განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
190100118002427320
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხ-----------------ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული: რ-–-------------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------–---–-------------------;;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ადვოკატი - ზ----------------–---–ი

 

თარჯიმანი - ს----–----------ა

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რ-–-------------ი 2002 წლიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა ლ--–-------------სთან, 2018 წლის 5 აპრილს დილის საათებში, ქ--–------------–------------–---–------------------------- საცხოვრებელ ბინაში, რ-–-------------მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო რომ ცუდ ხასიათზე იყო და არ სურდა მისი მეუღლე ლ--–------------- წასულიყო სამსახურში, ფიზიკურად იძალადა. კერძოდ, მან ლ--–-------------ს სამჯერ ჩაარტყა სკამი თავში, ასევე მოქაჩა თმა და გააგდო სახლიდან, ლ--–-------------მ რ-–-------------ის ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.1. რ-–-------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება; რეაგირების ოქმი, შემაკავებელი ორდერი N-----1, შემაკავებელი ორდერის ოქმი N-----1, ლ--–-------------ს ახსნა-განმარტება, მისი გამოკითხვის ოქმი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ---------–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, გ-------------–----ის გამოკითხვის ოქმი, რ-–-------------ის დაკავების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებული დაკავებულია 2018 წლის 05 აპრილს, 16:23 საათზე, ქ----------–------------------ში მდებარე რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

2.2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

2.3. მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, რომ იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ამით დაცვის მხარე ფაქტობრივად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს ისეთ სამართლებრივ მექანიზმს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია სადავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს ან უარყოს მტკიცებულებათა საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევის გარეშე.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აღნიშნული ნორმის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების სტაბილურობა და საყოველთაო სავალდებულოობის უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების აქტებს შორის წინააღმდეგობის პრევენცია, საპროცესო და ადამიანური რესურსების ეკონომია. პრეიუდიციას წარმოადგენს ფაქტი/გარემოება, რომელიც არ მოითხოვს დამატებით დამტკიცებას და არ ექვემდებარება გონივრულ დავას. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ. ამიტომ მხარე თვითონ განსაზღვრავს წაყენებული ბრალდების იმ ასპექტებს, რომელთა გარშემოც აპირებს საკუთარი პოზიციის ფორმირებას.

 

ამდენად, მხარეთა მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა უდაოდ გახდომის გამო, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მიიღებს იმ მოცემულობით, რაც წარმოდგენილი აქვს ბრალდების მხარეს და მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივად.

2.5. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი შეტყობინების მიხედვით 2018 წლის 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება ლ--–-------------ს ტელეფონის ნომრიდან 5---------, ზარის ინიციატორი იყო თავად ლ--–-------------, რომელიც ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო და პოლიციას ელოდებოდა თავისივე საცხოვრებელ კორპუსთან.

2.6. ლ--–------------- 2018 წლის 5 აპრილსვე გამოიკითხა გამომძიებლის მიერ და შედგა შესაბამისი გამოკითხვის ოქმი.

2.7. ლ--–------------- 2018 წლის 5 აპრილს წარდგენილ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საექსპერტო დაწესებულებაში და ჩატარდა გამოკვლევა.

2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #--------- სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ლ--–-------------ს გარეგანი დათვალიერებით სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით, ლ--–------------- უჩივის ტკივილს თავისა და კისრის არეში.

2.9. მოწმე ა----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ--------------------–-----------------–--------–-–---------------------–---ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. რ-–-------------ს და ლ--–-------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. შ--------------------–-----------------–--------–-–---------------------–---ში დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციიდან შესული შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ლ--–-------------ს განცხადებით მისი მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მორიგე ჯგუფის ერთი ეკიპაჟი გავიდა გამოძახების ადგილზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე მიმდინარეობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ლ--–------------- და მისი მეუღლე რ-–--------------ი გადაყვანილი იქნენ პოლიციის მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

მოწმის განმარტებით, თავად აწარმოებდა პირად საუბრებს ლ--–-------------სთან, ვინაიდან ტექნიკური საკითხები იყო გასარკვევი პროგრამაში მის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. დაარეგისტრირა, განუმარტა, რომ უკვე მიმდინარეობდა გამოძიება. ვინაიდან გვარი არაქართული იყო შესთავაზა თარჯიმანი, რაზედაც უთხრა, რომ ჩვეულებრივად საუბრობდა, წერდა და კითხულობდა ქართულად. განუმარტა, რომ უფლება ჰქონდა მეუღლის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება. ქალბატონი ლალე აღელვებული იყო, უსიამოვნო ინციდენტის გამო. ვიზუალურად მას დაზიანება არ ჰქონდა. გამოკითხვისას ლ--–-------------მ განმარტა, რომ მას მეუღლემ სკამი მოარტყა თავში. ლ--–-------------ს გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით საათნახევარი. ჩვენება წაიკითხა თავად ლ--–-------------მ, მოაწერა ხელი, შენიშვნა არ გამოუთქვამს. ლ--–-------------ს გამოკითხვის შემდეგ მოხდა მისი მეუღლის რ-–-------------ის დაკავება. ვინაიდან ახლოს არ ყოფილიყვნენ ლ--–------------- და მისი მეუღლე გამოკითხვისას, რ-–-------------ი ცალკე მოშორებით იქნა ოთახში შეყვანილი თანამშრომლის მიერ. რ-–-------------ი გადამოწმებული იქნა შსს სპეციალურ ბაზაში, დადგინდა, რომ ძალიან ხშირად კვეთდა იგი საქართველოს საზღვარს. ვინაიდან არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ბრალდებული შესაძლებელი იყო მიმალვოდა გამოძიებას, მოხდა მისი დაკავება. შედგა დაკავების ოქმი, რ-–-------------მა განმარტა, რომ ქართულ ენას არ ფლობდა და მოითხოვა თარჯიმანი. თარჯიმანი დაუყოვნებლივ მიიყვანეს მასთან. მან უარი განაცხადა ხელი მოეწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე, მხოლოდ უფასო სამედიცინო მომსახურების შეთავაზებაზე მოაწერა ხელი. მას ჰქონდა სიცხე, გაუკეთეს ანალგინის ნემსი. როდესაც აუხსნეს, რომ იყო დაკავებული და უნდა მომხდარიყო მისი გამოკითხვა განაცხადა რომ არ იყო თანახმა, რადგან არანაირი დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდა. ამ ყველაფერს ესწრებოდა თარჯიმანი. დაკავების თაობაზე სამი საათის ვადაში შეატყობინეს მის ახლო ნათესავს მასთან შეთანხმებით. როდესაც ბრალდებულის ნათესავებმა შეიტყვეს რ-–-------------ის დაკავების თაობაზე, რამდენიმე წუთში მივიდნენ განყოფილებაში. მათ თან ახლდათ განმცხადებელი ლ--–-------------, რომელიც იყო ანერვიულებული. ა----------–--ესთან საუბარში ლ--–-------------მ განაცხადა, რომ არ ეგონა თუ ასე სერიოზულად მიმდინარეობდა პროცესი და მის ქმარს დააკავებდნენ. ამბობდა, რომ არ სურდა მისი ქმრის დაკავება და იქნებ როგორმე ეპატიებინათ. გამოკითხვისას შეიტყო, რომ ბავშვებიც შესწრებიან წარსულში ასეთ ფაქტს, გაჩნდა აუცილებლობა ბავშვების გამოკითხვის. ა----------–--ემ ლ--–-------------ს ჩააბარა უწყება რათა თავისი შვილები წარმოედგინა განყოფილებაში გამოსაკითხად თუ თანახმა იქნებოდა. მანვე დადგენილებით დანიშნა არასრუწლოვანისთვის საპროცესო წარმომადგენელი. ლ--–-------------მ იმ მიზეზით, რომ მის მეუღლეს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, ბავშვები განყოფილებაში არ მიიყვანა.

 

2.10. დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ნ---------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შ--------------------–-----------------–--------–-–---------------------–---ში. პოლიციის მ--- განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქ-----------–------------–---–-------------ში მცხოვრებ ლ--–-------------ს მისმა მეუღლემ რ-–-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ---------–--–---–ი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც თ--------–---–--------- კორპუსთან ლ--–-------------ს ესაუბრებოდა. მათ მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ მის მიერ ლ--–------------- გადაყვანილი იქნა პოლიციის მ--- განყოფილებაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით. ასევე როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაასრულა შემაკავებელი ორდერის გამოცემა რ-–-------------ი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ქ-ნ ლ--–--------------სთან მიმდინარეობდა გამოკითხვის პროცესი, ნ. ტ---–--–---–ი რ-–-------------თან აწარმოებდა საუბარს მისი პიროვნების უკეთ დადგენის მიზნით. ამის ფარგლებში გადაამოწმა რ-–-------------ი საქართველოს შსს სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მას საქართველოს საზღვარზე აქვს ხშირი კვეთა. რ. მ--------ი საუბრობდა ტელეფონზე ძალიან ბევრს. კონკრეტულად ვის ესაუბრებოდა არ იცის, თუმცა ესმოდა რომ აწყობდა სამომავლო გეგმებს თითქოსდა იგი პოლიციაში მისული იყო რამდენიმე წუთიან საქმეზე და მასზე არ უთითებდნენ ძალადობას, ვითომ არაფერიც არ ხდებოდა. მას შემდეგ რაც გამომძიებელმა ა----------–--ემ დაასრულა ლ--–-------------ს გამოკითხვა და რ-–--- მ--------ს შესთავაზა მასთანაც ჩატარებულიყო გამოკითხვა თავდაპირველად რ-–-------------მა განაცხადა, რომ ქართული არ იცოდა და ითხოვდა თარჯიმნის მომსახურებას, თუმცა იგი მანამდე ჩვეულებრივ საუბრობდა ქართულად. მას შემდეგ რაც თარჯიმანი მივიდა, მან უარი განაცხადა გამოკითხვაზე იმ მიზნით, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. დილით მას და მის მეუღლეს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი, რის შემდეგ მან თავისი ცოლი ძალით გამოაგდო სახლიდან, სხვა რაიმე მათ შორის არ მომხდარა, ხოლო ეს ყველაფერი მისი წარმოდგენით არ იყო დანაშაული და გამოკითხვისა და ოქმის შედგენაზე გამომძიებელს განუცხადა უარი. რ-–-------------ი არის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, მას ზუსტად უნდა სცოდნოდა თუ ცოლის მიმართ ჩადენილ ძალადობას რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი დაკავების თაობაზე, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლევან ფლიევის მიერ ბრალდებულს თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო დაკავების ოქმი და მისი უფლებები. თუმცა დაკავების ოქმის ხელმოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა და არ ჩაიბარა დაკავების ოქმის ასლი.

 

2.11. დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე გ-------------–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შ--------------–-------–-–------------------------------------–-------------------------–--ში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 05 აპრილს იყო მორიგე, რა დროსაც 13:13 საათზე 112-დან შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ-----------–-------------–---–--------------ში მცხოვრებ ლ--–-------------ს მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, გამოსული იყო სახლიდან და პოლიციას ელოდებოდა საცხოვრებელი ბინის კორპუსთან, ეზოში. გ. ჯ---–---ძე მაშინვე გავიდა გამოძახების ადგილას, სადაც დახვდა ქალბატონი ლ--–-------------, რომელიც იყო ანერვიულებული, ტიროდა და განმარტავდა, რომ ძალიან რცხვენოდა პოლიციის თანამშრომლების. მან განმარტა, რომ მეუღლემ - რ-–-------------მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვდა პოლიციის თანამშრომლების დახმარებას. ვინაიდან ლ--–-------------ს მიერ გადაცემული ინფორმაცია შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, გ. ჯ---–---ძემ შეტყობინება შემდგომი რეაგირების მიზნით გადასცა კრიმინალურ პოლიციას, ხოლო კრიმინალური პოლიციის მოსვლამდე ლ--–-------------ს განუმარტა შემაკავებელი ორდერის არსი. ამის შემდეგ ლ. ბაირამოვამ სთხოვა, რომ გამოეცათ შემაკავებელი ორდერი მისი მეუღლის მიმართ. ლ--–-------------მ თავისივე ხელით დაწერა ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ მისი მეუღლე სისტემურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უკვე 15 წელია, აღნიშნული დაადასტურა თავისივე ხელმოწერით. ამის შემდეგ გ-------------–----ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლის მიხედვით რ-–-------------ს ცოლთან, ლ--–-------------სთან აეკრძალა მიახლოება. შემაკავებელი ორდერი და მისი არსი განემარტა ასევე სახლში მყოფ რ-–-------------ს, თუმცა მან შემაკავებელ ორდერზე და არც ორდერის ოქმზე ხელი არ მოაწერა გაურკვეველი მიზეზით. მას ჯ---–---ძემ ჩაუტარა ალკოტესტით გამოკვლევა, თუმცა ნასვამობა არ დადგინდა.

 

2.12. პატრულ-ინსპექტორის გ-------------–----ის მიერ შედგენილი 2018 წლის 5 აპრილის N798491 შეტყობინების თანახმად ადგილზე მისვლისას ქ. რ-------–ი, თ--------–---–---------/32-ში მცხოვრებმა ლ--–-------------მ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ რ-–-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.13. 2018 წლის 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი N-----1, რომლის მიხედვით ლ--–-------------მ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ რ. მ--------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილი ჰქონდა ფქსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ლ--–-------------ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, მსხვერპლმა ითხოვა კანონით გათვალისწინებული დაცვა, რადგან მიაჩნდა, რომ მოძალადეს შეიძლება სერიოზული ზიანი მიეყენებინა ან მოეკლა იგი (იხ. შემაკავებელი ორდერი). შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მოძალადე მოშორებულ იქნა იმ სახლიდან სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

2.14. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ--–-------------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მისი მეუღლის რ-–-------------ის წინააღმდეგ.

 

2.15. ბრალდებულმა ისარგებლა მისი კანონისმიერი უფლებით და სასამართლოს ჩვენება არ მისცა.

 

2.16. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, რადგან დაზარალებულმა არ მისცა სასამართლოს ჩვენება, სხვა პირები რომლებიც შეიძლება შესწრებოდნენ ფაქტს არ არსებობენ, პოლიციელები, რომლებიც გამოძიების დროს გამოკითხა ბრალდების მხარემ არიან მხოლოდ ირიბი მოწმეები და მათი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალადობას რ-–-------------ის მხრიდან ლ--–-------------სადმი ადგილი არ ჰქონია, ბრალდებულს მისთვის მართლაც რომ დაერტყა სკამი, მას აუცილებლად ექნებოდა შესაბამისი დაზიანებები. ბრალდების მხარის მიერ არ არის ამოღებული დანაშულის იარაღი - სკამი.

 

2.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს საქმეში არ მოიპოვება არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა რ-–-------------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას და საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს.

 

2.18. მოწმეების ა----------–--ის, გ-------------–----ის, ნ---------–--–---–ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, ისინი საქმეში არსებულ სხვა შეთანხმებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, როგორიც არის ლ--–-------------ს შეტყობინება, მისი ახსნა-განმარტება მიცემული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისადმი, შემაკავებელი ორდერი, სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, ცალსახად ადგენენ რ-–-------------ის ბრალეულობას და ეჭვი არ აჭარბებს დასაშვებ - გონივრულ ზღვარს.

 

2.19. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პირები რომც განვიხილოთ ირიბ მოწმეებად, ეს მაინც არ ნიშნავს ამ პირთა ჩვენებების სრულ უგულებელყოფას, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და, ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“ (ასევე იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1ბ/122-18 23 მარტი, 2018 წელი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1/ბ710-17 21 თებერვალი, 2018 წელი).

 

2.20. მოწმეების გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის სანდობასთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს ისინი სადავოდ არ გაუხდია, არც დაზარალებულს უარყვია ამ ოქმების შინაარსის სისწორე. მან მხოლოდ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში არ მისცა მამხილებელი ჩვენება, რაც სასამართლოს არ ზღუდავს, შეაფასოს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, თითქოს დაზარალებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარი სასამართლოს მიერ უნდა განიმარტოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

2.21. დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას ასევე ისეთი მოვლენით, როგორიც არის ,,სტოკჰოლმის სინდრომი“, სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. ამ მექანიზმს აგრესორთან იდენტიფიკაცია ეწოდება და ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდება.

ამ სინდრომს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც აქვს – “მძევლის სინდრომი” და მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია. მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, მას სიყვარულის ილუზია უჩნდება. აღნიშნულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალი კავშირებს აბავს წარსულთან, ერთად გატარებულ წლებთან, საერთო შვილებთან და აქვს კვლავ მოლოდინი, რომ მისი მეუღლე შეიცვლის ქცევას.

2.22. მნიშვნელოვანია დაზარალებულის ქცევის შეფასება მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულების კუთხითაც, რის გამოც ხშირად დაზარალებულები, რომლებსაც ჰყავთ არასრუწლოვანი შვილები და არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი, ბავშვების გამოკვების მოტივით, იძულებულნი არიან თავი შესწირონ მსხვერპლად მოძალადეს, თქვან უარი ჩვენების მიცემაზე მის საწინააღმდეგოდ, რადგან ჰგონიათ, რომ მათი ჩვენების მიუცემლობა ხსნა იქნება ბრალდებულისთვის და ხშირ შემთხვევაში და იგი გათავისუფლდება, თავს დამნაშავედ გრძნობენ თუ რატომ მიმართეს ძალადობის ფაქტის დროს პოლიციას დასახმარებლად.

2.23. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში. ძალიან ხშირად მოძალადე ბრალდებულები დაზარალებულს ადანაშაულებენ და საყვედურობენ პოლიციისთვის მიმართვის გამო, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დაცვის მხარის ერთ-ერთი არგუმენტი ბრალდებულის გამართლების არის ისიც, რომ დაზარალებული დაისჯება, დაზარალდება, ბრალდებულისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით და პატიმრობის შეფარდებით, რადგან დარჩება ფინანსური დახმარების გარეშე (იხ. დაცვის დასკვნითი სიტყვა).

ზუსტად ანალოგიური შემთხვევაა რ-–-------------ის და ლ--–-------------ს შემთხვევაც, ლ--–-------------ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, იგი ხშირად ხდებოდა წარსულშიც ძალადობის ობიექტი, მათ შორის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვინაიდან მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი იძულებულია უარი თქვას ჩვენების მიცემაზე და ამით დაეხმაროს ისევ მოძალადეს თავი დააღწიოს მკაცრი პასუხისმგებლობის ზომას.

2.24. სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან დაზარალებულს არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანების ნიშნები და იგი არ აძლევს ჩვენებას განცდილი ფიზიკური ტკივილის შესახებ, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობა.

2.25. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს დაზარალებულის ფიზიკური დაზიანებების არსებობა, სწორედ ეს განასხვავებს მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა (მაგ: 117-ე, 118-ე და 120-ე) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებისგან. ფიზიკური ტკივილის განცდა ინდივიდუალური შეგრძნებაა და თითოეული ადამიანი მას აღიქვამს მისი ემოციების, მგრძნობელობის თუ ანატომიური აგებულების შესაბამისად. პირის მიმართ განხოციელებულმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში ან ცოტა ხნით შეუძლოდ ყოფნაში გამოიხატოს.

2.26. თუ ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე დარჩა დაზიანებები, ისინი უნდა შეფასდეს სიმძიმის ხარისხის ზოგადი წესების შესაბამისად. სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრის წესების თანახმად, თუ ძალადობის შედეგად, სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ რჩება, მაშინ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს დაზარალებულის ჩივილებს, მიუთითებს, რომ ობიექტური ნიშნები აღმოჩენილი არ არის და სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხს არ განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენა და ფიზიკური ტკივილის განცდის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

2.27. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ფიზიკური ტკივილის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ ლ--–-------------მ მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა როგორც პატრულ-ინსპექტორებთან, გამომძიებელთან, ისე სამედიცინო ექსპერტთან, რომელმაც შესაბამის დასკვნაში ასახა, რომ პაციენტი „შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს თავისა და კისრის მიდამოში“.

2.28. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

2.29. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

2.30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.31. დაზარალებულ ლ--–-------------ს პოზიციის მიუხედავად, 2018 წლის 5 აპრილს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმე პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლის ჩვენებების, შემაკავებელი ორდერის, ლ--–-------------ს შეტყობინებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ლ--–-------------ს მიმართ მეუღლის რ-–-------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის რეალურობა. სწორედ მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ და შექმნილმა სიტუაციამ აიძულა ლ--–------------- დახმარებისთვის დაერეკა 112-ში და ეთხოვა თავდაცვის მიზნით დახმარება.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

3.3. ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

3.4. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

3.5. სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

3.7. „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

3.8. ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

3.9. პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულის რ-–-------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სასჯელის სახით აწესებს ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

5.5. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.8. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

5.9. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი რ-–-------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

5.11. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს. ამასთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 43-ე მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული დანაშაულისთვის დგება მსხვერპლსა და შესაბამისი ძალადობის აქტების ჩამდენ პირს შორის არსებული ურთიერთკავშირის ხასიათის მიუხედავად.

 

5.12. ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მ--- მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

5.13. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.

 

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით რ-–-------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ რ-–-------------ის მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. რ-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ-–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით

 

2. რ-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. რ-–-------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 აპრილიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი