სისტემურად მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობას, ხოლო სახელმწიფოს აღნიშნული უძრავი ნივთი არ აქვს შეძენილი პ----–----------ისაგან; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 8----------- და პ----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 8----------- არ წარმოადგენს იდენტურ მიწის ნაკვეთებს თავისი ადგილმდებარეობის, კონფიგურაციის, მათზე განლაგებული შენობა ნაგებობების ფართობების მიხედვით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და პ----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იდენტურია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს დარღვეული იქნა კანონის მოთხოვნები. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებული არგუმენტაცია ფაქტობრივ და სამართლებრივ ნაწილში, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი, მესამე პირის ახსნა-განმარტება.

- საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი #6--, ტომი 1, ს.ფ. 21-23;

- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ტომი 2, ს.ფ. 34-36;

- სიტუაციური ნახაზი, ტომი 2, ს.ფ. 255.

 

4.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ვ----–----------ისგან შეძენილი უძრავი ქონების საკადასტრო კოდია #8-----------, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მოხსენიებულია როგორც უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #8------------, ვინაიდან მოხდა საკადასტრო კოდების განმეორება და მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მიენიჭა/დაემატა პირობითად "ა", რომ არ მომხდარიყო საკადასტრო კოდების აღრევა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით საკადასტრო კოდით #8----------- რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს 3 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული იყო ხ-----------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის მასალები - ტომი 2, ს.ფ. 187-240

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი დასკვნა:

 

5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2001 წელს N8----------- განცხადების საფუძველზე, პ----–----------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წალკის რაიონის სოფელ ხ-----–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (1--0 კვ.მ.) საკადასტრო კოდით - 8-----------, წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 201- წლის 06 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის N1----- გადაწყვეტილება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების, როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს, ასე ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამ კანონით, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას აწარმოებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედანაყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი;

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე;

 

”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ”სააღრიცხვო ბარათი ” - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც).

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა საჩივარი, რომელშიც მითითებულია, რომ სახელმწიფოს მიერ 200- წლის 1- დეკემბრის №1----- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ----–----------ისაგან (პ/ნ 5----------) შეძენილი უძრავი ნივთი რეგისტრირებულია პ----–----------ის საკუთრებად.

 

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 8-----------, ახალი კოდი: 8-----------) რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების შემოწმების მიზნით და დანიშნული იქნა ზეპირი მოსმენა.

ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი იქნა, რომ 2001 წლის 05 დეკემბერს წალკის რაიონის სოფელ ტ----–- მდებარე უძრავი ქონება ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობი 0,1-- ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირველადი რეგისტრაციით, #1-- საგადასახადო სიის საფუძვლეზე დარეგისტრირდა პ----–----------ის ოჯახის საკუთრებაში. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ასლის სახით დაცულია შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში. პ----–----------ის მიერ 201- წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარდგენილი განცხადების საფუძველზე 201- წლის 06 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება 8-------------- რეგისტრაციის შესახებ და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ. წალკის რაიონის სოფელ ტ----–- მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობი 1863 კვმ, ნაკვეთის კატეგორია სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო), ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------, შენობა ნაგებობების საერთო ფართი 173,23 კვმ, საცხოვრებელი ფართი 111,14 კვმ, დამხმარე ფართი 62,09 კვმ, სამეურნეო ფართი 58,94 კვმ.) მესაკუთრეა პ----–----------ი.

 

საჯარო რეესტრის არქივში დაცული მონაცემებით დადგენილია, რომ პ----–----------ის მიერ პირველადი რეგისტრაციით რეგისტრირებული უძრავი ქონების და დაზუსტებული მონაცემებით (ელექტრონული ვერსიით) რეგისტრირებული უძრავი ქონების მახასიათებლები, მიწის (უძრავი ქონების) ადგილმდებარეობა და საზღვრები, შეესაბამება ერთმანეთს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცულ მონაცემებს და ვ----–----------ის ოჯახის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ 8-----------) და პ----–----------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ს.კ 8----------- არ წარმოადგენს ერთი და იგივე ქონებას.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მათ ვ----–----------ისაგან სწორედ ის უძრავი ქონება შეიძინეს 200- წლის 1- დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად (საკადასტრო კოდი: 8-----------), რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია პ----–----------ის (ს/კ 8-----------) საკუთრებაში.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პ----–----------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ოთახების და დამხმარე სათავსოს ფართობი არ შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარდგენილ ელექტრონული ნახაზის მონაცემებს და საცხოვრებელი სახლის ოთახების და დამხმარე სათავსოს ფართობებს. კერძოდ, პ----–----------ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია 1863,38 კვმ, ხოლო მოსარჩელის მიერ ვ----–----------ისაგან შეძენილი მიწის ნაკვეთის დაზუსტებულია ფართობია 1700 კვმ.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს---–---------–---- მიერ განმარტებული იქნა, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს წალკის რაიონის სოფელ ხ-----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში და ის პ----–----------ის ნათესავს უხდიდა სახლის ქირას წლიურად 400 აშშ დოლარს. ქირის გადახდა შეწყვიტა მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ მიმდინარეობდა დავა და რომ მოსარჩელის მიერ ის საცხოვრებელი სახლი შეძენილი იყო ეკომიგრანტი ოჯახისათვის.

 

სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იქნა გამოცემული, მის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად არ არსებობს გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს, დაევალოს მოპასუხეს, საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მუხლის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-1- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე