განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/82-2018
№ 038150418002
ხ-–------ რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04. 06. 2018 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გოგიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ--–---- ე-–------ის ძე ნ------ე, დაბადებული 1--- წლის 0-------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–------ რაიონის სოფელ ნ--------ში.
ადვოკატი - იოსებ გაბარაევი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
მ--–---- ნ------ემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 22:00 საათზე, ხ-–------ რაიონის სოფელ ნ--------ში მისსავე საცხოვრებელ სახლში მ--–---- ნ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის, თ-------–-----ძის მიმართ. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ხელი წაუჭირა ყელში, რრამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. მ--–---- ნ------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა მ--–---- ნ------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ-------–-----ძის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: გ----------------ძის, თ------------------–ის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 18 აპრილის N0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია მ--–---- ნ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მ--–---- ნ------ემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ მ--–---- ნ------ეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ--–---- ნ------ემ ჩაიდინა- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ--–---- ნ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. არის ოჯახის, მცირეწლოვანი შვილების მარჩენალი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს
მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, ოთხი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაც მის მიტი მარჩენალი არ გააჩნიათ. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, შერიგდნენ და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.
5.3. ბრალდებულის პიროვნების და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–---- ნ------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგან დღეის მდგომარეობით მისი მხრიდან დანაშაულის რეციდივის საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი, ბრალდებული და დაზარალებული შერიგდნენ, მ--–---- ნ------ე გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენის გამო. ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაცია ეკონომიურად დააზარალებს მის მოჯახს. სასამართლო თვლის რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზანი მიღწეული იქნება ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც. თავისუფლებაში ყოფნა კი ხელს შეუწყობს მის რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–---- ნ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ--–---- ნ------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მ--–---- ნ------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 16 აპრილიდან, ამავე წლის 19 აპრილის ჩათვლით.
4. გაუქმდეს მ--–---- ნ------ის მიმართ ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს ხ-–------ რაიონული სამმართველოს წაღვლის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი