განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
190100117002223524
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-655-17

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გ---რგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: მ-----–------ე;

პირადი ნომერი: №-----------;

დაბადებული:08.07.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: ქ--------------------------------------------------

 

ადვოკატი გ---რგი ბერიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

_ 2017 წლის 10 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქ--–------------–---------------------------- კორპუსის სადარბაზოში მ-----–------ემ, რომელიც შეწუხდა ბავშვების თამაშით გამოწვეული ხმაურისგან, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი და ყელში წაუჭირა ხელები წინასწარი შეცნობით 10 წლის ნ-----–-----–----–---–ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–-----–----–---–მა განაცხადა, რომ არის 10 წლის, დადის სკოლაში, მეხუთე კლასის მოსწავლეა, კარგად სწავლობს. შემთხვევის დღეს სახლში მივიდა, ისწავლა გაკვეთილები. საღამოს 19:00 საათზე დედას უთხრა, რომ ბავშვები თამაშობდნენ სადარბაზოში და თავადაც გავიდოდა. გავიდა, დაუძახა თავის მეგობარს ვ----ს და ჩავიდნენ მეექვსე სართულზე. სხვა ბავშვებიც იყვნენ, პატარები 5,6,7,8 წლის, ვ---- 9 წლისაა, თამაშობდნენ „დახუჭობანას“, ამ დროს ჩავიდა მ-----–------ე და უთხრა ბავშვებს თუ რატომ ხმაურობდნენ. ნ-----–----ს მ---მ დაუწყო ყვირილი თუ რატომ ხმაურობდა. ვ----ს გარდა ბავშვებს შეეშინდათ ყვირილზე და სახლში შევიდნენ. ვ---- არ გაქცეულა, რადგან ცოტა დიდია და მასთან ერთად დარჩა. ნ-----–----ი გაიქცა რაზეც მ---მ უთხრა რატომ გარბიხარო, მოდი ჩემთან ეგ უზრდელობააო, არ უნდა შეპასუხებოდა და ბოდიში უნდა მოეხადა. ნ-----–----მა შორიდან მოიხადა ბოდიში რადგან ეშინოდა. მ---მ ბავშვებს უთხრა, რომ ნ-----–----ი უზრდელი იყო, რაზეც უპასუხეს, რომ უზრდელი არ იყო. ბრალდებულმა უთხრა ნ-----–----ს ახლოს მისულიყო და ისე მოეხდა ბოდიში, არაფერს უზამდა. ნ-----–----ი მივიდა, მოუხადა ბოდიში და უცბად მ-----–------ემ წაუჭირა ყელში ორივე ხელი და შეანჯღრია. იქ იყო მისი მეგობარი ვ----, რომელიც მ---ს ეუბნებოდა ხელი გაეშვა. ხელი რომ გაუშვა შემდეგ ზურგში ჩაარტყა, ხელის ნაფხაჭნები ემჩნეოდა. დაიწყო ტირილი, რადგან ყელი და ბეჭები ეტკინა. გაიქცა სახლში და ნ-----–----მა დედას მოუყვა რაც მოხდა მეექვსე სართულზე, დედამ უთხრა სად ცხოვრობდა მ--- აეყვანა მასთან. ნ-----–----მა მ---ს დაუძახა, გამოვიდა და დედას სხვის სახლში ეპატიჟებოდა. ნ-----–----ის დედამ უთხრა მ---ს, რომ არ უნდოდა შეპატიჟება იქ ელაპარაკათ. ლაპარაკი რომ დაიწყეს ნ-----–----ი უკან მიტრიალდა და დაინახა, რომ მ---ს უკან ედო შავტარიანი დანა. ყელში ხელის მოჭერა რამდენ ხანს გაგრძელდა არ ახსოვს. ნ-----–----ის ტირილზე გამოვიდა იმ ბავშვის დედა, რომელიც სახლში ჩავიდა და ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც ბავშვმა უპასუხა, რომ მ--- ჩავიდა და ნ-----–----ს ყელში წაუჭირა. ეს ყველაფერი დაზარალებულმა პოლიციელს უთხრა. სხვა დროსაც ყოფილა შემთხვევა, რომ მ---ს ბავშვებისთვის შენიშვნა მიეცა ხმაურზე. ბავშვები „დაჭერობანას“ რომ თამაშობენ და დარბიან მ--- უყვირით, რომ იქ ნუ დარბიან. ამის გამო შეეშინდა ნ-----–----ს მ---სი და არ მიდიოდა ახლოს.

3.2. სასამართლო პროცესზე მოწმე თ--------------–--ემ განაცხადა, რომ დაზარალებული ნ-----–-----–----–---–ი არის მისი შვილი. მ-----–------ე მათი მეზობელია. 2017 წლის 10 ოქტომბერს თავისი შვილი საღამოს დაახლოებით, 07:00 საათზე გავიდა ბავშვებთან ერთად სათამაშოდ, სადაც სხვა ბავშვებიც თამაშობდნენ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ბავშვი მივიდა ნაცემი, ატირებული, სახეზე და ყელის არეში ხელის დარტყმის კვალი და ნაჩხაპნები ჰქონდა, ყურის ქვეშ ჩამოსმული ჰქონდა ფრჩხილები. ბავშვი რომ სახლიდან გავიდა ყელზე და სახეზე არაფერი ჰქონდა. თამარმა ჰკითხა შვილს რა სჭირდა, რაზეც უპასუხა, რომ მ---მ სცემა. მ--- მიდიოდა დაბლიდან მაღლა თავის სახლში. ბავშვები თამაშობდნენ დაჭერობანას, მ---მ უთხრა თუ რატომ ხმაურობდნენ რადგან მეზობლები წუხდებოდნენ. ბავშვებმა უთხრეს, რომ არ ხმაურობდნენ, თამაშობდნენ და „დასტუკება“ იწვევდა ხმაურს, რაზეც მ-----–------ემ უპასუხა, რომ ხმაურობდნენ და მათი ხმა მთელ ბინას ესმოდა. ამის შემდეგ მ-----–------ემ უთხრა ნ-----–----ს „მოდი აქ შე უზრდელო“ და ამის შემდეგ დაარტყა. ბავშვები სადარბაზოში თამაშობდნენ მე-6, მე-7 სართულზე. ეს სართულები ორი კიბით განსხვავდება. მე-6, მე-7 სართულის ბავშვები თამაშობდნენ. სამი ბავშვი რომ იყო ამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას. საბა და ვ---- იყვნენ იქ, ბოლოს ინციდენტს ვ---- შეესწრო. მ. ლ------ემ ჯერ ლოყაში დაარტყა ხელი მის შვილს, შემდეგ ერთი ხელი ყელში წაუჭირა, ვ-------მა უთხრა, ხელი გაეშვა, რადგან ცუდად იყო. საბას შეეშინდა და წავიდა სახლში. ბავშვმა უთხრა, რომ ყელში მ---მ წაუჭირა დაახლოებით ერთიდან სამ წუთამდე. „დახუჭობანას“ თამაშისას დათვლისას ვ-------ი იმავე სართულზე იმალებოდა. პერიმეტრი იყო დაახლოებით 3-4 მეტრი სიგრძეში. ვ-------ი იქვე იდგა და უყურებდა. ვ---- იმავე სართულზე ცხოვრობს. თ-------------–--ე არ შესწრებია და არ გაუგონია მის შვილს რომ შეეგინოს. მ-----–------ის მანქანის ფარები არ ჩაუმტვრევია თ-------------–--ის შვილს. ბავშვები რომლებიც თამაშობდნენ ეზოში, ამბობდნენ, რომ მ. ლ------ემ ნახა ჩამტვრეული ფარები და დააბრალა ბავშვებს, რომლებიც იმ დროს იყვნენ ეზოში. მათ შორის მისი შვილიც იყო. ფარების ჩამტვრევასთან დაკავშირებით მ--- მივიდა მასთან, რაზეც მოწმემ უთხრა, რომ მისი შვილის გარდა იქ სხვა ბავშვებიც თამაშობდნენ და ბავშვებმა თქვეს, რომ ნ-----–----ს მანქანის ფარები არ ჩაუმტვრევია. მასსა და მ---ს შორის კონფლიქტი არ ყოფილა, ეს იყო წელიწად ნახევრის წინ. საერთო საცხოვრებელი სტილის ბინაა და ბავშვები დარბიან დერეფნებში, მანამდე მე-9 სართულზე ნ---სთვის უთქვამს მ---ს რომ ნუ დარბოდნენ და ნუ ჩხუბობდნენ. რაც მოხდა ასეთი კონფლიქტი არ ჰქონიათ მ---ს და ნ---ს მანამდე.

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------- ქ------–---–მა განაცხადა, რომ თამაშის დროს ნ--- იხუჭებოდა, პირველმა დაასტუკა მუსამ, თვითონ იმალებოდა მერე გამოვიდა და ვერ დაასტუკა. ვ---- უფრო სწრაფად დარბის ვიდრე ნ--- (ნ-----–-----–----–---–ი). თამაშობდნენ ნ---, საბა, მ----, გ---. თავად არ უხმაურია, ბავშვები ამბობდნენ „დაგასტუკეს“. თამაშის დროს გაიარა მ-----–------ემ, რომელმაც უთხრა ბავშვებს, რომ ნუ ხმაურობთო. ნ---მ უთხრა, რომ პატარები იყვნენ და თამაში უნდოდათ. მ-----–------ე და ნ--- რომ ლაპარაკობდნენ იმ დროს გამოვიდა სამალავიდან ვ----. მ---მ ნ---ს უთხრა, რომ ბოდიში მოეხადა. ნ---მ მოიხადა ბოდიში, რაზეც მ---მ უთხრა, რომ ახლოს მისულიყო და ისე ეთქვა. მ---ს და ნ---ს საუბრის დროს არავის უტირია. სადაც თამაშობდნენ პირველად იმ სართულიდან საბა გავიდა. ნ--- სახლში ავიდა, მ---მ ბოდიში რომ მოახდევინა. მერე ნ---მ უთხრა წასულიყო ვ---- რადგან პოლიციელები იყვნენ მისული. წავიდნენ პოლიციელებთან და ავიდნენ მ-----–------ესთან. იქ ილაპარაკეს. ნ--- რას ესაუბრებოდა პოლიციას არ ახსოვს.

 

3.4. სასამართლო პროცესზე მოწმე ი---------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–---------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მ-----–------ეს და ნ-----–-----–----–---–ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. როდესაც შეტყობინება შევიდა განყოფილებაში, უფროსმა დააბარა ირინე ზურაბაშვილს, რომ მას აეღო შეტყობინება და განეხორციელებინა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობდა ნ-----–-----–----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სს საქმეზე მან გამოკითხა არასრულწლოვანი დაზარალებული ნ-----–-----–----–---–ი, ბრალდებული მ-----–------ე და მეზობლები. მ-----–------ის მიმართ დანიშნა ექსპერტიზები. დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება - კისრის (უკანა მხარეს) არეში ნაკაწრი, სიწითლე კონკრეტული ადგილი არ ახსოვს, ასევე სიწითლე აღენიშნებოდა ლოყაზე (არ ახსოვს რომელ ლოყაზე). ფრჩხილის ნიმუშის აღებით არ დადასტურდებოდა ბავშვის კისრის მიდამოში მიყენებული დაზიანება. დაზიანების ფორმიდან გამომდინარე არ ჩათვალეს საჭიროდ ფრჩხილის ნიმუშის აღება.

 

3.5. ფორმა N1 დადგენილია, რომ (ს.ფ 1) რ---------------–-----------------–---------- განყოფილებაში 10.10.2017 წელს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით. დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ-----------–----------------------------------ში მცხოვრებმა თ-------------–--ემ განაცხადა, რომ სადარბაზოში მის 10 წლის შვილს - ნ-----–-----–----–---–ს, მეზობელმა ვინმე მ-----–------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.6. N2449159 შეტყობინებით დადგენილია, (ს.ფ 2) რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს ქ-----------–----------------------------------ში მცხოვრებმა თ-------------–--ემ განაცხადა, რომ სადარბაზოში მის 10 წლის შვილს - ნ-----–-----–----–---–ს, მეზობელმა ვინმე მ-----–------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.7. N2449159 შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს 20:43 საათზე მოხდა კონფლიქტი მეზობლებს შორის ქ----------–---------------------ში. განმცხადებელი არის გ---რგი შაბიაშვილი.

 

3.8. 2017 წლის 18 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N006097717 დასკვნის მიხედვით, (ს.ფ 33-35) ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით ნ-----–-----–----–---–ის 10.10.17 წ. ამბულატორიულად დაუდგინდა: განაკაწრი კისრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა მისი მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო - ვერ დგინდება.

 

3.9. 2017 წლის 15 დეკემბრის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N007333117 დასკვნის მიხედვით, (ს.ფ 80-86) ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომელის გადაწყვეტა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა გამოსაკვლევი პირის-მ-----–------ის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური საექსპერტო გამოკვლევა, ს.ს.ი.პ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.

3.10. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდებული მ-----–------ე, რომელმაც ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას დაზარალებულისთვის ფიზკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ის როდესაც გავიდა სადარბაზოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად ბავშვები - დაზარალებული და სხვა ბავშვები თანაშობდნენ და ხმაურობდნენ. მან მოუწოდა ბავშვებს ნუ ხმაურობდნენ, სპეციალურად გვერდი აუარა და სხვა გზით წავიდა, თუმცა ბავშვებმა სიცილი დაიწყეს და სავარაუდოდ შეაგინეს, ცუდი სიტყვები თქვეს, ამის გამო მან დაზარალებულს დაუძახა მისულიყო მასთან ახლოს, რა დროსაც ბავშვები გაჩერდნენ. მერე კიდევ უთხრა უფრო ახლოს მისულიყო და ისე მოეხადა ბოდიში, რაზეც ნ-----–----მა დაიწყო ტირილი. ახლოს რომ მივიდა მას მხოლოდ მოხრილი თითით ჩაუკაკუნა თითი თავში, ფრჩხილებით დაზიანება ბავშვისთვის არ მიუყენებია, არც ყელში არ წაუჭერია ხელი. რაც გააკეთა იმას აღიარებს და ინანიებს სრულად.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მისი ქმედება დაზარალებულის მიმართ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თავში თითის ,,ჩაკაკუკენით და განმარტავს, რომ დაზარალებულის ნ-----–-----–----–---–ის დაკითხვა სასამართლოში განხორციელდა ფსიქოლოგის მ--- კ--------ს მონაწილეობით, დაკითხვამდე ფსიქოლოგის მიერ შემოწმდა არასრულწლოვანი ნ-----–-----–----–---–ის აღქმის, ინფორმაციის გადმოცემის, სიმართლის და ტყუილის გარჩევის, მოვლენათა დამახსოვრების უნარი და გამოირკვა, რომ ნ-----–----ი არჩევს მართალს და ტყუილს, მას ახსოვს კარგად წარსულში მომხდარი მოვლენები, არ აქვს აღქმის და მიღებული ინფორმაციის გადმოცემის პრობლემა და შესაბამისად არა არსებობს მის მიერ დაკიტხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის ეჭვისქვეშ დაყენების ალბათობა. გარდა ნ-----–-----–----–---–ის ჩვენებისა მ-----–------ის მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას ამყარებს ნ-----–-----–----–---–ისთვის მიყენებული დაზიანება, რომელიც დადასტურებულია ექსპერტიზის დაკსვნის მიერ, ასევე ნ-----–---- საბიაშვილის დედის თ-------------–--ის ჩვენება, რომლის მიხედვით ნ-----–----ს სახლში შესვლისას არენიშნებოდა ნაკაწრები და სიწითლეები კისრის მიდამოებში. დაზიანებების და სწითლეების არსებობას ადასტურებს ასევე გამომძიებელი ირინა ზურაბიშვილი, რომელმაც გამოკითხა დაზარალებული არასრულწლოვანი ნ-----–-----–----–---–ი.

ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ-----–------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს მ-----–------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქ--–------------–---------------------------- კორპუსის სადარბაზოში მ-----–------ემ, რომელიც შეწუხდა ბავშვების თამაშით გამოწვეული ხმაურისგან, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი და ყელში წაუჭირა ხელები წინასწარი შეცნობით 10 წლის ნ-----–-----–----–---–ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულ მ-----–------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ მ-----–------ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას, შესაბამისად მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 09 იანვრის პერიოდი) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

მ-----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდეს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 09 იანვრის პერიოდი) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. მ-----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი