განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2018
საქმის ნომერი
340100118002465770
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002465770

N1/117-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

13.06.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პორკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულების - კა--------- ნა----ის

ადვოკატ - ზუ---- ზუ----ა–--ლ-ს

თარჯიმან - ნა----- ის-–----ვის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: კა--------- ნა----;

მამის სახელი: ალ-;

დაბადებული: 03.02.1----–--–--

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი უ---------–--

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელ- უ---------–--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: კა--------- ნა----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

1)ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 24 აპრილს, 13:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, კა--------- ნა----მა, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სცემა ძმას ას------–ა ნა----ს, რის შედეგადაც ას------–ა ნა----მა განიცადა ფუზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

კა--------- ნა----ს 2018 წლის 30 აპრილს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ~

2018 წლის 21 მარტის განჩინებით, კა--------- ნა----ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა -გირაო 2000(ორი ათასი) ლარი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 24 აპრილს, 13:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, კა--------- ნა----მა, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სცემა ძმას ას------–ა ნა----ს, რის შედეგადაც ას------–ა ნა----მა განიცადა ფუზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების ნა-----–- აბ------ვის, ზუ-–---- გა-----ვას, ბა----–- ნა----ას, ალ--------- ნა----ის, ად--–--- სა---------ვის, რუ------- ალ-–-----ვას, ელ--- ნა----ის და ფი------ ნა----ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ას------–ა ნა----ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ას------–ა ნა----ის გამოკითხვის ოქმები, ას------–ა ნა----ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კა--------- ნა----ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 24 აპრილს, 13:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, კა--------- ნა----მა, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სცემა ძმას ას------–ა ნა----ს, რის შედეგადაც ას------–ა ნა----მა განიცადა ფუზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კა--------- ნა----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, კერძოდ: ბრალდებულმა სცემა თავის ძმას ას------–ა ნა----ს, რომელმაც განიცადა ტკივილი.

სამართლებრივი შეფასება

1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კა--------- ნა----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

კა--------- ნა----ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

კა--------- ნა----ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. (სსკ-ის 1261ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სასჯელის დანიშვნისას არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი და სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს ბრალდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ითვალისწინებს, რა ბრალდებულის გულრწფელ მონანიებას და მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც უზრუნველყოფა სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა და ბრალდებულის რესოციალიზაცია.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

2. კა--------- ნა----ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული-გირაო 2000 ორი ათასი ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კა--------- ნა----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

3. კა--------- ნა----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე