განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
180100116002514262
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/157-16 8 მაისი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების N0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-----–--–---;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ალ-----------------ი

 

ბრალდებული - ნ----ა გ-------ს ასული სო--–---–ი, დაბადებული 1--- წლის 5 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელი წ--------ი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2015 წლის მაისის თვეში, კ--ა ბ------–---–მა მ----ბ კ--------ისგან იყიდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 5900 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში, რომელიც კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა საკუთრებაში. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ნაკვეთს ფლობს ნ----ა სო--–---–ი, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა კ--ა ბ------–---–ის მიერ ნაკვეთის ყიდვის გამო და აცხადებდა, რომ ამ ნაკვეთის ნაწილი მას ეკუთვნოდა. 2015 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, ნ----ა სო--–---–მა დაიქირავა ტრაქტორი და კ--ა ბ------–---–ს დაუზიანა და გაუნადგურა მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი 02 (ორი) ცალი ბოძი, ხოლო შემდეგ მოახვნევინა კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1500 მ2 ფართობი, სადაც ამ უკანასკნელს მოჰყავდა ბალახი. ამ ქმედებით, კ--ა ბ------–---–ს მიადგა 164 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2015 წლის მაისის თვეში, კ--ა ბ------–---–მა მ----ბ კ--------ისგან იყიდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 5900 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში, რომელშიც გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი და რომელიც კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა საკუთრებაში. შემდეგ, კ--ა ბ------–---–მა მიიყვანა ამზომველები, აზომვითი ნახაზის წარმომადგენლები, რომლებმაც ციფრული სატელიტური მოწყობილობით ჩუსვეს მიწის ნაკვეთების გამყოფი რკინის ალმატურები. კ--ა ბ------–---–მა გადაიხადა 100 ლარი ამ ორი წერტილის ჩასმის მომსახურებაში. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მიწის ნაკვეთი აქვს სარგებლობაში ნ----ა სო--–---–ს. ნ----ა სო--–---–ი მიიჩნევდა, რომ კ--ა ბ------–---–მა ამზომველებს მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩაასმევინა მიწის ნაკვეთების გამყოფი წერტილები, ე.წ. რკინის ალმატურები, რითაც მიისაკუთრა იმ მიწის ნაკვეთის რაღაც ნაწილი, რომლსაც ის ფლობდა. 2015 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, ნ----ა სო--–---–მა დაიქირავა ტრაქტორი, მოახვნევინა როგორც მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე კ--ა ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რასაც ის თვითნებურად მიიჩნევდა, რომ მას ეკუთვნოდა. კ--ა ბ------–---–ს თავისი მიწის ნაკვეთის ამ ნაწილშიც სურდა ბალახის დათესვა, მოყვანა და გაყიდვა, რაშიც ხელი შეუშალა ნ----ა სო--–---–მა, მაგრამ ამ უკანასკნელის მოქმედებით კ--ა ბ------–---–ს არ მისდგომია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ნ----ა სო--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებაში და აჩვენა, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, მას არ მოუხნავს კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთი. მას ყველაფერი მოუგონეს, მ----ბ კ--------მა გაყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მისი მეზობელი. მ----ბ კ--------ი მივიდა მის მეუღლესთან და სთხოვა ხელის მოწერა. მისი განმარტებით, ბინა ჰქონდა ბანკში ჩადებული და თუ მიწის ნაკვეთს არ გაყიდიდა, ბინას გაუყიდიდნენ. ისინიც დაეთანხმნენ და ნ----ა სო--–---–ის მეუღლემ მოუწერა ხელი, თუმცა ნ----ა სო--–---–მა უთხრა მ----ბ კ--------ს, რომ მან ხომ იცოდა, თუ საიდან სადამდე იყო მისი ნაკვეთი. მეორე დღეს ნ----ა სო--–---–ი და მ----ბ კ--------ი წავიდნენ მინდორში და ნ----ა სო--–---–მა აჩვენა, თუ საიდან სადამდე იყო მისი ნაკვეთი. ნ----ა სო--–---–ი არ დასწრებია უშუალოდ იმ პროცესს, როდესაც მიწათმზომელმა მიწის ნახაზი გაუკეთა მ----ბ კ--------ს, მხოლოდ მან უთხრა მ----ბ კ--------ს, რომ მისკენ არ გადმოსულიყვნენ. ერთ დღეს, როდესაც ნ----ა სო--–---–ი გადავიდა მიწის ნაკვეთში, დაინახა, რომ ვიღაც ბიჭი თვითნებურად ღობავდა მის მხარეზე მიწის ნაკვეთს, ამოუღიათ მისი მონიშნული ადგილები, მისი ბოძები აღარ იყო და კ--ა ბ------–---–ს თავისი მონიშვნითი წერტილები მის მხარეს ჰქონდა გადმოწეული, რაზეც მან მისცა მათ შენიშვნა, კ--ა ბ------–---–მა კი დაუწყო გინება, ტელეფონით დაურე-- ვიღაც პიროვნებას და ეუბნებოდა, ეს ქალი მომაშორეთო. მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მათ გაესაუბრნენ, რის შემდეგაც კ--ა ბ------–---–ი წავიდა სახლისკენ, ისიც წავიდა შვილთან. შემდეგ, დეკემბრის თვეში, მის შვილს, თ-- სო--–---–ს ჰქონდა ვაუჩერი და ნაკვეთი უნდა მოეხნათ. ტრაქტორისტმა დაიწყო მოხვნა, რა დროსაც ჩასმულ ბოძს წამოედო და ბოძის ნაწილი მოტყდა, რაც მან იქვე დადო მიწაზე და მიაყარა მიწა, რომ არ დაკარგულიყო. ნ----ა სო--–---–ის განმარტებით, მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, 6000 კვ. მეტრი არა აქვთ დარეგისტრირებული, კ--ა ბ------–---–ი თვითნებურად არის მათკენ გადაწეული. მას არ დაუზიანებია კ--ა ბ------–---–ის არანაირი მონიშვნის წერტილები, ბოძები. მას დაზიანება თუ უნდოდა ამ ბოძების, მაშინ ის მეორე ბოძსაც ამოაძრობდა, იქ ერთი მონიშნული წერტილი, ბოძი ფეხზე დგას, მეორე ბოძი კი, როგორც აღნიშნა, დაზიანდა ტრაქტორით. ტრაქტორისტის მიერ მოხნული იქნა ის მიწის ნაკვეთი, რაც მათ ეკუთვნოდათ სარგებლობის უფლებით. კ--ა ბ------–---–მა ამოიღო მისი მონიშნული წერტილები და გადაიწია მის მიწის მაკვეთზე. ტ-------ნ გ-------ი მას არ წაუყვანია ნოტარიუსთან, ის წაიყვანა მისმა შვილმა, თ-- სო--–---–მა ნოტარიუსთან, თუ რა მიზეზით, ეს იცის თ-- სო--–---–მა. მას მიწის ნაკვეთი მიღებული აქვს მიწის რეფორმის შედეგად. 1995 წელს მისცეს, რაც მოხნეს, ეს არის მისი და მისი ოჯახის მიწის ნაკვეთი. მან და მისმა ადვოკატმა, ესწრებოდა ასევე მისი შვილი თ-- სო--–---–ი, დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი აზომვითი ნახაზის მიხედვით და ხდებოდა ფოტოსურათების გადაღება. ნ----ა სო--–---–ის განმარტებით, კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის სიგანე დასავლეთის მხრიდან, გადაზომილი იქნა 38 მეტრი და ნ----ა სო--–---–ის ხელის მინიშნებით მითითებულ იქნა აღნიშნული ადგილი და მოხდა ფოტოგადაღება. ნ----ა სო--–---–ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დასავლეთის მხარეს ნანახი იქნა მიწაში ჩარჭული რკინის ბოძი, მიწის ნაკვეთის დასავლეთის მხარეს გადმოზომილი 38 მეტრის ნიშნულიდან კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის მხარეს მოხნულია დაახლოებით 2 მეტრი სიგანის მიწა. ასევე გადამოზილი იქნა კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის სიგანე აღმოსავლეთის მხარეს მდებარე საავტომობილო გზის მხრიდან 39 მეტრი და 57 სმ. ამ დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა გ------- ს----–---–იც. კ--ა ბ------–---–ი თვითნებურად გადავიდა მის მიწის ნაკვეთზე და ჩასვა ბოძი, რომელსაც დასავლეთის მხარეს წამოედო ტრაქტორი. კ--ა ბ------–---–ის მიერ თვითნებურად დასმული წერტილების იქით მოხნულია მეტრა ნახევარი, 2 მეტრი, მხოლოდ ერთი გუთნის ჩავლა, რაც არის მისი, ნ----ა სო--–---–ის მიერ მოხნული იქნა თავისი მიწის ნაკვეთი. ნ----ა სო--–---–ის განმარტებით, მოხნული მიწის ნაკვეთი არის არა 1500 მეტრი, არამედ დაახლოებით 150 მეტრი, მათ მიერ მიწის დათვალიერების დროს ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემებით.

 

3.2. დაზარალებული კ--ა ბ------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის მაისის თვეში მან მ----ბ კ--------ისაგან იყიდა მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის მოცულობაც შეადგენს 5900 კვადრატულ მეტრს და მასში გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი. მან გაიფორმა მიწის ნაკვეთი 2015 წლის 15 მაისს მცხეთის საჯარო რეესტრში, რომლის საკადასტრო კოდია 7-----------. მიწის ნაკვეთის გაფორმებისას შედგენილი იქნა მიწის ფართობის აზომვითი ნახაზები. აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო დასასუფთავებელი, სადაც იყო ვაზის ძირები. მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ დაასმევინა ნაკვეთის გამყოფი ე.წ. კოლები, წერტილები. აღნიშნული ნაკვეთის სამხრეთი მხარე ესაზღვრება შ----ა რ-------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელიც არის შემოღობილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება ნ----ა სო--–---–ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დამადასტურებელი საბუთი მიწის საკუთრების შესახებ ანუ საჯარო რეესტრის ამონაწერი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არავისზე არ არის რეგისტრირებული. 2015 წლის დეკემბრის თვის დასაწყისში კ--ა ბ------–---–მა დაასუფთავა მიწის ნაკვეთი, რასაც 4 დღე დაჭირდა. შემდეგ დაიწყო მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეღობვა, მას ამ საქმიანობაში ეხმარებოდა მეზობელი უ–---ი ც------–---–ი, რა დროსაც მათთან მივიდა ნ----ა სო--–---–ი. მან არ მისცა მათ მიწის ნაკვეთის შეღობვის საშუალება იმ მიზეზით, რომ მიწის გამყოფი კოლები იყო არასწორად დასმული, კ--ა ბ------–---–ი იყო გადასული მის მიწის ნაკვეთზე. კ--ა ბ------–---–მა განმარტა, რომ მას მიწის ნაკვეთი ჰქონდა მოსუფთავებული და სურვილი ჰქონდა, რომ გაეზარდა ბალახი, რათა შემდგომში მოეთიბა და გაეყიდა. კ--ა ბ------–---–მა ასევე განმარტა, რომ მის მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის, ამზომველების მიერ მონიშნული იყო ორი წერტილი ანუ ჩასმული ჰქონდა ორი ბოძი, რომელიც დაუზიანა ნ----ა სო--–---–მა, რაშიც გადახდილი ჰქონდა 100 ლარი. კ--ა ბ------–---–ის განმარტებით, ის როდესაც მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მივიდა, აღმოაჩინა, რომ დაზიანებული იყო ერთი მონიშვნის წერტილი დასავლეთის მხრიდან ნ----ა სო--–---–ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ხოლო მეორე ისევ დასავლეთის მხარეს, მაგრამ სამხრეთით მდებარე შ----ა რ-------–---–ის მომიჯნავედ. მას კონკრეტულად არ დაუნახავს, თუ ვინ დაუზიანა მიწის ნაკვეთის მონიშვნის წერტილები, თუმცა, ვინაიდან კამათი მოუვიდა ნ----ა სო--–---–თან მიწის ნაკვეთების გამყოფ ზოლთან დაკავშირებით და ნ----ა სო--–---–მა მოახვნევინა მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი, სწორედ ამიტომ ივარაუდა, რომ მისი დაზიანებული იქნებოდა. ნ----ა სო--–---–მა ტრაქტორით მოახვნევინა თავისი მიწის ნაკვეთი, რა დროსაც გადავიდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მოახვნევინა მ--------------ს, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი, ვინაიდან მას აღნიშნულ 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოსული ბალახი უნდა მოეთიბა და გაეყიდა. მან თვალის ზომით დაადგინა, რომ მოხნული იყო დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი. მანვე სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ნ----ა სო--–---–ი არ აძლევდა საშუალებას, რომ შეეღობა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთი მხარე, საიდანაც მის მიწის ნაკვეთს ნ----ა სო--–---–ის მიწის ნაკვეთი ესაზღვრებოდა. კ--ა ბ------–---–მა აღნიშნა, რომ მას სურდა დაეთესა ქერი და ხახვი, მაგრამ ვინაიდან მას ნაკვეთის შეღობვის საშუალება არ მისცა ნ----ა სო--–---–მა, მას კი არ სურს მდგომარეობის გართულება, შეუღობავ მიწის ნაკვეთში შედის საქონელი, მან ვერაფერი ვერ დათესა და ვერ ისარგებლა თავისი მიწის ნაკვეთით. მას მიადგა ნ----ა სო--–---–ის მოქმედებით 250 ლარის ზიანი, 100 ლარი გადაიხადა გამყოფ წერტილებში, თითოში-50 ლარი, ხოლო თივა უნდა მიეღო 150 ლარის. კ--ა ბ------–---–ის განმარტებით, მას აქვს კარგი შემოსავალი და არ წარმოადგენს მატერიალურად გაჭირვებული ოჯახების კატეგორიას.

 

3.3. მოწმე უ–---ი ც------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის და კ--ა ბ------–---–ი მეგობრობენ. ისინი ერთად მუშაობენ, 2016 წელს, რიცხვი და თვე ზუსტად არ ახსოვს, კ--ა ბ------–---–მა იყიდა მიწის ნაკვეთი და მას სთხოვა ღობის გაკეთებაში დახმარება. მათ დაიწყეს მიწის ნაკვეთის შეღობვა. ამ დროს მათთან მივიდა ნ----ა სო--–---–ი და უთხრა, თუ რატომ ღობავდნენ მიწის ნაკვეთს, რადგან ის ადგილი იყო მისი. მოწმემ სთხოვა კ--ა ბ------–---–ს რომ წასულიყვნენ და კანონით გაერკვიათ ყველაფერი. ნ----ა სო--–---–სა და კ--ა ბ------–---–ს შორის მოხდა სიტვიერად ჩხუბი. ნ----ა სო--–---–ი იძახდა, რომ 2 - 3 მეტრი ჩემიაო, ხოლო კ--ა ბ------–---–ი პასუხობდა, რომ ეს ადგილიც საბუთებით იყო მისი, გაფორმებული ჰქონდა და ნ----ა სო--–---–ს სადაც უნდოდა იქ ეჩივლა მისთვის. ჩხუბის დროს იქ მოვიდა ასაკოვანი კაცი, ტ-------ნ გ-------ი. ამ დროს მიწა არ იყო მოხნული. ამ კონფლიქტის შემდეგ, მოწმე კ--ა ბ------–---–ის ნებართვით, მის მიწის ნაკვეთში თოხნიდა კარტოფილს, რა დროსაც ნახა, რომ იქ იყო კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის რაღაც ნაწილი მოხნული, მისი აზრით ერთი კვირის მოხნული იქნებოდა. კ--ა ბ------–---–ი ამბობდა ამ მოხნული მიწის ნაკვეთზე, რომ ჩემიაო, ხოლო ნ----ა სო--–---–ი კი ამბობდა, არა ჩემიაო. კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთზე იყო 4 მონიშვნის წერტილი. მოწმის განმარტებით, როდესაც მიწის ნაკვეთზე დასვეს ეს კოლები, თავადაც იქ იყო. კ--ა ბ------–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის ყიდვიდან ერთ კვირაში დაიწყეს შეღობვა, რა დროსაც ეს წერტილები იქ იყო. ერთი კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ, ზუსტად დრო არ ახსოვს, როდესაც ნახეს, რომ მოხნული იყო მიწის რაღაც ნაწილი, იქ აღარ დახვდათ მონიშვნის წერტილები. კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთისაგან, რომელიც ნ----ა სო--–---–ის განმარტებით იყო მისი, გაირჩეოდა იმით, რომ ამ ნაკვეთებს შორის იყო მონიშვნის წერტილები.

 

3.4. მოწმე ტ-------ნ გ-------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთთან ახლოს აქვს ბოსელი. იგი ხმამაღალ ხმაზე მივიდა ამ მიწის ნაკვეთთან, სადაც ერთმანეთში კამათობდნენ ნ----ა სო--–---–ი და კ--ა ბ------–---–ი. მოწმე მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ნაკვეთზე დაობდნენ, თუმცა მათ შორის გინება არ ყოფილა. მას ისინი არ გაუშველებია. ნ----ა სო--–---–ი და კ--ა ბ------–---–ი ფიზიკურად არ შეხებიან ერთმანეთს, მხოლოდ სიტყვიერად კამათობდნენ. მოწმემ უთხრა მათ, თუ რატომ ჩხუბობდნენ, წასულიყვნენ რეესტრში და ენახათ, ვისი რა იყო. მოწმის განმარტებით, მან იცოდა, რომ კ--ა ბ------–---–ს 5900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჰქონდა ნაყიდი. იმ მომენტში არ იცოდა, თუ ვისგან ჰქონდა კ--ა ბ------–---–ს მიწა ნაყიდი, თუმცა შემდეგ გაიგო. კონფლიქტის შემდეგ მათთან შეხება არ ჰქონია. ერთხელ შეესწო მხოლოდ, რომ ნ----ა სო--–---–ი ზომავდა მიწის ნაკვეთს. მოწმემ აღნიშნა, რომ მან ნახა, როგორც ნ----ა სო--–---–ის მოხნული მიწის ნაკვეთი, ისე კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის რაღაც ნაწილი, რომელიც მოახვნევინა ნ----ა სო--–---–მა. ნ----ა სო--–---–ი თვლიდა, რომ ეს იყო მისი მიწის ნაკვეთი, რომელზეც გადმოიწია კ--ა ბ------–---–ი და არასწორად ჩაასო კოლები. მოწმემ მთლიანად დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მხოლოდ დააზუსტა, რომ სიტყვა უსინდისო არ უთქვია. ჩვენებაში რატომ წერია ეს სიტყვა, მან არ იცის. ტ-------ნ გ-------მა განაცხადა, რომ ნ----ა სო--–---–ის შვილმა იგი წაიყვანა თბილისში, არ უთქვამს თუ სად მიყავდა, შემდეგ მივიდნენ ნოტარიუსთან და რაღაც დოკუმენტზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ გაცნობია.

 

3.5. მოწმე ზ------ა ყ----------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს შ.პ.ს. ,,მ--------------ში’’ ბრიგადის მენეჯერად, სადაც ჰყავთ ტრაქტორები და ემსახურებიან მოსახლეობას აგრობარათებით მიწის ნაკვეთების მოხვნაში და დამუშავებაში. 2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მას დღის პირველ ნახევარში მობილურ ტელეფონზე დაურე-- ოპერატორმა ზ------ა ყ---–-–---–მა, რომელმაც შეატყობინა, რომ მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში უნდა მოეხნა სოფელ წ--------ში მცხოვრები ვინმე ნ----ა სო--–---–ის მიწის ნაკვეთი ვაუჩერის საფუძველზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო გასასუფთავებელი და მიწის ნაკვეთში იყო ვაზის ძირები, რის გამოც აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოხვნაზე უარს აცხადებდა, რადგან ვაზის ძირები გაუტეხავდა ტრაქტორს ,,გუთანს’’, აღნიშნული საუბრის დროს მას ტელეფონზე დაელაპარაკა ბენეფიციარი ვინმე ნ----ა სო--–---–ი, რომელმაც ტელეფონში საუბრისას უთხრა, რომ მოხვნაში დაეხმარებოდა მ--------------ს და სათითაოდ აჩვენებდა ყველა ვაზის ძირს, რომ არ დაზიანებულიყო ტრაქტორის გუთანი, რაზეც იგი დაეთანხმა და მან ზ------ა ყ---–-–---–ს დაავალა, რომ როგორც შეძლებდა, ისე მოეხნა აღნიშული მიწის ფართობი.

 

3.6. მოწმე ზ------ა ყ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლიდან მუშაობს შ.პ.ს. მ--------------ში’’ ტრაქტორის ოპერატორ-მძღოლად. აღნიშნული შ.პ.ს. ემსახურება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც სახელმწიფოსაგან უფასოდ დარიგებული აქვთ აგრობარათები და მათი სამსახური მათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს უმუშავებენ უფასოდ. 2015 წლის სექტემბრის თვიდან იგი მიამაგრეს მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს თემაზე და მოსახლეობას, ვისაც ჰქონდა აგრო ბარათები, უნდა დაემუშავებინა მათთვის მიწის ნაკვეთები შ.პ.ს. ,,მ--------------ის’’ კუთვნილი ტრაქტორით, 2015 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში იმყოფებოდა სოფელ წ--------ს გამგეობის შენობის ეზოში, რა დროსაც გამგეობაში მივიდა ვინმე ნ----ა სო--–---–ი და წარადგინა გამგეობაში აგრო ბრათი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის დამუშავება. იგი მას გაყვა და მივიდნენ წ--------ს ახალ დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთთან და ნ----ა სო--–---–მა მიუთითა ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომ იყო მისი და დაემუშავებინა, ნ----ა სო--–---–ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი იყო საკმაოდ გრძელი და ეტყობოდა, რომ იყო დამუშავებული. ასევე, აღნიშნულ ნაკვეთსა და მეზობელ ნაკვეთს შორის იყო ჩასმული ორი ბოძი. ნ----ა სო--–---–მა მას უთხრა, რომ აღნიშნული ბოძები იყო ჩასმული იმიტომ, რომ მის ნაკვეთში იყო სხვისი ნაკვეთი გადმოწეული, აღნიშნულ ნაკვეთს ეტყობოდა, რომ იყო დაუმუშავებელი. მანვე აღნიშნა, რომ ნ----ა სო--–---–მა უთხრა, რომ მას ასევე მოეხნა ბოძების იქით მდებარე მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვინაიდან იყო დაუმუშავებელი, ტრაქტორს გაუჭირდებოდა მუშაობა და უთხრა, რომ მას ვერ დაამუშავებდა, ვინაიდან შესაძლო იყო ტრაქტორს გატეხოდა გუთანი და აღნიშნულის შესახებ ზ------ა ყ---–-–---–მა დარე-- თავის უფროსთან ზ------ა ყ----------თან და აუხსნა სიტუაცია, ხოლო შემდეგ თავად ნ----ა სო--–---–ი ესაუბრა ტელეფონზე ზ------ა ყ----------ს და აუხსნა, რომ საშიში არაფერი იყო და ტრაქტორს გუთანი არ დაუზიანდებოდა. აღნიშნული საუბრის შემდეგ ზ------ა ყ----------მა უთხრა მას, რომ დაემუშავებინა ნ----ა სო--–---–ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები. მოწმეს არ ახსოვს რამდენი მოხნა, ასევე ახსოვს, რომ ერთი ბოძი იყო ზემოთ, ერთი ერჭო ზედ, ერთ მეტრიანი ლითონის ბოძი, დასავლეთით მას სხვა ბოძი არ უნახავს, არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ ხნიერმა ქალბატონმა რაღაც ლითონის ერთი ბოძი მოაძრო და იქვე მიაგდო.

 

3.7. მოწმე მ----ბ კ--------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, 2015 წლის მაისის თვეში მან თავისი კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო 5900 კვ.მ. მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს ახალ დასახლებაში მიჰყიდა 10 000 აშშ დოლარად იმავე დასახლებაში მცხოვრებ კ--ა ბ------–---–ს, რომელმაც აღნიშნული ნაკვეთი დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, მანვე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი ნაკვეთის გვერდით ასევე ნაკვეთი ჰქონდა სოფელ წ--------ში მცხოვრებ ნ----ა სო--–---–ის მეუღლეს ს----- ს---–---–ს. მ----ბ კ--------ის განმარტებით, როდესაც მას უნდოდა მისი ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მიმართა საჯარო რეესტრს, სადაც განუმარტეს, რომ აუცილებელი იყო მისი მეზობლების მიწის ნაკვეთების მეპატრონეების თანხმობა, რათა მომხდარიყო მისი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია თავისივე სახელზე და მისცეს შესაბამისი ოქმის ფორმა, სადაც მეზობელი ნაკვეთების მეპატრონეებს უნდა განეცხადებინათ თანხმობა და მოეწერათ ხელი აღნიშნულ ოქმზე. მან აღნიშნულ ოქმზე ხელი მოაწერინა ყველა მის მეზობლად მდებარე ნაკვეთების მეპატრონეებს და ასევე ხელი მოაწერა ნ----ა სო--–---–ის მეუღლემ ს----- სო--–---–მა. გამოძიების პროცესში მან გამომძიებელს წარუდგინა აღნიშნული ოქმი, რაც საქმეს ერთვის.

 

3.8. მოწმე კ-----რ ჯ------–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოს წ--------ს პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლად. მან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნა სასამართლო ექსპერტიზა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. იგი გზავნიდა უწყისებს, იბარებდა ნ----ა (გ---–--) სო--–---–ს, მაგრამ ქალბატონი სო--–---–ი არ ცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში, ასევე ნ----ა სო--–---–ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, რომელიც გადაეცა დამცველს ალ-----------------ს. სასაქონლო ექსპერტიზა იმ დროს დაინიშნა, როდესაც დაზარალებულს სურდა შემოღობვა თავისი ტერიტორიის, მას სამაგრები ჰქონდა ჩარჭობილი, რაც მოგვიანებით ნ----ა სო--–---–მა ამოყარა და დაშალა. ამას მოჰყვა დაზარალებულის საჩივარი და ასევე იგი ედავებოდა, რომ ნ----ა სო--–---–მა გაუნადგურა ბალახი და მოხნა მისი მიწა, რაზეც ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა. დაზარალებულის ნაკვეთი არის ნახევრად შემოღობილი, ვინაიდან ნ----ა სო--–---–მა არ დააცადა და დაუშალა ნახევარი ღობე. მოსაზღვრე მხარე არის შესაღობი. ამ დროისთვის არის თუ არა ისევ შესაღობი მოწმემ არ იცის, მაგრამ მან როდესაც ნახა ზემო აღნიშნული ტერიტორიები შესაღობი იყო. მოცემულ ნაკვეთებს ასევე ესაზღვრება რ-------–---–ის ნაკვეთი, რომელიც კ-----რ ჯ----–-–---–ის ჩვენებით არის შემოღობილი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ამოღებული იყო ორი ღობის მომნიშვნელი, ერთი დასავლეთის მხარეს ნ----ა სო--–---–ის მომიჯნავედ, ხოლო მეორე ასევე დასავლეთით რ-------–---–ის მხარეს.

 

3.9. მოწმე ე-- თ---–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2015 წელს იგი მუშაობდა შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოს წ--------ს პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლად. ე-- თ---–--ემ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 25 დეკემბერს. მოწმის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტ კრიმინალისტებთან ერთად, ჩატარებული იქნა ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ე---------ე თ---–--ის მიერ იქნენ დაკითხული მოწმეები და ნ----ა სო--–---–თან ჰქონდა უწყებები გაგზვნილი. მოწმის ჩვენებით, ნ----ამ უარი განაცხადა ე-- თ---–--ესთან ურთიერთობაზე, ამიტომ მათ ერთმანეთთან პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ. ე-- თ---–--ის მიერ დათვალიერებული იქნა კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მოხნულ მდგომარეობაში, ასევე სურათები იქნა გადაღებული ექსპერტ კრიმინალისტების მიერ. კ--ა ბ------–---–ის გამოკითხვიდან გაირკვა, რომ მას ჩარჭობილი ჰქონდა სანიშნები, რომელიც მის მიწის ნაკვეთს ყოფდა სხვისი მიწის ნაკვეთისგან, რომელიც ქალბატონმა ნ----ამ ამოიღო და მოხნა მისი მიწის ნაკვეთი. მოწმეს როგორ ახსოვს, ადგილზე არ იქნა ნაპოვნი სანიშნები.

 

3.10. მოწმეების ბ---რ ჯ--–--------ს და ვ------გ ტ----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ კრიმინალისტებად. 2015 წლის 26 დეკემბერს ბ---რ ჯ--–-------- იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც შევიდა შეტყობინება საგამოძიებო ექსპერიმენტზე, მიწის ნაკვეთის თვითნებურად მითვისებაზე. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ბ---რ ჯ--–-------- და მისი მეწყვილე ვ------გ ტ----–---–ი მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კ--ა ბ------–---–ის მითითების საფუძველზე, კ--ა ბ------–---–ი აცხადებდა, რომ ნაკვეთი იყო მისი, რომელიც იყო მოხნული სხვა პირის მიერ. კ--ა ბ------–---–მა ასევე აჩვენა ექსპერტ კრიმინალისტებს ის ტერიტორია, რომელიც იყო მისი საკუთრება, ნაკვეთი იყო ნიშნულებით მონიშნული და ნიშნულების ნაწილი იყო ამოყრილი. შემთხვევის ადგილზე დათვალიერების დროს ასევე იმყოფებოდნენ გამომძიებელი ე-- თ---–--ე და კ--ა ბ------–---–ი. ექსპერტ კრიმინალისტებმა გადაიღეს ფოტოები, რომელიც შემდეგ გადაეცა გამომძიებელს. კ--ა ბ------–---–ს კითხვები დაუსვეს და მიათითებინეს თუ საიდან სადამდე იყო ნაკვეთი მისი საკუთრება. საგამოძიებო ექსპეტიმენტის დროს მოხნულ ტერიტორიაზე სანიშნე ბოძები იყო ჩარჭობილი. ნაკვეთის დასაწყისში იყო ბოძები, ხოლო ნაკვეთის ბოლოს აღარ იყო. ექსპერტებმა დაადასტურეს ოქმზე ხელმოწერები.

 

3.11. მოწმე ვ----– შ--–---–---–-ს და ი----- მ------–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტებად. 2015 წლის 29 დეკემბერს, ვ----– შ--–---–---–- და ი----- მ------–-–---–ი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება შსს მცხეთის სამმართველოდან მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებურად მითვისების ფაქტზე. შემთხვევის ადგილი მიწის ნაკვეთი იყო დასათვალიერებელი. მოწმეები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა სოფელ წ--------ში, დაახლოვებით იყო საღამოს 8 საათი. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ გამომძიებელი და დაზარალებული კ--ა ბ------–---–ი. დაზარალებული განმარტავდა, რომ მისი ნაკვეთის რაღაც ნაწილი იყო თვითნებურად მითვისებული. ფოტო გადაღება მოხდა ი----- მ------–-–---–ის მხრიდან, ხოლო ვ----– შ--–---–---–- ახდენდა ტერიტორიის ვიდეო გადაღებას. დათვალიერების შემდეგ გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურეს ექსპერტებმა. ექსპერტი ვ----– შ--–---–---–- შემთხვევის ადგილზე აფიქსირებდა დაზარალებულის მიერ მითითებულ ტერიტორიას. მთელი ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია იქნა დათვალიერებული ექსპერტების მიერ. ადგილზე გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა ინახება მათ კანცელარიაში. ნაკვეთში იყო ნამწვი, არსებობს ვიდეო და ფოტო მასალა, ვ----– შ--–---–---–-ს განმარტებით ნაკვეთებს შორის გამყოფი ზოლი არ იყო.

 

3.12. მოწმე ი-----–- ბ---------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს წ--------ს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივ - გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის დეკემბერში წ--------ს პოლიციის განყოფილებაში დაწყებული იქნა გამოძიება კ--ა ბ------–---–ის განცხადების საფუძველზე, ნ----ა სო--–---–ის მიერ კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამომძიებელი იყო ე-- თ---–--ე, როდესაც იგი გადავიდა სხვა განყოფილებაში მისი საქმეები გადაეწერა ი-----–- ბ---------ს, მათ შორის იყო ნ----ა სო--–---–ის სისხლის სამართლის საქმე, რაც დაემატა ელექტრონულად და მან ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: ი-----–- ბ---------ი გამოცხადდა ნ----ა სო--–---–ის საცხოვრებელ სახლში უწყების ჩასაბარებლად, უწყებას არ იბარებდა არც ქალბატონი ნ----ა და არც მისი ოჯახის წევრები, რის გამოც ვერ მოხერხდა ნ----ა სო--–---–ის გამოცხადება წ--------ს განყოფილებაში. ი-----–- ბ---------მა დაზარალებულად ცნო კ-----რ ბ------–---–ი, რომელიც მოგვიანებით იქნა დაკითხული. კ-----რ ბ------–---–ს განემარტა დაზარალებულის უფლება მოვალეობები. კ-----რ ბ------–---–მა განაცხადა, რომ ნ----ა სო--–---–მა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თვითნებურდ მოუხნა და ასევე დაუზიანა მონიშვნის კოლები. აღნიშნულ საქმეზე გამოკითხული იქნა ბრალდებული ნ----ა სო--–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ და არ აღიარებდა ბრალს, იგი უნდობლობას უცხადებდა წ--------ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს და იგი ამბობდა, რომ მოგვიანებით ჩვენებას მისცემდა სასამართლოში. ი-----–- ბ---------ს სხვა საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული არ აქვს.

 

3.13. მოწმე გ------- ს----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, 2016 წლის 25 მაისს მიწის საზომის სათხოვნელად მივიდა ნ----ა სო--–---–ის შვილი და სთხოვა საზომი, მან ათხოვა საზომი და გაჰყვა თან, რათა უკან წამოეღო ისევ თავისი საზომი, მოგვიანებით გ------- ს----–--–მა დაადგინა, რომ ეს გოგო იყო თ-- სო--–---–ი. მიწის საზომი იყო ქარხნული წარმოების, რომელიც იყო 5 მეტრიანი. გადასაზომად რომ გადავიდნენ, იქ დახვდა ნ----ა (გ---–--) სო--–---–ი, თ-- სო--–---–ი და კ--ა ბ------–---–ი. დაიწყეს გაზომვა და ბოლო გამოვიდა 39 კვ. მ., ხოლო გორის მხარეს გამოვიდა 38 მეტრი. მათ ნახეს, რომ ეს ზომები არ ემთხვეოდა და ამიტომ დაიწყეს ბოძის მოძებნა, ბოძი იყო მიწაში, რომელისთვისაც ტრაქტორს ჰქონდა გადავლილი და მიწაში იყო ჩაფლული, ასევე ახლოს იყო სხვა ბოძიც. მოგვიანებით კ--ა ბ-----–---–ს შესთავაზეს, რომ ენახა ეს ზომები, რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მან თავისი ნაკვეთის ზომები იცოდა, ადგა და წავიდა სახლში საქონლის მოსავლელად. გ------- ს----–---–მა იცოდა, რომ კ--ა ბ------–---–ს ჰქონდა ბოძები ჩარჭობილი და მონიშნული ჰქონდა თავისი ნაკვეთი. აზომვის დღეს ნაკვეთი იყო მოუვლელი, არ იყო დამუშავებული. ნაკვეთის აზომვის დროს ფოტოებს იღებდა თ-- სო--–---–ი. გ------- ს----–---–ის განმარტებით, ადგილზე შეადგინეს დოკუმენტი, რომლის შინაარსიც მას არ ახსოვს. მოწმე ადასტურებს მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმზე ხელმოწერას. ნ----ა სო--–---–ის ნაკვეთი იყო უფრო მოვლილი, ვიდრე კ--ა ბ------–---–ის. გ------- ს----–---–ი ნ----ა სო--–---–ს ახასიათებს, როგორც აქტიურ პიროვნებას, იგი არ წაეტანება სხვის ქონებას, ასეთ ადამიანად მიაჩნია მას ნ----ა სო--–---–ი. გ------- ს----–---–ი არ იცნობს კ--ა ბ------–---–ს პირადად. გ------- ს----–---–მა აღნიშნა, რომ კ--ა ბ------–---–ი იყო შეჭრილი ნ----ა სო--–---–ის ნაკვეთში დაახლოვებით 2 მეტრზე.

 

3.14. მოწმე თ-- სო--–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ნ----ა სო--–---–ის შვილი. კ--ა ბ------–---–ი გაიცნო მას შემდეგ , რაც რაღაცეები დააბრალა მათ ოჯახს. 2016 წლის დეკემბრის თვეში თ-- სო--–---–მა თავისი ვაუჩერით მოახვნევინა წ--------ში არსებული მიწის ნაკვეთი, მოგვიანებით მას დაურე-- გამგებელმა ზ---- რ-------–---–მა და უთხრა, რომ ტრაქტორისტი უნდა ჩასულიყო მეორე დღეს და დილით 11 საათზე უნდა დახვედროდა მას თ-- სო--–---–ი. თ--მ დაურე-- ნ----ა სო--–---–ს და აცნობა ეს ამბავი, რადგან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული მოხვნის ბარათი იყო მშობლებთან . ნაკვეთის მოხვნა ვერ ხერხდებოდა განსაზღვრულ დროში, აღნიშნულთან დაკავშირებით თ--მ დარე-- ცხელ ხაზზეც, ვაუჩერს ამის გამო გაუგრძელეს ვადა. ზ---- რ-------–---–ი დაუკავშირდა თ-- სო--–---–ს და უთხრა, რომ გაეუქმებინა ცხელ ხაზზე დარეკილი საჩივარი. ვაუჩერს გაუგრძელდა ვადა 2 კვირით და ამ პერიოდში მოიხნა მათი ნაკვეთი. ზ---- რ-------–---–მა დაურე-- თ-- სო--–---–ს და უთხრა, რომ მათი ნაკვეთი მოიხვნებოდა მეორე დღეს და აინტერესებდა სად იყო ნაკვეთი, რომ იქ მისულიყო ტრაქტორი, თ-- სო--–---–მა აუხსნა, თუ სად იყო მათი ნაკვეთი. ზ---- რ-------–---–მა უთხრა, რომ თ-- დალოდებოდა მომდევნო დღეს 1 საათზე ტრაქტორისტს. მომდევნო დღეს თ--მ ბავშვები მიიყვანა ბაღში და წავიდა ნაკვეთში, ეს იყო 2016 წლის დეკემბრის თვე. ადგილზე რომ მივიდა, მას არავინ დახვდა იქ, დაურე-- მამას და მან უთხრა, რომ ნ----ა სო--–---–ი უკვე წამოსული იყო და დალოდებოდა ნაკვეთში. ნ----ა სო--–---–ი წამოვიდა ნაკვეთში იმიტომ, რომ თ--სთვის მიეტანა ვაუჩერი. ნაკვეთი ეკუთვნის თ--ს და მის ოჯახს. ჯერ არის რ-------–---–ის ნაკვეთი, მერე არის მ----ბ კ--------ის ნაკვეთი, ხოლო ამის შემდეგ არის თ--ს და მისი ოჯახის ნაკვეთი. ტრაქტორისტი რომ მივიდა, მას ადგილზე დახვდნენ თ-- და ნ----ა სო--–---–ები. ტრაქტორმა მოხვნა დაიწყო ჩრდილოეთის მხრიდან სამხრეთის მხარეს. კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთი იყო მოუვლელი, იქ იყო ჯაგები, ბოძები იყო დამსხვრეული სიძველისგან. ნ----ა სო--–---–მა როდესაც ნახა, რომ ამჟამინდელი მესაკუთრე კ--ა ბ------–---–ი ისაკუთრებდა მის მიწის ნაკვეთს, უთხრა, თუ რატომ შედიოდა მის მიწის ნაკვეთში, ამ ლაპარაკზე კ--ა ბ------–---–მა გაიწია ნ----ა სო--–---–ზე, კ--ა ბ------–---–ს დაურე--ვს ვიღაც პიროვნებისთვის და უთქვამს, რომ მოეშორებინა ეს ქალი, თორემ შემოაკვდებოდა. მან ეს ყველაფერი იცის დედის, ნ----ა სო--–---–ის მონაყოლით. ნაკვეთი რომ მოხნეს, ტრაქტორი გადაიყვანეს თ--მ და ნ----ა სო--–---–ებმა სხვა ნაკვეთებშიც. მათ თავის ნაკვეთში ქონდათ ჩარჭობილი ბეტონის სანიშნეები, რომლებიც მიჯნავდა მათ ნაკვეთს სხვა ნაკვეთებისგან. ზემოთ აღნიშნული კამათის შემდეგ რომ გადავიდნენ ნაკვეთში, მათ ეს სანიშნეები ადგილზე არ დახვდათ. კ--ა ბ------–---–ს ჩასმული ქონდა თავისი სანიშნეები და შემოსაზღვრული ჰქონდა ვითომდა თავისი ტერიტორია. თ-- სო--–---–ი დაუკავშირდა კ--ა ბ------–---–ს და უთხრა, რომ უნდოდა მასთან ლაპარაკი, კ--ა ბ------–---–მა უთხრა რომ არ ეჩივლა მისთვის და იგი შაბათ - კვირას ავიდოდა და ნახავდა მას. კ--ა ბ------–---–მა უთხრა მას, რომ შეიძლება რამე შეცდომა ყოფილიყო და მოილაპარაკებდნენ. თ-- სო--–---–ი ელოდებოდა კ--ა ბ------–---–ს, მაგრამ ის არ ავიდა და მოგვიანებით შეღობა კიდეც ერთი მხარე. ტრაქტორისტს მოსახნავი ადგილი მიუთითეს ნ----ა სო--–---–მა და თ-- სო--–---–მა, ამ დროისთვის მათი სანიშნები უკვე მოშლილი იყო. აღმოსავლეთის მხარე იყო შეღობილი ორი ბოძით, ხოლო დასავლეთის მხარეს იყო მხოლოდ 1 ბოძი, რომელსაც ტრაქტორი დაეჯახა შემთხვევით და წააქცია. თ-- სო--–---–ის განმარტებით, ბრალდება ნ----ა სო--–---–ის მიმართ იყო სიცრუე და მოგონილი პოლიიის მხრიდან, ეს კონფლიქტი დაიწყო თ-- სო--–---–ის მამიდან. სო--–---–ების ოჯახმა პოლიციას უჩივლა, რასაც მოჰყვა მათი გაღიზიანება და ნ----ა სო--–---–ის მიმართ მოგონილი ბრალდება. 2017 წელს თ--მ და მისმა დამ თბილისიდან წაიყვანეს მიწათმზომელები, რომელიც იყო უფასო. მათ აღნიშნული ბაღები აზომეს სპეციალური დანადგარით. მათ აღნიშნეს, რომ კ--ა ბ------–---–ს სანიშნები ნამდვილად ჰქონდა გადმოწეული ნ----ა სო--–---–ის ნაკვეთში. აზომის დროს მათთან მივიდა ტ-------ნ გ-------ი, რომელმაც იკითხა თუ რას აკეთებდნენ, მათ უპასუხეს, რომ თ-- და მისი და აკეთებინებდნენ ნაკვეთის აზომვას. აღმოჩნდა, რომ ტ-------ნ გ-------ი იცნობდა თ--ს შობლებს და მათთანაც იყო ნამყოფი სახლში. ტ-------ნ გ-------მა განაცხადა, რომ კ--ა ბ------–---–ის ახლობელი იყო ისიც და რ-------–---–იც. ტ-------ნ გ-------მა შესთავაზა თ-- სო--–---–ს, რომ იგი წაჰყვებოდა ისეთ სტრუქტურაში, სადაც დაამტკიცებდა მის სიმართლეს და დაუდგებოდა გვერდში, ვინაიდან ისიც შეიყვანეს შეცდომაში. ტ-------ნ გ-------მა დაწერა ხელწერილი ნოტარიუსთან და აღიარა, რომ ტ-------ნი შეცდომაში შეიყვანა კ--ა ბ------–---–მა, რომელიც ნოტარიულად იქნა გაფორმებული, მეორე დღეს ეს ხელწერილი თ-- სო--–---–მა გადასცა ადვოკატს. თ-- სო--–---–მა ჩაატარებინა აზომვები. გადაზომვა მოხდა შ----ა რ-------–---–ის ბაღის თავიდან, აღმოჩნდა, რომ ბ------–---–ი მათ ნაკვეთში იყო შეჭრილი დაახლოვებით 2 მეტრით. ნაკვეთის აზომვას როცა ახდენდნენ კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის, იქ ნაკვეთში იმყოფებოდა კ--ა ბ------–---–იც. მას შესთავაზეს მონაწილეობის მიღება, რაზეც უარი განაცხადა. მიწის ნაკვეთის აზომვას ესწრებოდნენ თ-- და ნ----ა სო--–---–ები და ასევე გ------- ს----–---–ი. თ-- სო--–---–მა როდესაც ნახა, რომ კ--ა ბ------–---–ს სანიშნები ქონდა გადმოწეული, იგი მივიდა კ--ა ბ------–---–თან, მაგრამ ვერ ნახა, ამიტომ ტელეფონზე დაურე--. კ--ა ბ------–---–მა უთხრა მას, რომ შეიძლება რამე შეცდომა დაეშვათ ნაკვეთის აზომვისას და არსად არ ეჩივლა, ყველაფერს გაარკვევდნენ და მორიგდებოდნენ, რაც ვერ მოხერხდა.

 

3.15. მოწმე გ------- კუ------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასაქონლო ექსპერტად. შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს წ--------ს პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის 2016 წლის 9 თებერვლის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, ამის შემდეგ მოწმის მიერ მოხდა მიწის ნაკვეთზე გასვლა მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს ახალ დასახლებაში გამომძიებელ კ-----რ ჯ------–-–---–თან ერთად, გ------- კუ------ემ ქ. მცხეთაში მოახდინა 2-3 ობიექტში ამზომველებთან გასაუბრება და დაადგინა 1 კოლის ჩასმის საფასური, რაც შეადგენდა 50 ლარს. მან მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე მოახდინა ფოტო ილუსტრაციის გადაღება და მოკვლევა, მოახდინა კოლების დასმის ღირებულება, კვლევის შედეგად გამოიკვლია ერთი კოლის დასმა შეადგენდა 50 ლარს, ხოლო 2 წერტილი შეადგენდა 100 ლარს. ხოლო სათიბი ბალახის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე, შეადგენდა 110 ცალ ტუკს, შესაბამისად 1500 კვ.ზე, საორიენტაციოდ მოვიდოდა 16 ცალი ტუკი, რომლის 1 ცალი ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 4 ლარს, ხოლო 16 ცალი შეადგენდა 64 ლარს. შესაბამისად წერტილების განადგურებითა და მიწის ნაკვეთზე მოხვნით მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში შეადგინა 164 ლარი. ექსპერტმა გ------- კუ------ემ დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 7 მარტს გაცემული დასკვნის სისწორე.

3.16. 2015 წლის 26 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებული კ--ა ბ------–---–ის და ექსპერტების ვ------გ ტ----–---–ის და ბ---რ ჯ--–--------ს მონაწილეობით, დადგენილია, რომ კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს დევნილთა დასახლების ეკლესიის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებული კ--ა ბ------–---–ი ხელით მიუთითებს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მან 2015 წელს იყიდა. ნაკვეთის ტერიტორიაზე დაამონტაჟა და დაამაგრა ბოძები, რაც ნ----ა სო--–---–ის მიერ თვითნებურად იქნა მოხნული და მონგრეული, ასევე კ--ა ბ------–---–მა მიუთითა, რომ მისი მიწის ნაკვეთის გვერდით არის ნ----ა სო--–---–ის ნაკვეთი. აღნიშნული ასევე ასახულია ფოტოსურათებში და გადაღებულია ვიდეო ფირზე, რაც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.

3 .17. 2015 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით, რომლის დათვალიერებაშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები ვ----– შ--–---–---–- და ი----- მ-----–-–---–ი, დადგენილია, რომ კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს ახალ დასახლებაში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავად კ--ა ბ------–---–მა მიუთითა თავისი ნაკვეთის ადგილი და ასევე მისი ნაკვეთის მიმდებარე ნაკვეთები. აღნიშნული ასახული ფოტოსურათებით.

3.18. საჯარო რეესტრის ამონაწერის დადგენილია, რომ მისამართი: მცხეთა, სოფელი წ--------ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 5900.00 კვ.მ: საკადასტრო კოდი-ზონა მცხეთა 72,სექტორი წ--------ი 08, კვარტალი 20, ნაკვეთი 109; მესაკუთრეა კ--ა ბ------–---–ი (პ/ნ 0---------7), იპოთე-- ვალდებულება რეგისტრირებული არ არის.

3.19. 2016 წლის 25 მაისის მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა ნ----ა სო--–---–ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს ახალ დასახლებაში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს მდებარეობს საავტომობილო გზა, მიწის ნაკვეთის სამხრეთის მხარეს ნ----ა სო--–---–ის განმარტებით ესაზღვრება კ--ა ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა იყოს 5900 მ2. დათვალიერების მიმდინარეობისას დასავლეთის მხარეს არსებული გზის მხრიდან ე. წ. ,,რულეტკით’’, რომელიც არის 5 მეტრი სიგრძის გადაზომილ იქნა კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის სიგანე დასავლეთის მხრიდან, გადაზომილი იქნა 38 მეტრი და ნ----ა სო--–---–ის ხელის მინიშნებით მითითებულ იქნა აღნიშნული ადგილი და მოხდა ფოტოგადაღება. ნ----ა სო--–---–ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დასავლეთის მხარეს ნანახი იქნა მიწაში ჩარჭული რკინის ბოძი, მიწის ნაკვეთის დასავლეთის მხარეს გადმოზომილი 38 მეტრის ნიშნულიდან კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის მხარეს მოხნულია დაახლოებით 2 მეტრი სიგანის მიწა. ასევე გადამოზილი იქნა კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის სიგანე აღმოსავლეთის მხარეს მდებარე საავტომობილო გზის მხრიდან 39 მეტრი და 57 სმ, ნიშნული დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ გ------- ს----–---–ი, თ-- სო--–---–ი, ნ----ა სო--–---–ი და ალ-----------------ი. დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები.

 

3.20. სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად , მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის გამყოფი ზოლების ე.წ. ორი ცალი სპუტნიკის საშუალებით დასმული ზუსტი წერტილების განადგურებით მიყენებული მტერიალური ზარალი 2016 წლის 7 მარტის მდგომარეობით შეადგენს 100 ლარს.

 

ხოლო 1500 კვადრატული მეტრის მიწის ფართობზე, მიწის ნაკვეთის მოხვნით, მიყენებული მატერიალური ზარალი შეადგენს 64 ლარს.

 

3.21. 2017 წლის 27 ა-----–ის სანოტარო აქტის თანახმად, ტ-------ნ გ-------ის ახსნა განმარტებით, იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ს დევნილთა დასახლებაში, ნ----ა (გ---–--) სო--–---–ს იცნობს კარგად, რადგან მის მიმდებარედ აქვს მიწის ნაკვეთი, მასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, პირიქით ნაწყენია კ--ა ბ------–---–ზე, რადგან კ--ამ მისთვის გაუგებარ განცხადებაზე მის მაგივრად მოაწერა ხელი. ტ-------ნ გ-------ს ხელი არ მოუწერია, არც პოლიციას დაუკითხავს, პირიქით კ--ა ბ------–---–მა შესთავაზა ცრუ მოწმედ დადგომა, მან უარი უთხრა. იგი სასამართლოზე დაამტკიცებს. ახსნა განმარტებას ბოლოში ადასტურებს ტ-------ნ გ-------ი ხელმოწერით. ნოტარიურის მიერ დადასტურებულია დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერა, რომ ნამდვილად ტ-------ნ გ-------ს ეკუთვნის.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ბრალდებულ ნ----ა სო--–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ბრალდებულ ნ----ა სო--–---–ის თვითნებური მოქმედებით კ--ა ბ------–---–ისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიქტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლების განხორცილების დადგენილი წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავისად დაგულვებულ უფლებას. თავისად დაგულვებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ დადგნილი წესით. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. ზიანი არის თუ არა მნიშვნელოვანი, ეს არის სასამართლოს მიერ შესაფასებელი. ეს ქმედება მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე დანაშაულს არ წარმოადგენს.

 

4.3. დაცვის მხარემ სადაოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ დადგენილად მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ ნ----ა სო--–---–მა 2015 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, ტრაქტორით მოახვნევინა აგრო ბარათის საფუძველზე, როგორც მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე კ--ა ბ------–---–ის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელსაც იგი თავისად მიიჩნევდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩასმული იყო აზომვითი ნახაზის წარმომადგენლების მიერ მიწის ნაკვეთების გამყოფი რკინის ალმატურები, ნ----ა სო--–---–ი თავისად დაგულვებული უფლების შესაბამისად მაინც გადავიდა გამყოფი წერტილების იქით, კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთზე და ტრაქტორისტს მოახვნევინა ის ნაწილი, რასაც თავისად მიიჩნევდა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.

 

თავად ბრალდებულ ნ----ა სო--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ--ა ბ------–---–მა მის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი იყიდა მ----ბ კ--------ისაგან და დაარეგისტრირა, მაგრამ მიწის ნაკვეთების გამყოფი წერტილები არასწორად დაასმევინა ამზომველებს, რითაც შეიჭრა მის სარგებლობაში მყოფ ნაკვეთზე, ამიტომ მან ტრაქტორისტს მოახვნევინა მხოლოდ მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მიწის ის ნაწილიც, რაც უკანონოდ მიისაკუთრა კ--ა ბ------–---–მა. დაზარალებულ კ--ა ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან იყიდა 5900 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში, რომელშიც გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი და რომელიც კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა საკუთრებაში. შემდეგ, კ--ა ბ------–---–მა მიიყვანა ამზომველები, აზომვითი ნახაზის წარმომადგენლები, რომლებმაც ციფრული სატელიტური მოწყობილობით ჩუსვეს მიწის ნაკვეთების გამყოფი რკინის ალმატურები. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მიწის ნაკვეთი აქვს სარგებლობაში ნ----ა სო--–---–ს, რომელმაც 2015 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, ტრაქტორით მოახვნევინა როგორც მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე კ--ა ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რასაც ის თვითნებურად მიიჩნევდა, რომ მას ეკუთვნოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა უ–---ი ც------–---–მა და ტ-------ნ გ-------მა. მოწმე უ–---ი ც-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წელს, რიცხვი და თვე ზუსტად არ ახსოვს, კ--ა ბ------–---–მა იყიდა მიწის ნაკვეთი და მას სთხოვა ღობის გაკეთებაში დახმარება. მათ დაიწყეს მიწის ნაკვეთის შეღობვა. ამ დროს მათთან მივიდა ნ----ა სო--–---–ი და არ მისცა შეღობვის საშუალება. ის ეჩხუბებოდა კ--ა ბ------–---–ს, რომ არასწორად ჩასვა მიწების გამყოფი წერტილები და ამით მის მიწის ნაკვეთზე გადმოვიდა, ხოლო შემდეგ ნახა, რომ მოხნული იყო კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის რაღაც ნაწილი. მოწმე ტ-------ნ გ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აქვს ბოსელი. იგი ხმამაღალ ხმაზე მივიდა სადავო ამ მიწის ნაკვეთთან, სადაც ერთმანეთში კამათობდნენ ნ----ა სო--–---–ი და კ--ა ბ------–---–ი. მოწმე მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ნაკვეთზე დაობდნენ. მოწმემ უთხრა მათ, თუ რატომ ჩხუბობდნენ, წასულიყვნენ რეესტრში და ენახათ, ვისი რა იყო. მოწმემ აღნიშნა, რომ მან ნახა, როგორც ნ----ა სო--–---–ის მოხნული მიწის ნაკვეთი, ისე კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის რაღაც ნაწილი, რომელიც მოახვნევინა ნ----ა სო--–---–მა. ნ----ა სო--–---–ი თვლიდა, რომ ეს იყო მისი მიწის ნაკვეთი, რომელზეც გადმოიწია კ--ა ბ------–---–ი და არასწორად ჩაასო კოლები.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ კ--ა ბ------–---–მა იყიდა მიწის ნაკვეთი, დაირეგისტრირა კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრში და ამზომველების მიერ სატელიტური მოწყობილობით ჩასმული იქნა მომიჯნავე ნაკვეთთან გამყოფი წერტილები, რკინის ალმატურები. ნ----ა სო--–---–მა, რომელსაც არა აქვს დარეგისტრირებული მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, თვითნებურად, თავისად დაგულვებული უფლებით, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, კ--ა ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რაღაც ნაწილი განკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ უკანონოდ. ნ----ა სო--–---–ი თუ თვლიდა, რომ ამზომველების მიერ არასწორად იყო ჩასმული გამყოფი წერტილები და რომ კ--ა ბ------–---–მა ამით მიისაკუთრა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, მას უფლება ჰქონდა ედავა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და არა თვითნებურად მოეხდინა სადავო უფლების განხორცილება.

 

4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გააბათილა უტყუარად და სარწმუნოდ დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ნ----ა სო--–---–ის მოქმედებით არ მისდგომია მნიშვნელოვანი ზიანი კ--ა ბ------–---–ს და შესაბამისად, არც დანაშაული ჩაუდენია, რადგან ამ დანაშაულის კონსტრუქციული შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.6. ბრალდების ფორმულირების მიხედვით, ბრალდებულმა ნ----ა სო--–---–მა თავისი თვითნებური მოქმედებით კ--ა ბ------–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, ნ----ა სო--–---–მა დაიქირავა ტრაქტორი და კ--ა ბ------–---–ს დაუზიანა და გაუნადგურა მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი 02 ცალი ბოძი, ხოლო შემდეგ მოახვნევინა კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის ნაწილი 1500 მ2 ფართობი, სადაც ამ უკანასკნელს მოჰყავდა ბალახი. კ--ა ბ------–---–ს ამ ქმედებით მიადგა 164 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ბრალდების მხარე ბრალდებულ ნ----ა სო--–---–ის ბრალდების დადასტურებისას მნიშვნელოვანი ზიანის ნაწილში ძირითადად ეფუძნება დაზარალებულის ჩვენებას, მოწმეების არათანმიმდევრულ ჩვენებებს და ექსპერტის დასკვნას. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების ყველა მტკიცებულება მნიშვნელოვანი ზიანის დადასტურების ნაწილში ბრალდების ფორმულირების მიხედვით აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე და არა უტუარად დადგენილ გარემოებებზე, შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება ბრალდების ფორმულირების ფარგლებს და თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ნ----ა სო--–---–ის მიერ თავის მოქმედების შედეგად კ--ა ბ------–---–ისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი.

 

4.7. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების ფორმულირების მიხედვით არ არის დადგენილი, კონკრეტულად მიწის ნაკვეთის რომელ მონიშვნის წერტილებზეა საუბარი. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ბრალდების ამ ნაწილში არის ურთიერთსაწინააღმდეგო. კერძოდ, ბრალდებულ ნ----ა სო--–---–მა აჩვენა, რომ მას არ დაუზიანებია და არც გაუნადგურებია მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი 02 ცალი ბოძი. იმ დროს, როდესაც ტრაქტორი ხნავდა მიწის ნაკვეთს, გუთანი მოედო ერთ-ერთ ბოძს და დააზიანა, რა დროსაც მან ამ ბოძის მოტეხილი ნაწილი იქვე დააგდო, რაც შეეხება მეორე ბოძს, ამის შესახებ არაფერი არ იცის. ტრაქტორისტის, მოწმე ზ------ა ყ---–-–---–ის ჩვენებით, ნ----ა სო--–---–ის ნაკვეთსა და მეზობელ ნაკვეთს შორის იყო ჩასმული ორი ბოძი. ნ----ა სო--–---–მა მას უთხრა, რომ აღნიშნული ბოძები იყო ჩასმული იმიტომ, რომ მის ნაკვეთში იყო სხვისი ნაკვეთი გადმოწეული, მოწმეს ასევე ახსოვს, რომ ერთი ბოძი იყო ზემოთ, ერთი ერჭო ზედ, ერთ მეტრიანი ლითონის ბოძი, დასავლეთით მას სხვა ბოძი არ უნახავს, არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ ხნიერმა ქალბატონმა ლითონის ერთი ბოძი მოაძრო და იქვე მიაგდო. ამდენად, მოწმე ზ------ა ყ---–-–---–ის ჩვენებით. ნ----ა სო--–---–მა ერთი ბოძი ამოაძრო და იქვე მიაგდო, მაგრამ მოწმე მეორე ბოძზე მოწმე არაფერს ამბობს, აღნიშნული განმარტებით კი მოწმემ ფაქტიურად დაადასტურა ნ----ა სო--–---–ის მიერ ზემოაღნიშნული გარემოება, რომ მან ბოძის მოტეხილი ნაწილი ამოაძრო და იქვე დააგდო. 2016 წლის 25 მაისის მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა ნ----ა სო--–---–ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის სამხრეთის მხარეს ესაზღვრება კ--ა ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ნ----ა სო--–---–ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დასავლეთის მხარეს ნანახი იქნა მიწაში ჩარჭობილი რკინის ბოძი.

 

სასამართლოს პროცესზე კ--ა ბ------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით, ნ----ა სო--–---–მა ტრაქტორით მისი მიწის მოხვნის დროს დაუზიანა და გაუნადგურა მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი 02 ცალი ბოძი. მისი განმარტებით, როდესაც ის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მივიდა, აღმოაჩინა, რომ დაზიანებული იყო ერთი მონიშვნის წერტილი დასავლეთის მხრიდან ნ----ა სო--–---–ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ხოლო მეორე ისევ დასავლეთის მხარეს, მაგრამ სამხრეთით მდებარე შ----ა რ-------–---–ის მომიჯნავედ. მას კონკრეტულად არ დაუნახავს, თუ ვინ დაუზიანა მიწის ნაკვეთის მონიშვნის წერტილები, თუმცა, ვინაიდან კამათი მოუვიდა ნ----ა სო--–---–თან მიწის ნაკვეთების გამყოფ ზოლთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ივარაუდა, რომ მისი ბოძები დაზიანებული იქნებოდა ნ----ა სო--–---–ის მიერ. სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის კითხვაზე კ--ა ბ------–---–მა უპასუხა, რომ მიწის ნაკვეთის მონიშვნის მესამე წერტილიც არ დახვდა ადგილზე, თუმცა ამის შესახებ არაფერი უთქვამს გამომძიებლისთვის ჩვენების მიცემისას. დაზარალებულის ჩვენებით, მას საკუთარი თვალით არ უნახავს ნ----ა სო--–---–ის მხრიდან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მონიშვნის წერტილების დაზიანების ფაქტი, მაგრამ ივარაუდა, რომ ნ----ა სო--–---–ი დაუზიანებდა. მიწის ნაკვეთის ორი ცალი მონიშვნის წერტილის დაზიანება განადგურების ფაქტს კ--ა ბ------–---–ი ვერ ადასტურებს ასევე საგამოძიებო მოქმედების ვიდეო გადაღებისას, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო პროცესზე, ვერც ამ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ექსპერტებმა მიგვითითეს კონკრეტულ მონიშვნის წერტილებზე სასამართლოში ჩვენების მიცემისას და ვერც სასაქონლო ექსპერტიზით დასტურდება ორი მონიშვნის წერტილის განადგურების ფაქტი, ამ ნაწილში ექსპერტები დაეყრდნენ ზიანის გაანგარიშების ნაწილში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომ მას ორი მონიშვნის წერტილის ჩასმაში გადაახდევინეს 100 ლარი.

 

მოწმე ვ------გ ტ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს, დღის შუქზე, ბ--- ჯ--–--------სთან და კ--ა ბ------–---–თან ერთად მიიღო მონაწილეობა წ--------ს მინდვრებში მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში, თუმცა მიწის ფართობი რამდენი იყო მას არ ახსოვს. არ გადაუმოწმებიათ მოხნული მიწის ნაკვეთის ადგილი. მოწმე კ--ა ბ------–---–მა მიუთითა მიწის ნაკვეთზე, რომელიც იყო მოხნულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე ახდენდნენ ძირითადად ფოტოგრაფირებას. მოწმე კ--ა ბ------–---–მა ხელის გაშვერით მიუთითა კონკრეტულ წერტილზე, ბოძზე. მოწმეს არ ახსოვს, თუ რამდენი ბოძი იყო ჩასმული. თუმცა, მოწმეს ახსოვს, რომ ბოძი იყო ჩასმული როგორც ერთ მხარეს, გვერდით ნაკვეთზე, ისე მეორე მხრეს, თუმცა მეორე მხარეს კონკრეტულად სად იყო, მას არ ახსოვს. ბოძები არ დაუთვლიათ. მოწმის განმარტებით, მას დაზუსტებით არ ახსოვს, მაგრამ როგორც ახსოვს, ბოძები ზოგი იყო ხის, ზოგი ლითონის.

 

სასამართლო იზიარებს ნ----ა სო--–---–ის ჩვენებას, რომ მან დაზიანებული ბოძის ნაწილი ამოაძრო და იქვე მიწაზე დადო. ნ----ა სო--–---–ის ჩვენება დაზიანებულ ბოძთან დაკავშირებით უტყუარად არის დადასტურებული დაცვის მხარის მიერ ჩატარებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით, მიწის ნაკვეთის დასავლეთ მხარეს არის მიწაში ჩარჭობილი ნახევრად გადატეხილი ბოძი, რომლის დაზიანება მოხდა გაუფრთხილებლობით, ხოლო იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მეორე ბოძი განზრახ დააზიანა ნ----ა სო--–---–მა, ბრალდების მხარემ ამ ფაქტის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა ვერც ერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებული მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, რადგან იმ შემთხვევაშიც, თუკი რაიმე სახის ინტერესი ექნებოდა ნ----ა სო--–---–ს მონიშვნის წერტილების დაზიანების – დააზიანებდა ანდა გაანადგურებდა ნაკვეთების გამყოფ მონიშვნის წერტილებს და არა საპირისპირო მხარეს არსებულ მიწის ნაკვეთის მონიშვნის წერტილს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად ვერ დგინდება ის გარემოება, რომ ნ----ა სო--–---–მა განზრახ დააზიანა და გაანადგურა მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი 02 ცალი ბოძი, შესაბამისად ვერ დასტურდება კ--ა ბ------–---–ისათვის ამ ნაწილში 100 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

4.8. ასევე ვარაუდზეა აგებული ბრალდების ფორმულირების მიხედვით 64 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი. ბრალდების მხარე ამ ნაწილშიც ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, რომლის მიხედვით, მან თვალის ზომით ივარაუდა, რომ იყო 1500 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი მოხნული ნ----ა სო--–---–ის მიერ. დაცვის მხარემ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მათი მტკიცებით მოხნული იყო მხოლოდ კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთიდან 150 კვ. მეტრი. ბრალდების მხარემ ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ გააბათილა დაცვის მხარის ეს პოზიცია. რაც შეეხება, ექსპერტის დასკვნას ამ ნაწილში ზიანის დაანგარიშებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ექსპერტმა თავის დასკვნას საფუძვლად დაუდო გამოძიებით დადგენილად მიჩნეული ის გარემოება, რომ მოხნული იყო 1500 კვ.მეტრი. გამოძიებამ კი ამ გარემოებას თავის მხრივ ისე დაუდო საფუძვლად დაზარალებულის, კ--ა ბ------–---–ის მიერ თვალის ზომით ნავარაუდევი ინფორმაცია, რომ მოხნული მიწის ფართობი შეადგენდა დაახლოებით 1500 კვ.მეტრს, რომ არც კი გაუზომიათ კ--ა ბ------–---–ის მოხნული მიწის ნაკვეთი , იმის მიუხედავად, რომ გამოძიებამ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიღებს უტყუარ მტკიცებულებად ექსპერტის დასკვნას, რომლის მიხედვით, ნ----ა სო--–---–მა მოახვნევინა 1500 კვ,მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ბალახის მოსვლის შემთხვევაში კ--ა ბ------–---–ი აიღებდა 64 ლარს. დაცვის მხარის მოსაზრებით კი მოხნული იყო 150 კვ.მ , რაც შესაბამისად იგივე ესპერტის დასკვნის სამოტივაციო ნაწილის თანახმად, წამოადგენს დაახლოებით 6 ლარს.

 

4.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ ნ----ა სო--–---–მა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოხვნით, დაზარალებულს მიაყენა 64 ლარის ზიანი, ვინაიდან ბრალდების მხარემ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ გაზომა მოხნული მიწის ნაკვეთი, რაც საკუთრების უფლებით ეკუთვნის კ--ა ბ------–---–ს და არ დაადგინა უტყუარად ის გარემოება, თუ მიწის რა ფართი იქნა მოხნული. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს სავარაუდო გარემოების საფუძველზე ჩატარებულ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას.

 

4.10. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ კ--ა ბ------–---–ს საკუთრებაში აქვს 5900 კვ, მ. მიწის ფართი, რაშიც გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი და მას შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ ესარგელა მისი ნაკვეთის დანარჩენი ფართით მიზნობრივად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს არ განუცხადებია, რომ მან დანარჩენ მიწის ფართობზე არსებული ბალახი მოთიბა და გაყიდა, ნ----ა სო--–---–ის მიერ კ--ა ბ------–---–ის მიწის მოხვნით, მიწის მდგომარეობა არ გაუარესებულა, ხოლო, კ--ა ბ------–---–ს, მისივე განმარტებით, კარგი შემოსავალი აქვს და არ წარმოადგენს მატერიალურად გაჭირვებული ოჯახების კატეგორიას. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ----ა სო--–---–ის მოქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი არ განუცდია დაზარალებულს, კ--ა ბ------–---–ს.

 

4.11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ვერ დასტურდება უტყუარად ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნ----ა სო--–---–მა კ--ა ბ------–---–ს მიაყენა 164 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი 02 ცალი ბოძის განადგურებით, 100 ლარი და კ--ა ბ------–---–ის მიწის ნაკვეთის ნაწილის 1500 მ2 ფართობის მოხვნით, სადაც ამ უკანასკნელს მოჰყავდა ბალახი, 64 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მას არ მიუყენებია კ--ა ბ------–---–ისათვის მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული.

 

4.12. მითითებულ მტკიცებულებათა იურიდიული ძალის შეფასების დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დებულებას, საყოველთაოდ აღიარებული „in dubio pro reo“ პრინციპის გამოყენებით, რომელიც საეჭვო ხასიათის მტკიცებულებათა საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

4.13. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09 , 22/11/2016, §28) და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93).

 

4.14. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს ნ----ა სო--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე.

 

4.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნ----ა სო--–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ----ა სო--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

2. ნ----ა სო--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. ნ----ა სო--–---–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - 01 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი