განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/167-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
18 ივნისი, 2018 წელი ქ. ა---––---
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ------- ლ---–---–-;
დაცვის მხარე: ბრალდებული – შ----- ხ----------, დაბ. 0--0--1--- წელს ა---––---–-, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ.ა---––---, ი---- ა---––----–-- ქ----;
ადვოკატი - პ----- მ-----–-–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტი;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ----- ხ--------- ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატიურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით.
დადგენილების თანახმად, 2018 წლის 19 მარტს საღამოს საათებში ქ.ა---––---–-, ი.ა---––----–-- ქუჩაზე მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვან ს-------- ხ----------ს თანდასწრებით, შ----- ხ----------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას ა-–---------- ხ----------, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, შემდგომ ხელი დაარტყა ფანჯრის ჟალუზს, რომელიც მოხვდა ა-–---------- ხ---------- მარცხენა წარბში, რის შედეგადაც ა-–---------- ხ----------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტი
სასამართლომ დაადგინა
შ----- ხ---------- გამართლდეს არასრულწლოვნების თანდასწრების მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში და სისტემატიური შეურაცხყოფის ჩადენაში რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა, რომ შ----- ხ----------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას ა-–---------- ხ----------. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, შემდგომ ხელი დაარტყა ფანჯრის ჟალუზს, რომელიც მოხვდა ა-–---------- ხ---------- მარცხენა წარბში, რის შედეგადაც ა-–---------- ხ----------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებები. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
დაზარალებულის ა-–---------- ხ----------ს, მოწმეების ნ-----–- ხ----------ს, ნ----–- ხ----------ს, ზ------ ხ----------ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დგინდება, რომ 2018 წლის 19 მარტს საღამოს საათებში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე უკმაყოფილების გამო, შ----- ხ----------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას ა-–---------- ხ----------. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, შემდგომ ხელი დაარტყა ფანჯრის ჟალუზს, რომელიც მოხვდა ა-–---------- ხ---------- მარცხენა წარბში, რის შედეგადაც ა-–---------- ხ----------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ასევე ბრალდებული შ----- ხ----------.
შ----- ხ----------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება ასევე დასტურდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით - გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით, სადაც ასახულია მომხდარი ძალადობის ფაქტის შემდგომი ვითარება შემთხვევის ადგილზე -ამოღებულია მინის და ჭურჭლის ნამსხვრევები და გატეხილი სკამი, ლ-–- ს-------- პატაკით და მისივე გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და დაკავების ფაქტის ოჯახის წევრისათვის შეტყობინების ოქმით, შ----- ხ----------ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელდადების შესახებ ცნობით რომელთა თანახმადაც ბრალდებული ნასამართლობის არ მქონეა და ადმინისტრაციულ სახდელდადებულიც არ ყოფილა. ასევე წარმოდგენილია დადგენილება ა-–---------- ხ----------ს სხეულის დაზიანების გასარკვევად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სხვა დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია ექსპერტ-კრიმინალისტ ფ-------- ძ---------, გამომძიებლების - გ------- ბ----–--ს, თ-------- ა---------, ბ--- ზ-------–-–---–--, ლ-–- მ------–---–-- მიერ.
ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის დ----- მ------–---–-- მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს ა-–---------- ხ---------- აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა წარბის ზემო არეში და მარცხენა ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გამოძიების ეტაპზე გამოკითხული ა-–---------- ხ----------ს, ნ-----–- ხ----------ს, ნ----–- ხ----------ს ჩვენებებიდან არ დგინდება, რომ შ----- ხ----------- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას ესქრებოდა არასრულწლოვანი. ხოლო, მოწმე ზ------ ხ---------- განმარტავს, რომ არ ახსოვს დაინახა თუ არა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ს-------- ხ----------- ძალადობის ფაქტი. თავად არასრულწლოვანი ს-------- ხ---------- გამოძიების მიერ არ გამოკითხულა.
2. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქ/პ-ის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, −არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შ----- ხ----------ს მიერ ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებმა ისინი უდავოდ მიიჩნიეს დგინდება, რომ არასრულწლოვანი არ შესწრებია ძალადობის ფაქტს. ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ----- ხ----------ს მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით. თავად ბრალდებული აღიარებს მის მიერ მამის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ამავე დროს მიუთითებს, რომ ქმედების ჩადენას არ შესწრებია არასრულწლოვანი. დაცვის მხარის პოზიცია დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული უნდა გამართლდეს წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს შ----- ხ----------ს მიერ მამის ა-–---------- ხ----------ს მიმართ, არასრულწლოვანი ს-------- ხ----------ს თანდასწრებით ძალადობის ჩადენა.
სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ----- ხ----------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა რაც შეეცვლება პირობით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულება: მინის ნამსხვრევები, თეფშის თეთრი ფერის ნამტვრევები, ხის სკამი რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- ხ---------- (პ/№4----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. შ----- ხ---------- (პ/№4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
2. შ----- ხ----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ყოფნის პერიოდი 2018 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით, ყადაღისაგან გათავისუფლდეს შ----- ხ----------ს (პ/ნ4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ-----– ვ--------- (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა---––---- რაიონი, სოფელი ი--–----, სარეგისტრაციო ზონა ა---––--- - 6-, სექტორი ნ----–----- - 0-, კვარტალი ----, ნაკვეთი ------( 2018 წლის 28 მარტის N1--------– განჩინება).
3. განემარტოს შ----- ხ----------, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი