განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
180100118002420135
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/093-18 24 მაისი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №------------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე------ი გ-------ს ძე ს---–-----–---–ი (დაბადებული 1--- წლის 4 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, შპს ,,ფ-------’’ მუშა, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელი ძ---ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი- ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე------ ს---–-----–---–მა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების მოტივით, მეუღლეს, ზ----- მ------–---–ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მოულოდნელად მარცხენა ფეხი ჩაარტყა ნაოპერაციებ მარჯვენა ფეხში, შემდეგ მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ცხვირში, საიდანაც მას წამოუვიდა სისხლი, რომლითაც დაესვარა ,,პულოვერი’’. ე------ ს---–-----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ზ----- მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ე------ ს---–-----–---–მა აღიარა ძალადობრივი ფაქტები მისი მეუღლის ზ----- მ------–---–ის მიმართ, ხოლო ფეხის ჩარტყმა უარყო.

2.2. დაზარალებულ ზ----- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მისი მეუღლე ე------ ს---–-----–---–ი დაბრუნდა სახლში, ხოლო დაახლოებით 20:00 საათზე ე------ ს---–-----–---–ი მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზ----- მ------–---–ის მოწოდებაზე რომ დაწყნარებულიყო, ე------ ს---–-----–---–ი გახდა უფრო აგრესიული და ნაოპერაციებ მარჯვენა ფეხზე ჩაარტყა ფეხი, ხოლო შემდეგ მუშტი დაარტყა ცხვირში და ცხირიდან დაეწყო სისხლდენა, აღნიშნულის გამო ზ----- მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ----- მ------–---–ი ცდილობდა თავის დაღწევას და გაეშურა კარისკენ, რა დროსაც ოთახში შევიდა მათი რძალი თ----- ტ------ძე, რომელმაც აღმოუჩინა დახმარება, ვინაიდან მოსდიოდა ცხვირიდან სისხლი, რითაც დაესვარა ე.წ ,, სვიტრი’’, ზ----- მ------–---–მა პოლიციის დასახმარებლად დარეკა 112-ში.

2.3. მოწმე თ----- ტ------ძის გამოკითხვის ოქმით დადგენლია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში, შვილთან ერთად, ხოლო სახლის პირველ სართულზე ცხოვრობენ მამამთილი ე------ ს---–-----–---–ი და დედამთილი ზ----- მ------–---–ი. 2018 წლის 13 მარტს დაახლოებით 20:00 საათზე სახლის პირველი სართულიდან მოესმა ხმამაღალი ჩხუბის ხმა და გაიგონა, რომ ზ----- მ------–---–ი ითხოვდა დახმარებას. როდესაც თ----- ტ------ძე ჩავიდა სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში დაინახა ზ----- მ------–---–ი, რომელსაც ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი და ტანსაცმელი ჰქონდა სისხლიანი. ზ----- მ------–---–ს უკან მოყვებოდა ე------ ს---–-----–---–ი გინებით და ცდილობდა მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. თ----- ტ------ძემ გაიყვანა ოთახიდან და აღმოუჩინა დახმარება, ხოლო ზ----- მ------–---–მა დარეკა 112-ში.

2.4. 2018 წლის 3 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შს მცხეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა ზ----- მ------–---–ის კუთვნილი ჭრელი ფერის გრძელმკლავიანი პულოვერი, რასაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც დაილუქა.

2.5. ბიოლოგიური ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად, ზ----- მ------–---–ის სისხლის მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ზ----- მ------–---–ის ჯემპრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ზ----- მ------–---–ის სისხლის და ზ----- მ------–---–ის ჯემპრზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს.

2.6. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ზ----- მ------–---–ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება 112-ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათებით, ნიმუში აღების ოქმი, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, ე------ ს---–-----–---–ის დახასიათება, დაზარალებულ ზ----- მ------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება პრეტენზიის არ ქონის შესახებ და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე------ ს---–-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ე------ ს---–-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო ნაწილობრივ წარდგენილ ბრალდებაში, შპს ,,ფ-------’’ გენერალური დირექტორის მიერ ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს არა აქვს პრეტენზია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------ ს---–-----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე------ ს---–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. ე------ ს---–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 მარტიდან.

3. ე------ ს---–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ზ----- მ------–---–ის პულოვერი დაუბრუნდეს ზ----- მ------–---–ს, ხოლო სისხლის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი