განაჩენი

სისხლის სამართლის 01.06.2018
საქმის ნომერი
180100118002447942
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/101-18 1 ივნისი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ზ----------–---ი

 

ბრალდებული - თ----- შ--–--ს ძე წ---–-----ი (დაბადებული 1--- წლის 14 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ კ------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი- ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. დუშეთის რაიონის სოფელ კ------ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ----- წ---–-----მა, 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, უსაფუძვლოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხ------- ბ-------–---–ს: აგინებდა და მოიხსენიებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით და იმავდროულად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. კერძოდ, ორივე ხელი დაარტყა მკერდის არეში, რის შედეგად იგი მიეჯახა ოთაში შესასვლელ კარს და გადავარდა სკამიდან, თ----- წ---–-----მა კი განაგრძო მეუღლის ცემა, რამდენჯერმე დაარტყა ხელები სახისა და თავის არეში, რა დროსაც ხ------- ბ-------–---–მა საშველად მოიხმო დედამთილი მ------ წ---–-----ი, რომელმაც ნახა, თუ როგორ აგინებდა და ურტყამდა თ----- წ---–-----ი ხ------- ბ-------–---–ს ხელებს სახისა და თავის არეში, შემდეგ ჩაავლო ხელი თმებში, ძალის გამოყენებით გაიყვანა გარეთ, სადაც განაგრძო მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელებით სხეულის არეში ცემა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო პროცესზე თ----- წ---–-----მა აღიარა დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2.2. დაზარალებულ ხ------- ბ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დუშეთის რაიონის სოფელ კ------ში მეუღლესთან თ----- წ---–-----თან, მცირეწლოვან შვილთან და დედამთილთან მ------ წ---–-----თან ერთად. 2018 წლის 29 მარტს საღამო ხანს მისი მეუღლე თ----- წ---–-----ი ნასვამი დაბრუნდა სახლში და დაუწყო ლანძღვა-გინება უმიზეზოდ, შემდეგ მკერდის არეში დაარტყა ორივე ხელი, იგი იჯდა სკამზე და გადაიქცა დარტყმის შემდეგ და დაეცა, ასევე რამდენჯერმე დაარტყა სახის და თავის არეში ხელები, თმებში მოკიდა ხელი და ოთახიდან გაათრია გარეთ, თან ურტყამდა ხელებს, ხ------- ბ-------–---–მა კი დაიწყო ყვირილი და შველა, მისი ხმა გაიგო დედამთილმა მ------ წ---–-----მა, რომელიც შევიდა და დაინახა აღნიშნული ფაქტი. როდესაც დაზარალებულმა დააღწია თავი, გააშვებინა ხელი და გაიქცა მეზობელთან. ცემის დროს ხ------- ბ-------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. მოწმე მ------ წ---–-----ის გამოკითხვის ოქმით დადგენლია, რომ იგი ცხოვრობს დუშეთის რაიონის სოფელ კ------ში, 2018 წლის 29 მარტს, მისი შვილი თ----- წ---–-----ი სახლში დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში და მის ცოლს ხ------- ბ-------–---–ს უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება, თ----- წ---–-----ის მითითებით მ------ წ---–-----ი გავიდა სხვა ოთახში, ცოტა ხნის შემდეგ შემოესმა ხ------- ბ-------–---–ის განწირული ხმა, ითხოვდა შველას. მ------ წ---–-----ი შევიდა ოთახში და დაინახა, თუ როგორ ურტყამდა ხელებს სახისა და თავის არეში თ----- წ---–-----ი ხ------- ბ-------–---–ს, რომელიც სთხოვდა, რომ გაეშვა. მ------ წ---–-----ი ცდილობდა გაშველებას, მაგრამ ვერ შეძლო, შემდეგ თ----- წ---–-----მა თმებში მოკიდა ხელი მის მეუღლეს და ოთახიდან გაათრია, თან ისევ ურტყამდა და აგინებდა. ხ------- ბ-------–---–მა როგორღაც დააღწია თავი და გაიქცა მეზობელთან ე----- ჩ-----–თან.

 

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 30.03.2018 წელს მოქალაქე ხ------- ბ-------–---–ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება 112-ში, მოწმის სახით ე----- ჩ-----–ის, გ------- ა--–------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმი ფოტოცხრილით, დაზარალებულ ხ------- ბ-------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება პრეტენზიის არ ქონის შესახებ, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დახასიათება და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ----- წ---–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ თ----- წ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს არა აქვს პრეტენზია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 ა-----–ის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, (ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს) მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- წ---–-----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- წ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. თ----- წ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

3. თ----- წ---–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი