განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
200100116001573044
დავის ტიპი
160 1
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100116001573044

№ 1/296-16

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

27 ივნისი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორები - ქ----------–----ე და შ------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ-----–- ხ-----–---–ი

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი - ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2016 წლის ივლისის თვეში, ნ-----–- ხ-----–---–მა გატეხა თლავის რაიონის სოფელ ა-----აში მდებარე ნ-----–---- ხ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს კარის ბოქლომი და მფლობელია ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ნ-----–---- ხ-----–---–ის კუთვნილი სახლის ეზოსა და მარანში, რითაც დაარღვია ნ-----–---- ხ-----–---–ის ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულმა ნ-----–- ხ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე არასადავოდ გახადა მტკიცებულებები და განმარტა, რომ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.

3. დაზარალებულ ნ-----–---- ხ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი საკუთარი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ ა-----აში. სახლი ორსართულიანია, ეზოთი და ასევე დამატებითი შენობა-ნაგებობით. ნ-----–- ხ-----–---–ის სახლი მდებარეობს მისი სახლის მომიჯნავედ. დედის გარდაცვალების შემდეგ ნ-----–- ხ-----–---–ს სთხოვა 40 დღის განმავლობაში მის სახლში სანთელი აენთო. ნ-----–- ხ-----–---–ს ჰქონდა მისი სახლის გასაღები და შედიოდა სახლში. მემკვიდრეობის მიღების პერიოდში ნ-----–- ხ-----–---–თან მოუვიდა კომფლიქტი. მან აუკრძალა ნ-----–- ხ-----–---–ს სახლში შესვლა და საკეტიც შეცვალა. აღდგომის დღესასწაულზე, როდესაც ჩავიდა სოფელში, მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც ნ-----–- ხ-----–---–ის ოჯახს მოსთხოვა ნახაზი უძრავი ქონებასთან შესაბამისობაში მოეყვანა. ნ-----–- ხ-----–---–მა კი პირიქით გააკეთა, უკანონოდ შეაღწია მის საცხოვრებელ სახლის ეზოში, დაუნგრია დამხმარე ნაგებობა და მის ტერიტორიაზე თვითონ წამოიწყო მშენებლობა. ეს ამბავი გაიგო, ბიძაშვილისგან, გ------- ხ-----–---–ისგან, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ მის სახლს საკეტი ჰქონდა შეცვლილი. მან 112-ში დარეკა. ამის თაობაზე პოლიციაშიც განაცხადა. მას ნ-----–- ხ-----–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაახლოებით 5000 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.

4. მოწმის მ-------–-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნოტარიუსი. მან გასცა გარდაცვლილ ნ-----–- ხ-----–---–ის სამკვიდრო მოწმობა. მას მიმართა ნ-----–---- ხ-----–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ რწმუნებულების შედგენა უნდოდა ნ-----–---- კ------–--ეზე და ასევე მინდობილობები, რადგან მიეღო მამის კ----–-- ხ-----–---–ის ქონება. მან ჩამოუწერა დოკუმენტები რა იყო საჭირო სამკვიდროს მისაღებად. ვინაიდან, ექვს თვეში არ იყო მიმართული სამკვიდროს მიღებაზე, წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, ა-----ის გამგეობის წარმომადგენლის ო----- ხ-----–---–ის ცნობა, ქონების ნ-----–---- ხ-----–---–ის ფაქტობრივი ფლობის თაობაზე. ასევე ნ-----–---- ხ-----–---–ის დის ნოტარიალურად დამოწმებული უარი სამკვიდროს მიღებაზე. ასევე კ----–-- ხ-----–---–ის დის გარდაცვალების მოწმობა და ყველა სხვა დოკუმენტი, რაც იყო საჭირო სამკვიდრო მოწმობის გასაცემად. მან სამკვიდრო მოწმობა გასცა 2016 წლის 21 აპრილს. 2016 წლის მაისის თვეში ნ-----–---- ხ-----–---–მა დედის ქონების მემკვიდრეობის მიღებაზე მიმართა მას და წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია და მან გასცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ქონების მიღების უფლება აქვს, რაც გარდაცვლილებს ჰქონდათ საკუთრებაში. ორივე სამკვდრო მოწმობების გაცემის შემდეგ მას მიმართა მ-----– ხ-----–---–მა, რომელმაც ითხოვა გადაეცა მისთვის სამკვიდრო მოწმობის ასლები, რაზეც უარი განუცხადა, ვინაიდან, კანონით ეკრძალებოდა აღნიშნული.

5. მოწმის ი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ა-----აში. ნ-----–- ხ-----–---–ი და ნ-----–---- ხ-----–---–ი მისი მეზობლები არიან. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდათ. ნ-----–---- ხ-----–---–მა ნ-----–- ხ-----–---–ს სახლის გასაღებიც ანდო დედის გარდაცვალების შემდეგ. ნ-----–- ხ-----–---–ს და ნ-----–---- ხ-----–---–ს სახლის გაფორმების პროცესში წარმოეშვათ პრობლემა და ამ დროს დაეძაბათ ურთიერობა. 2016 წლის ივლისში, დ------ იგივე ნ-----–- მასთან მივიდა და უთხრა, რომ მისულები იყვნენ ამზომველები, კედელი უნდა აეზომათ, ვერ უკავშირდებოდა ნ-----–---- ხ-----–---–ს და უნდა შესულიყო მის სახლში. იგი გაყვა, კარები ღია იყო და შევიდნენ ეზოში. სხვა მეზობლებიც იყვნენ იქ. ნ-----–- ხ-----–---–მა მას უთხრა, რომ გასაღებით ვერ გააღო საკეტი, რაც ჩაუტყდა და ამიტომ შეცვალა საკეტი, გასაღები კი მას ჩააბარა, რადგან როცა დასჭირდებოდა ნ-----–---- ხ-----–---–ს მისთვის მიეცა. ამ დრომდე მას ნ-----–---- ხ-----–---–ის სახლის გასაღები არ შეუნახავს.

6. მისივე განმარტებით, აგვისტოში ჩავიდა ნ-----–---- ხ-----–---–ი, პოლიციელებთან ერთად და მას გააღებინეს კარები. მან არ იცის, იცოდა თუ არა ნ-----–---- ხ-----–---–მა, რომ მასთან ინახებოდა გასაღები.

7. მანვე განმარტა, რომ 10 წელია, რაც ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ა-----აში. ნ-----–---- ხ-----–---–ი რუსთავში ცხოვრობდა და სოფელ ა-----აში ხშირად ჩადიოდა. მისთვის ცნობილია, რომ ნ-----–- ხ-----–---–ი ნ-----–---- ხ-----–---–ის სახლკარს უვლიდა. შედიოდა მის სახლში.

8. მოწმის გ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------------------–----------------------------------–-----------------------ის ექსპერტის თანამდებობაზე. 2016 წლის 05 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო ნ-----–---- ხ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ ა-----აში, ეზო, ეზოში მდებარე სახლი და სახლის გვერდზე სათავსო - მარანი. დათვალიერებას ესწრებოდა ასევე ნ-----–---- ხ-----–---–ი. მან გადაიღო შემთხვევის ადგილის სურათები. შემთხვევის ადგილზე მარანში კარი იყო მოხსნილი და ამოშენებული იყო კედელი და კვეთავდა მარანს. როგორც ახსოვს ერთ ქვევრზე კედელი გადატარებული იყო. ეზოს შესასვლელი კარებიდან ამოიღეს ბოქლომი. მან ხელი მოაწერა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.

9. მოწმის ზ---------–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------------------–----------------------ის უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2016 წლის 07 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ა-----– ხ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ ა-----აში. მან გადაიღო ფოტოები, ეზოშიც და სახლის შიგნითაც. მარანში შეცვლისას კედელი ამონგრეული იყო და როდესაც გავიდნენ ამ ამონგრეულში, შიგნით კედელი იყო ამოშენებული. იგი გაეცნო და ხელი მოაწერა დათვალიერების ოქმს.

10. მოწმის ა-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–--------ის სპეციალისტის თანამდებობაზე. მან ნ-----–- ხ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის მოთხოვნის საფუძველზე გასცა საკომლო ჩანაწერების ასლები და ცნობა. ერთ-ერთი საკომლო ჩანაწერი გახდა სადავო, ვინაიდან, ფანქრით იყო მონაცემი ჩაწერილი. კერძოდ, ხ-----–---–ი კ----–-- ნიკოს ძე, ძმისშვილი - „დაბრუნდა“, 61-63 წლებში. რამდენად კანონიერია საკომლო ჩანაწერი ასეთ საკითხებზე პასუხისმგებელი არ არის.

11. მოწმის მ-----– კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ აქვს საამზომლო კომპანია და აკეთებს ნახაზებს. მის გვერდზე მისი კოლეგა მ--------–-–---–ის მუშაობს და მან სთხოვა თელავის რაიონის სოფელ ა-----აში დ------ (ნ-----–-) ხ-----–---–ის მიწის ნაკვეთის და სახლის ასაზომად წასულიყო. აზომვის პროცესში, მას დასჭირდა მეზობელი სახლის მხრიდან აზომვის წარმოება. მან უთხრა ნ. ხ-----–---–ს რომ საჭირო იყო იმ სახლში შესვლა. ნ.ხ-----–---–მა განუცხადა, რომ პრობლემა არ იყო და ნ-----–- ხ-----–---–მა იმ სახლის შესასვლელი ბოქლომი ჩაამტვრია, ამ გზით შევიდნენ სახლში. იგი ნახაზს ხელს არ აწერს, მან შავად შეადგინა ნახაზი და მ--------–-–---–ს გადასცა.

12. მანვე განმარტა, არ იცოდა, რომ მ-----– ხ-----–---–ი წინააღმდეგი იყო მის სახლში შესვლის თაობაზე.

13. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა სასამარტლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გ-----------–--ის, ა----------–-----ის, უ–---------–-----–---–ის, მ-----– ხ-----–---–ის, მ-----------–---–ის, ა-----– ხ-----–---–ის, კ--------------ის, გ------- ხ-----–---–ის, მ-–--------–---–ის, ო----- ხ-----–---–ის, ზ-----------–---–ის და ც-–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნ-----–---- ხ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, ა-----– ხ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმითა და საკომლო წიგნის დათვალიერების ოქმით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ ნ-----–- ხ-----–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.

15. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----–- ხ-----–---–მა ჩაიდინა ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხა მფლობელობის ხელშეუხებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

16. სასამართლოს ბრალდებულ ნ-----–- ხ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

17. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

18. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ნ-----–- ხ-----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

19. ბრალდებული ნ-----–- ხ-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

20. ნ-----–- ხ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

21. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

22. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური