გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
020210017002200141
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.05.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 020210017002200141 (2/2167-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.05.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდი-ანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე კ---------------------ე

წარმომ---გენელი რე-----–-------ე

მოპასუხე მუ-------------–---ა

წარმომ---გენელი კა----------------ა, სუ-–---------ა

მოპასუხე ჯა----–-------ა

მოპასუხე ელი--------------ია

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მუ-------------–---ას, ჯა----–-------ას და ე-–------------------თვის კ---------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად 4709,2 ლარის დაკისრება

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრი-ი გარემოებები

 

3.1. შპს ,,მა-------სა" და მუ-------------–---ას შორის 04.12.2--- წ დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მიწოდების ხელშეკრულება

 

3.2. ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ზუგდიდში, 23.01.2--- წ-დან 02.03.2--- წ-ის ჩათვლით მუ-------------–---ას სარეალიზაციოდ გადაეცა 4744,36 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მიწოდების ხელშეკრულება

-ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები

 

3.3. ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

 

ანაზღაურება შეიძლებოდა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მიწოდების ხელშეკრულება

 

3.4. ჯა----–-------ამ და ელი--------------იამ სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს ,,მ---------ს" წინაშე და იკისრეს სოლიდარული თავდებობა მუ-------------–---ას ვალდებულებებზე შპს ,,მა-------თან".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

- თავდებობის განცხადებები

-ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

3.5. მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ 4709,2 ლარი აუნაზღაურეს მოსარჩელეს.

 

შპს ,,მ---------ს" უფლებამონაცვლეა შპს ,,ი-----ა". მათი სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21.05.2--- წ, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------.

 

შპს ,,მ---------ს" (შემდეგ შპს ,,ი-----ა") მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისი თანხის მუ-------------–---ასგან პერიოდულად - საქონლის მიწოდების საღამოსვე მიღებას ადასტურებს მოწმე გიორგი გულაია, რომელიც მიუთითებს, რომ მისი ფუნქცია იყო სასაქონლო ზედნადებში მითითებული თანხის ამოღება ნაღი ანგარიშსწორების წესით, რასაც ახორციელებდა კიდეც და ამოღებულ თანხებს გადასცემდა შპს ,,მ---------ს" ადმინისტრაციას, თუმცა შპს ,,მ---------ს" მხრიდან ამგვარი უფლებამოსილების დელეგირება ან/და თანხების გადაცემა/ჩარიცხვა საქმის მასალებით არ დადასტურდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკ--მერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21/05/2---, 18:35:10, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B--------

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკ--მერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან , მომზადების თარიღი 04/03/2---, 1-------, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B--------

-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

-ცნობა დავალიანების შესახებ

-მოწმე გიორგი გულაიას ჩვენება

 

3.6. 21.07.2015 წ დათმობის ხელშეკრულების მუ-------------–---ას მიმართ მოთხოვნის უფლება 4709,2 ლარის ოდენობით გადაეცა კ---------------------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-დათმობის ხელშეკრულება

 

3.7. აღნიშნული თანხის ამოსაღებად დავა აღძრული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ დავაზე 15.03.2--- წ განჩინებით მოსარჩელე შპს ,,ი-----ას" უფლებამონაცვლედ ცნობილია კ---------------------ე, ხოლო 27.10.2--- წ განჩინებით სარჩელი დატოვებულია განუხილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.01.2--- წ განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2--- წ განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელი და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრულია 04.12.2--- წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კ--ლეგიის 15.03.2--- წლის სხდომის ოქმი (საქმე #2/1-------)

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.01.2--- წ განჩინება (საქმე #2-------16)

 

სამოტი-აციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 102-ე, 103-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 129-ე, 138-ე, 141-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე 477-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრი-ი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 141-ე მუხლის დანაწესებით თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრი-ი გარემოებების გათვალისწინებით სარჩელის მოთხოვნა არ უნდა მი-იჩნიოთ ხანდაზმულად.

 

საქართველოს სამოქალქო კ--დექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმ---, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრი-ი ურთიერთობა წარმოშობილია საქონლის მიწოდების (ნასყიდობის) და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 1-ლი და მე-2 ნაწილებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 102-ე-103-ე მუხლის დანაწესებით მხარეები ინაწილებენ მტკიცების ტვირთს და თვითონ წარუდგენენ მტკიცებულებებს სასამართლოს. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კ--ნსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნი-თიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრი- მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამ---ასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის განმარტებისას ერთ-ერთ საქმეზე (#ას-13-----------) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კ--დექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრი- მიღების დამ---ასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგება ორმხრი-ია და თითოეული მხარე მეორე მხარის მიმართ კრედიტორიცაა და მოვალეც სუბიექტთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება გარიგების ორი-ე მხარის მიმართ, ამასთან, რადგანაც საქონლის გადაცემის ფაქტი უდავოა, საკასაციო პალატა თვლის, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის სესაბამისად მთლიანად მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

 

ანალოგიურად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების მტკიცების ტვირთია თანხის გადაცემის დამტკიცება, რასაც მოპასუხეებმა თავი ვერ გაართვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 463-ე-464-ე მუხლებით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმ---, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით ჯა----–-------ა და ელი--------------ია სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი მუ-------------–---ას მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 142 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ემუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მუ-------------–---ას, ჯა----–-------ას და ე-–------------------ კ---------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4709,2 ლარის გადახდა.

3. მუ-------------–---ას, ჯა----–-------ას და ე-–------------------ კ---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 142 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩი-რდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩი-რების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩი-რების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა