განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს--------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორების - ლ-–---------–---–---------------–-–---–--;
ბრალდებულ - დ-----------–----ის;
ადვოკატ - რ-------------–---;
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
დ---------–------------------–---------------------–-------–-–--------------------------------–----------–------------------------------–----–----------–------------------–-----------------------------–---------------------–-------------------------–-----------------------------------------------------–-------–-------------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 11 აპრილს დ-----------–----ე იმყოფებოდა ქალაქ რუსთავში მ------------------------------------------ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მათსავე ბინაში მყოფ ე------------------–---–სა და რ-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ე------------------–---–ს უკბინა ორივე ხელის მაჯაზე, ხოლო რ-----------–---–ს სახის არეში ორჯერ ჩაარტყა იარაღის კონდახი. დ-----------–----ის ქმედებებით ე------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო დ-----------–----ემ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ ეპიზოდში დ-----------–----ეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, დ-----------–----ე იმყოფებოდა ქალაქ რუსთავში მ------------------------------------------ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მათსავე ბინაში მყოფ ე------------------–---–სა და რ-----------–---–ს დაემუქრა მოკვლით. ე------------------–---–ს და რ-----------–---–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან დ-----------–----ეს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი.
ამ ეპიზოდში დ-----------–----ეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ-----------–----ის ბრალეულობას, დანაშაულის ჩადენაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-----------–----ემ ჩაიდინა ორი ან მეტი პირის მიმართ სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-? ?????? ??????? ????? ??????? ,,?“ ??????????.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდი:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 11 აპრილს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ თ----------------–--ის მიერ. ბარათის მიხედვით, ქ-----------–----------------------–--------------------- - ში მცხოვრებმა 1----–-–------------–ს დაბადებულმა ე------------------–---–მა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე, მასთან სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობრის ძმა 1----–--–- დაბადებული დ-----------–----ე, რომელიც იარაღით დაემუქრა და სთხოვა თან წაყოლოდა მას, უარის მიღების შემდეგ დ-----------–----ემ წაართვა მობილური ტელეფონი და გაიქცა . (ტ.1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ე------------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე მისი მეუღლე რ-----------–---–ი იმყოფებოდა რა პატიმრობაში მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა დ-----------–----ესთან, თუმცა მას შემდეგ, რაც რ-----------–---–ი განთავისუფლდა პატიმრობიდან, მან დ-----------–----ესთან შეწყვიტა ურთიერთობა. ამასთან, მისი და დ-----------–----ის ურთიერთობის შესახებ გულახდილად მოუყვა მეუღლეს - რ-----------–---–ს, რომელიც გაგებით მოეკიდა შექმნილ ვითარებას და განაგრძო მასთან ოჯახური თანაცხოვრება.
2018 წლის 11 აპრილს, ე------------------–---–ი, მეუღლესთან - რ-----------–---–თან და მის არასრულწლოვან შვილებთან - მ-------------------------–---–-----ნ ერთად კახეთის რეგიონიდან ჩავიდა ქ. რუსთავში მისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში. იმავე დღეს ე------------------–---–ი მის მცირეწლოვან შვილთან - მ------------–---–თან ერთად იმყოფებოდა რა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა დ-----------–----ე, რომელმაც განუცხადა, რომ სურდა მისი ნახვა, რაზედაც ე------------------–---–მა უპასუხა, რომ იმყოფებოდა სკვერში და სურვილის შემთხვევაში შეეძლო იქ მისულიყო. სატელეფონო საუბრის დასრულებიდან მალევე დ-----------–----ე მივიდა სკვერში და ე------------------–---–ს განუცხადა, რომ სურდა მასთან და მის მეუღლესთან-რ-----------–---–თან საუბარი, მათ შორის წარსულში არსებული ურთიერთობის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევის მიზნით. მოწმის განმარტებით, თავიდან მართალია არ სურდა დ-----------–----ე აეყვანა სახლში, სადაც იმყოფებოდა რ-----------–---–ი, თუმცა ვინაიდან თვითონაც სურდა ურთიერთობის ბოლომდე გარკვევა, დათანხმდა დ-----------–----ეს სახლში აყვანაზე. ე------------------–---–მა გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ დ-----------–----ე არ იყო შეიარაღებული, იქვე გაჩხრიკა. გაჩხრეკის შემდეგ დ-----------–----ემ სწრაფად აირბინა კორპუსის კიბეები და ე------------------–---–ს დაელოდა ბინის კარებთან. მოწმის განმარტებით, სახლში ჯერ შევიდა თვითონ არასრულწლოვან შვილთან (მ------------–---–თან) ერთად, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ მის სახლში შევიდა დ-----------–----ე. დ-----------–----ის ბინაში შემოსვლის შემდეგ ე. ს------–---–მა არასრულწლოვანი შვილი (მ------------–---–ი) კვლავ ეზოში გაუშვა, რათა არ დასწრებოდა მათ საუბარს. დ-----------–----ის სახლში შესვლისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ-----------–---–ი წამოწოლილი იყო მისაღებ ოთახში და დ-----------–----ის სახლში შესვლაზე რეაქცია არ ჰქონია, დ-----------–----ემ ამოიღო იარაღი გადატენა და თქვა ,,არავინ ახლოს არ მოხვიდეთ დაჯექით და ვილაპარაკოთო“. იმ დროს სახლში მყოფი ე------------------–---–ი, რ-----------–---–ი და დ-----------–----ე დასხდნენ მაგიდასთან და დაიწყეს ლაპარაკი. საუბარისას დ-----------–----ემ, მოუყვა რ-----------–---–ს პატიმრობაში ყოფნისას მის მეუღლესთან ე------------------–---–თან ურთიერთობის შესახებ, რაზეც რ-----------–---–ს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მაგიდასთან საუბრისას დ-----------–----ემ უთხრა, რომ მიეტოვებინა რ-----------–---–ი და მას გაჰყოლოდა, რაზეც ე------------------–---–ი არ დათანხმდა. აღნიშნულზე დ-----------–----ე უფრო გაღიზიანდა და თქვა, თუ ე------------------–---–ი არ გაყვებოდა, მასაც მოკლავდა, მის მეუღლესაც და თავსაც მოიკლავდა. ამ მუქარის შემდეგ დ. კობეშავიძე წამოდგა მაგიდიდან, ოთახში გაიარა და კონკრეტულად ვინმეზე დამიზნების გარეშე იატაკის მიმართულებით სცადა იარაღიდან გასროლა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა. ამის შემდეგ დ-----------–----ემ იარაღიდან მოხსნა ტყვიების ჩასადები მჭიდი და იარაღთან ერთად დადო მაგიდაზე. რ-----------–---–მა მაგიდაზე დადებული ტყვიების მჭიდიდან ამოიღო ტყვიები, რომელიც აშკარად ნამდვილი იარაღის არ იყო და დაცინვით მიმართა „ეს რა არის? ვინ გამოგატანა? რატომ მოიტანე? სირცხვილით ამით როგორ მოხვედიო? რა გეგონა ამით შემაშინებდიო ? იცოდი მაინც, რომ ეს იარაღი იყო ყალბიო ? “. მოწმის განმარტებით, ამოღებული ტყვიები რ-----------–---–მა გადაყარა სახლის აივნიდან. აღნიშნულის შემდეგ ვითარება დამშვიდდა, დ-----------–----ემ მისაღებ ოთახში არსებული კარადიდან გამოიღო ერთი ბოთლი კონიაკი ჭიქებით და რ-----------–---–თან ერთად დაიწყო დალევა. მას შემდეგ, რაც დ-----------–----ემ და რ-----------–---–მა რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი დალიეს, დავითმა, რ-----------–---–ი დაპატიჟა ქალაქ გარეთ მის აგარაკზე, რაზეც რევაზი დათანხმდა. ე------------------–---–ი კატეგორიული წინააღმდეგი იყო რ-----------–---–ი გაყოლოდა დ-----------–----ეს და მის მეუღლეს უთხრა ვერსად ვერ წახვალო, თუმცა რ-----------–---–ი გამოთქვამდა მზაობას წაყოლოდა დ-----------–----ეს. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ე------------------–---–მა მოსთხოვა დ-----------–----ეს დაეტოვებინა მისი სახლი და სახლის გასასვლელი კარისკენ გაყვანით სცადა მისი სახლიდან გაგდება. ამასთან, თვითონვე მიაწოდა მის მიერ მოტანილი იარაღი. დათო კობეშავიძე წინააღმდეგობას უწევდა ე------------------–---–ს და არ გადიოდა სახლიდან რ-----------–---–ს გარეშე, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა საპირფარეშოში. სწორედ ამ წინააღმდეგობისას დ-----------–----ემ ორივე ხელის მაჯებზე უკბინა ე------------------–---–ს, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მისი კივილის ხმაზე საპირფარეშოდან გამოსულმა რ-----------–---–მა ფიზიკურად გაიწია დ-----------–----ეზე, მაგრამ დ-----------–----ემ იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყა რ-----------–---–ს სახის არეში. დ-----------–----ის წინააღმდეგობის მიუხედავად ე------------------–---–მა და რ-----------–---–მა მოახერხეს მისი სახლის გარეთ გაყვანა და კარების ჩაკეტვა. რ-----------–---–ს იარაღის კონდახის დარტყმის შედეგად სახის არიდან სდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ფიზიკური დაზიანებების მიყენების ინციდენტს შეესწრო მისი მცირეწლოვანი შვილი - მ------------–---–ი, რომელიც უკვე ეზოდან სახლში იყო ასული. დ-----------–----ის სახლიდან გაგდების შემდეგ, ე------------------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაურე-- ისევ დ-----------–----ემ და სთხოვა სახლის ეზოში ჩასვლა საუბრის გასაგრძელებლად, რაზედაც ე---------- არ დათანხმდა, მაგრამ დავითმა უთხრა, რომ თუ არ ჩავიდოდა ეზოში მის შვილს თამუნა რამიშვილს დახვდებოდა სკოლასთან და რასაც გააკეთებდა საკუთარი თავისთვის დაებრალებინა. მოწმის განმარტებით, იმ დღეს მისი ქალიშვილი მართლაც სკოლაში იმყოფებოდა სასკოლო სპექტაკლის რეპეტიციაზე და შეეშინდა დ-----------–----ეს მართლა რაიმე არ დაეშავებინა მისი შვილისთვის, რის გამოც ჩავიდა ეზოში. ეზოში ჩასვლისას დ-----------–----ემ მოსთხოვა ე------------------–---–ს ეზოს იმ მხარეს გაყოლა სადაც სიბნელე იყო, მაგრამ ე---------- არ გაყვა და გავიდა საცხოვრებელი კორპუსის იმ მხარეს სადაც ხალხი მოძრაობდა, რითაც თავს უფრო დაცულად გრძნობდა. დავითი მას უკან გაყვა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც მან დავითს უთხრა, რომ მის საქციელს აღარ მოითმენდა და დაიწყო 112-ში დარეკვა, თუმცა დავითმა წაართვა ტელეფონი და მოშორდა მას. ტელეფონის წართმევის შემდეგ ე------------------–---–მა ქუჩაში გამვლელ უცხო მამაკაცს სთხოვა ტელეფონი, დარე-- 112-ში და პოლიციის გამოძახების მიზნით ინციდენტის შესახებ შეატყობინა ოპერატორს. იქვე მოშორებით მყოფი დ-----------–----ე, მიუახლოვდა უცხო მამაკაცს, რომელმაც ე------------------–---–ს პოლიციაში დასარე--დ ათხოვა ტელეფონი და უსაყვედურა - რატომ დაარკინა 112-ში, რის შემდეგაც დ-----------–----ე გაიქცა.
მოწმე ე------------------–---–ის დაკითხვისას სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ მოწმემ მხოლოდ არაერთი დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ შეძლო დაეკონკრეტებინა, სად, როდის და რა ვითარებაში განახორციელა დ-----------–----ემ მასსა და მის მეუღლეზე მუქარა (მაგიდასთან საუბრისას დ-----------–----ემ უთხრა, რომ მიეტოვებინა რ-----------–---–ი და მას გაჰყოლოდა, რაზეც ე------------------–---–ი არ დათანხმდა. აღნიშნულზე დ-----------–----ე უფრო გაღიზიანდა და თქვა, თუ ე------------------–---–ი არ გაყვებოდა მასაც მოკლავდა მის მეუღლესაც და თავსაც მოიკლავდა). სასამართლოს მოსაზრებით მოწმეს აშკარად გაუჭირდა მუქარის ეპიზოდი მოექცია მისი ჩვენების თანმიმდევრობაში, მაშინ როდესაც ჩვენების სხვა ნაწილთან მიმართებაში მსგავსი არ შეინიშნებოდა.
(ტ.2. ს.ფ. 35-38; 51-52)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ------------–---–მა განმარტა, რომ როდესაც ის იმყოფებოდა პატიმრობაში მის მეუღლეს - ე------------------–---–ს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე დ-----------–----ესთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან განთავისუფლდა, ე------------------–---–მა ყველაფერი მოუყვა და იმის გამო, რომ ჰყავთ საერთო შვილები, ყველაფერი აპატია და განაგრძო მასთან ოჯახური თანაცხოვრება.
2018 წლის 11 აპრილს რ-----------–---–ი, მეუღლესთან- ე------------------–---–თან და მათ ორ არასრულწლოვან შვილთან მ-------------------------–---–-----ნ ერთად მგზავრობდნენ რა კახეთის რეგიონიდან ქ. რუსთავის მიმართულებით, მის მეუღლეს- ე------------------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა დ-----------–----ე და მოსთხოვა რ-----------–---–თან შეხვედრა. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს დაახლოებით 17:00 საათზე, როცა ის მარტო იმყოფებოდა სახლში ქ. რუსთავში და წამოწოლილი იყო მისაღებ ოთახში, სახლში შევიდა მისი მეუღლე ე------------------–---–ი, რომელსაც 2-3 წუთში შეყვა მისთვის უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო დ-----------–----ე. დ-----------–----ემ საწოლზე წამოწოლილ რ-----------–---–ს მოთხოვა ამდგარიყო, ვინაიდან, სალაპარაკო ჰქონდა. მიუხედავად მოთხოვნისა, რ-----------–---–ი არ ამდგარა საწოლიდან, თუმცა მოულოდნელად გაიგო იარაღის გადატენის ხმა და დ-----------–----ის გინება მისი მისამართით, რის გამოც წამოხტა საწოლიდან და დ-----------–----ეს მიმართა ,,ჯერ რა ნამუსით შემოდიხარ ჩემს ოჯახში და მეუბნები სალაპარაკო მაქვს შენთანო და მერე იარაღით შემოდიხარ ?“ რის შემდეგაც ფიზიკურად გაიწია მასზე თუმცა, ე------------------–---–მა მოახერხა მათი დაწყნარება. დამშვიდების შემდეგ დ-----------–----ემ ჯიბიდან ამოიღო არაყის ბოთლი, იქვე ოთახში არსებული კარადიდან გამოიღო ჭიქები და ყველანი დასხდნენ მაგიდასთან სასაუბროდ. მან და დ-----------–----ემ დალიეს თითო ჭიქა ალკოჰოლური სასმელი, თან დ-----------–----ე ყვებოდა, რომ როცა მოწმე იმყოფებოდა ციხეში მის მეუღლესთან ე------------------–---–თან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, ის ყურადღებას არ აქცევდა დ-----------–----ის საუბარს, ვინაიდან, მისთვის უკვე ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტის შესახებ.
გარკვეული დროის შემდეგ დ-----------–----ემ, რ-----------–---–ი დაპატიჟა აგარაკზე ს------–------–------------–-. მართალია რ-----------–---–ი ეჭვობდა, რომ დ-----------–----ე ს------–------–------------–- საჩხუბრად ეპატიჟებოდა, თუმცა დათანხმდა, რაზედაც მისი მეუღლე კატეგორიული წინააღმდეგი იყო და დ-----------–----ეს მოსთხოვა მათი სახლის დატოვება. თავის მხრივ განერვიულებული რ-----------–---–ი გავიდა სამზარეულო ოთახში სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც სახლის შემოსასვლელი ოთახიდან შემოესმა მეუღლის ყვირილის ხმა, რომელიც დ-----------–----ის სახლიდან გაგდებას ცდილობდა. მოწმის განმარტებით მეუღლის ყვირილზე ისიც გავიდა და მეუღლის დასაცავად გაიწია დ-----------–----ეზე, რა დროსაც დ-----------–----ემ სახის არეში სამჯერ (დემონსტრირებს ხელით) ჩაარტყა პისტოლეტის კონდახი, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმის განმარტებით, დ-----------–----ეს იარაღი გაეჭედა პირველივე გადატენისას, როცა რ-----------–---–ს თხოვდა საწოლიდან ადგომას და აგინებდა, ამ დროსვე იატაკის მიმართულებით სცადა გასროლა, თუმცა უშედეგოდ, ხოლო მას შემდეგ იარაღი იდო მაგიდაზე. მოწმის განმარტებით, დ-----------–----ის იარაღის მჭიდიდან ე------------------–---–მა ამოიღო ტყვიები და ე----------ს მითითებით რ-----------–---–მა გადაყარა ეზოში.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ დ-----------–----ის მიერ დემონსტრირებული იარაღი რა მარკის იყო არ იცის, მისი განმარტებით იყო შავი ფერის პისტოლეტი და ჰგავდა მაკაროვს სისტემის პისტოლეტს. მისივე განმარტებით, მას აღნიშნული იარაღი დეტალურად არ დაუთვალიერებია და არც შეუფასებია რამდენად ვარგისი იყო გამოსაყენებლად.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ დ-----------–----ის სახლიდან გაგდების პროცესში, დ-----------–----ემ ჯერ ე------------------–---–ს უკბინა ხელებზე და მხოლოდ მას შემდგე ჩაარტყა იარაღს ტარი სახის არეში.
მოწმის დაკითხვისას სასამართლოს ყურადღება მიიქცია, იმ გარემოებამ, რომ მოწმემ არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ე------------------–---–ის ჩვენების ის ნაწილი სადაც ეს უკანასკნელი უთითებდა, რომ მაგიდასთან საუბრისას დ-----------–----ემ ე------------------–---–ს მოთხოვა მიეტოვებინა რ-----------–---–ი და მას გაჰყოლოდა, რაზეც ე------------------–---–ი არ დათანხმდა. აღნიშნულზე კი დ-----------–----ე უფრო გაღიზიანდა და თქვა, თუ ე------------------–---–ი არ გაყვებოდა მასაც მოკლავდა მის მეუღლესაც და თავსაც მოიკლავდა. ასევე საყურადღებოა, რომ მოწმის ჩვენებით, დ-----------–----ემ მართალია მოახდინა იარაღის დამუხტვა, დემონსტრირება და რ-----------–---–ის მისამართით შეგინება, თუმცა არ გამოუხატავს მუქარა. (ტ.2. ს.ფ. 52-59)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გ--------–-–---–---–ის განმარტებით, 2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე ფეხით მოძრაობდა ქ.რუსთავში მ--------------------–--------------------–--------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მას მიუახლოვდა აღელვებული გოგონა და სთხოვა ტელეფონით სარგებლობა, რაზეც ის დათანხმდა და ათხოვა ტელეფონი. მისივე განმარტებით, გოგონამ სავარაუდოდ დარე-- 112-ში ვინაიდან მისი ლაპარაკისას გაიგო, რომ ამბობდა ტელეფონი გამტაცეს მალე მოვიდეს პატრულიო. მოწმის განმარტებით, ამ დროს მას ზურგის მხარიდან ჩაუარა მისთვის უცნობმა მამაკაცმა და მიაძახა ,,სად არეკინებო?“ მას არ დაუნახავს ის პიროვნება ვინც ეს უთხრა და არც ცნობა შეუძლია. მოწმის განმარტებით ის პიროვნება იყო სუსტი აღნაგობის.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ გოგონას 112-ზე დაარეკინა მისი კუთვნილი 5-------- ნომრიდან . (ტ.1. ს.ფ. 260-262)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N--------------------- შეტყობინებების მიხედვით 2018 წლის 11 აპრილს, ქ-----------–----------------------–--------------------- - ში მცხოვრებმა 1----–-–------------–ს დაბადებულმა ე------------------–---–მა (ტელეფონის ნომერი: 5---------) განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე, მასთან სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობრის ძმა 1----–--–- დაბადებული დ-----------–----ე, რომელიც იარაღით დაემუქრა და სთხოვა წაყოლოდა მას, უარის მიღების შემდეგ დ-----------–----ემ წაართვა მობილური ტელეფონი და გაიქცა. (ტ.1. ს.ფ. 2- 3)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შეტყობინების მიხედვით 2018 წლის 11 აპრილს, გარდაბნის რაიონის ს------–------–------------–- მცხოვრებმა 1----–--–- დაბადებულმა დ-----------–----ემ განაცხადა, რომ ქ-----------–----------------------–- მისი მეგობრი ე-- ს------–---–ის მეუღლესთან რ-----------–---–თან მოუვიდა ჩხუბი.(ტ.1. ს.ფ. 4)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ო----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 აპრილს, საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მის მეწყვილესთან ო--------------თან ერთად, რა დროსაც ქ. რუსთავში, შარტავას N15-თან მათ ხელი დაუქნია მოქალაქემ და სთხოვა გაჩერება. ა/მანქანის გაჩერების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს პირი, რომელმაც მოითხოვა მათი გაჩერება და დაადგინეს, რომ იყო დ-----------–----ე, რომლის განმარტებით მას ქ-----------–----------------------–- მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმის განმარტებით, იმავე დღეს რადიო გადამცემის საშუალებით (რაციით) მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქ-----------–----------------------–- მოხდა ინციდენტი რა დროსაც ვინმე დ-----------–----ემ იარაღის მუქარით ქალბატონს წაართვა ტელეფონი და განმცხადებლის მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იმის გამო, რომ მ-------------------- მიეკუთვნებოდა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეჩერებული პირის მონაცემების იდენტიფიცირების მიზნით დარეკეს განყოფილების სამორიგეოში, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში მოვიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მოახდინეს დ-----------–----ის დაკავება.
(ტ.1. ს.ფ. 257-259)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელ - გ-------------–---–ის განმარტებით 2018 წლის 11 აპრილს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შემოსული იყო შეტყობინება, რომლის თანახმადაც შეტყობინების ინიციატორი ე------------------–---–ი აცხადებდა, რომ ქ-----------–------------------------–- დ-----------–----ე იარაღის მუქარით სთხოვდა მას თან გაყოლას, უარის მიღების შემდეგ გასტაცა მობილური ტელეფონი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ამის შემდეგ რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების სამორიგეოში საპატრულო პოლიციიდან შევიდა შეტყობინება, რომ ქ. რუსთავში შარტავას გამზირი N15-ში ჰყავდათ შეჩერებული დ-----------–----ე. აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან მალევე ის გამომძიებელ ნ---------–--–---–თან ერთად გავიდა საპატრულო პოლიციის მიერ მითითებულ ადგილზე და მოახდინა დ-----------–----ის დაკავება. მოწმის განმარტებით, დ-----------–----ეს დაკავებისას განუმარტა დაკავების საფუძველი და მისთვის მინიჭებული უფლებები. მოწმის განმარტებით, დ-----------–----ეს დაკავებისას ასევე ჩაუტარდა პირადი ჩხრე--, ვინაიდან, მას შესაძლოა ჰქონოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი (შეტყობინებაში რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება ფიგურირებდა იარაღი და მობილური ტელეფონი). დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ დ-----------–----ე გადაყვანილ იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში.
(ტ.1. ს.ფ. 259-260)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა -ა----------–--ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულს პროკურორის დავალებით წარუდგინა ბრალი, ასევე მოწმის სახით გამოკითხა არასრულწლოვანი მ------------–---–ი.
(ტ.1. ს.ფ. 241-242)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელ - თ----------------–--ის განმარტებით, 2018 წლის 11 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. შეტყობინების თანახმად, ე------------------–---–მა განაცხადა, რომ ქ-----------–----------------------–-, მასთან სტუმრად იმყოფებოდა დ-----------–----ე, რომელიც იარაღით დაემუქრა და სთხოვა წაყოლოდა მას, უარის მიღების შემდეგ დ-----------–----ემ წაართვა მობილური ტელეფონი და გაიქცა. შეტყობინების საფუძველზე მოწმის სახით გამოკითხა ე------------------–---–ი და რ-----------–---–ი, ასევე გამოკითხა გ--------–-–---–---–ი, რომლის მობილური ტელეფონითაც ე------------------–---–მა დარე-- 112-ში. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს ქ-----------–----------------------–-, N--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. 2018 წლის 12 აპრილს მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებული დ-----------–----ე და მისგან მიღებული ინფორმაციის რეალიზების მიზნით (მობილური ტელეფონის და იარაღის გადაგდების ადგილას), მომდევნო დღეს ქ-----------–----------------------–-, N--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც საქმისათვის რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი ნანახი ვერ იქნა. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ჰყავს ასევე გამოკითხული ო----------–--ე და ორივე დაზარალებულზე ე------------------–---–ზე და რ-----------–---–ზე დანიშნული აქვს სამედიცინო ექსპერტიზები.
(ტ.1. ს.ფ. 242-243)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულ დ-----------–----ის დაკავების ოქმით: 2018 წლის 11 აპრილს, შსს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ გ-------------–---–ის მიერ ქ-----------–---–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა - დ-----------–----ე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ნ---------–--–---–ი. დ-----------–----ის დაკავების ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე და გადაყვანილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
(ტ.1. ს.ფ. 22-28)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი მ--------–----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 13 აპრილს გაცემული ექსპერტიზის დასკვნების ( N--------- რ-----------–---–ის მიმართ და N--------- ე------------------–---–ის მიმართ) სიზუსტე.
2018 წლის 13 აპრილის რ-----------–---–ის მიმართ გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად რ-----------–---–ს გარეგანი დათვალიერებით 2018 წლის 12 აპრილს აღენიშნება სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. (ტ.1. ს.ფ. 67-69)
2018 წლის 13 აპრილის ე------------------–---–ის მიმართ გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ე------------------–---–ს გარეგანი დათვალიერებით 2018 წლის 12 აპრილს აღენიშნება სისხლნაჟღენთები ორივე წინამხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. (ტ.1. ს.ფ. 70-72)
მოწმემ მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ მკვრივ ბლაგვ საგანად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა ის საგანი, რომელიც არ არის მჭრელი, მჩხვლეტავი, ბასრი, მჩეხავი, მჩხვლეტავ-მჭრელი. მოწმის განმარტები პისტოლეტი განიხილება, როგორც მკვრივი ბლაგვი საგანი. (ტ.1. ს.ფ. 256-257)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 11 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომლიც შედგენილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელი თ----------------–--ის მიერ, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------–----------------------–-, N--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 11 აპრილის 22:20 საათზე და დამთავრდა 2018 წლის 22:41 საათზე. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მშვიდ სამუშაო გარემოში, ხელოვნური განათების პირობებში, საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულ იქნა ,,ჰუავეი ლაით 8“ ფირმის მობილური ტელეფონის ფოტო აპარატი, რის საშუალებითაც მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება და აღნიშნული ფოტოები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.(ტ.1. ს.ფ. 9-16)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 12 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, რომლიც შედგენილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელი თ----------------–--ის მიერ, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------–----------------------–-, N--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 13 აპრილს 14:15 საათზე და დამთავრდა 2018 წლის 15:14 საათზე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ექსპერტი დ---------–--ე უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ლევან ფლიევი და უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ნიკა სტეფნიაშვილი. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ბუნებრივი განათების პირობებში 2018 წლის 12 აპრილს ქ. მარნეულის დროებით მოთავსების იზოლატორში დ-----------–----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულ იქნა საექსპერტო სამსახურის „ნიკონის“ ფირმის ფოტო აპარატი, რის საშუალებითაც მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ფოტოგადაღება და აღნიშნული ფოტოები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. (ტ.1. ს.ფ. 87-89)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა დ-----------–----ემ, წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას დაზარალებულ ე------------------–---–თან აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა და მასთან ერთად ცხოვრობდა იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ე------------------–---–ის მეუღლე რ-----------–---–ი იმყოფებოდა პატიმრობაში. მოწმის განმარტებით მისი და ე------------------–---–ის ურთიერთობის შესახებ ცნობილი იყო თვითონ რ-----------–---–ისთვის, რომელიც შემთხვევამდე უკავშირდებოდა ტელეფონზე და სთხოვდა შეხვედრას ქ-----------–----------------------–- მტკვრის სანაპიროზე, ამასთან საუბრისას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფებს.
2018 წლის 11 აპრილს, დ-----------–----ე მობილურზე დაუკავშირდა ე------------------–---–ს და უთხრა, რომ უნდოდა მისი მეუღლესთან - რ-----------–---–თან შეხვედრა. იმავე დღეს დ-----------–----ე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეხვდა ე------------------–---–ს და მოთხოვა რ-----------–---–ი ჩამოეყვანა ეზოში მასთან სასაუბროდ. აღნიშნულზე ე------------------–---–მა უარი განუცხადა და შესთავაზა მასთან ერთად ასულიყო სახლში და იქ დალაპარაკებოდა რ-----------–---–ს. დ-----------–----ე დათანხმდა ე------------------–---–ის შეთავაზებას და მას შემდეგ, რაც ე------------------–---–ი გარეგნული შემოწმებით დაარწმუნა, რომ რაიმე სახის იარაღი თან არ ჰქონდა სწრაფად აირბინა სართულები, სადაც გზად აიღო წინასწარ მე-4 სართულზე გადამალული აირის პისტოლეტი და ე------------------–---–ს დაელოდა ბინის კართან, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ნელა ადიოდა კიბეებზე. მოწმის განმარტებით, მას იარაღი თავდაცვის მიზნით უნდოდა, ვინაიდან ეგონა, რომ რ-----------–---–ი სახლში მარტო არ იქნებოდა და მას მეგობრებს დაახვედრებდა. რ-----------–---–თან სახლში პირველი შევიდა ე------------------–---–ი, ხოლო თვითონ დაახლოებით 5-10 წუთში შეყვა. დ-----------–----ის სახლში შესვლისას რ-----------–---–ი იყო ფეხზე. მოწმის განმარტებით, მან იარაღი სახლში შესვლისთანავე ამოიღო და სახლის ოთახები გადაამოწმა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სახლში გარდა ე------------------–---–ისა და რ-----------–---–ისა სხვა არავინ იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, როდესაც დარწმუნდა, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, იარაღი დადო მაგიდაზე, დაჯდა სკამზე და რ-----------–---–ს და ე------------------–---–ს თხოვა დამსხდარიყვნენ მაგიდასთან რათა ესაუბრათ.
მაგიდასთან საუბრისას დ-----------–----ემ იქვე მდგარი კარადიდან გამოიღო კონიაკი და ჭიქები, რის შემდეგაც რ-----------–---–თან ერთად დაიწყო დალევა. მოწმის განმარტებით, სასმელის მიღებისას მან რ-----------–---–ს დეტალურად მოუყვა მისი და ე------------------–---–ის ურთიერთობის შესახებ და ბოლოს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რის გამოც მათ მოუვიდათ კამათი და ჩხუბი. კამათის დროს ე------------------–---–ი მასსა და რ-----------–---–ს შორის ჩადგა და ცდილობდა გაშველებას და დ-----------–----ის სახლიდან გაყვანას. ამ პროცესში ე------------------–---–ს გაკავებული ჰქონდა დ-----------–----ის ხელები, რითაც არ აძლევდა საშუალებას დაეცვა თავი რ-----------–---–ისგან, რომელიც მას ურტყამდა. თავდაცვის მიზნით დ-----------–----ემ ხელებზე უკბინა ე------------------–---–ს, რათა თავი დაიხსნა და რ-----------–---–ს სახის არეში ჩაარტყა იარაღის კონდახი, რის შედეგადაც რ-----------–---–ს სახის არიდან წამოუვიდა სისხლი.
მოწმის განმარტებით რ-----------–---–ისთვის დაზიანებების მიყენების შემდეგ დატოვა მისი საცხოვრებელი სახლი და ჩავიდა ეზოში, საიდანაც დაურე-- ე------------------–---–ს და მოსთხოვა ჩასულიყო მასთან. დაახლოებით 05 წუთში ე------------------–---–ი ჩავიდა ეზოში, სადაც ე---------- სომონიშვილს მოსთხოვა, მისთვის თავი დაენებებინა და ისევ ასულიყვნენ სახლში, რათა დარწმუნებულიყო, რომ რ-----------–---–ს მისგან მიყენებული დაზიანებების შედეგად არ გართულებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნულზე ე------------------–---–ი არ დათანხმდა და პოლიციაში დასარე--დ ამოიღო ტელეფონი, რომელიც დ-----------–----ემ წაართვა, თუმცა ამის მიუხედავად ე----------მ უცნობი მამაკაცისგან ნათხოვარი ტელეფონით მაინც შეძლო პოლიციაში დარეკვა. მოწმის განმარტებით აღნიშნულის შემდეგ ის გაცილდა შემთხვევის ადგილს და გავიდა შარტავას მოედანზე, სადაც თვითონ გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და უამბო მომხდარი ინციდენტის შესახებ.
ბრალდებულმა დამატებით განმარტა რომ ინციდენტის დღეს მას არანაირი სასმელი არ აუტანია რ-----------–---–ის სახლში, მან სასმელი რევაზის სახლში არსებული კარადიდან აიღო. ასევე დააზუსტა, რომ მან ე------------------–---–ს ხელებზე თავდაცვის მიზნით უკბინა, რათა თავი დაეხსნა მისგან და შეძლებოდა რ-----------–---–ის მოგერიება, რაც შეძლო და რ-----------–---–ს სახის არეში ჩაარტყა პისტოლეტის კონდახი.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ კამათის დაწყების მიზეზი გახდა მისი მხრიდან რ-----------–---–ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ასევე განმარტა, რომ რ-----------–---–თან ერთად ალკოჰოლის მიღებისას სადღეგრძელოებში ამცირებდა ე------------------–---–ს.
ბრალდებულმა ასევე დააზუსტა, რომ მუქარის ნაწილში მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, ხოლო, რაც შეეხება ძალადობის ნაწილს თავს ცნობს დამნაშავედ.
სასამართლო აფასებს რა ბრალდებულ დ-----------–----ის ჩვენებას, მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ჩვენება არ უნდა იქნას სრულად გაზიარებული, ვინაიდან აშკარად მიმართულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შემსუბუქებისკენ და ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა დამაჯერებელ მტკიცებულებებს.
(ტ.2. ს.ფ. 69-73)
3.2.1.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
მოცემულ შემთხვევაში ჩვენი განხილვის საგანია ძალადობა. მსოფლიოში ძალადობის უამრავი განმარტება არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს (ან ამის ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს) სხეულის დაზიანებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრამვა, გადახრები განვითარებაში, ან სხვადასხვა სახის ზიანი. ძალადობის ცნების ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მისი წინასწარ განზრახულობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ძალადობა სამ ფართო კატეგორიად იყოფა იმის შესაბამისად, თუ ვინ ახორციელებს ძალადობის აქტს. ეს კატეგორიებია: საკუთარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პიროვნებათა შორისი ძალადობა, კოლექტიური ძალადობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე აქედან ძალადობა მატერიალური შემადგენლობისაა.
სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულების ე------------------–---–ის და რ-----------–---–ის ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა), დ-----------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ე------------------–---–ის (ტ.2. ს.ფ. 35-38; 51-52) და რ------------–---–ის (ტ.2. ს.ფ. 52-59) ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, კერძოდ ე------------------–---–მა განმარტა, რომ დ-----------–----ე მას და მის მეუღლეს-რ-----------–---–ს მოკვლით დაემუქრა მაგიდასთან საუბრისას და განაცხადა, რომ თუ ე------------------–---–ი მას არ გაჰყვებოდა ჯერ მას და რ-----------–---–ს მოკლავდა და შემდეგ თავს მოიკლავდა. საყურადღებოა, რომ ასეთი ფაქტი თავის ჩვენებაში არ დაადასტურა არც რ-----------–---–მა და არც დ-----------–----ემ. თავის მხრივ რ-----------–---–მა თავის ჩვენებაში არ მიუთითა დ-----------–----ის მხრიდან ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სასამართლოს მიერ შეფასდებოდა მისი ან ე------------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელებაში. ამდენად სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულ დ-----------–----ის დამნაშავედ ცნობისთვის დანაშაულის ჩადენაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. სასამართლოს მოსაზრებით, დაზარალებულთა თანხვედრილი ჩვენებები დ-----------–----ის მიერ მხოლოდ იარაღის დემონსტრირების ნაწილში ვერ იქნება პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი სისხლის სამართლებრივად დასჯადი მუქარის განხორციელების ნაწილში.
საზოგადოდ ცნობილია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც, თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული. მუქარის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით.
აღნიშნული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად სახეზე გვაქვს მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.
სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმით არამედ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით. ეს ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შესაფასებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, ან წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არა ერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ.) ხოლო სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებაში უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა, თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში.
ამდენად დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე , არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ-----------–----ის მხრიდან მუქარის განხორციელებას. როგორც ზემოთ აღინიშნა დაზარალებულების ჩვენება ამ ნაწილში არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში დ-----------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-----------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ იგი თავს დამნაშავედ ცნობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში და სახეზეა დანაშაულის რეციდივის ნიშნები.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დ-----------–----ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: სხვაგვარი ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეციდივი, ვინაიდან დ-----------–----ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა წინათ დ-----------–----ის მხრიდან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამდენად, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ დ-----------–----ის პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ისე დამამძიმებელ გარემოებას, რომ ის წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში და ამასთან, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს და მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - დ-----------–----ის მიმართ მხოლოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით, როგორიცაა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-271-ე, 272-ე, 273-ე, 274 - 277-ე, 279-ე, 280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----------–----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2. დ-----------–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
3. დ-----------–----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 აპრილის 22:15 საათიდან;
4. დ-----------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე