განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2018
საქმის ნომერი
120100117002201366
დავის ტიპი
126 1
თარიღი
22.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/282-17წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

13 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–-----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – რ-------------–---, დაბადებული 0-.0-.1---წ. ა------ში, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - საქართველო, ა-------ს რაიონი, სოფ. გ--------–-.

 

ადვოკატი - ე--------------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 0---------------, შუადღის საათებში, დაბა ა------ში, ვ-–----–----–-ს ქ. Nº3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, რ-------------–---მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------------–---ს, რა დროსაც მას განზრახ დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც გ------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

რ-------------–---მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

დაზარალებულ გ------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 0---------------, იმყოფებოდა დაბა ა------ში, იყო ნასვამ მდგომარეობაში. იცის ვინაა რ-------------–---, მაგრამ პირადად არ იცნობს. იგი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ცხოვრობს, სამი დღის წინ მასსა და რ-------------–---ს შორის იყო პატარა სიტყვიერი შელაპარაკება, როდესაც გარეთ გავიდა მისი მეზობელი ა---------–--------- აკეთებდა საშეშეს, როცა ახლოს მივიდა რ--------------–---ც იქ იყო და კვლავ მოხდა მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც კ------–---მ მას ხელი დაარტყა გულ-მკერდის არეში, მან იგრძნო ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ა---------–---------, ც---–------------ და ი-------–-–---–-.

 

მოწმე ავთანდილ ჩირგაძის ჩვენებით დადგენილია, რომ რ-------------–--- მისი თანასოფლელია და გ------------–--- კი დიდი ხანი არაა რაც ცხოვრობს მის მეზობლად, 2017 წლის 0--------------- ეზოში აკეთებდა საშეშეს, მას ეხმარებოდნენ რ--------------–--- და ც---–------------, დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, იქ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------------–---, ასევე იქ იყო რ--------------–---, რომელმაც გ---–---ს უთხრა, რომ ნასვამი იყო და სახლში წასულიყო, ამაზე გაბრაზებულმა გ------------–---მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისკენ იწევდა, რა დროსაც რ--------------–---მ ხელი ჰკრა გ---–---ს მკერდში, მან და ც---–-----------მა გააშველეს ისინი.

 

მოწმე ცოლაკ ოსეფიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 0--------------- მისი მეზობელი ა---------–--------- აკეთებდა საშეშეს, როდესაც მივიდა, იქ იყო რ--------------–---, ცოტახნის მერე გ------------–---ც მივიდა ნასვამი, რომელსაც ტელეფონი ხელში ჰქონდა და ვიღაცას აგინებდა. მიუახლოვდა რ------ს, ამ დროს რ-------------–---მ გულმკერდის არეში ხელის კვრით მოიშორა. ამის შემდეგ გ---–--- წავიდა სახლში და დაპირისპირება აღარ გაგრძელებულა.

 

რ-------------–---მ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი მეზობელი ა---------–--------- 2017 წლის 0--------------- ეზოში აკეთებდა საშეშეს და მას ეხმარებოდა. იქ იყო ასევე ც---–------------, დაახლოებით 13-14 საათი იქნებოდა, იქ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------------–---, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბრალდებულს და მისკენ იწევდა, რა დროსაც რ--------------–---მ, რომელიც იჯდა ბეტონზე, ხელი დაახვედრა მისკენ წამოსულ გ---–---ს მკერდში, ბრალდებული განმარტავს, რომ გ---–---სთვის არ დაურტყამს.

 

მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელებმა თე----------------–---მ, შმ-------------მ სვ----–-----------–---–მა, და მი----–-–------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1--------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------------–---ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 15 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ რ-------------–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------------–---ს.

 

2017 წლის 15 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით გ------------–--- ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ-------------–---ს მიერ ჩადენილი ქმედების - სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. როგორც დაზარალებულის, ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ რ-------------–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------------–---ს, რა დროსაც მას განზრახ დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც გ------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომ გ------------–---ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც, როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ-------------–---ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

რ-------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-------------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ-------------–---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რ-------------–--- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 საათი.

 

2. რ-------------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს შემტანს ი-------–-–---–ს განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE2; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2017 წლის 05 დეკემბერს შეტანილი თანხა 1000 ლარი.

 

3. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი