განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----15 (0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თე--------- დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- შე----–-ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ---- გე-----ს ძე მე------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2-----–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3---------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: სა---------ა, ჯ.თ-----ს ქუჩა №-- (დასწრების გარეშე)
ადვოკატი - ა---- ჯა---–--ე, ლე--- ზა------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა:
2015 წლის 06 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში კო------ს ქუჩა N--ში მდებარე ინდმეწარმე „გ--- თუ--------ს“ სასურსათო მაღაზიის წინ დაახლოებით 21:30 საათზე მივიდა კ---- მე------–---–ი, სადაც იმყოფებოდა გი------ გი-------ე. მან ეს უკანასკნელი გვერდით გაიხმო ვინაიდან მასზე წარსულში განაწყენებული იყო, შურისძიების მოტივით განზრახ ცივი იარაღით მიაყენა მრავლობითი დაზიანება კისრისა და გულ-მკერდის წინა უკანა მარჯვენა და მარცხენა არეში, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გი------ გი-------ე მიღებული მრავლობითი დაზიანებით რამდენიმე წუთში საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ნა----–-- კუ----–---–-ა აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს 2015 წლის 06 აგვისტოს გ-- გი-------ე მთვრალ მდგომარეობაში მასთან იყო მისული, რომელიც მასთან დიდხანს არ დარჩენილა და მისმა ძმისშვილმა წაიყვანა მანქანით. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაურეკა ს------ ჭა--------ამ მის გოგოს და უთხრა რომ „ელ---- მამაშენი ჩხუბში დაუჭრიათ და საავადმყოფოშიაო“ მაშინვე წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც გაიგეს, რომ გ-- გი-------ე უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც დაინტერესდნენ თუ რა მოხდა, ხალხისაგან გაიგო, რომ ვინც გ-- საავადმყოფოში მიიყვანა იმან თქვა რომ კ---- მე------–---–მა დაჭრაო, იქ იყვნენ ღამის 01 საათამდე, შემდეგ ქალიშვილთან ერთად პოლიციაში წავიდა სადაც დაკითხეს, მოწმე აღნიშნავს რომ ამ დროს სხვა მოწმეებსაც კითხავდნენ, მან მოისმინა მი-----–---–-ს ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ მაღაზიიდან გამოსვლისას დაინახა რომ მე------–---–ი დანას ურტყამდა გი-------ეს. ასევე, მოწმის განმარტებით პოლიციაში ერთ-ერთმა მოწმემ მკვლელიც ამოიცნო ფოტო-სურათით. კ---- მე------–---–სა და გარდაცვლილ გი------ გი-------ეს შორის როგორი ურთიერთობა იყო ზუსტად არ იცის, მაგრამ როგორც მისთვის ცნობილია კ---- მე------–---–მა ერთხელ მისი შვილი სცემა, აღნიშნული უთანხმოება გოგოს გამო უნდა მომხდარიყო, როგორც მას დ----- გი-------ემ უთხრა, კ---- მე------–---–ი გ-- გი-------ეს უნდა დაეჭრა და ალბათ ამის გამო ჰქონდა მისი მოკვლის ინტერესიო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ დაკრძალვიდან დაახლოებით ერთ თვეში ის შეხვდა ე------ მე-----–---–ს, აინტერესებდა რა მოხდა, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილიშვილი ლ----, ე------ მე-----–---–მა განუცხადა, რომ შემთხვევის დღეს აღნიშნავდნენ ბავშვის ჭიდაობაში წარმატებას, მათთან ერთად იმყოფებოდა გი-------ეც, როდესაც რამდენიმე წუთში მოვიდა კ----, გაიხმო გი-------ე, გადახვია ხელი და დაუწყო ხანჯლის მაგვარი დანის ცემა, ე------ მე-----–---–თან ერთად სვამდნენ ძნ--–--- და ბ-----, რომლის გვარიც არ ახსოვს. მისთვის ცნობილია, რომ ე------ მე-----–---–მა, ბ---- სო----- და სხვებმა ჩვენებები შეცვალეს, რომ თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა, რაც მისთვის ძალიან გასაოცარი და დაუჯერებელია. დაზარალებულის განმარტებით, მისი მაზლიშვილი ყველაფრის დამნახავი იყო, რადგანაც გი------ მან წაიყვანა მანქანით და მკვლელობის მომენტში ის თავისი მანქანით შემთხვევის ადგილზე უნდა ყოფილიყო. მან მკვლელი, რომ კ---- მე------–---–ია შეიტყო მე-----–---–ისაგან.
მოწმე ლ---- კა--–---–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მე-7 კლასის მოსწავლეა, მოკლული გი------ გი-------ე იყო მისი ბაბუა, რომლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო სა---------აში „ჯეო ჰოსპიტალში“ ყოფნის დროს. მოწმემ განმარტა, რომ სახლში საუბრის დროს გაიგო რომ ბაბუამისი მოკლული ჰყავდა კ---- მე------–---–ს, რის გამოც ის, მისი ბებია ნა----–-- კუ----–---–- შეხვდნენ ე------ მე-----–---–ს, რომელიც არის აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი და იცის როგორ მოკლეს გი------ გი-------ე. ისინი ე------ მე-----–---–ს შეხვდნენ საღამოს დაახლოებით 07 საათზე, ე------მა მათ განუცხადა, რომ იმ დროს იყო მაღაზიაში და აპირებდა ნესვის დაჭრას, როდესაც კ---- მე------–---–ი და გ-- გი--------ე გვერდზე გავიდნენ, უცებ კ---- მე------–---–მა ორჯერ დაარტყა დანა და გი-------ე წაიქცა, წაქცეულზე ბევრი ჭრილობა მიაყენა, როგორც ფილტვებში, ასევე ყელში. ჭრილობა ხანჯლის მაგვარი დანით მიაყენა და გაიქცაო. ე------მა უთხრა რომ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი რომ ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოასწრო. მოწმემ განმარტა რომ ე------ მე-----–---–ი იქნება ბაბუამისის ასაკის, დაბალი, ყავისფერი თმით, იცის რომ მას მაღაზია აქვს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიკლინიკის გვერდით, სწორედ ამ პოლიკლინიკის გვერდით განახორციელა კ---- მე------–---–მა ბაბუამისის მკვლელობა.
მოწმე გუ-–---- სტ-------ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი იმყოფებოდა ურეკში, როდესაც დაურეკა მისმა შვილმა და გ--ს (გი------ს) დაჭრის შესახებ აცნობა. ვიდრე საავადმყოფოში მივიდოდა იცოდა, რომ გ-- უკვე მკვდარი იყო, ამიტომ პირდაპირ პოლიციაში წავიდა. მან ხალხისგან გაიგო, რომ მისი მაზლი გ-- გი-------ე თითქოს მე------–---–ის მოკლულია, პირველად ამის შესახებ ნა----–--მ უთხრა, რომ გ-- იყო მაღაზიასთან, როდესაც მასთან მივიდა კ---- და დაჭრა იგი. ჭრილობები წვეტიანი დანით ქონდა მიყენებული. ასევე ხალხისგან შეიტყო, რომ თითქოს ადრე კ---- დაეჭრათ, რაც გ-- გი-------ეს ბრალდებოდა.
მოწმე სე-------- გი-------ემ აჩვენა, მან 06 აგვისტოს შეიტყო მისი ძმის დაჭრის ამბავი, როდესაც საავადმყოფოში მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო, მან შეიტყო რომ მისი ძმა მაღაზიასთან დაეჭრა კ---- მე------–---–ს. აღნიშნული მას შეატყობინა მისი ძმის პირველმა ცოლმა ნა----–-- კუ----–---–-ა. ასევე ხალხისაგან შეიტყო, რომ თითქოს ადრე კ---- ვიღაცას დაეჭრა და ეს დაჭრა მის ძმას ბრალდებოდა. კონკრეტულად როგორ მოკლეს მისი ძმა ზუსტად არ იცის, იცის ექიმისგან რომ მას 21 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აღნიშნული ინფორმაცია მომხდარის შესახებ იცის ხალხისაგან და გაზეთებიდან.
მოწმე ევ---- ჭა--------ამ აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს მან და გ-- გი-------ემ ცოტა სასმელი დალიეს, შემდეგ გ--მ თქვა მეტს ვეღარ დავლევო, ამ დროს შვილიშვილმაც დაურეკა და წავიდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაურეკა მისმა შვილმა ნ---- ჭა--------ამ, რომელიც მაშინ ურეკში იყო და აცნობა გ-- გი-------ის დაჭრა, ის და მისი მეუღლე წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც გ-- გი-------ე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მან გასვენებაში გაიგო რომ თითქოს გარდაცვლილის შვილი დაუჭრია მკვლელს ადრე. დღეის მდგომარეობით მან არაფერი არ იცის, იგი მკვლელს არ იცნობს, კონკრეტული ადამიანის ვინაობა, რომელიც იძახდა რომ „ კ----მ დაჭრა გი-------ე-ო “ არ იცის.
მოწმე სო------ ჭა--------ამ აჩვენა, რომ გარდაცვლილი გ-- გი-------ე იყო მისი დეიდას მაზლი. შემთხვევის დღეს 06 აგვისტოს ბავშვის ნათლობასთან დაკავშირებით მათთან სახლში იმყოფებოდა გ-- გი-------ე, მან და მამამისმა ერთი-ორი ჭიქა დალიეს შემდეგ კი მისმა დეიდაშვილმა წაიყვანა სახლში. 30-40 წუთის შემდეგ მას დაურეკა მისმა დამ და უთხრა რომ გ-- გი-------ე ვიღაცას დაეჭრა და საავადმყოფოში ყავდათ წაყვანილი. აღნიშნულის შემდეგ მისი მეუღლე და მშობლები წავიდნენ საავადმყოფოში, თვითონ კი გ-- გი-------ის შვილს მისწერა და აცნობა მამის მდგომარეობის შესახებ, რომ ის ცუდად იყო და იმყოფებოდა საავადმყოფოში. რამდენიმე წუთის შემდეგ დაურეკეს და შეატყობინეს, რომ გ-- გი-------ე გარდაიცვალა, მან მშობლებისაგან გაიგო, რომ გ-- გი-------ე კ---- მე------–---–ს მოუკლავს, ხოლო აღნიშნულზე მისმა მშობლებმა ხალხისაგან იცოდნენ.
მოწმე გ--- კო--–------–---–-ა აჩვენა, რომ იგი მუშაობს სა---------ის „ჯეო ჰოსპიტალში“ ექიმად 2015 წლის თებერვლიდან. აღნიშნულ დღეს იყო მორიგე, როდესაც სასწრაფოს ბრიგადამ მოიყვანა სიკვდილის წინა ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, აღნიშნული დაზიანებები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, მას მიყენებული ჰქონდა რამდენიმე ათეული ჭრილობა, მათ შორის ზურგის არეში, კიდურებზე. თუ ვინ დაჭრა დაზარალებული მისთვის უცნობია.
მოწმე ნ--- თუ--------მ აჩვენა, რომ მას ქ. სა---------აში აქვს პატარა მაღაზია, 2015 წლის 06 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 10 საათისთვის ჰყავდა კლიენტი ლე--- მი-----–---–- ბავშვთან ერთად, მას არც ხმაური და არც ვიზუალურად არაფერი დაუნახავს, მხოლოდ კარების გაღების დროს გაიგონა ხმაური და დაინახა შეგროვებული ხალხი, გარეთ გასულმა დაინახა ძირს მწოლიარე გასისხლიანებული კაცი. მოწმის განმარტებით შემთხვევამდე ცოტა ხნით მასთან მაღაზიაში იმყოფებოდნენ ე------ მე-----–---–ი და მასთან მყოფი ორი პიროვნება, რომელთა ვინაობაც არ იცის, მათ აიღეს ერთი ნესვი, არაყი და გაიტანეს იქვე პატარა მაგიდაზე, მან შენიშნა, რომ მკვლელობამდე მათ გი-------ე ელაპარაკებოდათ შორიდან. ამის შემდეგ, დაახლოებით 5-10 წუთში მოხდა ყველაფერი, მისი განმარტებით იგი კ---- მე------–---–ს არ იცნობს, მათ მაღაზიაში კონდენციონერი ჰქონდათ ჩართული და ამიტომ კარები მიხურული იყო და შესაბამისად ხმაური არ შემოდიოდა, აღნიშნულ ფაქტს ვერც ლე---ი ვერ დაინახავდა, რადგან ის კარებისკენ ზურგით იდგა და მას ესაუბრებოდა. ბიჭებმა, ვინც მისგან არაყი და ნესვი აიღეს თან დანაც გამოართვეს ნესვის დასაჭრელად, როცა გავიდა დანა მაგიდაზე იდო და არაყიც არ იყო დალეული. მან დაინახა თუ რატომ გადაკეტა ხალხმა ქუჩა და წაიყვანა დაჭრილი სასწრაფომ, თვითონ იგი საავადმყოფოში არ წასულა დარჩა და მაღაზიაში დაიწყო მილაგება.
მოწმე ვა------ ლო-------------მ აჩვენა, რომ იგი ექიმი თერაპევტია და მუშაობს ქ. სა---------აში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში. 2015 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით რვა საათისთვის, ისინი შეაჩერეს და თხოვეს დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა, მათ გააჩერეს ავტომობილი, გადმოვიდნენ და მივიდნენ დაჭრილთან, რომელიც არ იყო კონტაქტური, აღარც სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა. აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, როგორც გულ-მკერდის აგრეთვე ყელის არეში. დაჭრილი მიყვანილ იქნა საავადმყოფოში. გარდაცვლილი საშუალო ასაკის იქნებოდა, მას პირადად არ იცნობდა, დღეისთვის იცის, რომ იგი გი-------ე იყო გვარად. მოწმის განმარტებით მკვლელი ვინ არის არ იცის და არც არავის უთქვამს.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოში მოწმე გ----- სტ-------მ.
მოწმე მა----- ჭი---–---მ აჩვენა, რომ იგი მუშაობს სამტრედიის სასწრაფო დახმარების სამსახურში მედდად 10 წელის. 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობითაც მუშაობდა აღნიშნულ სამსახურში. ის არ იცნობს არც გარდაცვლილს და არც ბრალდებულს. 2015 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა გამოძახებაზე სოფელ ოფეთში და იქიდან გადაჰყავდა პაციენტი სა---------ის საავადმყოფოში. გზად, საავადმყოფოსთან მისვლამდე, ძალიან ახლოს დაახლოებით 100 მეტრში სასწრაფოს მანქანა გააჩერეს, გადაუდგნენ წინ და ითხოვეს დახმარება. ადგილზე იყო სავარაუდოდ გარდაცვლილი მამაკაცი. მათ აღნიშნული მამაკაცი სწრაფად შეიყვანეს მანქანაში და დაახლოებით 1 წუთში მიიყვანეს საავადმყოფოში. მოწმე მა----- ჭი---–--- არ იცნობს იმ ადამიანებს, ვინც ისინი გააჩერა. დაშავებული პირი ტრასასთან ახლოს იყო მწოლიარე მდგომარეობაში, იგი, არანაირად კონტაქტური არ იყო. ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში რადგან სჭირდებოდა სწრაფი რეაგირება, გაკეთდა ყველაფერი თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილს ჭრილობები უჩანდა რადგან პერანგი ეცვა, რომელიც იყო გახსნილი, სხვა რაიმე დამატებით მოწმეს არ ახსოვს. მან არ იცოდა თუ რა მოხდა და არც შემდგომ გაუგია აღნიშნულის შესახებ. იგი, სა---------ის პოლიციაში დაიკითხა და მისივე განმარტებით არანაირ ზეწოლას არ ქონია ადგილი. დანაშაულის შესახებ კი სხვა ინფორმაცია არ გააჩნია.
მოწმე ირ---–- მი-----–---–-ა აჩვენა, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით ათი საათისთვის ხმაურზე გამოვიდა ქუჩაში, სადაც შეხვდა თავის ძმას ლე--- მი-----–---–ს, რომელიც იმყოფებოდა 6 წლის საბასთან ერთად. მისმა ძმამ უთხრა, რომ იყო ჩხუბი, თუ ვის შორის იყო მისთვის არ უთქვამს. მან განმარტა, რომ მის მიმართ პოლიციის მხრიდან ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი. იგი არც კ---- მე------–---–ს და არც მოკლულ გ-- გი-------ეს არ იცნობს. გ-- გი-------ის გარდაცვალება შეიტყო ხალხისგან. მან აღნიშნა, რომ მისი ძმის დაკითხვის შემდეგ ყელის არეში ემჩნეოდა სიწითლე, როგორც ძმამ განუმარტა დაზიანება მიიღო პოლიციაში, ხოლო რა ჩვენება მისცა მისმა ძმამ მისთვის უცნობია.
მოწმე ე------ მე-----–---–მა აჩვენა, რომ 2015 წლის ზაფხულში, შემთხვევის დღეს ის მეგობრებთან ბ---- სო-----ა და პ----- ძნ--–---სთან ერთად აღნიშნავდნენ მისი შვილის წარმატებას თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. მათ მაღაზიის გამყიდველმა ნ--- თუ--------მ გამოუტანა ნესვი და არაყი, რომლის მოტანისთანავე მათთან მივიდა გარდაცვლილი გი------ გი-------ე, რომელსაც მიესალმნენ და მოიკითხეს, ცოტა ხნის შემდეგ გი-------ე მათგან წავიდა და იქვე შორიახლოს მდგომ ხალხს ესაუბრებოდა. დაახლოებით 5-10 წუთის გასვლის შემდეგ, შემოესმა შემზარავი ყვირილი, როდესაც გაიხედა დაინახა, რომ წვერებიან კაცს ხელი ჰქონდა მოხვეული გი-------ისათვის და ურტყამდა დანის მაგვარ საგანს. მან დაინახა, რომ წვერებიანმა კაცმა დანა სამჯერ დაარტყა გი-------ეს, გი-------ე წაიქცა, ხოლო წვერებიანი კაცი კი გაიქცა. დაჭრილი გი-------ე სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თვითონ დარჩა მათ საავადმყოფოში არ გაჰყოლია. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაში დაიკითხა, ჩვენებაც წაიკითხა და ხელიც მოაწერა, მაგრამ იგი არ ეთანხმება აღნიშნულ ჩვენებას, ის არ იცნობს არც კ---- მე------–---–ს და არც მამამისს, ხოლო აღნიშნულ ჩვენებას იმიტომ მოაწერა ხელი რომ ჰქონდა ინფორმაცია სხვა მოწმეთა ცემის შესახებ და თვითონაც გაუჩნდა ფსიქოლოგიურად შიში იმისა, რომ თუ ხელს არ მოაწერდა მასაც სცემდნენ. იგი ორჯერ დაიკითხა გამოძიებაში და მისი განმარტებით სწორია ის ჩვენება, რომელიც ადვოკატთან ერთად მისცა. რაც შეეხება ფოტოსურათებით ამოცნობას, წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ყველაზე უფრო მხარბეჭიანი პიროვნება შეესაბამებოდა მკვლელს, ის აშკარად გამორჩეული და გამოკვეთილი იყო სხვა პიროვნებებისაგან და მას ხელი ამიტომ დაადო. მოწმის განმარტებით ფოტოსურათით ამოცნობის დროს მან ვერ შეძლო დადასტურებულად გი-------ის მკვლელის ამოცნობა და ამ მომენტისათვის არ შეუძლია ამოიცნოს იგი. მოწმემ აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ იგი ესაუბრა გი------ გი-------ის მეუღლეს. მოწმემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მან ცემის შიშით დაადო ხელი აღნიშნულ პიროვნებას ფოტოსურათებით ამოცნობის დროს. აღნიშნულ ჩვენებას აძლევს თავის სურვილით და მასზე ზეწოლა ან მუქარა არავის არ მოუხდენია.
მოწმე ლე--- მი-----–---–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში იმყოფებოდა მაღაზიასთან. მისივე განმარტებით ის შესული იყო მაღაზიაში და ყიდულობდა „ქინდერის“ სათამაშოს ბავშვისთვის. ამ დროს გარეთ გაისმა ყვირილის და კივილის ხმა. ბავშვი შეშინდა და დაიწყო ტირილი. შეეცადა, რომ ბავშვი დაეწყნარებინა. ამ დამშვიდებაში მისივე გადმოცემით გავიდა დაახლოებით რამდენიმე წუთი, როდესაც გავიდა გარეთ დაინახა, რომ დაზარალებული შეჰყავდათ სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ხოლო ვის შეჰყავდა არ იცის. არც ის იცის ვინ იყო დაზარალებული და რა მოხდა. მაღაზიაში ყოფნისას არაფერი გაუგია. მისივე განმარტებით მისი მიზანი იყო წასულიყო და ბავშვი მიეყვანა სახლამდე, რადგან მეზობლის ბავშვი იყო, მიიყვანა სახლში, დააწყნარა და დაახლოებით 10 წუთში გამოვიდა, დაინახა რომ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და საუბრობდნენ ის არ დაინტერესებულა და არავისთვის უკითხავს რა მოხდა. საუბრობდნენ, რომ გი-------ე წაიყვანეს სავადმყოფოში, ხოლო რა მოხდა და როგორ მისთვის უცნობია. შემდგომ წავიდა სახლში და დაახლოებით 12 საათზე მისივე განმარტებით აპირებდა დაძინებას როდესაც მივიდა მასთან პოლიცია და თხოვეს წაყოლოდათ განყოფილებაში, მან კითხვა დაუსვა პოლიციელებს თუ რასთან დაკავშირებით უნდა წასულიყო, რაზედაც პოლიციის თანამშრომლებმა უპასუხეს რომ არ არის საჭირო ბევრი შეკითხვები, უბრალოდ უნდა წამოგვყვეო, რაზედაც მას პრეტენზია არ განუცხადებია და გაყვა პოლიციის თანამშრომლებს. მიიყვანეს განყოფილებაში, დასვეს სადღაც ოთახში, სა---------ის პოლიციის შენობაში და დაკითხეს მოწმის სახით, მისივე გადმოცემით მან იქ იგივე განაცხადა რაც სასამართლოში დაკითხვისას, შემდგომ დოკუმენტი შედგა და მოაწერა ხელი, თუმცა არ წაუკითხავს, რადგან მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა და ასევე აყენებდნენ შეურაცხყოფას. მისივე განმარტებით მან არ იცის ვინ იყო დაზარალებული ან დამნაშავე, არცერთს არ იცნობს. ხოლო ზეწოლასთან დაკავშირებით მას არავისთვის მიუმართავს, რადგან არ იცოდა ქონდა თუ არა მსგავსი შესაძლებლობა, მისივე განმარტებით მას სამართალდამცავებთან აქამდე შეხება არ ქონია და ეს პირველი შემთხვევა იყო. ხოლო შემდგომ რამდენ ხანში მიმართა მათ ხელახალი დაკითხვის მოთხოვნით არ ახსოვს. მეორედ დაკითხვისას სავარაუდოდ ადვოკატი ესწრებოდა, ზუსტად ვერ იხსენებს, რასაც ხსნის იმით, რომ დიდი დროა გასული მას შემდეგ. იგი, ორჯერ დაიკითხა ქუთაისში, კონკრეტულად რომელ შენობაში არ იცის, რადგან ქუთაისს არ იცნობს. რაც შეეხება ბ---- სო----- და ე------ მე-----–---–ს მოწმე ლე--- მი-----–---–- არ იცნობს. არ ახსოვს ვინ ჰყავდა ადვოკატი და არც ის იცის მე-----–---–ს ან სო----- ვინ ჰყავდა, ან დაიკითხნენ თუ არა მასთან ერთად. მისი გადმოცემით, პირველი ჩვენება რომელიც მან გამოძიებას მისცა არ იყო გააზრებული და ის იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაკარნახევი. მან არ იცის თუ ვინ მოკლა გი------ გი-------ე. მას ყველა სიტყვის ბოლოს ცემდნენ პოლიციელები და არ ახსოვს თუ რით წამოვიდა ან ვინ წამოიყვანა პოლიციის შენობიდან. რაც შეეხება ცემის ფაქტს, სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს რადგან საჭიროდ არ ჩათვალა.
მოწმე ბ---- სო----- სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სა---------აში. ე.წ „თუ--------ების“ მაღაზიის წინ, ე------ი მე-----–---–თან და პ----- ძნ--–---სთან ერთად, დაახლოებით 5 საათზე. ბ---- ს-----ე და პ----- ძნ--–--- არიან მეგობრები. იმ დღეს აღნიშნავდნენ ე------ მე-----–---–ის შვილის ჩემპიონობას, ბ---- ს-----ე ალკოჰოლს არ სვამდა, ხელში ეჭირა კოკა-კოლას ბოთლი და იდგა ზურგით, როდესაც უკან მოიხედა დაინახა წაქცეული ადამიანი. მას არ დაუნახავს თუ როდის მოვიდა ის პიროვნება რომელიც წაქცეული იყო, და არც ის იცის ვინ იყო ის. ხმაურის მომენტში რომ გახედა წაქცეულ პიროვნებას დაინახა თუ როგორ გარბოდა მეორე პიროვნება, რომელსაც თეთრი მაისური ეცვა, ხოლო ხელში ეჭირა თუ არა რაიმე თეთრ მაისურიან პიროვნებას მას არ დაუნახავს, რომ მივიდა წაქცეულ ადამიანთან მას სისხლი სდიოდა თუმცა რა დაარტყეს მისთვის უცნობი იყო სისხლი სდიოდა ზურგიდან. შემდეგ სასწრაფომ გამოიარა და ის გააჩერა. პ----- ძნ--–---ს დახმარებით ჩასვა მანქანაში ის პირი, რომელიც წაქცეული იყო. ბ---- სო----- დღეის მდგომარეობით არ იცის თუ ვინ იყო ის პიროვნება ვისაც დაეხმარა და უშველა. არც კ---- მე------–---–ს და არც გი------ გი-------ეს არ იცნობს. ის პოლიციის უფროსის ოთახში ცემა დაახლოებით 15-მა პოლიციელმა, ხან პ-----ს ცემდნენ და ხან მას და სწორედ ამიტომ მისცა არასწორი პირველი ჩვენება. მან განაცხადა რომ შეძლებს იმ პირების ამოცნობას ვინც ის ცემა. მან მეორე ჩვენება მისცა პროკურატურაში ადვოკატთან ერთად, და მეორე დაკითხვის შემდეგ მასზე არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მოწმის განმარტებით თავდაპირველად ამ პიროვნების სახელი და გვარი არ იცოდა, როგორც შემდგომ გაიგო მას გ-- ერქვა, იგი მიიყვანეს კლინიკურ საავადმყოფოში დატოვეს და წამოვიდნენ, რადგან შიგნით არ შეუშვეს. შემდეგ ის წაიყვანეს პოლიციაში, მისივე განმარტებით, მის წასაყვანად მივიდა დაახლოებით 15 ადამიანი და წაიყვანეს სამტრედიის პოლიციაში, აიყვანეს შენობის სავარაუდოდ ბოლო სართულზე და საუბარიც კი არ აცადეს, დაუწყეს ცემა და შეურაცხყოფა, თხოვდნენ დაესახელებინა მკვლელის ვინაობა, თუმცა მოწმის განმარტებით, ის მკვლელს არ იცნობს და არ იცის ვინ არის. ბ---- ს-----ის განმარტებით მას ცემდა 15-20 პოლიციელი და მან სხეულის მიდამოებში მიიღო დაზიანებები. შემდეგ აღნიშნულმა პოლიციელებმა დაწერეს რაღაც და რაზედაც ისე მოაწერინეს ხელი, რომ არც წააკითხეს. შემდგომ ჩაუტარეს ფოტოსურათით ამოცნობა რაზეც მოწმემ განაცხადა რომ ფოტოზე გამოსახულ პიროვნებას არ იცნობს. შემდგომ ჩაიყვანეს ქვემოთ და ისევ რაღაც დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, წაუკითხავად. მისი განმარტებით მან პოლიციის განყოფილებაში ასევე ნახა მისთვის ნაცნობი პიროვნება პ----- ძნ--–--- რომელმაც უთხრა რომ სიკვდილის პირამდე მიგიყვანენ და მაინც გათქმევინებენო, მოწმის განმარტებით ის ნაცემი იყო და რაღაც ტყუილზე მოაწერა ხელი. შემდგომ მან ადვოკატი აიყვანა მისი უფლებების დასაცავად, როცა ადვოკატთან ერთად დაკითხეს, წაიკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება და შემდეგ მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით სწორი ჩვენება არის ის რომელიც მეორედ მისცა და თქვა სრული სიმართლე. მან არ იცის თუ ვინ მოკლა გარდაცვლილი.
მოწმე თე----- გე–---- აჩვენა, რომ იგი რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს განყოფილების უფროსია. 2015 წლის 06 აგვისტოს დეპარტამენტში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით. მოწმის განმარტებით გამომძიებელ ლ-–- ჩხ-----ა და კრიმინალისტებთან ერთად პირადად მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ორი ცალი „ჩუსტი“ რომელთაგან ერთ-ერთი იყო დაზიანებული, ასევე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ნიმუშები, ორი ცალი სიგარეტის ნამწვი და ლუდის მინის ბოთლი, ყველა ნივთი დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა ხელმოწერა. მის მიერვე შედგენილ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე დათვალიერდა სა---------ის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმღების ჟურნალი. მოწმის განმარტებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა კ---- მე------–---–ს. ამის გამო წარმოიშვა მისი სახლის გაჩხრეკის აუცილებლობა, მის მიერ გაცემულ იქნა დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელიც გაეცნო კ---- მე------–---–ის მამას, რომელმაც მათ ნებაყოფლობით წარმოუდგინა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, ე.წ. „კისტის“ და სანადირო თოფები. შემდეგ დაკითხულ იქნა თვითონ კ----ს მამა, რომელმაც განმარტა, რომ მის შვილს აქვს სმენის პრობლემა ამიტომ ზედმეტ სახელად „ყრუს“ ეძახიანო. მან თავისი შვილი ბოლოს ნახა 2015 წლის 06 აგვისტოს დილით. მას შემდეგ იგი აღარ უნახავს. კ---- მე------–---–ის მამის განმარტებით ოთხი წლის წინ მის შვილს საცხოვრებელ სახლში ესროლეს სანადირო თოფიდან და მძიმედ დაჭრეს იგი, აღნიშნულ საქმეზე სა---------ის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება. მოწმის განმარტებით მის მიერ ასევე დაკითხულ იქნა გი------ გი-------ის ძმისშვილი დ----- გი-------ე, რომელმაც აღნიშნა, რომ რადგან კ---- მე------–---–ის დაჭრა ბრალდებოდა გი------ გი-------ეს, შესაძლოა შურისძიების მოტივით იგი კ---- მე------–---–ს მოეკლა.
მოწმე ლ-–- ჩხ----მ აჩვენა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო მე---- შე----–-ამ, ხოლო თვითონ მონაწილეობდა როგორც ერთ-ერთი გამომძიებელი, მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებულ იქნა მამაკაცის წყვილი “ჩუსტები”, სიგარეტის 2 ცალი ნამწვი და ერთი ლუდის მინის ბოთლი. ყველა ამოღებული ნივთი დაილუქა და მოეწერა ხელი, ხოლო ექსპერტმა განახორციელა ფოტოგადაღება. მის მიერ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული იქნა პ----- ძნ--–---, რომელიც ბ---- ს-----ე და ე------ მე-----–---–თან ერთად იმყოფებოდა და რომელიც უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი იყო, რომელმაც აღნიშნა ის გარემოებები თუ რა ვითარებაში იქნა მოკლული გი------ გი-------ე.
მოწმე ირ---–- ფე-----მ აჩვენა, რომ იგი პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანაშემწე გამომძიებელია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მოხდა სამი მოწმის დაკითხვა. დაკითხა ნ---- თუ--------, ნა----–-- კუ----–---–- და გიგა ზამთარაძე. მასთან გამოძიებას აწარმოებდნენ სხვა გამომძიებლებიც, დეტექტივები ლ-–- ჩხ----, მე---- შე----–-ა, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი გი------ ამ------–--ე.
მოწმე გი------ ამ------–--ემ აჩვენა, რომ მას დათვალიერებული აქვს გ-- გი-------ის გვამი, ექსპერტის თანამონაწილეობით აღებული აქვს ნიმუშები, აქვს დათვალიერებული გი-------ის მობილური ტელეფონი. გვამის დათვალიერება მოხდა 2015 წლის 06 აგვისტოს ღამის საათებში, როგორც ახსოვს მას 21 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გვამი დაათვალიერა ექსპერტ გ-- გო----------თან ერთად. რაც შეეხება ნიმუშებს აღებული იქნა სისხლის, კანის ნიმუში, თმისა და ფრჩხილის ნიმუშები. აღებული ნიმუშები ექსპერტის მიერ სათანადოდ დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
მოწმე გ--- მი-----–---–მა აჩვენა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა კ---- მე------–---–ის მეუღლის სახლის ჩხრეკა, დაკითხული ჰყავს კ---- მე------–---–ის მეუღლე, რომელმაც განუცხადა რომ მას კ---- მე------–---–ი ერთი თვე ნანახი არ ჰყავდა, ბოლოს ნახა ერთი თვის წინ როდესაც ის სტუმრად იყო მისული ბავშვის სანახავად. მან განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს მან არაფერი არ იცოდა და ეს ყველაფერი გაიგო ახლახანს სახლის ჩხრეკის დროს და მან კ----ს ადგილსამყოფელი არ იცოდა. მოწმის განმარტებით საქმის მასალებიდან გამომდინარე მკვლელობა კ---- მე------–---–ს ჰქონდა ჩადენილი და სწორედ მან მიაყენა გი------ გი-------ეს სხეულზე ჭრილობები. დღეის მდგომარეობით კ----ს ადგილსამყოფელი უცნობია. მისი მეტსახელია „ყრუ“.
მოწმე მე---- შე----–-ამ აჩვენა, რომ იგი, 2010 წლიდან მუშაობს შსს-ს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლად. ბრალდებულ კ---- მე------–---–ს არ იცნობს, ხოლო დაზარალებულ გი------ გი-------ესთან სა---------აში მუშაობის პერიოდში ჰქონდა შემხებლობა. აღნიშნული საქმეზე ჩატარებული აქვს შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებები: საავადმყოფოში გვამის მიყვანის შემდგომ მიღებულ იქნა შეტყობინება და პირადად მის მიერ მოხდა სისხლის სამართლის საქმის დარეგისტრირება და ამის შემდგომ გამომძიებლების მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. აგრეთვე, მის მიერ დანიშნულ იქნა გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და მოახდინა მოწმეების დაკითხვა სა---------ის პოლიციაში. შემთხვევა მოხდა 2015 წლის 6 აგვისტოს, შეტყობინება, რომ საავადმყოფოში მოყვანილ იქნა გი------ გი-------ის გვამი, გადმოგზავნილ იქნა სა---------ის რაიონული სამმართველოდან. გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით და შემდგომშიც დარჩა აღნიშნული კვალიფიკაცია. გამოძიების პროცესში მასთან ერთად ჩაერთო გამომძიებლები თე----- გე–---, ლ-–- ჩხ----, გი------ ამ------–--ე და სხვები. საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა პარალელურ რეჟიმში, სხვადასხვა გამომძიებლების მიერ. პირველ---- საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სხვადასხვა გამომძიებლების მიერ და შემდგომ გაგრძელდა პირადად მის მიერ. პირველ ეტაპზე დაკითხულ იქნა მოწმეები, დადგენილ იქნა უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირთა წრე და აღნიშნული პირები იქნენ დაკითხულნი. აგრეთვე, დაკითხული იქნა ბ---- ს-----ე და მისი მონაწილეობით ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, ვინაიდან იგი პირდაპირ მიუთითებდა დანაშაულის ჩამდენ პირზე, ასევე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ლე--- მი-----–---–- და მისი ძმა, ასევე უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმე ე------ მე-----–---–ი, რომელიც მეორე დღეს გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან მოწმის გადმოცემით იგი იმ დღეს თბილისში წავიდა შვილის დასახვედრად და ტელეფონით ესაუბრა პოლიციის უფროსს, რომელთან საუბარშიც განაცხადა და მიუთითა რომ დანაშაულის ჩამდენი იყო კ---- მე------–---–ი და პოლიციის უფროსს განუცხადა, რომ გამოცხადდებოდა თბილისიდან ჩამოსვლისთანავე და 2015 წლის 7 აგვისტოს დილის საათებში გამოცხადდა პოლიციაში და დაიკითხა მოწმის სახით. დაზარალებულის სახით დაკითხულ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნა----–-- კუ----–---–- და მას გაეცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, განემარტა უფლებები და გაეცნო საქმის მასალები. ასევე დაკითხულ იქნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიაში, პურის საცხობში და აფთიაქში მომუშავე პირები, ბრალდების დადგენილება წარედგინა ადვოკატს, რადგან გამომძიებლის განმარტებით კ---- მე------–---–ის ცხელ კვალზე პოვნა ვერ მოხერხდა, რადგან იგი იმყოფებოდა მიმალვაში და მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ და გადაეცა ადვოკატს. შემდგომ, მოწმის განმარტებით დაკითხულ იქნენ გარდაცვლილის ახლო ნათესავები: ძმა, რძალი, ძმისშვილი, ძმის მეუღლის და და დისშვილი. მტკიცებულებები გადაეცა დაცვის მხარეს. მოწმის განმარტებით მოწმე ბ---- ს-----ე მიუთითებდა რომ ის იყო უშუალოდ დანაშაულის თვითმხილველი, თუმცა განაცხადა რომ მისთვის უცნობი იყო პიროვნება და მისი ვინაობის შესახებ გაიგო იქ მყოფი პირებისგან. მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობის დროს მითითებულ იქნა კ---- მე------–---–ი როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენი პირი. ხოლო მოწმე ე------ მე-----–---–ი პირდაპირ მიუთითებდა კ---- მე------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და განაცხადა რომ კ---- მე------–---–ს მანამდეც იცნობდა. მოწმე მე---- შე----–-ას განმარტებით, საქმის თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც წარმოდგენილ იყვნენ პოლიციაში იყვნენ: ბ---- ს-----ე, ძმები მი-----–---–ები და სხვები. ასევე თავდაპირველად მოწმის სახით იქნა დაკითხული ნა----–-- კუ----–---–-, ხოლო შემდგომ მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. მოწმე მე---- შე----–-ას განმარტებით აღნიშნული პირები დაიკითხნენ სა---------ის რაიონული სამმართველოს შენობაში . მოწმე ბ---- სო----- უჩვენა, რომ ის იმყოფებოდა სა---------აში, კო------ს ქუჩაზე, თავის ნაცნობ ე------ მე-----–---–თან და პ----- ძნ--–---სთან ერთად, რომლებიც აღნიშნავდნენ იმას, რომ ე------ მე-----–---–ის შვილი გახდა ევროპის ჩემპიონი ისინი იმყოფებოდნენ მაღაზიის წინ მდებარე ტერიტორიაზე სადაც მივიდა გარდაცვლილი გი------ გი-------ე, რომელიც იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. აღნიშნული პირები იცნობდნენ გარდაცვლილს. გი------ გი-------ეც მიწვეულ იქნა მათთან, რამდენიმე წუთში მათ მიუახლოვდათ კ---- მე------–---–ი, რომელმაც გი------ გი-------ე გაიყვანა რამდენიმე მეტრის მოშორებით და დაუწყო მას ცემა, როგორც შემდეგ დაინახეს ურტყამდა დიდი ზომის დანას, ეს პირები აღნიშნავდნენ რომ იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები რაიმე რეაგირებაც კი ვერ მოასწრეს. დაზიანების მიყენების შემდეგ კ---- მე------–---–ი გაუჩინარდა, იქვე მაღაზიის გვერდით მდებარე ქუჩის მიმართულებით. მე---- შე----–-ას განმარტებით აღნიშნული პირები პოლიციაში იყვნენ წარმოდგენილნი ეტაპობრივად და დეტალურად აღწერდნენ ვითარებას. მე---- შე----–-ამ დაკითხვისას უჩვენა, რომ კ---- მე------–---–ი ცხოვრობს თ-----ს ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან 200-300 მეტრში. შესწავლილ იქნა მისი პიროვნება და დადგენილ იქნა რომ იგი წარსულში ნასამართლევი იყო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ასევე სარგებლობდა ავტორიტეტით კრიმინალურ წრეებში, იყო კრიმინალური წარსულის მქონე, ასევე გამოკვეთილ იქნა სავარაუდო მოტივი რაც შესაძლებელია ყოფილიყო რამდენიმე წლით ადრე გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის მომხდარი შელაპარაკება რის გამოც მათ ფიზიკური დაპირისპირებაც ქონდათ. ყველა დაკითხული მოწმე ადასტურებდა, რომ დანაშაულის ფაქტს ნამდვილად ქონდა ადგილი და დანაშაულის ჩამდენი შესაძლებელია ყოფილიყო კ---- მე------–---–ი, რომელსაც მეტსახელად ეძახოდნენ „ყრუს“. მე---- შე----–-ამ განმარტა, რომ კ---- მე------–---–ის მიმართ აქტიურად ხორციელდება სამძებრო მოქმედებები რადგან ის იმყოფება მიმალვაში. რაც შეეხება მოწმეებს, აღნიშნული მოწმეები დაკითხულ იქნენ 2-2 ჯერ ვინაიდან მათ თავდაპირველად მიცემული ჩვენებები უარყვეს და თქვეს, რომ ისინი მიცემულ იქნა ზეწოლის შედეგად და სურდათ მათი შეცვლა. დამატებითი დაკითხვა მოხდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის განყოფილებაში, ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე და მათ დაკითხვას ესწრებოდა ადვოკატი თე--------- მე---, სამივე პიროვნებას ერთი და იგივე ადვოკატი ჰყავდა. პოლიციის უფროსის კაბინეტი არის მესამე სართულზე, ხოლო დაკითხვები მიმდინარეობდა მეორე სართულზე. დამატებითი დაკითხვის დროს მოწმე სო----- არსებითად შეცვალა მისი პირველი ჩვენება, სადაც ამხელდა კ---- მე------–---–ს როგორც დანაშაულის ჩამდენ პირს და შემდგომ, მეორე დაკითხვისას განაცხადა, რომ არ იცოდა ვინ იყო დანაშაულის ჩამდენი პირი, ასევე განაცხადა რომ მის მიმართ მოხდა ზეწოლა პოლიციაში და სწორედ ამიტომ მისცა პირველ ჯერზე არასწორი ჩვენება. მე-----–---–მა და სო----- განაცხადეს რომ პირველი ჩვენება მისცეს ზეწოლის ქვეშ, თუმცა მოწმე მე---- შე----–-ამ განაცხადა ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ არა პირველი დაკითხვის დროს, არამედ დამატებითი დაკითხვისას, როდესაც შეცვალეს ჩვენება და უარყვეს ის ფაქტები რაც თავდაპირველად განუცხადეს გამოძიებას.
საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, რომლის თანახმადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თე----- გეწაძის მიერ 2015 წლის 06 აგვისტოს 23:25 საათიდან 07 აგვისტოს 00:45 საათის მონაკვეთში, ქ. სა---------აში მ. კო------ს N--ში მდებარე გ--- თუ--------ს კუთვნილი სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ასევე ექსპერტი გურამ ჟუტაევი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ირ---–- ტაბიძე, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ლ-–- ჩხ----. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სა---------აში მ. კო------ს ქუჩაზე, სა---------იდან სამეგრელოს რეგიონისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, იქვე მცხოვრები გ--- თუ--------ს საცხოვრებელი სახლისა და წინამდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის კუთვნილი მ. კო------ს N--ში მდებარე ერთსართულიანი კაპიტალურად ნაგები სასურსათო მაღაზიის წინ, აღნიშნული საავტომობილო გზა და შესაბამისად შემთხვევის ადგილი განათებულია გარე განათების სისტემით, რაც ღამის პირობებში ხილვადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. შემთხვევის ადგილის მოპირდაპირედ ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობს ზუ---- დუ------ს კუთვნილი ერთსართულიანი კაპიტალურად ნაგები სასურსათო მაღაზია, რომელიც განთავსებულია მ. კო------ს ქუჩის N9-ში ზუ---- დუ------ს კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან მარცხენა მხარეს 20 მეტრში, კო------ს ქუჩა N3-ში მდებარეობს კომპანია „ნაბეღლავის“ ერთსართულიანი, კაპიტალური ნაგები საწყობი. არც ერთ ნაგებობაზე გარე მეთვალყურეობის ვიდეო კამერები განთავსებული არ არის. ზუ---- დუ------ს კუთვნილი სასურსათო მაღაზიის უკან მდებარეობს კაპიტალურად ნაგები ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო ხელმარჯვნივ მოშორებით მდებარეობს სა---------ის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფო. უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან ხელმარჯვნივ შედის საავტომობილო გზა ვლ---- ბო-–-----ს სახელობის ქუჩაზე. აღნიშნული ქუჩის დასაწყისში კი მდებარეობს ჯე----- მი-----–---–-ს საცხოვრებელი სახლი. უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან ხელმარცხნივ მდებარეობს ირ---–- რუ---- საცხოვრებელი სახლი. უშუალოდ შემთხვევის ადგილის მახლობლად გ--- თუ--------ს კუთვნილი სასურსათო მაღაზიის წინ ჩაედინება მცირე ზომის არხი, რომელზეც მაღაზიის წინ გაკეთებულია კაპიტალურად ნაგები ბოგირი თავისივე გადმოხურვით. რაც მაღაზიის წინ ქმნის ღია ვერანდას, ხოლო აღნიშნული ვერანდის გვერდით არის ხის გრძელი სკამი. აღნიშნული მაღაზიის წინ ადის 02 მეტრი სიგანის ტროტუარი, რომელიც დაფარულია ფილებით, ხოლო მის გვერდით არის 2,3 მეტრი სიგანის საველოსიპედე ბილიკი, რის შემდეგაც იწყება საავტომობილო გზა, რომელიც 12 მეტრი სიგანისაა. უშუალოდ შემთხვევის ადგილი არის საავტომობილო გზის კიდესთან, სადაც საველოსიპედე ბილიკის დასასრულსა და საავტომობილო გზის დასაწყისთან დევს მუქი ფერის მამაკაცის ტყავის საზაფხულო ჩუსტი, რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში FCI------ (პაკეტი N1), აღნიშნული ჩუსტიდან ერთ მეტრში ასევე ერთი მეტრის რადიუსში მოასფალტებული გზის საფარზე აღინიშნება დიდი ოდენობით სისხლისმაგვარი ლაქები (გუბეები) საიდანაც ერთ-ერთ გუბეში ამობრუნებულ მდგომარეობაში დევს ისეთივე, მუქი ფერის მამაკაცის ტყავის ჩუსტი დაზიანებულ მდგომარეობაში (ზედა მხრიდან დაზიანებული აქვს ტყავის სალტეები) და მთლიანად მოსვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით. აღნიშნული ჩუსტი ამოღებულ იქნა და დაილუქა ექსპერტის მიერ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში FCI------ (პაკეტი N2). აღნიშნულის შემდეგ ექსპერტის მიერ სპეციალური ჩხირით ამოღებული იქნა ასფალტის ზედაპირზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც საკონტროლო ნიმუშთან ერთად დაილუქა ქაღალდის კონვერტში N-- ლუქის ბეჭდით (პაკეტი N3) უშუალოდ გ--- თუ--------ს სასურსათო მაღაზიის წინ ტროტუარის კიდედან 58 სმ-ში, საველოსიპედე ბილიკზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვი წარწერით „ვინსტონ“ რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში FCI------ (პაკეტი N4) აღნიშნული სიგარეტის ნამწვიდან საავტომობილო გზის მხარეს 3 მეტრში აღმოჩენილი იქნა ასეთივე მოთეთრო ფერის სიგარეტის ნამწვი წარწერით „სობრანიე“რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში FCI3----- (პაკეტი N5) გ--- თუ--------ს სასურსათო მაღაზიის გვერდით განთავსებულ ხის გრძელი სკამიდან 70 სმ-ში აღმოჩენილი იქნა ლუდი ნატახტარის „კასპის“ მინის ბოთლი, რაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში FCI4----- (პაკეტი N6) აღნიშნულის შემდეგ დეტალურად დათვალიერდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ სხვა გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, საგანი ან კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა. ექსპერტის მიერ განხორციელდა ფოტოგადაღება „ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოკამერით, რაც დაერთო ოქმს. აღნიშნულით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 09 სექტემბრის N0-------- სამედიცინო დასკვნით დგინდება, რომ მოქ. გი------ გი-------ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებით დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 06 საათი. მოქ. გი------ გი-------ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სხეულის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ლავიწის შუა ხაზზე, ტერფის ძირიდან 150სმ-ის დაშორებით-კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, II-III ნეკნთა შორის კუნთების, პარიესულ პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესულ პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), მარჯვენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, ოდნავ მარჯვნიდან-მარცხნივ, ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 9 სმ-ჭრილობა პირობითად N2 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე, IV-V ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 131 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების IV-V ნეკნთა შორის კუნთების, პარიესულ პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარჯვენა ფილტვის შუა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, ოდნავ მარჯვნიდან-მარცხნივ, ზემოდან-ქვემოთ, ჭრილობის არხი სიღრმით 8,5 სმ. ჭრილობა პირობითად N6. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ მკერდის ძვლიდან ოდნავ მარჯვნივ, ნეკნთა რკალის გასწვრივ, ტერფის ძირიდან 126 სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, დიაფრაგმის დაზიანებით, შემავალი მარჯვნივ მუცლის ღრუში (მიმდებარე რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) ღვიძლის დიაფრაგმალური ზედაპირის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 10 სმ ჭრილობა პირობითად N7. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე იღლიის წინა ხაზზე, ნეკნთა რკალის გასწვრივ, ტერფის ძირიდან 125 სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, დიაფრაგმის დაზიანებით, შემავალი მარცხნივ მუცლის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები), კუჭის დიდი სიმრუდის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ზემოდან-ქვემოთ, ჭრილობის არხი სიღრმით 7-9 სმ. (ჭრილობის არხის სიღრმის ზუსტად აღება შეუძლებელია, ვინაიდან იგი შემავალია ღრუში) ჭრილობა პირობითად N8. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე იღლიის უკანა ხაზზე, VII-VIII ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 146 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, VII-VIII ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან-წინ, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 8,5 სმ. ჭრილობა პირობითად N10. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ბეჭის ხაზზე, III-IV ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 148 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარჯვენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან-წინ, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 9 სმ. ჭრილობა პირობითად N18. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ V-VI ნეკნების საპროექციო მიდამოში, ტერფის ძირიდან 131 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, V-VI ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები) მარჯვენა ფილტვის შუა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან-წინ, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან-ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 9,5 სმ. ჭრილობა პირობითად N20. განვითარებულნი არიან რაიმე ცალმხრივ ლესილი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, სიკვდილთან.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ „გი------ გი-------ის“ წარმოდგენილ პერანგზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღინიშნება დაზიანებები: განვითარებული როგორც ჭრით, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ასევე დარღვევით, ხევით, გლეჯვით მექანიკური (შესაძლოა ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად.
სავარაუდოდ ერთ წყვილ (ცალ-ცალკე ფუთებში მყოფ) ქოშიდან მარცხენა ქოშზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებულ კვალთა მორფოლოგია დამახასიათებელია ჩამაგრებულ მიდამოებიდან თასმების მექანიკური ზემოქმედებით ამოგლეჯვისათვის.
2015 წლის 07 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა ბ---- სო----- განმარტა, რომ წარმოდგენილი სურათებიდან რიგით მეორე სურათზე გამოსახულია ის პიროვნება, რომელიც 2015 წლის 06 აგვისტოს, ქ. სა---------აში, კო------ს ქუჩაზე, მაღაზიის წინ გი------ გი-------ეს მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები და მიიმალა.
2015 წლის 07 აგვისტოს გვამის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2015 წლის 07 აგვისტოს 02:15 საათზე და დამთავრდა 2015 წლის 07 აგვისტოს 03:10 წუთზე. გვამის დათვალიერებაში მონაწილეობდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი გ-- გო--------ე. გვამის დათვალიერებით ირკვევა, რომ სასექციო მაგიდაზე ასვენია მამრობითი სქესის დამაკმაყოფილებელი კვების გვამი. გვამს აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შორტი, რომლის მარჯვენა წინა ჯიბეში მოთავსებულია შავი ფერის ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის აკუმულატორი. გვამის სხეული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით. გვამს მარცხენა თვალის ქუთუთო აქვს ოდნავ ღია, ხოლო მარჯვენა დახურული. გვამს კისერი აქვს საშუალო სიმაღლის, გულ-მკერდი კასრისებური ფორმის, მუცელი ოვალური ფორმის, ბუნებრივი ხვრელებიდან რაიმე გამონადენი არ აღენიშნება. გვამს გარეგნულად აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობები. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე, გულმკერდის გვერდითა ზედაპირზე, მარცხენა და მარჯვენა ზემო კიდურებზე და გულმკერდის უკანა ზედაპირზე საერთო რაოდენობით ოცდაერთი. სხეულზე გარდა ჭრილობებისა სხვა დაზიანებები არ აღენიშნება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ბრალდებული კ---- მე------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით კ---- მე------–---–მა ჩაიდინა გი------ გი-------ის განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
ბრალდების მხარის დასკვნა იმის თაობაზე, რომ კ---- მე------–---–მა ჩაიდინა გი------ გი-------ის განზრახ მკვლელობა, ეყრდნობა მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესზე მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, შეუძლებელია ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგანაც სასამართლომ ვერ შეძლო ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულების მოპოვება. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთაგან არც ერთმა არ ამხილა ბრალდებული კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში და მის სავარაუდო ბრალეულობაზე მხოლოდ სხვა გაურკვეველ პირთა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიუთითა. სასამართლოსთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია მოწმეების: ე------ მე-----–---–ის, ბ---- ს-----ის და ლე--- მი-----–---–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები. აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან ყველაზე ახლოს იმყოფებოდნენ და შესაბამისად ყველაზე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მათ უნდა მიეცათ სასამართლოსათვის. მათი ჩვენებით კი დადასტურდა მხოლოდ მომხდარი ფაქტი, მაგრამ თუ ვინ, რა მიზეზით და როგორ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, ამის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ და აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან. კერძოდ: დაკითხული მოწმის ე------ მე-----–---–ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის ზაფხულში, შემთხვევის დღეს ის მეგობრებთან ბ---- სო-----თან და პ----- ძნ--–---სთან ერთად აღნიშნავდა მისი შვილი სპორტულ წარმატებას, მათთან მივიდა გარდაცვლილი გი------ გი-------ე, რომელსაც მიესალმნენ და მოიკითხეს, ცოტა ხნის შემდეგ გი-------ე მათგან წავიდა და იქვე შორი ახლოს მდგომ ხალხს ესაუბრებოდა, დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ შემოესმა შე------ავი ყვირილი, როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ წვერებიან კაცს ხელი ჰქონდა მოხვეული გი-------ისათვის და ურტყამდა დანის მაგვარ საგანს, მან დაინახა, რომ წვერებიანმა კაცმა დანა სამჯერ დაარტყა, გი-------ე წაიქცა, ხოლო წვერებიანი კაცი გაიქცა. იგი არ იცნობს არც კ---- მე------–---–ს და არც მამამისს, ხოლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას იმიტომ მოაწერა ხელი, რომ ჰქონდა ინფორმაცია პოლიციაში სხვა მოწმეების ცემის შესახებ და თვითონაც გაუჩნდა ფსიქოლოგიური შიში, იმისა, რომ თუ ხელს არ მოაწერდა მასაც სცემდნენ. რაც შეეხება ფოტოსურათით ამოცნობას, ამოიცნო ყველაზე უფრო მხარბეჭიანი პიროვნება, რომელიც აშკარად გამორჩეული და გამოკვეთილი პიროვნება იყო და უფრო შეესაბამებოდა მკვლელს.
რაც შეეხება მოწმე ლე--- მი-----–---–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, მოწმის განმარტებით 2015 წლის 06 აგვისტოს, საღამოს საათებში ბავშვთან ერთად იმყოფებოდა მაღაზიაში, ამ დროს გარეთ გაისმა ყვირილის და კივილის ხმა, ბავშვი შეშინდა და დაიწყო ტირილი, რამდენიმე წუთის შემდეგ გავიდა გარეთ და დაინახა რომ დაზარალებული შეჰყავდათ სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში. მოწმის განმარტებით ვინ იყო დაზარალებული მისთვის უცნობია, არ იცის რა მოხდა, არ დაინტერესებულა და არავისთვის არ უკითხავს მომხდარის შესახებ, მან არ იცის ვინ მოკლა გი------ გი-------ე. პირველი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა არ იყო გააზრებული და ხელი მოაწერა იმიტომ, რომ მასზე პოლიციელების მხრიდან ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა. აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა სიტყვის ბოლოს სცემდნენ და არ ახსოვს პოლიციიდან თუ რით წამოვიდა ან ვინ წამოიყვანა. ცემის შემდეგ მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს რადგანაც საჭიროდ არ ჩათვალა.
მოწმე ბ---- სო----- აჩვენა, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს აღნიშნავდნენ ე------ მე-----–---–ის შვილის სპორტულ წარმატებას, იგი იდგა ზურგით, როდესაც უკან მოიხედა დაინახა წაქცეული ადამიანი, მას არ დაუნახავს როდის მოვიდა ის პიროვნება, რომელიც წაქცეული იყო და არც ის იცის თუ ვინ არის იგი. მან დაინახა თუ როგორ გარბოდა თეთრ მაისურიანი მეორე პიროვნება, ხელში ეჭირა თუ არა რაიმე არ დაუნახავს. მან დღესაც არ იცის ვინ იყო დაზარალებული პიროვნება, იგი არც გი------ გი-------ეს და არც კ---- მე------–---–ს არ იცნობს. ის პოლიციის ოთახში ცემა დაახლოებით 15 პოლიციელმა, ისინი ხან პ-----ს სცემდნენ და ხან მას, სწორედ ამიტომ მისცა ის პირველი ჩვენება, რომელიც არასწორია, იგი შეძლებს იმ პირების ამოცნობას ვინც ის სცემა, მან მეორე ჩვენება მისცა პროკურატურაში ადვოკატთან ერთად და იქ მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ყველა სხვა მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი შემსწრე და მათ მომხდარი ფაქტის თაობაზე იციან მხოლოდ სხვა პირების გადმოცემით. ამდენად, მათ ჩვენებებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ მიანიჭებს არსებით მნიშვნელობას და ვერ დაუდებს მათ საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნა----–-- კუ----–---–-ა აჩვენა, რომ: პოლიციაში მოისმინა მი-----–---–-ს ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ „მაღაზიიდან გამოსვლისას დაინახა, როგორ ურტყამდა კ---- მე------–---–ი დანას გი-------ეს“ ასევე პოლიციაში ნახა, თუ როგორ ამოიცნო ერთ-ერთმა მოწმემ მკვლელი ფოტოსურათით, მისივე განმარტებით მას შეხვდა ე------ მე-----–---–ი, რომელმაც უთხრა თუ როგორ დაინახა მკვლელობის ფაქტი, როგორ გაიხმო კ---- მე------–---–მა გი------, გადახვია ხელი და დაუწყო ხანჯლის მაგვარი დანის ცემა, აღნიშნული ასევე დაადასტურა არასრულწლოვანმა მოწმემ ლ---- კა--–---–მა. ეს ინფორმაციები შემდგომ კატეგორიულად უარყვეს სასამართლო სხდომაზე როგორც ე------ მე-----–---–მა, ასევე ლე--- მი-----–---–-ა.
მოწმეები გუ-–---- სტ-------, სე-------- გი-------ე, ევ---- ჭა--------ა, სო------ ჭა--------ა განმარტავენ, რომ კ---- მე------–---–მა მოკლა გ-- გი-------ე, მაგრამ ეს მათ თვითონ არ უნახავთ და ხალხისგან შეიტყვეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩვენებები არ აკმაყოფილებენ უტყუარობის სტანდარტს, არ არის კატეგორიული, პირდაპირი და შესაბამისად წარმოდგენილი ჩვენებების საფუძველზე შეუძლებელია უტყუარად დადგეს მომხდარი ფაქტის რეალური სურათი და მასში კ---- მე------–---–ის უდავო მონაწილეობა.
ანალოგიურია პოლიციის მუშაკების მე---- შე----–-ას, თე----- გეწაძის, ლ-–- ჩხეიძის, გ--- მე-----–---–ის მიცემული ჩვენებები, რომლებიც ასახელებენ კ---- მე------–---–ს, მაგრამ ისინიც არ არიან თვითმხილველი მოწმეები და მათი აღნიშნული განმარტებები გამომდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული ინფორმაციებიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული და გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების და საქმის მასალების ერთობლიობის ანალიზით უტყუარად ვერ დასტურდება კ---- მე------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კ---- მე------–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებებით და სხვა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ---- მე------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც კ---- მე------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---- მე------–---–ის ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
კ---- მე------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გამართლებულ კ---- მე------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, სიგარეტის ნამწვები, მინის ბოთლი, გი------ გი-------ის გვამის ნიმუშები, ჯინსის შორტი, მობილური ტელეფონი და აკუმულატორი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.
გი------ გი-------ის პერანგი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩუსტები - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი