განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002502607
N1/136-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივლისი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - თე----- მი---–-–---–ის
ადვოკატ - ირ-- ქა-------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: თე----- მი---–-–---–ი
მამის სახელი: ზა------
დაბადებული: 1----–-–----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ბათუმი, მისამართის გარეშე
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი წი–-------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით.
კვალიფიკაცია: თე----- მი---–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 7 მაისს, დაახლოებით 19:55 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში, ქუჩაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თე----- მი---–-–---–მა თმებში განზრახ მოქაჩა ხელი და წააქცია მეუღლე - ია და------–---–ი, რომელსაც სამჯერ დაარტყმევინა თავი მიწაზე და მუცელში ერთხელ ჩაარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად, ია და------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
თე----- მი---–-–---–ი 2018 წლის 8 მაისს 00:20 საათზე დააკავეს და 2018 წლის 8 მაისს და 13 ივნისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 7 მაისს, საღამოს საათებში, ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში, ქუჩაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თე----- მი---–-–---–მა თმებში განზრახ მოქაჩა ხელი და წააქცია მეუღლე - ია და------–---–ი, რომელსაც სამჯერ დაარტყმევინა თავი მიწაზე და მუცელში ერთხელ ჩაარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად, ია და------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ია და------–---–ის, ნა---------–- მი---–--ის, თა----- ქო-----ის, თავად ბრალდებულ თე----- მი---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე----- მი---–-–---–მა თმებში მოქაჩა ხელი და წააქცია მეუღლე - ია და------–---–ი, რომელსაც სამჯერ დაარტყმევინა თავი მიწაზე და მუცელში ერთხელ ჩაარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად, ია და------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე----- მი---–-–---–მა თმებში მოქაჩა ხელი და წააქცია მეუღლე - ია და------–---–ი, რომელსაც სამჯერ დაარტყმევინა თავი მიწაზე და მუცელში ერთხელ ჩაარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად, ია და------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თე----- მი---–-–---–მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თე----- მი---–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
თე----- მი---–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თე----- მი---–-–---–ი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
თე----- მი---–-–---–ი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თე----- მი---–-–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. თე----- მი---–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2. 2018 წლის 3 ივლისს, წინასასმართლო სხდომაზე, თე----- მი---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პირადი თავდებობით. თე----- მი---–-–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ხორცის საჭრელი ფიცარი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თე----- მი---–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
თე----- მი---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 მაისის 00:20 საათიდან 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ თე----- მი---–-–---–ის მიმართ კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ხორცის საჭრელი ფიცარი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი