გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2018
საქმის ნომერი
190310017002006691
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/173-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - რო-------------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - გი-------------ე

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხის წარმომადგენელი - გო---------------–-–---–ი, თე--------–---–ი

მესამე პირი - ამ-------------ი

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა .

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–----------------------- 20---–-–--------------- გადაწყვეტილება და განახლდეს საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–------------------ სარეგისტრაციო წარმოების შესახებ მიღებული #8------------07 გადაწყვეტილება

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

3.1. მესამე პირს სარჩელის და სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით, მას სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებში მიუღია მონაწილეობა, რის გამოც მისი პოზიცია განსახილველი საკითხისადმი უცნობია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. 2----–-–----------------- მოსარჩელემ შეიტანა განცხადება №--------- რომლითაც სარეგისტრაციო სამსახურს თხოვა რ------------- სახელზე ქონების რეგისტრაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, როგორც ამ აქტის გამომცემ ორგანოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2----–-–----------------- განცხადება №---------

 

4.1.2 2----–-–----------- თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რო-------------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით არსებითად განიხილოს რო-------------ას წარმომადგენლის გი-------------ის 2----–-–----------------- №--------- განცხადება და განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რო-------------ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------- №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2----–-–----------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. 2----–-–------------------ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №8------------07 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

განცხადების ავტორის რო-------------ას მოთხოვნას წარმოადგენდა რეგისტრაციის გაუქმება, მდებარე გარდაბანი, სოფელი მუღანლო.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოსადგენი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდა რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის მეორე მხარეზე არ არის რო-------------ას ხელმოწერა ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე; მესამე და მეოთხე გვერდზე ხელმოწერა შესრულებულია რო-------------ას მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №8------------07

 

4.2.2 2----–-–---------------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №8------------10 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №8------------10 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

4.2.3 2----–-–------------ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირია - რო-------------ა, რომელიც არ ეთანხმება №8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №8------------10 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,-საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.2 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლიდან გამომდინარე კი, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

7.6 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

7.7 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 (26.06.2008) გადაწყვეტილებით, გ---------–----------–---------–--–--------------- კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა რო-------------ას საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა 8----------------- საკადასტრო კოდი, მომზადდა საკადასტრო გეგმა და ამონაწერი.

 

რეგისტრაციის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №8-----------03 (01.07.2008) გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (რ-----------------, თარიღი:27.06.2008), გ---------–----------–---------–--–--------------- კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 8-----------------) დარეგისტრირდა ამ-------------ის საკუთრების უფლება.

 

2----–-–----------------- რო-------------ას წარმომადგენელმა, გი-------------ემ №--------- განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 (26.06.2008) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს თხოვდა მის მიერვე მიღებული უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ამასთან, გი-------------ე ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას არა ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ ეს ადმინისტრაციული აქტი იყო უკანონო და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა მის მიერვე მიღებული უკანონო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რო-------------ას წარმომადგენელს, გი-------------ეს უარი ეთქვა 2----–-–----------------- №--------- განცხადების განხილვაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ წარდგენილი განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს. დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.

 

აღნიშნულს არ დაეთანხმა გი-------------ე და გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–------------------–-------–-----------------------). ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------- გადაწყვეტილება და რეგისტრაციის სამსახურს დაევალა გი-------------ის 2----–-–----------------- №--------- განცხადების არსებითი განხილვა და მასში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დასაბუთებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

ამავე გადაწყვეტილების თანხმად, რო-------------ას სარჩელი რეგისტრაციის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №№8------------03 (26.06.2008) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის დეპარტამენტს წარედგინა გი-------------ის №-------- ( 20.04.2016) განცხადება, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა №8----------- პირობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების ტრანზაქციით და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8----------- -03 (18.08.2016) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო რეგისტრაციის შესახებ №8------------03 (26.06.2008) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი რის შემდეგაც რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ დაინტერესებულ პირს ეცნობებოდა დამატებით.

 

2016 წლის 7 სექტემბერს გი-------------ემ რეგისტრაციის სამსახურს წარუდგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება , რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე, მესამე და მეოთხე გვერდზე ხელმოწერა შესრულებულია რო-------------ას მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8----------- -07 (16.09.2016) გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ ვინაიდან განსახილველ საკითხს წარმოადგენდა №8----------- განცხადებით დასრულებული რეგისტრაციის ბათილობა, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, წარსადგენი იყო ზ/მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რის შემდეგაც რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ დაინტერესებულ პირს ეცნობებოდა დამატებით.

 

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის მოტივით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------10 (22.11.2016) გადაწყვეტილება.

 

გი-------------ე არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

 

რო-------------ას წარმომადგენლის, გი-------------ის 2----–-–----------------- № 1-------- განცხადებით მოთხოვნილ იქნა რეგისტრაციის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 (26.06.2008) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის სამსახურს დაევალა 2----–-–----------------- №--------- განცხადების არსებითი განხილვა და მასში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დასაბუთებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, 2017 წლის 22 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქ. თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მონაწილეობა მიიღეს რო-------------ას წარმომადგენელმა გი-------------ემ, ამ-------------მა და მისმა წარმომადგენელმა ნინო ბოცვაძემ.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, რეგისტრაციის სამსახურმა იმსჯელა განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 (18.08.2016) და № 8------------07 (16.09.2016) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------10 (22.11.2016) გადაწყვეტილებები კანონიერია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად. მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება აღსრულებულია. ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დავალებული ჰქონდა სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება რათა ემსჯელა რამდენად სწორად იყო ჩატარებული წარმოება და მიღებული სადავო აქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მიერ სრულყოფილად არ არის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება. საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რო-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 238------------07;

3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. განახლდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მოპასუხე მხარეს დაევალოს 2016 წლის 13 აგვისტოს მოსარჩელე რო-------------ას მიერ წარდგენილი განცხადების 8----------- განხილვა;

5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფ ბაჟის 100 ლარის გადახდა

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნინო ონიანი