გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
210210017001837508
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017001837508

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2/590-17 ქ. სიღნაღი

19 ივლისი, 2018 წელი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი: ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე: რო--------------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი: და------------–---–ი

მოპასუხეები: გი----------------–---–ი, ლა–-----------–---–ი, ვა-–---- სა-------–---–ი

მოპასუხე გი----------------–---–ის და ვა-–---- სა-------–---–ის წარმომადგენელი: ვა---–----------–---–ი

დავის საგანი: საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა და ქონების მესაკუთრედ აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის 1986-1996 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები ნაწილობრივ, კერძოდ, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რო--- სა-------–---–ის კომლში კომლის წევრებად მითითებულია გი----------------–---–ი და ვა-–---- სა-------–---–ი და კომლის ქონებად ირიცხება 0,5- ჰა მიწის ნაკვეთი და 1955 წელს აგებული 20კვ.მ. საცხოვრებელი სახლი.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის 2001-2007 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 456 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 80 კვ.მ. სულ მიწა 1.25ჰა

1.3. მოსარჩელე ცნობილ იქნეს გი-----ი(გა--) სა-------–---–ის და ნა---–ა (ნა----–-ა) სა-------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი ნ----–------ მესაკუთრედ.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

რო--------------–---–ის მშობლებს, მამას გი-----ი (გი--) სა-------–---–ს და დედას ნა---–ა(ნა----–-ა) სა-------–---–ს საგარეჯოს რაიონის სოფელ ნ----–------ში, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ერიცხებათ საცხოვრებელი სახლი, აგებული 1955 წელს და მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 2006 წლის 10 დეკემბერს, ხოლო დედა 2011 წლის 18 აპრილს. კომლის ბოლო წევრის ნატა–-----------–---–ის მემკვიდრედ 05.05.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ცნობილია რო--------------–---–ი. მოსარჩელემ სამკვიდრო ქონების რეგისტრაციის მიზნით 30.01.2017 წელს მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №882017065911-03 (03.02.2017წელი) გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა №--.1-.5-.2-- კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე მითითებულ უძრავ ქონებასთან ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების ფაქტი. აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია №--.1-.5-.2--, საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სამ პიროვნებაზე: მოსარჩელის შვილებზე გი----------------–---–ზე და ივ--- სა-------–---–ზე, ასევე შვილიშვილზე ვა-–---- სა-------–---–ზე. მოსარჩელეს არა აქვს წინააღმდეგობა ივ--- სა-------–---–ის მხრიდან, რომ ქონება მემკვიდრეობის უფლებით აღირიცხოს მთლიანად რო--- სა-------–---–ის სახელზე, რაც შეეხება სარჩელში მითითებულ მოპასუხეებს ისინი არ არიან თანახმა გაუქმდეს მათ სახელზე არსებული რეგისტრაცია და ქონება აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე მთლიანად. საჯარო რეესრში დაცული 01.08.2014 წლის საარქივო ცნობის და №1 საკომლო წიგნის მონაცემებით უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხეთა სახელზე. საგარეჯოს რაიონის ნინოწმინდის საკრებულოს სოფელ ნინოწმინდის 1986-1990 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის წევრად მითითებულია გი----------------–---–ი და ვა-–---- სა-------–---–ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1955 წელს აგებული სახლი და 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. 1996-2000 წლის საკომლო წიგნში მოპასუხეები ფიქსირდებიან ცალკე კომლად და არ უფიქსირდებათ არანაირი ქონება. ტექინვენტარიზაციის ცნობა-დახასიათების თანახმად სადაო ქონება ერიცხება გი-- (გი-----ი) სა-------–---–ს. საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად სადაო ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელის მამკვირდებლებს გი-----ი (გი--) სა-------–---–ს და ნა---–ა (ნა----–-ა) სა-------–---–ს. ორივე მშობლის გარდაცვალების შემდეგ ქონებას დაეუფლა მოსარჩელე. გი-----ი (გა--) სა-------–---–ის კომლიდან გი----------------–---–ი ამოწერილია გადახაზულია 1971 წლიდან და ამის შემდეგ მამკვიდრებლის გი----------------–---–ის საკომლო წიგნში კომლის წევრად აღარ ფიქსირდება. ვა-–---- სა-------–---–ი ასევე არ ფიქსირდება გი-----ი(გი--) სა-------–---–ის კომლში.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი----------------–---–ი სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.

 

საკომლო ჩანაწერები შეესაბამება სინამდვილეს. არის კანონის შესაბამისად შესრულებული და ამავე დროს ნებისმიერი დოკუმენტის ბათილად ცნობას გააჩნია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. კომლის კუთვნილი ქონების დარეგისტრირებას განსაზღვრავს კანონი, ხოლო სადაო ქონება დარეგისტრირებულია კანონის სრული დაცვით.

 

2.2. მოპასუხე ვა-–---- სა-------–---–ი სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.

 

საკომლო ჩანაწერები შეესაბამება სინამდვილეს. არის კანონის შესაბამისად შესრულებული და ამავე დროს ნებისმიერი დოკუმენტის ბათილად ცნობას გააჩნია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. კომლის კუთვნილი ქონების დარეგისტრირებას განსაზღვრავს კანონი, ხოლო სადაო ქონება დარეგისტრირებულია კანონის სრული დაცვით.

 

2.3. მოპასუხე ლა–-----------–---–ი სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.

 

საკომლო ჩანაწერები შეესაბამება სინამდვილეს. არის კანონის შესაბამისად შესრულებული და ამავე დროს ნებისმიერი დოკუმენტის ბათილად ცნობას გააჩნია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. კომლის კუთვნილი ქონების დარეგისტრირებას განსაზღვრავს კანონი, ხოლო სადაო ქონება დარეგისტრირებულია კანონის სრული დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ ნ----–------ში რეგისტრირებულია მოპასუხეების გი----------------–---–ის, ვა-–---- სა-------–---–ის და ივ--- სა-------–---–ის სახელზე. რეგისტრაციის საფუძველია 2014 წლის პირველი აგვისტოს საარქივო ცნობა და სკომლო წიგნის ჩანაწერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა- განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ 2014 წლის 01 აგვისტოს საარქივო ცნობა(ს/ფ 63)

_ საკომლო წიგნის ჩანაწერი (ს/ფ 64-65)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. საჯარო რეესრში დაცული 01.08.2014 წლის საარქივო ცნობის და №1 საკომლო წიგნის მონაცემებით უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხეთა სახელზე. საგარეჯოს რაიონის ნინოწმინდის საკრებულოს სოფელ ნინოწმინდის 1986-1990 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის წევრად მითითებულია გი----------------–---–ი და ვა-–---- სა-------–---–ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1955 წელს აგებული სახლი და 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა- განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ 2014 წლის 01 აგვისტოს საარქივო ცნობა(ს/ფ 63)

_ საკომლო წიგნის ჩანაწერი (ს/ფ 64-65)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.4. დადასტურებულია რომ გი-----ი (გი--) სა-------–---–ი გარდაიცვალა 2006 წლის 10 დეკემბერს ხოლო ხოლო ნა---–ა ნა----–-ა სა-------–---–ი 2011 წლის 18 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა- განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მოწმეთა ჩვენებები(სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. რო--- სა-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4.2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ამჟამად მოქმედი, 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

 

მხარეებს მოსაზრება არ გამოუთქვამთ ამჟამად მოქმედი, 1997 წლის 26 ივნისის, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ურთიერთობის მოწესრიგების თაობაზე.

 

ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის საგანს წარმოადგენს- ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის 1986-1996 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები ნაწილობრივ, კერძოდ, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რო--- სა-------–---–ის კომლში კომლის წევრებად მითითებულია გი----------------–---–ი და ვა-–---- სა-------–---–ი და კომლის ქონებად ირიცხება 0,51 ჰა მიწის ნაკვეთი და 1955 წელს აგებული 20კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ამ დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. უპირველეს ყოვლისა სასამართლოს მიზანსეწონილად მიაჩნია იმსჯელოს იმ მოთხოვნების საფუძვლიანობაზე, რომლებიც ეხება საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სქმეთა პალატის 31.10. 2006 განჩინებითა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06. 2012 წლის განჩინებით გაზიარებული შემდეგი მოსაზრება, საკომლო დავთარში (საკომლო წიგნში) სათანადო ჩანაწერის შეტანა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ ორგანული კანონის თანახმად არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის სფეროს. შესაბამისად, კომლთან დაკავშირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, საკომლო წიგნში(დავთარში) ჩანაწერი, თავისი ბუნებით არ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნებს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აქტები რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის საგანს წარმოადგენს- ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის 1986-1996 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები ნაწილობრივ, კერძოდ, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რო--- სა-------–---–ის კომლში კომლის წევრებად მითითებულია გი----------------–---–ი და ვა-–---- სა-------–---–ი და კომლის ქონებად ირიცხება 0,51 ჰა მიწის ნაკვეთი და 1955 წელს აგებული 20კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ამ დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი. ამ კოდექსის 122 მუხლის მიხედვით საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლს შეიძლება საკუთრებად ჰქონდეს დამხმარე მეურნეობა მის სარგებლობაში მყოფ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი და წვრილი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად. გარდა ამისა, საკოლმეურნეო კომლს ეკუთვნის კომლის წევრების მიერ მის საკუთრებად გადაცემული თავიანთი შრომითი შემოსავალი, რომელიც მათ კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობით მიიღეს ან მათ მიერვე კომლის საკუთრებად გადაცემული სხვა ქონება, აგრეთვე საერთო სახსრებით შეძენილი საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები, ხოლო 126-ე მუხლის მიხედვით საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე წევრის გასვლისას წილის ნატურად გამოყოფა წარმოებს იმ ვარაუდით, რომ კომლს არ მოაკლდეს დამხმარე მეურნეობისათვის აუცილებელი ნაგებობები, პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. თუ შეუძლებელია ქონების წილი, რაც წევსრ ერგება, ნატურათ გამოიყოს, მაშინ მისი ღირებულება მიეცემა ფულად. კომლის შემადგენლობიდან გასვლისას ქონების გამოყოფის მოთხოვნის უფლება აქვთ კომლის წევრებს, რომლებმაც თექვსმეტი წლის ასაკს მიაღწიეს. კომლის წევრებს თხუთმეტიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე შეუძლიათ მოითხოვონ გამოყოფა მათი მშობლების, მშვილებლების ან მზრუნველის თანხმობით. კომლის იმ წევრთა ინტერესების სასარგებლოდ, რომელთაც არ მიუღწევიათ თხუთმეტი წლის ასაკისათვის, გამოყოფა შეუძლიათ მოითხოვონ მათმა მშბლებმა, მშვილებლებმა ან მზრუნველებმა. ამ ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ვერ მივიჩნევთ, რომ კონკრეტულ დავაში საქმე გვაქვს კომლის წევრებს შორის გარიგებასთან და შესაბამისად სახეზე გვაქვს გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი.

 

ვინაიდან სახეზე არ გვაქვს არც ადმინისტრაციული აქტი და არც გარიგება სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს ჩანაწერის სისწორე და მისი არსებობა ან არასებობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი ფაქტი უნდა დადასტურდეს როგორც ერთ-ერთი ფაქტობრივი გარემოება მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე კომლიდან არ გასულა და მას შენარჩუნებული აქვს უფლება კომლის ქონებაზე მას ექნება იურიდიული ინტერესი ამ ქონებაზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

6.2. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას-მოსარჩელე ცნობილ იქნეს გი-----ი(გა--) სა-------–---–ის და ნა---–ა (ნა----–-ა) სა-------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი ნ----–------ მესაკუთრედ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 2006 წლის 10 დეკემბერს, ხოლო დედა 2011 წლის 18 აპრილს. ნატა–-----------–---–ის მემკვიდრედ 05.05.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ცნობილია რო--------------–---–ი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.

 

1997 წლის სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები; გაიხსნა თუ არა სამკვიდრო კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალებით, არსებობდა თუ არა კომლის საკუთრებაში ქონება და მიიღო თუ არა მან ეს ქონება კანონით გათვალისწინებული წესით. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და სამკვიდროს გახსნის მომენტში კომლს საკუთრებაში ქონდა ქონება.

 

უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია №--.1-.5-.2--, საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სამ პიროვნებაზე: მოსარჩელის შვილებზე გი----------------–---–ზე და ივ--- სა-------–---–ზე, ასევე შვილიშვილზე ვა-–---- სა-------–---–ზე. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საჯარო რეესრში დაცული 01.08.2014 წლის საარქივო ცნობა და №1 საკომლო წიგნის მონაცემები. საგარეჯოს რაიონის ნ----–------ს საკრებულოს სოფელ ნინოწმინდის 1986-1990 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის წევრად მითითებულია გი----------------–---–ი და ვა-–---- სა-------–---–ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1955 წელს აგებული სახლი და 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია.

 

რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნეული საარქივო ცნობა ასახავს 1986-1997 წლის მდგომარეობას რა დროსაც მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი. ამ კოდექსის 122 მუხლის მიხედვით საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლს შეიძლება საკუთრებად ჰქონდეს დამხმარე მეურნეობა მის სარგებლობაში მყოფ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი და წვრილი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად. გარდა ამისა, საკოლმეურნეო კომლს ეკუთვნის კომლის წევრების მიერ მის საკუთრებად გადაცემული თავიანთი შრომითი შემოსავალი, რომელიც მათ კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობით მიიღეს ან მათ მიერვე კომლის საკუთრებად გადაცემული სხვა ქონება, აგრეთვე საერთო სახსრებით შეძენილი საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები, ხოლო 126-ე მუხლის მიხედვით საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე წევრის გასვლისას წილის ნატურად გამოყოფა წარმოებს იმ ვარაუდით, რომ კომლს არ მოაკლდეს დამხმარე მეურნეობისათვის აუცილებელი ნაგებობები, პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. თუ შეუძლებელია ქონების წილი, რაც წევსრ ერგება, ნატურათ გამოიყოს, მაშინ მისი ღირებულება მიეცემა ფულად. კომლის შემადგენლობიდან გასვლისას ქონების გამოყოფის მოთხოვნის უფლება აქვთ კომლის წევრებს, რომლებმაც თექვსმეტი წლის ასაკს მიაღწიეს. კომლის წევრებს თხუთმეტიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე შეუძლიათ მოითხოვონ გამოყოფა მათი მშობლების, მშვილებლების ან მზრუნველის თანხმობით. კომლის იმ წევრთა ინტერესების სასარგებლოდ, რომელთაც არ მიუღწევიათ თხუთმეტი წლის ასაკისათვის, გამოყოფა შეუძლიათ მოითხოვონ მათმა მშბლებმა, მშვილებლებმა ან მზრუნველებმა. იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი კომლის წევრობიდან გასვლას უკავშირებს ქონების ნატურით გაყოფის ან კომლის წევრისათვის ფულად კომპენსაციის მიღების ფაქტს. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეებმა დაკარგეს კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება კანონით გათვალისწინებული ამ წესით და გავიდნენ კომლიდან. ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ კომლის წევრებს ქონება დარეგისტრირდა მათ საკუთრებად, რაც კანონთან შესაბამისობაშია. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ასევე მის მიერ წარმოდგენილ საარქივო ცნობებში მითითებული ქონების იდენტურობა მოპასუხეებზე რეგისტრირებულ ქონებასთან, ვინაიდან საარქივო ცნობები ამ კუთხით შეიცავს ბუნდოვან მონაცემებს. მხარეთა განმარტებებით მოპასუხეები იყვნენ კომლის წევრები და სხვა ქონება მათ არ ქონიათ, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საარქივო ცნობებში მათ შესახებ იმფორმაცია არ არის მითითებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა და ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, მოსარჩელის წარმომადგენლის და------------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ: ყადაღა დაედო მოაპსუხეების გი----------------–---–ის, ვა-–---- სა-------–---–ის და ივ--- სა-------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონებას, მდებარე მისამართზე: საგარეჯოს რაიონი სოფელი ნ----–------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.1-.5-.2--.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ამდენად, არსებობს სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. რო--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გაუქმდეს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, და მოეხსნას ყადაღა მოპასუხეების გი----------------–---–ის, ვა-–---- სა-------–---–ის და ივ--- სა-------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: საგარეჯოს რაიონი სოფელი ნ----–------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.1-.5-.2--.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მ.ღვინიაშვილი