განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
140100118002365131
დავის ტიპი
179 1
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002365131

საქმე №1/108-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

0- ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ- მ-----– ბ-----–---–ის,სტაჟიორ-პროკურორ-გ------- ზ-----–---–ის,ადვოკატ - ქ------- გ------ის,ბრალდებულ - ა----- დ---–---–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011110218001 საქმე ა----- დ------- ძე დ---–---–---–ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 199- წლის 0- დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, არასრული-საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: ქ.ბათუმი, თ---–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ა----- დ---–---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ა----- დ---–---–---–ი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.გორი, ს----–-------------------ში მდებარე ინდმეწარმე ,,მ------------–---–--“ კუთვნილ სასურსათო მაღაზია ,,ბ----ს“ მომსახურე პერსონალს ა----------–---–- და ნ---- ხ-----ს, რა დროსაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ა----------–---–- ხელით კისრის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ნ---- ხ-----ს გასტაცა მაღაზიის კუთვნილი 50 ლარი და მისი კუთვნილი 400 ლარად ღირებული ,,აიფონ 5“-ს ფირმის მობილური ტელეფონი.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ა----- დ---–---–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, ხოლო დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ა----- დ---–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ჩხრეკის ოქმით, ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ა----- დ---–---–-----–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ბრალდებულის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, დაზარალებულებს ბრალდებულის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია, ხოლო დამამძიმებელი გარემოება ა----- დ---–---–---–ს არ გააჩნია.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ა----- დ---–---–---–ს მართალია ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ ა----- დ---–---–---–ი აღიარებს ჩადენილს, არის 20 წლის, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესი, კერძოდ პირობით მსჯავრად უნდა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი.

აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა----- დ---–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ა----- დ---–---–---–ს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლით და 04 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.

ა----- დ---–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პირობით მსჯავრდებულ ა----- დ---–---–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისდამი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, დაქტილობარათები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

ხურდის დასადები თეფში, სალარო აპარატის უჯრა, მობილური ტელეფონი ,,აიფონ-5“, სალომბარდე ხელშეკრულება და სიმ ბარათის ჩარჩოები, ტყავის საფულე მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შ.კაკაურიძე