განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2018
საქმის ნომერი
120100117002207112
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/288-18წ. 13 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ნ--–--------------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა------- რაიონი, სოფელი ა–------.

ადვოკატი - ო-------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--–---------------ს ბრალი ედება შემდეგში: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--–--------------- ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა–------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ძმას, ე-–---------------ს, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნ--–---------------მ კვლავ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას ე-–---------------, რა დროსაც მან ჯერ ხელი დაარტყა მას სახის არეში, ხოლო შემდეგ კი კეტი დაარტყა სახის არეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც გამოიწვია ელ---------------ს ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ--–--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში

 

2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნ--–---------------მ ხელი დაარტყა ე-–---------------ს სახის არეში, ხოლო შემდეგ კი კეტი დაარტყა ასევე, სახის არეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც გამოიწვია ელ---------------ს ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების დოკუმენტით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს 02:09 საათზე ე-–--------------- დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და მოითხოვა დახმარება, განმარტა, რომ ძმამ, ნ--–---------------მ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ ე-–---------------ს აღენიშნებოდა ნაჭდევი ცხვირის ზურგზე, სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდეში და სისხლჩაქცევა მარცხენა სკლერაში, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტმა დ-------------–---–-ა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ნოემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ--–---------------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით ე-–-------------- არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგირ ტანჯვას.

 

საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული 2017 წლის 29 ნოემბრის N------ბ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-–--------------ს სისხლი მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, ე-–--------------ს ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, ჯოხზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, ე-–--------------ს სისხლი და ე-–--------------ს ქურთუკზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე და ხის ჯოხზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს.

 

ექსპერტმა ნ--------–-------ა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ნ--–---------------ს დაკავებულ იქნა 2017 წლის 10 ნოემბერს შსს ა------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ ვ-–------------------–---–-ს მიერ სოფელ ა–------ში, ოქმი შედგენილია შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის მ--------------------- მიერ. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ნივთი არ ყოფილა აღმოჩენილი.

 

სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს შპს „უ-----------–--ს“ ა------- სამედიცინო ცენტრში მორიგე მედდის ა--------------- მიერ მშვიდ ვითარებაში ელ---------------სგან მისივე წერილობითი თანხმობით აღებულ იქნა 5 გრამი სისხლის ნიმუში, ოქმი შედგენილია შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ გ---------------- მიერ.

 

მოწმე ა--------------მ განმარტა, რომ იგი არის შპს „უ-----------–--ს“ ა------- სამედიცინო ცენტრის მედდა, 2017 წლის 10 ნოემბერს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ე-–--------------სგან, მისივე თანხმობით აიღო სისხლის ნიმუში.

 

2017 წლის 10 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ელ---------------ს კუთვნილი ვილვეტის ნაჭრის, ღია ფერის ქურთუკი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

 

2017 წლის 10 ნოემბრის ელ---------------ს საცხოვრებელი სახლის და ეზოს დათვალიერების ოქმის თანახმად, ე-–---------------მ მიუთითა, რომ ეზოს შესასვლელიდან მარცხენა მხარეს დამხმარე სათავსოს შესასვლელ კარებთან ახლოს არის ის ადგილი, სადაც მისმა ძმამ ნ--–---------------მ დაარტყა ხელი და ხის ე.წ. კეტი სახის არეში. აღნიშნული ადგილიდან საცხოვრებელი სახლისკენ დაახლოებით ერთ მეტრში ძირს ნიადაგზე და ნედლ ბალახზე არის მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. შესაბამისად, აღნიშნული ადგილიდან ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები. ელ---------------ს მითითების საფუძველზე ასევე ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის შესასვლელიდან მარცხენა კედელთან არსებული ხის ერთი მეტრისა და 20 სანტიმეტრი სიგრძის ე.წ. კეტი, 5 სანტიმეტრი დიამეტრის, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

 

მოწმე გ---------------- განმარტა, რომ არის შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. მას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება, დაკითხულ იქნა მოწმეები, დანიშნულ იქნა ექსპერტიზები, მანვე გააცნო ბრალდებულს ბრალდების შესახებ დადგენილება, სასამართლო სხდომაზე გ----------------- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე.

 

მოწმე ა--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ელ---------------ს საცხოვრებელი სახლისა და ეზოს დათვალიერებაში, მან შემთხვევის ადგილიდან ამოიღო სისხლის მაგვარი კვლები კანონის მოთხოვნათა დაცვით, ასევე მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება, აგრეთვე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ჯოხი, რომელსაც სისხლის ლაქები ჰქონდა, რომელიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაილუქა.

 

მოწმე მ--------------------- განმარტა, რომ მის მიერ არის შედგენილია ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. 2017 წლის 10 ნოემბერს დააკავა ნ--–---------------, და განახორციელა პირად ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ იქნა აღმოჩენილი. მანვე ბრალდებულს განუმარტა ბრალდებულის უფლებები, დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა მშვიდ ვითარებაში, ბრალდებულის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავების ოქმი შედგენილ იქნა შსს-ა------- რაიონულ სამმართველოში, ვინაიდან შესაბამისი პირობების არარსებობის გამო მისი შედგენა დაკავების ადგილზე შეუძლებელი იყო.

 

ბრალდებულ ნ--–---------------ს განმარტებით 2017 წლის 10 ნოემბერს ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც მოვიდა მისი ძმა ე-–---------------. ბრალდებულის განმარტებით ე-–-------------- იმყოფებოდა არა ფხიზელ მდგომარეობაში, სწორედ მისმა ლაპარაკმა გამოაღვიძა და ეზოში გამოვიდა, ძმას უთხრა რომ სახლში შემოსულიყო და დაეძინა, თუმცა მან არ დაუჯერა და წავიდა. ბრალდებულის თქმით მას ძმისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნ--–---------------ს მიერ ჩადენილი ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნა, რომლის თანახმადაც ე-–---------------ს აღენიშნებოდა ნაჭდევი ცხვირის ზურგზე, სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდეში და სისხლჩაქცევა მარცხენა სკლერაში, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ამასთან 2017 წლის 10 ნოემბრის ელ---------------ს საცხოვრებელი სახლის და ეზოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე-–---------------მ მიუთითა ეზოს შესასვლელიდან მარცხენა მხარეს დამხმარე სათავსოს შესასვლელ კარებთან ახლოს არის ის ადგილი, სადაც მისმა ძმამ ნ--–---------------მ დაარტყა ხელი და ხის ე.წ. კეტი სახის არეში. აღნიშნული ადგილიდან საცხოვრებელი სახლისკენ დაახლოებით ერთ მეტრში ძირს ნიადაგზე და ნედლ ბალახზე არის მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. შესაბამისად, აღნიშნული ადგილიდან ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები. ელ---------------ს მითითების საფუძველზე ასევე ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის შესასვლელიდან მარცხენა კედელთან არსებული ხის ერთი მეტრისა და 20 სანტიმეტრი სიგრძის ე.წ. კეტი, 5 სანტიმეტრი დიამეტრის, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი ე-–--------------ს სისხლი მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, ე-–--------------ს ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, ჯოხზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს, ე-–--------------ს სისხლი და ე-–--------------ს ქურთუკზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე და ხის ჯოხზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ--–---------------ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

 

ნ--–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--–---------------ა უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ--–---------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--–--------------- (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

 

2. ნ--–---------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ნ--–---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან

 

4. საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, ხის, თხილის ჯიშის ე.წ. კეტი, ელ---------------საგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ა------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ე-–--------------ს კუთვნილი ქურთუკი, რომელიც ინახება შსს ა------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ე-–--------------ს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე