განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-4---17
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გ------- ძინძიბაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - თეონა წოწკოლაური;
დაცვის მხარე: ბრალდებული - გ--------------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ;
ადვოკატი - ც------------–---–ი
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 4 ივლისს გ--------------ის მიმართ, მეუღლის - გ---–-------------ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ--------------ს აეკრძალა მსხვერპლთან ანუ გ---–--------------სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფება. აღნიშნულის მიუხედავად 2017 წლის 6 ივლისს გ--------------ი მივიდა ქ--–--------–--–----–----–----–----------------------------–---------ში, სადაც იმყოფებოდა გ---–--------------, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო 2017 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ გ--------------ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 1 დღით, ხოლო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზემოაღნიშნული ორდერის მოქმედების პერიოდში, 2017 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, კვლავ დაარღვია ორდერის მოთხოვნები და მივიდა გ---–-------------ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ--–-------------------------–---–---------ში, საიდანაც გაჰყვა ქალაქ რ-------–---------------------ზე მდებარე სადღეღამისო მაღაზია ,,ე-–-----------სთან.’’
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის გ---–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ--------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, ჰყავთ ორი საერთო შვილი. დაშორების შემდეგ მარტო ცხოვრობს ბავშვებთან ერთად. პირველად დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს დაშორდნენ 2 წლის წინ, ოჯახის დანგრევის მიზეზი იყო გ-------ს პათოლოგობა. გარკვეული დროის შემდეგ შერიგდნენ. დედამთილი ჩამოვიდა და გ. ო----ს ამპულები ჩაუდგა, ნემსები გაუკეთა, რომ ალკოჰოლური სასმელი აღარ დაელია. კონფლიქტი მოსდიოდათ და ხელითაც ეხებოდა ბრალდებული. პირველი შემაკავებელი ორდერი როდესაც გამოიცა მაშინ შერიგებულები იყვნენ და კონფლიქტი თოდრიას ქუჩაზე მოხდა. რამდენიმე დღეში გ--------------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები. გ---–-------------- იმყოფებოდა ქ-------–--–-----–------–----–--------ზე ნათესავთან, სადაც 7 ივლისს გ. ო----ი მივიდა ნასვამი და მასსა და დაზარალებულს შორის მოხდა კონფლიქტი. ამის გამო გ. ო----ი ერთი დღით დაკავებულიც კი იყო.
გ. ო----მა მეორედ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, იგი ღამის 3-4 საათზე შეიჭრა მის სახლში. იმ დროს გ---–-------------- და ბავშვები ქირით ცხოვრობდნენ მარჯანიშვილზე, ახალი გადასული იყო აღნიშნულ ბინაში. გ. ო----მა ზუსტად არ იცოდა მისამართი. როგორც შემდგომ გ. ო----ისგან გაიგო მეგობარმა დ-----------–--–---–მა დაინახა ერთხელ ფანჯრიდან და მან უთხრა მისამართი და მიიყვანა. იმ ღამეს ბავშვები გ--------------ის დედასთან იყვნენ ქ-----------–-------------ს ქუჩაზე. მან მოახერხა სახლიდან გასვლა და გზიდან დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას, გაიქცა, უკან მისდევდა ძალიან ნასვამი გ--------------ი. გ---–-------------- შევიდა მაღაზიაში და რომ გამოვიდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უკვე მაღაზია ე-–-----------სთან იყვნენ, გ-------ც იქვე იყო. გ. ო----მა მოყვა ის ფაქტი, რომ ღამის საათებში შეიჭრა დაზარალებულის სახლში. მანამდე იყო რამდენიმე შემაკავებელი ორდერი გ--------------ის მიმართ გამოცემული გ---–--------------სთნ კონფლიქტის გამო. გ.ო----ი როდესაც მიდიოდა დაზარალებულთან იყო ნასვამ მდგომარეობაში და თუ არ უღებდა კარს შეეძლო ხმამაღლა ყვირილი, მეზობლების შეწუხება, კარის დაზიანება, ხდებოდა კონფლიქტი და ამის თავიდან ასარიდებლად მიმართავდა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე. გ--------------ი ყოველთვის არღვევდა ორდერის პირობებს. დაზარალებული გ--------------ს ტელეფონზე მხოლოდ ბავშვების გამო უკავშირდებოდა. რამდენიმე დღის წინაც დაურეკა წამლები რომ ეყიდა, რადგან ბავშვები ავად იყვნენ და თავად ბოლომდე ვერ იყიდა. შემაკავებელი ორდერის პერიოდში არ უკავშირდებოდა. შემაკავებლის დარღვევის გამო დაკავების შემდეგ, როდესაც გამოვიდა ო----ი ახერხებდა იმას, რომ გარკვეული ხანი მათ სიახლოვეს არ მიკარებულიყო. გამომძიებელი აფრთხილებდა დაზარალებულს, რომ როგორც გ--------------ს ეკრძალებოდა სატელეფონო კომუნიკაცია, ისე თავად მას და თუ რაიმე გადაუდებელი არ იყო ბავშვებთან დაკავშირებით ეშუამდგომლა მესამე პირით. ერთხელ იყო ასეთი მსგავსი ფაქტი. 2017 წლის 26 ივლისს ვიდრე გ--------------ი მივიდოდა მასთან მასთან სატელეფონო კომუნიკაცია არ ჰქონია, არც სმს-ები გაუგზავნია. 5---------- არის გ---–-------------ის ნომერი. გ--------------ს დაზარალებული უკავშირდებოდა ნომერზე - 5-----------. გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე მოწმემ განაცხადა უარი.
3.2. მოწმე გ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მეხუთე სამმართველოს სამგორის მიმართულების მეოთხე ოცეულში, პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. გამოძახებაზე იმყოფებოდა და იქიდან იცნობს ბრალდებულს და დაზარალებულს. 2017 წლის ივლისში მუშაობდა ქალაქ რუსთავის საპატრულო პოლიციაში. 2017 წლის 26 ივლისს გამოცხადდა გამოძახებაზე დილის 5 საათზე მეგობრობის გამზირზე, „ე-–-----------სთან“. გამოძახება იყო მოქალაქე გ---–-------------ის 112-ში განახორციელა ზარი, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ -გ--------------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები. ადგილზე რომ მივიდნენ „ე-–-----------სთან“ დახვდათ ინიციატორი გ---–-------------- და მოქალაქე გ--------------ი. გ------------–---–მა გამოკითხა ორივე თუ რა ხდებოდა. გ---–--------------მ განაცხადა რომ მეუღლემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები. გ. გიგინეიშვილმა დაადგინა გ--------------ის მონაცემები, გადაამოწმა ბორტკომპიუტერში. შემდგომ შეადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, დაწერა შეტყობინება და გადასცა აღნიშნული საქმე კრიმინალურ პოლიციას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი ადგილზე ყოფნის დროს შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
3.3. მოწმე კ--------------ძემ განაცხადა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. გ--------------ს და გ---–--------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2017 წლის 27 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით დილის 5 საათზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზე გამოცხადდნენ ქ. რ-------–--------------ის გამზირზე სუპერმარკეტ „ე-–-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინიციატორის განცხადებით მისმა მეუღლემ გ--------------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები მეორედ. ადგილზე დახვდათ ქალბატონი გ---–--------------, რომელიც ძალიან აღელვებული იყო და განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი საათით ადრე მისი მეუღლე მივიდა მასთან სახლში მარჯანიშვილის ქუჩაზე, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები. გ---–--------------მ განმარტა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ადგილზე ასევე იყო გ--------------ი, რომელსაც იმ დროს გ---–-------------ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ვინაიდან იმ დროს არ იყო კონფლიქტი თანამშრომლებისთვის უპირატესი იყო ინიციატორი და მას გაესაუბრნენ, ო----ს განემარტა, რომ გადაცემული იქნებოდა შეტყობინება კრიმინალურ პოლიციაზე. გ.ო----ის მხრიდან ჩადენილ ქმედებაზე მნიშვნელოვანი რაიმე განმარტება არ ახსოვს. შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო 4 ივლისს, შემდეგ გადაამოწმეს ბაზაში, რომ ნამდვილად გამოცემული იყო აღნიშნული შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ გადასცეს შეტყობინება კრიმინალურ პოლიციას, რომლებიც ადგილზე იყვნენ. მეწყვილე იყო გ------------–---–ი.
3.4. მოწმე ნ-----–------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ----------------–--ის დეტექტივ-გამომძიებლად. გ--------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. შედგენილი აქვს სატელეფონო და ბინაზე გამოცხადების ოქმები. იგი ზარს ახორციელებდა თავისი ტელეფონის ნომრიდან- 5-----------. რომელ დღეს დარეკა არ ახსოვს. რა ტელეფონის ნომერზე უკავშირდებოდა გ. ო----ს არ ახსოვს. გ--------------ის დაკითხვის ოქმში ნახა ნომრები. საქმის გამომძიებელი თავად არ იყო, ეხმარებოდა მას, ვინაიდან არ ეცალა. ბინაზე გამოცხადდა აღკვეთის ღონისძიების განხილვის დღეს, 14:00 საათზე იყო აღკვეთი ჩანიშნული, გ--------------ი რომ არ გამოცხადდა ამიტომ შეადგინა ოქმები. ბინაზე მივიდა ქ-----------–-------------ს ქუჩა 1-----------ში, 9 სართულიანი კორპუსი იყო, მე-9 სართულზე. კარი არ ახსოვს როგორი იყო, კიბიდან ხელმარჯვნივ. გ--------------ის მეზობელმაც არ გააღო კარი, იმ სართულზე ერთი მეზობელი ჰყავს და ისიც არ იყო სახლში. ქვემოთ მეზობლებთან აღარ ჩასულა. ოქმი შეადგინა განყოფილებაში.
3.5. მოწმე თ--------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად. მუშაობს კრიმინალურ პოლიციაში, ხელმძღვანელობს ძებნის სამსახურს, სამძებრო საქმე ჰქონდა გ--------------ის მიმართ და აქედან იცნობს მას. გ---–--------------ს არ იცნობს. 2017 წლის აგვისტოში შევიდა სასამართლოს განჩინება ძებნის განხორციელების შესახებ და პროკურორის დადგენილება ძებნის გამოცხადების შესახებ. დაუყოვნებლივ შეიქმნა სამძებრო საქმე, ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება პიროვნების დადგენა-დაკავების მიზნით. 4 აგვისტოს გ--------------ი დაკავებული იქნა ქალაქ რ-------–------------------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილდებოდა, შეაჩერეს, უთხრეს, რომ იყო ძებნილი, დააკავეს და ჩაისვეს მანქანაში, წაიყვანეს სამმართველოში, სადაც შედგა შესაბამისი ოქმი. გადაყვანილი იქნა როგორც განჩინებაში იყო მითითებული დაუყოვნებლივ პენიტენციურ დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში.
3.6. გამოძიების დაწყების ბარათით ფორმა N1 დადგენილია, რომ (ს.ფ 1) 26.07.2017 წელს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ----------------–--აში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა გ--------------მა 2017 წლის 26 ივლისს დაარღვია 2017 წლის 3 ივლისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები და მივიდა ყოფილი მეუღლის, გ---–ა ო----ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ----------------------–---–------ში.
3.7. N1777513 შეტყობინების მიხედვით, (ს.ფ 2) 26.07.2017 წელს 05:45 საათზე გ---–--------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 26 ივლისს დაახლოებით 04:30 სთ-ზე ქ-----------------------–---–------ ში მისმა მეუღლემ, გ--------------მა, დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის დადგენილებით, (ს.ფ 11-14) გ--------------ი (პირადი ნომერი N----------- დაბადებული: 08.01.1----–--–----–----------------------------------------------------------) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 01 (ერთი) დღის ვადით. გ--------------ი მოთავსებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან-2017 წლის 06 ივლისის 18:00 საათიდან.
3.9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის დადგენილების მიხედვით, (ს.ფ 21-26) გ--------------ი (პირადი N-----------) ცნობილი იქნა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.
3.10. შემაკავებელი ორდერი N014859 დადგენილია, რომ (ს.ფ 29-30) ორდერი შედგენილია 2017 წლის 04 ივლისს 00:07 საათზე. ორდერის შედგენის საფუძველია გ---–-------------ის განცხადება, მეუღლის გ--------------ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. ძალადობის ფორმა არის ფსიქოლოგიური. შემთხვევა მოხდა ქ-----------–----------------------------ში, ძალადობის დროა 20:00 საათი, შეტყობინების დრო-23:39 საათი და შემთხვევის ადგილზე მისვლის დროა 23:39 საათი. საპატრულო პოლიციის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.
3.11. 2017 წლის 06 აგვისტოს ამოღების ოქმის მიხედვით (ს.ფ 104-107) ქ-----------------------------ში მდებარე პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე და ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგენაზე გ---–--------------მ განაცხადა თანხმობა. მოწმე გ---–-------------ისგან ამოღებული A4 თაბახის ზომის ფურცელი, რომლის ნახევარზე, განივ ნაწილზე კალმით შესრულებულია ქართული ნაწერი, კერძოდ განცხადების ნიმუში.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საბოლოო სიტყვის ეტაპზე ბრალდებულმა გ--------------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იგი გ---–ა ნამდვილად მივიდა გ---–--------------სთან სახლში, შემდეგ გაჰყვა მას მაღაზიასთან, მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არა იმ ზომის, რომ მას შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, ამიტომ იტხოვა სასამაღთლოს წინაშე მის მიმართ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ--------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს გ--------------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ 2017 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, გ--------------მა განმეორებით დაარღვია 2017 წლის 4 ივლისს 30 დღით გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და მივიდა გ---–-------------ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ--–-------------------------–---–---------ში, საიდანაც გაჰყვა ქალაქ რ-------–---------------------ზე მდებარე სადღეღამისო მაღაზია ,,ე-–-----------სთან.’’, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი, პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
აღნიშნული ნორმით დაცულ ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრებას ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ვალდებულებებს, მოთხოვნებს, რომელთა შეუსრულებლობა შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ამდენად, დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, ის ვისაც დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის ან ვალდებულების შესრულება ევალება. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს, სხვა სუბიექტურ ნიშნებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
სსკ-ის 111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის გ--------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გ--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 04 აგვისტოდან 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს განაჩენით დადგენილი ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 04 აგვისტოდან 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს განაჩენით დადგენილი ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ;
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი