განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/418-18 (№076150318001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - იგარ ფე-----–---–-, გივი შე----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მი----- მო-------–-ს ძე ბა--------- - დაბადებული 1--- წლის 1-----–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- ნასამართლობის არმქონე, ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები: ვანი, სოფ ზე-----------
ადვოკატი - რო------- ხუ--–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი;
დისპოზიცია:
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:05 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ვა---------ში, სამტრედია-ლანჩხუთი - სუფსა-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, მი----- ბა---------მ, "მერსედეს ბენცის" მოდელის სახ. ნომრით V------ ავტომობილით ბათუმიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრაობისას, დააღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.3(გ), 34.3(ე) და ამავე კანონის 1.1 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, იქ, სადაც მონიშვნის 1.1 ხაზი ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს სამოძრაო ზოლის საზღვართან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომელზეც შესვლა აკრძალულია, განიზრახა თანმხვედრი მიმართულებით მის წინ, ასევე 1.1 პუნქტის დარღვევით მოძრავ, „ნისან პატფაინდერის" მოდელის სახ. ნომრით T----- ჯიპის ავტომობილზე გასწრება, რითაც შეუქმნა დაბრკოლება საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. 34.3 (გ), რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებდა შესვლას, საკმარის მანძილზე იქნებოდა თავისუფალი და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას მისცემდა. ანალოგიურად, არ იყო დარწმუნებული, რომ გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებდა ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას.
შედეგად, მი----- ბა---------მ "მერსედეს ბენცის" მოდელის სახ. ნომრით V------ ავტომობილით გი------ ჩა-------ს მართვის ქვეშ არსებულ „ნისან პატფაინდერის’’ მოდელის სახ. ნომრით T----- ჯიპის მოდელის ავტომობილზე, უწყვეტ ღერძულა ხაზზე გადაკვეთით გასწრების მომენტში, საპირისპირო მხრიდან მომავალ „სპრინტერის“ მოდელის მიკროავტობუსზე შეჯახების აცილებისა და თავისსავე სამოძრაო ზოლში ჩადგომის მიზნით, ავტომანქანა "მერსედეს ბენცის" საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ და მიეჯახა ავტომობილის წინა მარჯვენა კარით, კარის სახელურით და უკანა მარჯვენა კარებით თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ "ნისან პატფაინდერის" მოდელის სახ. ნომრით T----- ჯიპს წინა მარცხენა ფრთაზე და წინა მარცხენა კარებზე და გააგრძელა გზა, ხოლო ა/მანქანა "ნისან პატფაინდერი“, თავდაპირველად მდ. ხევისწყალის ხიდის მარჯვენა მხარეს არსებულ რკინის დამცავ კონსტრუქციას შეეჯახა, რომელიც შემდეგ მართვადაკარგული გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა გი------ პა-----ს მართვის ქვეშ მოძრავ, "ოპელის" მოდელის სახ. ნომრით S------ ავტომობილს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გი------ პა-----ს მგზავრები: თა----- პა------ ხატია პა----- და ცი–---- პა----- სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებების მიღების გამო საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა („მერსედეს ბენცის“ ავტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; გი------ ჩა-------ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; თეა ხა----ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; გი------ პა-----ს ალკოჰოლური კვლევის ექსპერტიზის დასკვნა; გი------ პა-----ს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ხატია პა-----ს გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; თა----- პა-----ს გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ცი–---- პა-----ს გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; მი----- ბა---------ს ალკოჰოლური კვლევის ექსპერტიზის დასკვნა; მი----- ბა---------ს ნარკოლოგიური კვლევის ექსპერტიზის დასკვნა; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; მოწმე გი------ პა-----ს გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ გი------ პა-----ს გამოკითხვის ოქმი;. მოწმე ჯვ--–--- ბა---------ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე ნო----- მი--–---–-ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე გი------ ჩა-------ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე მი----- ბა---------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმე მა----- გა-----–---ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე რე---- ლე----–---–-ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე თეა ხა----ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე ნა----–-- კე------–---ს გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ ფოტომასალა; შემთხვევის ადგილის ფოტომასალა) ერთობლიობა მი----- ბა---------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი----- ბა---------მ ჩაიდინა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მი----- ბა---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო მი----- ბა---------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მი----- ბა---------ს სასჯელის სახე და ზომა უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ამასთან, მასვე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას 3 (სამი) წლის ვადით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ავტომანქანა ,,ოპელი’’ S------, ,,მერსედეს ბენცი’’ V------ და ,,ნისან ატფაინდერი’’ T------ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მი----- ბა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
მასვე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას 3 (სამი) წლის ვადით.
მი----- ბა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. მსჯავრდებულ მი----- ბა---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ავტომანქანა ,,ოპელი’’ S------, ,,მერსედეს ბენცი’’ V------ და ,,ნისან ატფაინდერი’’ T------ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური