განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2018
საქმის ნომერი
120100117002218497
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/301-17w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

12 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ---------------–---–-, დაბ. 2-.0-.1--- წელს ად----–ი, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ა-------ს რაიონი სოფ. ა----–-;

 

ადვოკატი - ნ---------------–---–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---------------–---–ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

დადგენილების თანახმად, 2017 წლის 0------------ საღამოს საათებში გ---------------–---–ს ა-------ს რაიონის სოფელ ა----–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დედამ მ-------------–---–მა მისცა შენიშვნა მისი უქმად ყოფნის გამო, აღნიშნულით განაწყენებულმა გ---------------–---–მა დედას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა და უწოდა, რომ იგი იყო ,,ბოზი'' და გულმკერდის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ ესროლა თეფში, რომელიც მოარტყა მარცხენა ხელში, შვილის გ---------------–---–-ს ძალადობრივი ქმედების გამო მ-------------–---–მა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით;

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული გ---------------–---–- წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა, როგორც სადავო სახის მტკიცებულებები, გარდა ადვოკატის ორდერისა, რომელიც დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულება. არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ ბრლადების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ნუსხაში მითითებული ყველა მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის გ---------------–---–-ს, მოწმე პ--------------–---–-ს, დაზარალებულის მ-------------–---–ის ჩვენებისა და ბრალდების შესახებ დადგენილებისა გახადა უდაოდ. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმეების - რ--------------ის, დ-------------–---–-ს, მ----------------–---–-ს, გ------------------ის, მ-------------ის, თ-----------------–--ის, შ-------------ის, გ--------------–--ის, ა---------–--------–---–-ს, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელიც შედგენილ იქნა ექსპერტ რ--------------ის, გამომძიებლების - თ-----------------–--ის, შ-------------ის და გ--------------–--ის მიერ. ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის დ-------------–---–-ს მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს მ-------------–---–ის მარცხენა მტევნის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ბრალდებულის გ---------------–---–-ს, მოწმე პ--------------–---–-ს, დაზარალებულის მ-------------–---–ის ჩვენებისა და ბრალდების შესახებ დადგენილებისა გარდა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

2.2. ბრალდება ემყარებოდა მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მ-------------–---–მა, ასევე პ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა გ---------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.

 

რაც შეეხება მოწმეებს რ--------------ეს, დ-------------–---–ს, მ----------------–---–ს, გ------------------ეს, მ-------------ეს, თ-----------------–--ეს, შ-------------ეს, გ--------------–--ეს და ა---------–--------–---–ს, ისინი 2017 წლის 0------------ მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან, შესაბამისად, დასახელებული მოწმეთა ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება გ---------------–---–-ს ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს ინფორმაციას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული რაიმე უკანონო ქმედების შესახებ.

 

2017 წლის 0------------ N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებული იქნა მ-------------–---–ი, რომლის მარცხენა მტევნის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ჩივილებზე ტკივილები არ აქვს. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ამდენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 0------------ გ---------------–---–-ს მიერ მ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში გ---------------–---–-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ გ---------------–---–მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში დედის მ-------------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, გ---------------–---–-ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------------–---–- (პ/№0----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ---------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს პ--------------–---–ს( პ/ნ 0----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG000000099999999-ზე 2017 წლის 04 ნოემბერს შეტანილი თანხა 5000 ლარი.

 

3. განემარტოს გ---------------–---–ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება - სონის ფირმის ტელევიზორი, რომელიც ინახება შსს ა-------ს რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ფაიფურის ჭურჭლის ნამსხვრევები და მინის ჭურჭლის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ა-------ს რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი