განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
120100118002249270
დავის ტიპი
126 1
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/009-18წ. 31 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლ-----არიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–-----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ-----–----------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა---––---- რაიონი, სოფელი ზ----–-ა

 

ადვოკატი - ი--------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ-----–------------ 2----–-–---------------- დაახლოებით 22:00 საათზე ქ. ა---––---–----------–---–------ ქუჩაზე მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------–----------, კერძოდ ორჯერ ხელი დაარტყა სახის და კეფის არეში, რის შედეგადაც გ-------–---------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მ-----–------------ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დაზარალებულმა გ-------–---------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–---------------- მისი ყოფილი მეუღლე ლ--------------- ქ. ა---––---–- რესტორან ს----------–ი აღნიშნავდა დაბადების დღეს და გ-------–---------ს დედამ რ-----------------–-–---–-ა გადაწყვიტა, რომ ჩასულიყო რესტორან ს----------–ი და ლ--------------------ის მიელოცა დაბადების დღე, ხოლო გ-------–--------ე მოშორებით მანქანაში ელოდებოდა. ამ დროს რესტორნიდან გამოვიდა მ-----–-----------, რომელიც მივიდა გ-------–----------თან და უთხრა, რომ მას უნდა გაყოლოდა. გ-------–--------ე გაჰყვა მას და ისინი გაჩერდნენ რესტორან ს-----------ა და მის მარცხნივ მდგარ კორპუს შორის საავტომობილო გზაზე და მ-----–------------ უთხრა გ-------–---------- თუ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მას ტელეფონზე საუბრისას და ძლიერად მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახეში, რა დროსაც გ-------–---------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ საპასუხოდ მას არ დაურტყამს და მორიდების მიზნით მოტრიალდა, წამოსვლა დააპირა, რა დროსაც კიდევ ერთხელ მუშტი ჩაარტყა კეფაში, მან კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ გ-------–--------ე მორიდების მიზნით კვლავ მოტრიალდა და წამოვიდა მას მ-----–------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ ის უთხრა, რომ ის კანონის წინაშე აგებდა პასუხს.

 

მოწმე რ-----------------–-–---–-ა განმარტა, რომ 2----–-–----------------, ვინაიდან ლ---------------ს ქონდა დაბადების დღე გადაწყვიტა მის შვილთან გ-------–----------თან ერთად ჩასულიყო ქ. ა---––---–- და მიელოცა დაბადების დღე. რ-----------------–-–---–- 2----–-–---------------- ჩავიდა ქ. ა---––---–- ე.წ რესტორან ს----------–ი, სადაც ლ--------------- აღნიშნავდა დაბადების დღეს და გადაწყვიტა შესულიყო და მიელოცა მისთვის დაბადების დღე, რა დროსაც გ-------–--------ე მას მოშორებით ელოდებოდა მანქანაში. მილოცვის შემდეგ მალევე გამობრუნდა უკან, თან გამოჰყვნენ ლ------–-------------------. რესტორნიდან ასევე გამოვიდა მ-----–-----------, რომელსაც ქონდა აგრესიული გამომეტყველება, რომელიც მივიდა გ-------–----------თან და უთხრა, რომ სალაპარკოდ უნდა გაჰყოლოდა მას. ისინი რესტორნიდან მარცხნივ მდგარ კორპუსთან გავიდნენ და რ-----------------–-–---–- მათ უკან გაჰყვა, რადგანაც იცოდა რომ ერთმანეთში უთანხმოება ჰქონდათ და არ ეჩხუბათ, რა დროსაც რ-----------------–-–---–-ა დაინახა, რომ მ-----–------------ მის შვილს გ-------–---------- მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახეში, რაზეც საპასუხოდ არ უპასუხა გ-------–---------- და თავის არიდების მიზნით გამოტრიალდა და წამოსვლა დააპირა, რა დროსაც მ----–------------ კვლავ დაარტყა უკნიდან ხელი კეფის არეში, ამის დანახვაზე რ-----------------–-–---–- წავიდა მათკენ, რა დროსაც მ-----–----------- წავიდა რესტორნის მიმართულებით და თან გ-------–---------- უმეორებდა შემდეგ სიტყვებს – რომ გადარჩი დედაშენს უმადლოდეო. გ-------–- მისთვის სიტყვიერი შეურაცხოფაც კი არ მიუყენებია. მ-----–-- მიერ გ-------–-ს ცემა და სიტყვიერ კამათთან ერთად დაახლოებით გაგრძელდა ერთ წუთამდე. ეს იყო დაახლოებით 21:00–22:00 საათი, არც ისეთი სიბნელე არ ყოფილა, რომ რ-----------------–-–---–ს გასჭირვებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა ან ცემის დროს დარტყმის დანახვა.

 

მოწმე ლ---------------მ განმარტა, რომ 2----–-–---------------- მას და მის დას ლ------------ს ქონდათ დაბადების დღე. დაახლოებით 17:00 საათზე მის საცხოვრებელ სახლში გაურა მ-----–------------ და წავიდნენ რესტორან ს----------–ი დაბადების დღის აღსანიშნავად. დაახლოებთ 22:00 საათისთვის რესტორანში შევიდნენ ლ------- ყოფილი მეუღლე გ-------–--------ძე, რომელიც მივიდა გვერდით სუფრასთან, სადაც ქეიფობდნენ მისი სოფლელები, ცოტახანი გაჩერდა და გავიდა გარეთ, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში რესტორანში შემოვიდა ლ------- ყოფილი დედამთილი რ-----------------–-–---–-, რომელიც მივიდა სუფრასთან და ლ------- და ლ---- მიულოცა დაბადების დღე, შემდეგ რ----------ა ლ------- თხოვა, რომ ცოტახნით გარეთ გასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც ლ-----ა დათანხმდა და გარეთ გავიდნენ მათთან ერთად გავიდნენ ლ------------ და მისი შეყვარებული მ-----–-----------. გამოსვლისას ლ-----ამ დაინახა, რომ მისი ყოფილი ქმარი იდგა რესტორნის ჩასასვლელ კიბეებთან და მას ხელით ანიშნებდა, რომ მასთან მისულიყო, რადგან ლ------- არ სურდა მასთან საუბარი თითქოს ვერც დაინახა მისი მინიშნება და ზურგი აქცია და ყოფილ დედამთილს დაუწყო საუბარი, რომელიც თხოვდა შერიგებოდა მის შვილს, რაზედაც ლ-----ა კატეგორიულ უარს ეუბნებოდა. მათი საუბარი დაახლოებით 10–15 წუთი გაგრძელდა. ლ------- თავისი ყოფილი მეუღლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არ დაუნახავს სად წავიდა და რას აკეთებდა, როცა ლ-----ა ყოფილ დედამთილთან რ------------ნ საუბარს მორჩა აპირებდა რესტორანში შევლას, მაგრამ რესტორნიდან გამოვიდა მ----–----------ი, რომელმაც მიაწოდა მოსაცმელი და უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ აღნიშნული რესტორნიდან, რაზედაც ლ-----ა დათანხმდა, ჩასხდნენ მ-----–-- კუთვნილ მანქანაში და წავიდნენ კ--------ს ქუჩაზე მდებარე კაფეში „პ-–----------–-----------––-- სადაც ცოტახნით გაჩერდნენ და მალევე წავიდნენ სახლებში.

 

მოწმე ლ------------ს განმარტა, რომ 2----–-–---------------- მისთვის და მისი დისთვის ლ-----ა ნ------------ს დაბადების დღე უნდა გადაეხადა მ-----–----------ს და დაახლოებით 17:00 საათზე მათ საცხოვრებელ სახლში გაიარა მ-----–-----------მა და წავიდნენ რესტორან ს----------–ი დაბადების დღის აღსანიშნავად. დაახლოებით 22:00 საათზე რესტორანში შევიდა ლ---- დის ყოფილი მეუღლე გ-------–--------ე, რომელიც მივიდა მათ გვერდით მყოფ სუფრასთან, სადაც ქეიფობდნენ მისი სოფლელები, ცოტახანი გაჩერდა და გავიდა გარეთ, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში რესტორანში შემოვიდა მისი დის ყოფილი დედამთილი რ-----------------–-–---–-, რომელიც მივიდა ლ----თან და ლ-------თან და მიულოცა დაბადების დღე, რ----------ა ლ------- სთხოვა, რომ ცოტახნით გაყოლოდა გარეთ და იქ ესაუბრათ, რაზეც ლ-----ა დათანხმდა, როდესაც ლ-----ა და რ---------- გარეთ გავიდნენ მათ თან გაყვნენ ლ--- და თავის შეყვარებული მ-----–-----------, გარეთ გასვლის დროს ლ---მ დაინახა, რომ გ-------–-, ლ------- ხელებით ანიშნებდა მასთან მისვლას, რადგან ლ------- მასთან საუბარი არ სურდა მოიქცა ისე თითქოს ვერც დაინახა და თავის ყოფილ დედამთილს დაუწყო საუბარი, რ---------- მას სთხოვდა, რომ შერიგებოდა თავის შვილს და დაბრუნებულიყო მათთან საცხოვრებლად, რაზეც ლ-----ა კატეგორიულ უარს ეუბნებოდა. მათი საუბარი დაახლოებით გაგრძელდა 10–15 წუთი, რა დროსაც არც ლ---- და არც ლ-----აას, გ-------–--------ძისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მათ არ დაუნახავთ თუ სად წავიდა და რას აკეთებდა გ-------–-, როცა საუბარს მორჩნენ რ---------- და ლ-----ა, რ---------- კიბეებისკენ წავიდა, ლ--- და ლ-----ა კი რესტორანში შესვლას აპირებდნენ, მაგრამ რესტორნიდან მ-----–- გამოვიდა მათი კუთვნილი ნივთები გამოიტანა და უთხრა, რომ აღნიშნული რესტორნიდან უნდა წასულიყვნენ, რაზეც ისინი დათანხმდნენ, ჩასხდნენ მ-----–-- კუთვნილ მანქანაში და წავიდნენ კ--------ს ქუჩაზე მდებარე კაფეში „პ-–----------–-----------––--, სადაც ცოტახნით გაჩერდნენ და მალევე წავიდნენ სახლებში.

 

2017 წლის 30 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ გ-------–--------ძემ მიუთითა ქ. ა---––---–- თ------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ის ადგილი, სადაც მან რესტორან „ს-----------თან“ გააჩერა მანქანა, რის შემდეგაც გადმოვიდა მანქანიდან და რესტორნის მინიდან შეიხედა დარბაზში და დაინახა მისი ყოფილი მეუღლე ლ---------------, ამის შემდეგ მიუთითა ადგილი, სადაც დედამისი ლ------- და ლ---- ულოცავდა დაბადების დღეს, მიუთითა ის ადგილიც თუ სად იდგა ამ დროს თვითონ, როცა რესტორნიდან გამოვიდა მ-----–----------- და სასაუბროდ გაიყვანა აღნიშნული რესტორნის გვერდით მდგარ კორპუსთან, ამის შემდეგ მიუთითა ის ადგილი, სადაც საუბრის დროს მ-----–------------ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------–--------ძეს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი კერძოდ: ერთხელ მარჯვენა მუშტი დაარტყა ძლიერად, მარცხენა ლოყაში და მეორედ კეფაში მუშტი. შემდეგ მიუთითა ის ადგილი, სადაც მობრუნებისას დახვდა დედამისი და მიუთითა ის ტროტუარი, რომლის გავლითაც გ-------–--------ძე და დედამისი რ-----------------–-–---–- წავიდნენ პოლიციაში.

 

2017 წლის 30 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ რ-----------------–-–---–-ა მიუთითა ქ. ა---––---–- თ------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ის ადგილი, სადაც მისმა შვილმა რესტორან „ს-----------თან“ გააჩერა მანქანა, რის შემდეგაც გადმოვიდა მანქანიდან და რესტორნის მინიდან შეიხედა დარბაზში, სადაც დაინახ ლ--- და ლ-----ა თავის მეგობრებთან ერთად. შემდეგ მიუთითა ის ადგილი სადაც ესაუბრებოდა ლ---- და ლ-------. მიუთითა ის ადგილიც, სადაც რესტორნის კიბეებთან იდგა მისი შვილი გ-------–--------ძე. მიუთითა ისიც თუ როგორ გამოვიდა მისი შვილის მეგობარი მ-----–----------- რესტორნიდან და გ--------- წაიყვან რესტორნის გვერდით კორპუსთან სასაუბროდ. მიუთითა ადგილი, სადაც მ-----–------------ ორჯერ დაარტყა მის შვილს, ერთხელ დაარტყა სახის არეში მუშტი და მეორედ უკნიდან დაარტყა კეფის არეში. შემდეგ კი მიუთითა ადგილი საიდანაც გ-------–--------ძე და რ-----------------–-–---–- წავიდნენ პოლიციაში.

 

გამომძიებლებმა ა-–--------------–-–---–-- და გ-------------–--- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტმა რ----------------.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N----------- დასკვნით დადგენილია, რომ გ-------–--------ძეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ა---––---- რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე მის მიერ ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა გ-------–--------ძის მიმართ. როგორც საქმეში მითითებულია 2----–-–---------------- ქ. ა---––---–- თ------–---–-ს ქუჩაზე, რესტორან ს----------- მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----–------------, გ-------–--------ძეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დ-------------–---–ის მიერ პირადად იქნა შემოწმებული გ-------–--------ძე და მან აღნიშნა, რომ იგი უჩიოდა ტკივილებს სახის მარცხენა არეში, მაგრამ სხეულზე არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანება.

 

2017 წლის 30 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით გ-------–--------ძე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

ბრალდებულმა მ-----–------------ განმარტა, რომ 2----–-–---------------- ლ--- და ლ---------------ების დაბადების დღეზე იმყოფებოდა რესტორან ს----------–ი, რა დროსაც რესტორანში სუფრაზე ჯდომის დროს რამდეჯერმე შევიდა გ-------–--------ძე, მივიდა სხვადასხვა მაგიდებთან რესტორნის დარბაზში. ისე, რომ მათ მაგიდაზე არ მისულა. შემდეგ რესტორანში შემოვიდა გ-------–-ს დედა, ლ------- და ლ---- მიულოცა დაბადების დღე და სურდა, რომ სუფრაზე მათთან ერთად დამჯდარიყო, მაგრამ ლ---- და ლ------- რ----------ს იქ ყოფნის სურვილი არ ქონდათ, ამიტომ ისინი ადგნენ და წასვლა დააპირეს, მ-----–-----------ც ადგა ჩაიცვა და მათთან ერთად გავიდა რესტორნიდან, ამ დროს გ-------–--------ძე იდგა რესტორნის ჩასასვლელ კიბეებთან, უხეშად მიმართავდა ლ---------------ს. რადგან ლ-------, ლ---- და რ---------ს თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნოთ მ-----–-ა, გ-------–- უთხრა, რომ ცოტა მოშორებით გასულიყვნენ სალაპარაკოდ და გავიდნენ რესტორნის გვერდით. მ----–-ა, გ-------–- უთხრა, რომ დედამისისთვის ეცა პატივი და წასულიყო იქიდან, რადგან მათი იქ ყოფნა ლ---- და ლ------- დისკომფორტს უქმნიდა. გ-------–--, მან კი უთხრა თუ რას აკეთებდა ის თავის ცოლთან ერთად და რატომ იყო ლ-----ა მასთან და მის მეგობრებთან ერთად რესტორანში, რაზეც მან უპასუხა, რომ წასულიყო და თავი დაენებებინა მათთვის, მან კითხა, რომ იქ დალოდებოდა და მალე მივიდოდა, შემდეგ გადაკვეთა საავტომობილო გზა და წავიდა. მ-----–- ლ----თან, ლ-------თან და მეგობრებთან ერთად წავიდა რესტორნიდან, ხოლო რ---------- რესტორანთან დარჩა. მალევე დაუკავშირდნენ მ-----–----------ს პოლიციის თანამშრომლები და გამოცხადდა პოლიციაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ძალადობა არის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ-----–-----------ს მიერ ჩადენილი ქმედების - ცემის ფაქტი. როგორც დაზარალებულის, ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მ-----–------------ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ-------–--------ძეს კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახეში – მარცხენა ლოყაში, ამასთანავე მუშტი ჩაარტყა კეფაში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ-----–-----------ს მიერ ჩადენილი ქმედება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მ----–------------ გ-------–---------- რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

მ-----–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----–----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-----–-----------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–----------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

2. მ----–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლ-----არიძე