განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/0-1-1-w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
0- ივნისი, 201- წელი ქ. ა---––--ე
ა---––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–ი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – ღ---- ი--------, დაბ. 1-.0-.1--- წელს ა---––--ეში პირადი #4---------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ა---––--ის რაიონი სოფ.წ-------ი;
ადვოკატი - ნ---------------–---–ი; გ---–---------------ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტი;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ღ---- ი--------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატიურ შეურაცხყოფაში და დამცირებაში რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერული მოტივით.
დადგენილების თანახმად, 201- წლის პერიოდში ღ---- ი--------ი თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მ---------------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს, არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი, შეხედულება და უნდა იყოს სახლში. 201- წლის 15 ი------ს კი დაახლოებით 11:00 საათზე ღ---- ი--------მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს მ---------------ს. კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი მკლავში და ორჯერ ტანის არეში, რის გამოც მ---------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული ღ---- ი--------ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნაწილი დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებები. გარდა მოწმეების ა--------------ის, ს----------------ის, მ---------------ის, ღ---- ი--------ის ჩვენებებისა და ასევ ბრალდების შესახებ დადგენილებისა. არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ყველა მტკიცებულება გარდა ბრალდებულის ღ---- ი--------ის, დაზარალებულის მ---------------ის ჩვენებისა და ბრალდების შესახებ დადგენილებისა გახადა უდაოდ. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმეების - ა--------------ის, ს----------------ის, მ---------------ის, ლ-------–--–-–---–ის, ლ----ი ზ-----ის, ვ-–---------------------ის, ა-------------ის, თ------------–-–---–ის, ა-----–----------–---–ის, ა--------------–-–---–ის ჩევნებებს, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელიც შედგენილ იქნა გამომძიებლების - ლ----ი ზ-----ის და თ------------–-–---–ის მიერ. ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის დ-------------–---–ის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს მ---------------ს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ბრალდებულის ღ---- ი--------ის და დაზარალებულ მ---------------ის ჩვენების ასევე ბრალდების შესახებ დადგენილების გარდა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულმა მ---------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა.
ბრალდებულმა ღ---- ი--------მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.
ბრალდება ასევე ემყარებოდა მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
201- წლის 1- ი-----ის N4-/0-/9-4 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებული იქნა მ---------------ს რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება ასევე პირადი გასინჯვის მონაცემებით მ---------------ს ჩივილები ტკივილზე არ აქვს. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 201- წლის 1- ი-----ის ღ---- ი--------ის მიერ მ---------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
მოწმეები ა--------------ი და ს----------------ი 201- წლის 15 ი------ს მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ს----------------ი თავის ჩვენებაში განმარტავს რომ გაიგონა როგორ ლანძღავდა და უყვიროდა მ---------------ს მისი დედამთილი და ღ---- ი--------იც სავარაუდოდ მ---------------ის მისამართით ილანძღებოდა. შესაბამისად, დასახალებული მოწმეთა ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება ღ---- ი--------ის ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს ინფორმაციას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ.
201- წლის 0- ი------ს გამოიცა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება, თუმცა 201- წლის 2- ი-----ის ხელწერილით დგინდება, რომ მ---------------მა უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექპერტიზის ჩატარებაზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერული მოტივით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ღ---- ი--------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ღ---- ი--------მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის მ---------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, სისტემატიურ შეურაცხყოფა და დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერული მოტივით.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ღ---- ი--------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ღ---- ი--------ი (პ/№4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-6-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ღ---- ი--------ის (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ა-------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ა---––--ის რაიონი სოფელი წ-------ი საკადასტრო კოდი 6-.0-.5-.0-- .( 201- წლის 1- ი-----ის N1-/0---1-წ განჩინება).
3. განემარტოს ღ---- ი--------ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი