განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
080100118002474704
დავის ტიპი
120
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4---18 (0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - რუ------- ლა----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ---- მა-–-----ს ძე ცო---- - დაბადებული 19-- წლის 2- მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, წე------–-ს ქუჩა N9----

 

ადვოკატი - ერ---–- ჭე-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზ---- ცო----მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ---- ცო----მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მი----– ჯი--------ს-ხელი და ფეხი დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ზ---- ცო----მ ბასრი საგნის გამოყენებით ოთხი ჭრილობა მიაყენა მი----– ჯი--------ს მარჯვენა დუნდულისა და მარჯვენა ბარძაყის არეში, რამაც გამოიწვია მი----– ჯი--------ს მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების გუ------- გვ--–--–--ის, მი----– ჯი--------სა და ბრალდებულ ზ---- ცო----ს გამოკითხვის ოქმები, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, მი----– ჯი--------ს ტანსაცმელი, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ზ---- ცო----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, ზ---- ცო----მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ---- ცო----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობებს. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---- ცო----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- ცო----ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის 1000 (ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ---- ცო---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გაუქმდეს ზ---- ცო----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: მი----– ჯი--------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

მი----– ჯი--------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული რუხი ფერის სპორტული შარვალი, რუხი ფერის საცვალი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი