განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
190100118002246219
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1------

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გ------- ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - გ-----------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------–----------------------–------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 05 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. რ------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------ემ მეუღლეს - მ--------------ს ცხვირის არეში ჩაფხუტის ჩარტყმის და სახის არეში ხელის ორჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრო მ--------------ს არასრულწლოვანი შვილი - დ------------ი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის მ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ-----------------ე არის მისი მეუღლე, ჰყავთ საერთო ქალიშვილი წლის და სამი თვის. პირველი ქორწინებიდან ჰყავს 12 წლის ვაჟიშვილი. 2017 წლის 5 დეკემბერს მ-------------- და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სამსახურში. მეუღლე სამუშაო დღის განმავლობაში სვამდა. საღამოს 9 საათზე გ-----------------ემ მეუღლეს სთხოვა ფული 50 თეთრი სასმელისთვის. მ--------------ს რჩებოდა დაახლოებით 5 ლარი და ეს თანხა კონკრეტული მიზნებისთვის ესაჭიროებოდა, მიუხედავად ამისა, რადგან იცოდა მეუღლის ხასიათი სიმთვრალეში, კამათი არ დაუწყია და გადასცა 5 ლარი. ამ დროს დ----ი თბილისის სკოლაში დადიოდა და მეორე დღეს თბილისში იყო წასასვლელი ბავშვის საბუთების წამოსაღებად. შეთანხმდენენ, რომ მეორე დღეს ფულს დაუბრუნებდა. გ------- წავიდა დასალევად. დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარზე გ. გ--------ე მობრუნდა სახლში. გააღო კარი დაზარალებულმა, შევიდა გ--------ე და დაიწყო მაშინვე შეურაცხყოფის მიყენება. მ-----ს უნდოდა დაემშვიდებინა და დასაძინებლად წასულიყო. ამ საუბარში გ-------მ მოიხსნა ჩაფხუტი და მ-----ს მოუქნია, ჩაფხუტი მოხვდა ცხვირში და გადავარდა უკან. უკან იდგა საწოლი, არ დაცემულა, მაგრამ მიეჯახა. შემდეგ შებრუნდა და ქმარს ჰკითხა თუ რატომ დაარტყა, რას შვრებოდა, დამშვიდებულიყო. გ------- აგრძელებდა გინებას და ეუბნებოდა, რომ უღალატა. მ----- ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მეუღლე. შეეცადა გარიდებოდა და გავიდა მეორე ოთახში, გ------- გაჰყვა და იქ დაუწყო სახეში ცემა. სახეზე ხელებს იფარებდა, რადგან არ უნდოდა დატყობოდა, სამსახურსი შეიძლება ამის გამო პრობლემები შექმნოდა. ამ დროს გამოვიდა უფროსი შვილი უმცროს ქალიშვილთან ერთად, ხელში ჰყავდა აყვანილი, დ----ი ძალიან შეშინებული იყო, უცბად დ----მა გააღო კარები და პატარა ბავშვთან ერთად გაიქცა. გ-------მ დაინახა რომ ბავში გაიქცა და გაეკიდა. თავადაც გაიქცა შეეშინდა გ------- არ დაწეოდა ბავშვს და მისთვისაც რამე არ დაეშავებინა. ისინი კიბით ჩადიოდნენ, თავად ლიფტით ჩავიდა. ჩასვლისას უცბად ვერ დაინახა ვერასდ ბავშვები, დ----ი მეზობელთან შესულა. გვერდით ცხოვრობდა მამაკაცი, რომლისთვისაც ბავშვს დახმარება უთხოვია. დაურეკეს პატრულს, სანამ პოლიცია მივიდოდა მ-----ც იქ შეიყვანეს. შემდეგ მოვიდა პოლიცია, და ავიდნენ სახლში. გ------- უკვე სახლსი იყო და დივანზე იჯდა, პოლიციელებიც უკვე სახლში იყვნენ და კითხავდნენ მას. პოლიციელებმა მას ჰკითხეს რა შეზღუდვა სურდა. მანამდე გ-------ს არ ჰქონია შეზღუდვა, რადგან აქამდე კონფლიქტი არ ჰქონდათ, არ სცემდა მეუღლეს და ბავშვებს. როდესაც სვამს არაადეკვატურია, შეუძლებელია მისი დამშვიდება. გ------- წაიყვანა პოლიციამ. თავად სურდა, იმ მომენტში, რომ მეუღლე სახლში არ ყოფილიყო, რადგან ბავშვები ისტერიკაში იყვნენ, პატარა ტიროდა. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ გ------- დააპატიმრეს.

მალევე იგი გათავისუფლდა, გასვლისთანავე დაეკონტაქტა, თითქოს პატიებას სთხოვდა, რომ მის წინაშე დამნაშავე იყო, მეტად აღარ დალევდა. დაზარალებულმა დაუჯერა, მაგრამ სიმართლე ვერ დაინახა. სიმთვრალეში ემუქრებოდა, რომ ,,იჯდებოდა“ და რომ გამოვიდოდა ციხიდან მას და მის ვაჟიშვილს რამეს მოსწევდა. ფხიზელს რომ ეკითხებოდა, რატომ ამბობდა ასე, პასუხობდა რომ ნასვამი იყო და არ მოესმინა მისთვის. როდესაც დალევდა ამბობდა, რომ ბავშვებს რაღაცას უზამდა და ამით დატანჯავდა. მ----- სთხოვდა დაეწერა თანხმობა ქალიშვილის გაყვანაზე, ციხეში რომ იყო, დაპირდა, მაგრამ სარგებლობს იმით, რომ მისი თანხმობის გარეშე ვერ შეძლებს ქალიშვილის გაყვანას. ისინი ყაზახეტის მოქალაქეები არიან, გ-------ს თხოვნით ჩამოვიდა საქართველოში, ფიქრობდა წასულიყო ისევ ყაზახეთში. ბოლო დროს გ-----------------ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა არაერთხელ, მაგრამ პატიობდა, მტკივნეული იყო, დადიოდა დალურჯებული და შესაძლებელი იყო სამსახურშიც ვერ წასულიყო. მეორე დღეს პატიებას სთხოვდა და ამბობდა, რომ მეტჯერ აღარ დალევდა. ფხიზელი ის კეთილი და მზრუნველია, მაგრამ ყოველდღე შიშით ელოდებოდა, რომ სახლში ნასვამი მივიდოდა და არ იცოდა რა მოხდებოდა იმ დღეს. პირველად რომ სცემა, სთხოვა გაეყვანა თავის ქვეყანაში, წავიდა კიდეც, მაგრამ მალევე დაბრუნდა რადგან გ-------მ ნოტარიულად დამოწმებული განცხადება დაწერა, რომ არასოდეს მიაყენებდა შეურაცხყოფას, მაგრამ მან სიტყვა არ შეასრულა, იყო შეურაცხყოფაც და ცემაც და მისი ბოლო საქციელის შემდეგ ფსიქოლოგიურად აღარ შეუძლია ბრალდებულთან ყოფნა. ეშინია ბავშვების გამო, ქალიშვილს მკურნალობს, რადგან ის ღამე იღვიძებს და ტირის უმიზეზოდ, დ----საც სულ ეშინია. ჯერ არ აპირებს თავის ქვეყანაში დაბრუნებას, რჩება აქ რადგან უკვე ცალკე ცხოვორბს, აქვს სამსახური, ბევრი ნაცნობი ჰყავს, რომელიც ეხმარება და ამ ეტაპზე ფინანსურადაც რთულია მისთვის გამგზავრება.

3.2 მოწმე დ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის მ--------------ს შვილი. იგი არის მოწმე იმისა, როგორ ესხმოდა გ-----------------ე დედამისს. დედა როდესაც მივიდა სახლში იქნებოდა საღამოს 8-9 საათი. დ----ს უთხრა, რომ გ. გ--------ე იყო ნასვამი თუ და ჩხუბს დაიწყებდა ქუჩაში გაქცეულიყო და მოეძებნა პოლიცია. ნახევარი საათის შემდეგ მივიდა გ-------. ეგრევე ძლიერად დაიწყო კარზე კაკუნი, დედამ გააღო კარი და გ------- შევიდა სახლში. შესვლისთანავე დედას დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება და მოპედის ჩაფხუტით დაუწყო ცემა, შემდეგ გაიყვანა სასტუმრო ოთახში. ამ დროს მას შეეშინდა, აიყვანა თავისი უმცროსი და დ---ა ხელში და გაიქცა სახლიდან. ჩავიდა კიბეზე, რადგან ლიფტით ჩასვლას აზრი არ ჰქონდა. მე-8 სართულზე ცხოვრობდნენ, როდესაც მე-6 სართულზე იყო გაიგო, რომ გ------- მისდევდა. უფრო სწრაფად ჩაირბინა კიბე. სახლიდან რომ გამოდიოდა უნდოდა პოლიციაში მისვლა, მაგრამ შორს იყო. ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე აივანზე დაინახა ბიჭი, მიირბინა მასთან და ტელეფონი სთხოვა. იმ ბიჭმა მისცა ტელეფონი და თან სახლში შესვლა შესთავაზა. მაშინვე დარეკა პოლიციაში და აცნობა დედაზე თავდასხმის შესახებ. ორი თუ სამი პოლიციის თანამშრომელი მივიდა მისამართზე, სადაც იმ წუთას იმყოფებოდა. როდესაც მათ კორპუსს მიუახლოვდნენ, ამ დროს დედაც გამოვიდა კორპუსიდან, და მათთან მივიდა. შემდეგ ყველანი პოლიციასთან ერთად ავიდნენ სახლში. გ-------ს პოლიციელები კითხვებს უსვამდნენ. 10 წუთის შემდეგ დედას გადასცეს საბუთები, როგორც მან იცის ოქმი იყო. 20 წუთის შემდეგ გ------- წაიყვანა პოლიციამ, დედამისი და თავისი დაც წაიყვანეს პოლიციაში, თავად სახლში დარჩა ღამის 2 საათამდე, სანამ დედა მივიდოდა სახლში. დ----ის განმარტებით გ-------ს მხრიდან დედის მიმართ ძალადობა არ იყო პირველი. სხვა დროსაც ჰქონია ასეთ ფაქტებს ადგილი.

3.3. მოწმე გ-------------------ის განმარტებით არ იცნობს გ-----------------ეს, დ------------ს და მ--------------ს. 2017 წლის 05 დეკემბერს აივანზე ეწოდა სიგარეტს, მასთან მივიდა ორი ბავშვი, მათ სურდათ საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება. ბავშვი შეშინებული იყო და ხელში თავისი და ჰყავდა აყვანილი. მან ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა ბიჭმა, რომ მამა სცემდა დედას. გ-------------------მა დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ბავშვს უნდოდა დახმარება, იყო ოჯახური კონფლიქტი. პატრულის თანამშრომლები რომ მივიდნენ გ-------------------ი გაესაუბრა, უთხრა, რომ მამა სცემდა დედას. თავად არაფერი უნახავს. შემდეგ ბავშვმა თავად უთხრა პოლიციას რაც მოხდა. რაც შეეხება დაზარალებულ მ--------------ს, ბავშვებმა დედა რომ ნახეს, წაიყვანა სახლში. მ--------------სთვის მას არ შეუხედავს და არ იცის რაიმე დაზიანება ჰქონდა თუ არა მიყენებული, არც მ--------------ს არ უთქვამს მისთვის არაფერი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

3.4. მოწმე თ----------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქალაქ რუსთავის პოლიციის მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის პოზიციაზე. გ-----------------ეს და მ--------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2017 წლის 5 დეკემბერს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გამოკითხული იქნა დაზარალებული მ--------------, რომელმაც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. მ--------------მ ჩვენება მისცა რუსულ ენაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი თამილა კაფაროვა. თამილა კაფაროვა არის მათი სამმართველოს თარჯიმანი. შემდეგ მოხდა გ-----------------ის დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა. ასევე განახორციელა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მდებარე ქ--------------------------------ში, საიდანაც ამოღებული იქნა მოტოციკლის ჩაფხუტი და მ--------------ს მოწითალო ფერის ჟაკეტი. ქ-ნმა მ--------------მ დაკითხვაში დააფიქსირა, რომ მეუღლემ დაარტყა ჩაფხუტი ცხვირის არეში, რის გამოც წამოუვიდა სისხლი. არსებობდა ვარაუდი იმისა, რომ სისხლი ყოფილიყო მ--------------ს ტანსაცმელზე და ამიტომ მოახდინა მისი ამოღება. დაკითხვისას მ-------------- იყო აღელვებული, განიცდიდა ყველაფერს. ფიზიკურად ცხვირზე აღენიშნებოდა სიწითლე და შეშუპება ჩაფხუტის ჩარტყმის შედეგად. მ--------------ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტი იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, რადგან გ-----------------ემ მისი გერის დ------------ის თანდასწრებით იძალადა მ--------------ზე. დაზიანებასთან დაკავშირებით დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის პასუხში აღნიშნული იყო, რომ მ-------------- უჩიოდა თავის ტკივილს, სახეზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. სისხლის ლაქებზე დაინიშნა ექსპერტიზა და დადგინდა რომ მ--------------სგან აღებული სისხლი და ჟაკეტზე არსებული სისხლის ლაქები შეესაბამებოდა ერთმანეთს.

3.5. მოწმე ზ----------------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობს შსს რ---------------–-----------------–---------- განყოფილებაში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. გ-----------------ეს და მ--------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2017 წლის 05 დეკემბერს, საღამოს საათებში დაახლოებით 22:00 საათზე, შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებთ ქ-----------–-------------------------------ში, სადაც გამოცხადდა თანამშრომლებთან ერთად. როდესაც მივიდნენ დახვდნენ პატრულის თანამშრომლები და მოქალაქე გ-----------------ე. დადასტურდა, რომ გ-----------------ეს ჰქონდა კონფლიქტი თავის მეუღლესთან. იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში და აგრესიული მეუღლესთან მარინა ს-------სთან. როგორც გაირკვა გ. გ--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. მსგავს ფაქტებს სხვა დროსაც ჰქონია ადგილი. მეუღლემაც განმარტა, რომ გ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სახის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები. გაირკვა, რომ გ. გ--------ემ ცოლს ჩაარტყა მოტოციკლის ჩაფხუტი რამდენჯერმე. ადგილზე საპატრულო პოლიციამ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ გ-----------------ე გადაყვანილი იქნა რ---------------–-----------------–---------- განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი დაკავება 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. მისი დაკავება მოახდინა მესამე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა ნ-----–------------ემ. დაკავებაში მონაწილეობა მიიღო ზ----------------–---–მა, ნ-----–------------ემ და ლ--------–--ვმა.

3.6. მოწმე ლ--------–--ვის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს რ---------------–-----------------–---------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2017 წლის 5 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 10 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. გამოცხადდნენ გამოძახების ადგილზე, იქ მისულ პოლიციელებს ეცვათ პოლიციის ფორმა, თავადაც და სხვებსაც, ადგილზე მისვლისას დახვდათ მოქალქე გ-----------------ე, რომელიც აგრესიას გამოხატავდა მეუღლის მიმართ და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს სიმშვიდისკენ. ადგილზე იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. გაარკვიეს, რომ გ. გ--------ე იყო მოძალადე. შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს გ--------ის მეუღლე, რომელსაც სახის არეში ეტყობოდა დაზიანება. გაირკვა, რომ დაზიანება მიაყენა მას მეუღლემ - გ-----------------ემ ჩაფხუტის თავში ჩარტყმით. გ. გ--------ე გადაიყვანეს განყოფილებაში და დააკავეს ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაკავების ოქმი შეავსო ნ-----------ემ, მონაწილეობა მიიღეს ასევე ლ--------–--ვმა და ზ----------------–---–მა.

3.7. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე მოწმე ი-----–---------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. გ-----------------ეს და მ--------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2017 წლის 5 დეკემბერს საღამოს საათებში რადიოსადგურ 112-ზე შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. უშუალოდ ადგილზე მისვლისას, ქ-----------–---------------ში დახვდა ბრალდებული გ-----------------ე. გადაცემული იყო, რომ მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოლს და ბავშვს. ი-----–---------ე დარჩა ბრალდებულთან, ხოლო მისი მეწყვილე გავიდა ბრალდებულის ცოლის და ბავშვის მოსაძებნად, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდა გ. გ--------ის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. გ. გ--------ე იყო ნასვამი და ყველაფერი უარყო. ყველაზე მეტად იმით იყო უკმაყოფილო, რომ პატრულის თანამშრომლები მივიდნენ მისამართზე. მოქალაქე ს-------ს რომ დაუსვეს კითხვა რა მოხდა, მან განაცხადა რომ მისი მეუღლე - გ-----------------ე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რაც სისტემატიურად გრძელდებოდა. მას თავის და სახის არეში მიყენებული ჰქონდა დაზიანება. მ--------------მ განაცხადა, რომ ეს დაზიანებები მოპედის ჩაფხუტის ჩარტყმის შედეგად მიაყენა მეუღლემ. მოქალაქე ს-------სთან შეთანხმებით ადგილზე გაკეთდა შემაკავებელი ორდერი. შემდგომი რეაგირების მიზნით შეტყობინება გადაეცა კრიმინალურ პოლიციას.

 

3.8. გამოძიების დაწყების ბარათით დადგენილია (ფორმა N1 ს.ფ 1), რომ რ---------------–-----------------–---------- განყოფილებაში 05.12.2017 წელს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ 2017 წლის 05 დეკემბერს ქ-----------–-------------------- -ში გ-----------------ემ მის მეუღლეს-მ--------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

3.9. N2927168 შეტყობინების (ს.ფ 2) მიხედვით, 2017 წლის 05 დეკემბერს მოხდა ოჯახური ძალადობა. შეტყობინება განხორციელდა გ-------------------ის ტელეფონის ნომრიდან 5-------- ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

3.10. N2927233 შეტყობინების (ს.ფ 3) მიხედვით, 2017 წლის 05 დეკემბერს 22:27 საათზე ქ-----------–--------------------ში მცხოვრებმა მ--------------მ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, გ-----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

3.11. 2017 წლის 06 დეკემბერის სამედიცინო ექსპერტიზის N007149417 დასკვნის (ს.ფ 70-72) მიხედვით, მოქალაქე მ--------------ს 06.12.17 წ. ობიექტური შემოწმებით ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. გამოკვლევის მიხედვით მ--------------ს გამოკვლევა ჩატარდა 2017 წლის 6 დეკემბერს, უჩივის ტკივილს თავის მიდამოში თავისა და მტევნების მიდამოში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

3.12. 2017 წლის 15 დეკემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის N453/სბ დასკვნის მიხედვით, (ს.ფ140-145), მ--------------ს სისხლი მიეკუთვნება 0αβ/I/ ჯგუფს. მ--------------ს სპორტულ ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სიხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ/I/ ჯგუფს. მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე სისხლი არ აღმოჩნდა. მ--------------ს სისხლი და მ--------------ს ქურთუკზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0αβ/I/ ჯგუფს.

 

3.13. 2017 წლის 06 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, (ს.ფ 28-36) შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------–--------------------ში. აღნიშნულ კორპუსთან მიდის მოასფალტებული სავალი ნაწილი და შედის მე-3 კორპუსის მე-3 სადარბაზოში. ასფალტის კიბეების ავლით ადის მე-8 სართულზე, სადაც კიბეებიდან ხელმარჯვნივ შედის N60 ბინაში. ბინაში შესასვლელი კარი არის მოყავისფრო ფერის რკინის მასალისგან დამზადებული. ბინა არის 3 ოთახიანი. ბინაში შესასვლელიდან პირდაპირ მდებარეობს მისაღები ოთახი, რომელიც ერთი შეხედვით არეულია. ოთახში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ და ასევე მარჯვნივ კედელთან დგას საწოლები, რომელიც არის არეულ მდგომარეობაში. მასზე უსწორმასწოროდ ყრია საწოლის თეთრეული და ტანსაცმელები მარჯვენა მხარეს კედელთან მდგარ საწოლზე, არეულია გადასაფარებელი და გდია მოტოციკლის ჩაფხუტი აღნიშნულ საწოლთან. იატაკზე დევს დიდი ზომის ბალიში რომელზეც ალაგია თეთრი ხელჩანთა და შავი ლურჯ ფერებში გაწყობილი მოტოციკლის ჩაფხუტი. ოთახში შესასვლელი კარიდან პირდაპირ დგას კარადა, კარადაზე დგას ტელევიზორი და არეულად ალაგია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. მის ქვემოთ იატაკზე დევს ე.წ „ჭოჭიალა“. ოთახში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის სკამი, ზედ არეულად მიყრილი ტანსაცმლით, ხოლო მის გვერდით გაშლილია ე.წ „მანეჟი“. საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარეობს სამზარეულო ოთახი, სადაც განლაგებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი, ხოლო ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს კორიდორი და ორი საძინებელი ოთახი. სადაც აგრეთვე განთავსებულია საყოფაცხოვრებო ავეჯი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მსვლელობა დასურათებული იქნა, რომლის ფოტო მასალაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისაღები ოთახის იატაკიდან ამოღებული იქნა შავი, ლურჯ ფერებში მოტოციკლეტის ჩაფხუტი, რომელიც ექსპერტების მიერ დაილუქა, აღინიშნა თარიღი, საქმის ნომერი, გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

3.14. სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა გ-----------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ მ--------------მ და გ-----------------ემ ერთმანეთი გაიცნეს 2014 წელს ინტერნეტის მეშვეობით, გ. გ--------ე მასთან ჩავიდა ყაზახეთში. იქ ერთი თვე ჰქონდათ ურთიერთობა. 1 წელი უნდა ეცხოვრა და შემდეგ შეძლებდა მუშაობას, ერთი წელი იქ ვერ გაჩერდებოდა, რის გამოც ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოდან შესთავაზა ქორწინება, მ----- ჩამოვიდა, ოჯახის შექმნის მიზნით მისცეს მოქალაქეობა. შემდეგ მ--------------სთან შეეძინა ბავშვი. 2017 წლის 05 დეკემბერს დილის 09 საათზე მ--------------ს მისი ქალიშვილი - დ---ა გ--------ე გადმოუვარდა საწოლიდან. სახლში გ--------ეს მ-----სთვის არაფერი უთქვამს, სამსახურში მიდიოდნენ, ჩხუბი არ დაიწყო. სამსახურში მოუვიდა ს-------სთან სიტყვიერი კამათი, რადგან სისტემატიურად უვარდებოდა საწოლიდან მ-----ს ბავშვი. მ-----ს დეკრეტიდან გასვლის გამო დაეწყოთ მას და გ--------ეს კონფლიქტები ბავშვის გამო. მ----- დ----ს უტოვებდა ბავშვს, რაც არ მოსწონდა, რადგან დ----ი სათანადოდ ვერ უვლიდა ბავშვს, ამის გამო გადავიდა თავად მეორე ცვლაში სამსახურში. დილით თავად იტოვებდა ბავშვს, საღამოს მ-----. შეკამათება რომ მოუვიდათ, მ-----ს უხსნიდა, რომ დ----ი მარტო ტოვებდა ბავშვს და ძაღლი მიჰყავდა სასეირნოდ, რაც უნდა შეეწყვიტა. მ-----მ უთხრა, რომ თავად მას და დ----ს მობეზრდათ მისი შენიშვნები და თუ არ მოიშლიდა, დააჭერინებდა მას. ამით მორჩა საუბარი და მ----- წავიდა სახლში. დაახლოებით 10 საათზე დაასრულა სამუშაო, ცოტა ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული. სახლში რომ მივიდა მ-----ს ჰკითხა სად იყო ჯაჭვი, ძაღლი უნდა გაესეირნებინა. ძაღლს აქვს ჩვევა, რომ სანამ სასეირნოდ გაიყვანს დაუმორჩილებელი ხდება, იცის მიხტომა. ამ დროს ძაღლი ხან მას მიახტა, ხან მ-----ს. ამ დროს გამოვიდა დ----ი ბავშვთან ერთად და ძაღლი ახლა მას უნდა მიხტომოდა. ამ დროს ძაღლს ხელი ჰკრა და აარიდა ბავშვებს, ჩააბა ჯაჭვი. ამ დროს დ----ი დ---ასთან ერთად გაიქცა. გ--------ემ მეუღლეს უთხრა, რომ ზოგან იყო შუქი, ზოგან არა და ჩაყოლოდა ბავშვებს. მ-----მ მოიცვა და ჩავიდა. მე-9 სართულის ფანჯრიდან გადასძახა მ-----ს ნახა თუ არა ბავშვები. მალევე კარზე დააკაკუნა ორმა პოლიციელმა, შევიდნენ. მათ მიყვნენ სხვა პოლიციელები. ერთი იყო ფორმის გარეშე. დაემორჩილა მათ და ჰკითხა რა მიზნით იყვნენ მისულები. აგრესიული იყო ფორმის გარეშე მისული პირი, რომელიც მის სახლში შევიდა, დადიოდა, რაღაცას ეძებდა, მან ჰკითხა თუ რას ეძებდა. ძაღლი იყო საპირფარეშოში, აღებდნენ კარებს. გ--------ემ უთხრა, თუ რას აკეთებდნენ, ძაღლი ღრენდა და ვინმეს უკბენდა.

მ--------------მ მისი გათავისუფლების შემდეგ არაერთხელ დაწერა, რომ არ ჰქონდა პრეტენზია. ეჭვი აქვს, რომ მ-----ს განცხადებებს აყალბებდნენ. ამის თაობაზე პროკურატურას მისწერა. ასეთი გაყალბებულია მ--------------ს განცხადება, რომელიც მას პროკურორმა გადასცა პროცესზე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მოსაზრებას უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მისი ქმედება არ მოიცავდა მ--------------სადმი ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არათანმიმდევრულია და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ის გარემოება, რომ გ-----------------ემ მ--------------ზე იძალადა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც გამყარებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დ------------ის ჩვენებებით და სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით. შემთვევეის ადგილის დათვალიერების ოქმით.

ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ-----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს გ-----------------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 05 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. რ------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------ემ მეუღლეს - მ--------------ს ცხვირის არეში ჩაფხუტის ჩარტყმის და სახის არეში ხელის ორჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრო მ--------------ს არასრულწლოვანი შვილი - დ------------ი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტები პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩად---- დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩად---- მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულის გ-----------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩად---- თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩად---- შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი გ-----------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდ--- ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩად----ათვის კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ქმედების ჩად---- მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ გ-----------------ის მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - მ--------------ს სისხლის ნიმუში და ხელის ანაწმენდები განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჩაფხუტი და ნაჭრის ქურთუკი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩად----ათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

2. გ-----------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადებიდან;

 

3. გ-----------------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 06 დეკემბრის 02:25 საათიდან 2018 წლის 16 იანვრამდე ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში;

 

4. გ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - მ--------------ს სისხლის ნიმუში და ხელის ანაწმენდები განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჩაფხუტი და ნაჭრის ქურთუკი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი