განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
080100118002495319
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/520-18 (№041110518006)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დარიკო ვადაჭკორია

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გუგა მერაბის ძე ფოფხაძე - დაბადებული 1995 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №37701060184, ნასამართლობის არ მქონე, მისამართი: ქ. ქუთაისი, მაისურაძის N58

 

ადვოკატი - ნატალია ქუქალია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გუგა ფოფხაძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 მაისს ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩა N63/46-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გუგა ფოფხაძემ მანველიტა კირკიტაძეს სიტყვიერი შელაპარაკებისას ხელი მოუჭირა მაჯაში. ასევე გუგა ფოფხაძემ მეუღლეს მანველიტა კირკიტაძეს 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით, კვირაში თითქმის ორჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული აღნიშნული ქმედების შედეგად განიცდის ტანჯვას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმე გუგა ფოფხაძის გამოკითხვის ოქმი, მანველიტა კირკიტაძის გამოკითხვის ოქმი, დადგენილება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა გუგა ფოფხაძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ გუგა ფოფხაძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გუგა ფოფხაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გუგა ფოფხაძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გუგა ფოფხაძის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 100 (ასი) საათის ოდენობით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გუგა ფოფხაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

გუგა ფოფხაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 11 მაისიდან 2018 წლის 17 მაისის ჩათვლით და საბოლოოდ გუგა ფოფხაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ოდენობით.

 

გაუქმდეს გუგა ფოფხაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ყადაღადადებულ გრიგოლ ხურციძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარეს წყალტუბოს რაიონი, სოფელი რიონი, საკადასტრო კოდი №29.06.42.190.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი