განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2018
საქმის ნომერი
200100118002475326
დავის ტიპი
126 1
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002475326

N1/156-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

14 ივნისი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გ------- ქ-----–---–ი

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--------–---–-----

ოჯახური მდგომარეობა: ქ----–-----–---------

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 18 აპრლის, დაახლოებით 18:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში, წყლის ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ--------------–-–---–სა და გ------- ქ-----–---–ს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც გ------- ქ-----–---–მა ნ--------------–-–---–ს თავის არეში დაარტყა ქვა. ნ--------------–-–---–მა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გ------- ე-----–---–ისა და გ---–------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ქ-----–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ გ------- ქ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

5. გ------- ქ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს გ------- ქ-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმას, რომ იგი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სარგებლობს.

8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- ქ-----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. გ------- ქ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

10. გ------- ქ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ------- ქ-----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით დაყადაღებულ ზ------ ქ-----–---–ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს თელავი რაიონის სოფელი ქ------------–--ი. საკადასტრო კოდი: 5------------

11. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური