განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002386398
N1/98-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
18 ივნისი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები: ლ--–----------–---–ი და მ--------------–---–ი
ბრალდებული: რ------ ა-–---
მამის სახელი: ს-----
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ----–ი
მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ----–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
თარჯიმანი - ელბრუზ სულეიმანოვი
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 12 იანვარს, ინდივიდუალური მეწარმედ დარეგისტრირდა „რ------ ა-–---“ (ს/ნ 2----------), რომელიც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ----–ში ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას - ცელოფნით რეალიზაციას. რ------ ა-–---ი ი/მ „რ------ ა-–---“ (ს/ნ 2----------) სახელით სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ახდენდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებას და გასაღებას. 2018 წლის 17 მარტს, რ------ ა-–---მა ი/მ „რ------ ა-–---ის“ (ს/ნ 2----------) სახელით და ბუღალტერისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, შპს „მ–------–ზე“ (ს/ნ 4--------) გაწერა უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები - N ელ- 0---------, რომლის თანახმად თითქოს ი/მ „რ------ ა-–---მა“ (ს/ნ 2----------) შპს „მ–------–ს“ 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარად მიჰყიდა 1200 (ათას ორასი) კოლოგრამი ცელოფანი. იმავე დღეს, აღნიშნული სასაქონლო ზედნადები, რ------ ა-–---მა 1670 ლარად გაასაღა ი----------------–ზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ი----------------–ის, ს-----------------ის, მ-----–------–-–---–ის, ქ---------------–---–ის, გ-------------–----ის და რ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დოკუმენტების დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, დათვალიერების ოქმენებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ------ ა-–---მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ რ------ ა-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
5. რ------ ა-–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ რ------ ა-–---ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. რ------ ა-–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარი.
9. რ------ ა-–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და რ------ ა-–---ს საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარი.
10. რ------ ა-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
11. ნივთიერი მტკიცებულება - რ------ ა-–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 2245 ლარის ოდენობით, რაც დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, დარჩეს მის მფლობელობაში.
12. ს-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 1670 ლარის ოდენობით, რაც გამოთხოვილ იქნა ფ--------------------------------------------------------------------------------------------–-------–--------–----------------–------------------–--დან - დალუქული ერთ პაკეტად, ინახება ს----------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
13. ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ამსახველი მასალები ორ პაკეტად 01 ცალი DVD და 01 ცალი CD დისკი, რაც თან ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სამის შენახვის ვადით.
14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური