გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
020210118002301872
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
08.05.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #0-0-1011800-30--72 (2/254-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.05.20-- წ. ქ. ზ--გდიდი

შესავალი ნაწილი

ზ---------------------–-------------–ო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ნ----------

მოპასუხე კ----------–---ა

მოპასუხე ლუ-------–----

წარმომადგენელი გუ-------------ია

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

გათავისუფლდეს ყადაღისაგან სსიპ აღ------–---------------–----------------------–-----------------ის სააღსრულებო ბიუროს 30.-------წ ნივთის აღწერისა დაყადაღების შესახებ აქტით (აღმასრულებელი ნი----–----------ა) დაყადაღებული შემდეგი ნივთები: 1) მაცივარი ,,S-------- ნაცრისფერი, ორგანყოფილებიანი (300 ლარი) 2) გაზქურა - 1 ცალი, თეთრი ფერის, ოთხკამფორიანი (ფასი 150 ლარი), 3) ტელევიზორი S---, ბრტყელი (ფასი 350 ლარი), 4) რბილი სამეული 1 კ--მპლექტი, ტყავით გადაკრული (ფასი 250 ლარი), მაგიდა ექვსი სკამით - 1 კ--მპლექტი, მაგიდა გადაკრულია მინით (ფასი 500 ლარი).

 

მოსარჩელის მტკიცებით დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა. მეუღლეს ამ ნივთებთან არაფერი აკავშირებს იგი კ--ნფლიქტის გამო ცალკე ცხოვრობს, ხოლო საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელზეც აღსრულება მიმდინარეობს მოსარჩელის და მისი 3 არასრულწლოვანი შვილისთვის აუცილებლად საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთებს წარმოადგენს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლუ-------–----მ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა რომ დაყადაღებული ნივთები მეუღლეთა თანასაკუთრებაა. თანხა მეუღლეებმა ერთობლიბლივად ისესხეს და საერთო მიზნებისთვის გამოიყენეს.

 

მოპასუხე კ----------–---ა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ცნობს სარჩელს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ აღ------–---------------–----------------------–-----------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ნი----–----------ამ 30.------- წ ზ------------------------ფ. ა---–-------––- შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერისა დაყადაღების შესახებ, რომლის საფუძველზე დაყადაღებულია მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) მაცივარი ,,S-------- ნაცრისფერი, ორგანყოფილებიანი (300 ლარი) 2) გაზქურა - 1 ცალი, თეთრი ფერის, ოთხკამფორიანი (ფასი 150 ლარი), 3) ტელევიზორი S---, ბრტყელი (ფასი 350 ლარი), 4) რბილი სამეული 1 კ--მპლექტი, ტყავით გადაკრული (ფასი 250 ლარი), მაგიდა ექვსი სკამით - 1 კ--მპლექტი, მაგიდა გადაკრულია მინით (ფასი 500 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი 30.------- წ

 

3.2. აღსრულების კრედიტორია ლუ-------–----, მოვალე - კ----------–---ა.

 

იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს კ----------–---ას მიმართ ლუ-------–----ს სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (2/6-----) საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი 30.------- წ

-დაუსწრებელი გადაწყვეტილება 28.01.2--- წ (2/6-----)

 

3.3. ნ---------- და კ----------–---ა ფაქტობრივად ცხოვრობენ ერთ მისამართზე, სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან. მათთან ერთად ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები და კ----------–---ას დედა - ლე--–-------–---ა.

 

დაყადაღების მომენტში სახლში იყო ლე--–-------–---ა. მისი განმარტებით, რომელიც წერილობით ასახულია ყადაღის აქტში, დაყადაღებული ნივთები სხვა პირის ბად---------–----ს საკუთრებაა.

 

კ----------–---ა რეგისტრირებულია ზ------------------------ფ. ა---–-------––-.

 

საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზ--მფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზ--მფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- -მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი 30.------- წ

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

- ქორწინების მოწმობა მნ #------

-დაბადების მოწმობა ნრ #0-----

-დაბადების მოწმობა #28---------

-დაბადების მოწმობა #01---------

 

3.4. ნ----------მ ვერ დაამტკიცა სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის მე-4, 10--ე და 103-ე მუხლების დანაწესებით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კ--ნსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ნ----------ს მიერ დაყადაღებულ ნივთებთან დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულებები ხელმოუწერელია. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში მათი შინაარსი გაუგებარია (გასავლის ზედდებული წარმოდგენილია უცხო ენაზე, თარგმანის გარეშე) და მათში არ ირის ისეთი ინფორმაცია, რაც სასამართლოს სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეუქმნის შინაგან რწმენას, რომ ნივთები მოსარჩელის კუთვნილებაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- -მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი 30.------- წ

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

-საბანკ-- კრედიტის ხელშეკრულება

-ცნობა დავალიანების შესახებ

-გასავლის ზედდებული

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებითა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე, 45-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის მე-4, 10--ე, 105-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 158-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება `სააღსრულებო წარმოებათა შესახებ~ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კ--დექსის 10--ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარუდგინონ მხარეებმა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოქავს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კ--დექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ მფლობელობა მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდს წარმოშობს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მფლობელის საკუთრების უფლების სასარგებლოდ მეტყველებს. ამ ვარაუდის გაქარწყლება შესაძლებელია, თუ წარმოდგენილ იქნება მტკიცებულება, რაც სხვა პირის საკუთრების უფლებას დაადასტურებს. ასეთი მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. ამ პირობებში მოპასუხე კ----------–---ას მიერ სარჩელის ცნობა და მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების აღიარება სასამართლოს აზრით ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 131-ე და 208-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობა სარჩელის დაკმაყოფილებისთვის, რადგან დავის საგანი განუყოფელია, ხოლო ერთ-ერთი მოპასუხე ლუ-------–---- არ ცნობს სარჩელს და არც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ აღიარებს. ამასთან, მართალია მოსარჩელე და მოპასუხე კ----------–---ა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად ფორმალურად ერთმანეთისთვის მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოადგენენ, მაგრამ სინამდვილეში საერთო ინტერესები გააჩნიათ და მოვალე მოპასუხის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესში მათი შეთანხმებული მოქმედებები ემსახურება მხოლოდ კ----------–---ას სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნების შესრულებისთვის თავის არიდებას. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას ხარჯები გადახდება მოსარჩელეს. შესაბამისად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი არ დაბრუნდება და დარჩება ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი. საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზ---------------------–-------------–ოს 13.0-.20-- წ განჩინებით შეჩერდა კ----------–---ას მიმართ ზ---------------------–-------------–ოს მიერ 0-.04.2--- წ გაცემული 2/6----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (კრედიტორი ლუ-------–----) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო წარმოება მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების 30.------- წ შედგენილ აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 1991-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 36--ე მუხლებით გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

3. გაუქმდეს ზ---------------------–-------------–ოს 13.0-.20-- წ განჩინებით გამოყენებული უძრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა კ----------–---ას მიმართ ზ---------------------–-------------–ოს მიერ 0-.04.2--- წ გაცემული 2/6----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (კრედიტორი ლუ-------–----) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---------------------–-------------–ოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ--გდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა